გასართობისაკითხავიუცნაური

გასაღები ალკოჰოლის წინააღმდეგ

კონცერნმა “სიმენსმა” ავტომობილის გასაღები შექმნა, რომელშიც ჩამონტაჟებული სენსორიც სისხლში ალკოჰოლის არსებობას აფიქსირებს. ;)

ავტომანქანის გაღების წინ, მძღოლი იძულებული იქნება მოწყობილობას სული შეუბეროს და თუ მიღებული ალკოჰოლის დოზა 0,5 პრომილეს აღემატება, გასაღები ავტომატურად ბლოკავს ავტომობილს. გასაღებში ჩამონტაჟებული სენსორი ზომით ბრინჯის მარცვალს არ აღემატება, თუმცა, ამის მიუხედავად, ის იმდენად ზუსტია, რომ პოლიციის არსენალში მყოფ სიმთვრალის ხარისხის გასაზომ ხელსაწყოსაც კი არ ჩამოუვარდება.

“სიმენსის” ინჟინრებს არც კანადელი მეცნიერები ჩამორჩნენ. მათ სპეციალური პროგრამული უზრუნველყოფა შექმნეს, რომელმაც მძღოლთა უყურადღებობით გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევები უნდა შეამციროს. როდესაც ტელეფონიანი მძღოლი გადაადგილებისას სიჩქარის რაღაც ზღვარს მიაღწევს, პროგრამა შემომავალ ზარებსა და SMS-ესებს ბლოკავს. ის კი, ვინც ამ დროს მძღოლს ურეკავს, მოისმენს ხმოვან შეტყობინებას იმის შესახებ, რომ ტელეფონის მფლობელს პასუხის გაცემა არ შეუძლია…

წყარო: www.kvirispalitra.ge

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close