არქივი

5 გავლენიანი ლიდერი, რომლებმაც მსოფლიო შეცვალეს

Nelson Mandela

მხოლოდ ძალიან ძლიერ ლიდერებს თუ ძალუძთ მსოფლიოს მომავლის ტრანსფორმირება. ლიდერობის ნიჭი კი მარტო რჩეულებს აქვთ. სწორედ 5 რჩეულ, გავლენიან ლიდერზე ვისაუბრებთ ამ პოსტში.

5. ნელსონ მანდელა (1918-2013)
Nelson Mandela

ნელსონ მანდელა ანტი-აპართეიდი რევოლუციონერი იყო, რომელიც 1994 წელს სამხრეთ აფრიკის პირველი შავკანიანი პრეზიდენტი გახდა. იგი 1999 წლამდე იყო სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი. სახელგანთქმული ლიდერი მთელი თავისი კარიერის განმავლობაში იბრძოდა რასობრივი დისკრიმინაციის და აპართეიდის წინააღმდეგ.

1961 წელს მანდელამ დაარსა Umkhonto we Sizwe, ეს იყო აფრიკის ნაციონალური კონგრესის სამხედრო ძალა და ის ეწინააღმდეგებოდა სამხრეთ აფრიკის ხელისუფლების სისტემას, ანუ რასობრივ დისკრიმინაციას. ნელსონ მანდელამ 27 წელი გაატარა ციხეში. მას ბრალდებოდა ხელისუფლების წინააღმდეგ საბოტაჟისა და შეთქმულების მოწყობა. მას სამუდამო პატიმრობა მიესაჯა, თუმცა მანდელას განსათავისუფლებლად ინტერნაციონალური კამპანიის წარმატებული ლობირების შემდეგ, ნელსონმა თავისუფლება მოიპოვა.

მან სიცოცხლეშივე მიიღო 250-ზე მეტი ჯილდო, მათ შორის 1993 წელს ნობელის პრემია მშივდობის დარგში. მანდელა 2013 წლის 5 დეკემბერს, 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.

4. მაჰათმა განდი (1869-1948)
Mahatma Gandhi

მაჰანდას კარამჩანდ განდი 1920-იან წლებში ხელმძღვანელობდა ბრძოლას ბრიტანეთის კანონების წიმააღმდეგ, რომელიც ემსახურებოდა ინდოეთის ნაციონალიზმის მოპოვებას. იგი მხოლოდ არაძალადობრივი პროტესტის გზას იყენებდა. განდი მოგზაურობდა მსოფლიოს გარშემო, რათა დაეცვა ადამიანების უფლებები და მათთვის თავისუფლება დაებრუნებინა. “მაჰათმა” სანსკრიტულ ენაზე “პატივსაცემს” ნიშნავს. ეს სახელი განდის 1941 წელს სამხრეთ აფრიკაში შეარქვეს და ახლა მას თითქმის ყველა “მაჰათმა” განდით მოიხსენიებს.

მაჰათმა განდი მოკლეს 1948 წლის 30 იანვარს, 78 წლის ასაკში. მისი დაბადების დღის თარიღი, 2 ოქტომბერი ინდოეთში დასვენების დღედ არის მიჩნეული. ეს დღე მსოფლიოს მაშტაბით აღინიშნება, როგორც “არაძალადობის დღე”.

3. მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორი (1929-1968)
Martin Luther King Jr.

მარტინ ლუთერ კინგ ჯუნიორი იყო ამერიკელი აქტივისტი და ჰუმანისტი, რომელიც ხალხის უფლებების დამცველი აფრიკულ-ამერიკული ორგანიზაციის ლიდერი გახდა. მაჰათმა განდის მსგავსად, მარტინიც ცნობილი გახდა, როგორც არაძალადობრივი გზით ხალხის უფლებებისთვის მებრძოლი.

როგორც ბაპტისტმა მოძღვარმა, კინგმა მონაწილეობა მიიღო 1995 წლის “მონტგომერის ავტობუსის პროტესტში”. ეს პროტესტი იყო პოლიტიკური და სოციალური კამპანია სახალხო ტრანსპორტში რასობრივი დისკრიმინაციის წინააღმდეგ. როგორც ცნობილია, მონტგომერის ავტობუსებში შავკანიანებს დასხდომა არ შეეძლოთ. კინგის ყველაზე ცნობილი გამოსვლაა “მე მაქვს ოცნება” (“I have a dream”), წარმოთქმული მშვიდობიანი მარშისას ვაშინგტონში 1963 წელს ლინკოლნის მონუმენტის კვარცხლბეკთან დაახლოებით 300 ათასი ამერიკელის წინ.

მარტინ ლუთერ კინგი მოკლეს 1968 წლის 4 აპრილს, მემფისში. სიკვდილამდე, 1964 წელს მან ნობელის პრემია მიიღო მშვიდობის დარგში. მას სიკვდილის შემდეგ გადაეცა პრეზიდენტის მშვიდობის მედალი და კონგრესის ოქროს მედალი. 1968 წელს მარტინ ლუთერ კინგის დაბადების დღე, ანუ 21 იანვარი, ა.შ.შ-ში დასვენების დღედ გამოცხადდა.

2. დედა ტერეზა (1910-1997)
Mother Teresa

დედა ტერეზა იყო ალბანელი კათოლიკე მონაზონი. 1950 წელს მან ინდოეთში, კერძოდ კი კალკუტაში დაარსა ორგანიზაცია “ქველმოქმედების მისიონერები”. ეს იყო რელიგიური კავშირი, რომელიც დღემდე არის აქტიური 130-ზე მეტ ქვეყანაში. დედა ტერეზა ზრუნავდა ავადმყოფებზე, ღარიბებზე, ობლებსა და მომაკვდავებზე.

“ქველმოქმედების მისიონერები” საოცრად სწრაფად გავრცელდა ინდოეთში და მალე მან მსოფლიოს ნახევარზე მეტი მოიცვა. 2012 წლის მონაცემებით ეს ორგანიზაცია გავრცელებულია 133 ქვეყანაში და მასში გაწევრიანებულია 4,500 მედიცინის და.

ეს კავშირი დახმარებას უწევს აივ/შიდსით, კეთრითა და ტუბერკულიოზით დაავადებულ ადამიანებს. ასევე უსახლკაროებს და ობლებს გადასცემს საცხოვრებელ ადგილებს. უმასპინძლდება მშივრებს საჭმლით და ა.შ.

1979 წელს დედა ტერეზას გადაეცა ნობელის პრემია მშვიდობის დარგში. 1997 წლის 5 სექტემბერს 87 წლის დედა ტერეზა გარდაიცვალა. 2003 წელს პაპმა ჯონ პაულ მეორემ დედა ტერეზა წმინდანად შერაცხა და მისცა სახელი: კალკუტას კურთხეული დედა ტერეზა.

1. აბრაამ ლინკოლნი (1809-1865)
Abraham Lincoln

აბრაამ ლინკოლნი ამერიკის შეერთებული შტატების მე-16 პრეზიდენტი იყო და ქვეყანას ხელმძღვანელობდა ხმაურიანი ამერიკის სამოქალაქო ომის დროს, რომელიც 1861 წლიდან 1865-მდე. ომი დაიწყო, მას შემდეგ რაც ამერიკას რამოდენიმე სამხრეთის შტატი გამოეყო. აბრაამ ლინკოლნი პირადად წამართავდა საომარ მოქმედებებს სამოქალაქო ომის დროს.

1863 წლის 19 ნოემბერს ამერიკის ისტორიაში ერთერთი საუკეთესო სიტყვა წარმოთქვა აბრაამ ლინკოლნმა, ეს მისი გამოსვლა ცნობილია როგორც “გეთისბურგის მიმართვა”. ამ სიტყვაში ლინკოლნმა ისაუბრა ადამიანეის თანასწორობაზე კანონისა და ღმერთის წინაშე.

მან გაატარა ღონისძიებები, რომლებმაც გამოიწვია მონათმფლობელობის გაუქმება. ლინკოლნმა საბოლოოდ 1863 წლის პირველ იანვარს ამერიკაში გააუქმა მონობა, მან გამოსცა ემანსიპაციის პროკლამაცია, რომელიც კონსტიტუციის მე-13 შესწორებით განმტკიცდა.

56 წლის ასაკში, 1865 წლის 14 აპრილს აბრაამ ლინკოლნი ვაშინგტონში, თეატრ “ფორდ”-ში მოკლეს.

JusT1ce

empty

მსგავსი ამბები

Back to top button