საკითხავისასარგებლო

მე ასე ვცხოვრობ..

undefined

ეხლა რა ხდება.. ეს არის ჩემი დაწერილი “სტატია”, რომელშიც განხილულია დღევანდელობაში მცხოვრებ თინეიჯერებში წამოჭრილი ყველაზე პრობლემატური საკითხები.. მოხდა ისე, რომ ყველაზე აქტუალურ შეკითხვებზე მიწევს ძალიან ხშირად პასუხის გაცემა.. ასე რომ, გადავწყვიტე ეს დამეწერა, და ვისაც ჩემი მოსაზრება დააინტერესებდა ამ თემასთან დაკავშირებით, პირდაპირ ეს წაეკითხა.. ამ “სტატიამ” ძალიან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია და ძალიან ბევრი ადამიანის თხოვნით გადავწვიტე გამეშუქებინა ის.. www.ucnauri.com პირველი საიტია ინტერნეტ სივრცეში, სადაც ეს სტატია ქვეყნდება..

P. S.  ამის წაკითხვის შემდეგ, ჩემი დიდი თხოვნა იქნება, რომ უაზრო კომენტარებისგან თავი შევიკვოთ.. ) ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრი და ჩემი ცხოვრების სტილია.. მე ცუდად არავის ცხოვრების პრინციპებს არ ვეხები და გთხოვთ, ნურც ნურავინ შეეხებით ჩემსას ასე..) მოკლედ ვიწყებ..)

ხშირად ჩნდება ადამიანებში და მითუმეტეს ჩემი ასაკის “თინეიჯერებში”კითხვა: “როგორ უნდა ვიცხოვრო.. გამომწვევად მინდა ჩავიცვა, მინდა ხშირად ვიარო წვეულებებზე, მინდა სიგარეტი მოვწიო, მინდა მყავდეს ბიჭი (გოგო) , რომელთანაც თავისუფლად ვილაპარაკებ ყველაფერზე, თავისუფლად მოვიქცევი და.. თუნდაც მექნება სექსი.. მარა ამ ყველაფერს ხომ ეკლესია კრძალავს.. თან ჩემი მენტალიტეტიც არ მიწყობს ხელს, ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა..”.ალბათ დამეთანხმებით, რომ თითოეულ ჩვენგანს თუ არა, 90% -ს მაინც აწუხებს ეს კითხვა და პასუხსაც ვერსად პოულობს, თუნდაც იმიტომ რომ არ ყავს ისეთი არავინ, რომ ელაპარაკოს ამ თემაზე..

დავიწყოთ იქიდან, რომ რა სისულელეა – “ჩემი მენტალიტეტი არ მიწყობს ხელს ვიცხოვრო ისე, როგორც მინდა”.. ასეთი ადამიანი პირადად ჩემს თვალში სუსტია.. 1) იმიტომ, რომ ეშინია თავისი გზის არჩევის, და 2) იმიტომ, რომ მას ან წაკითხული არ აქვს ან უბრალოდ არ ახსოვს რას ქადაგებს ეკლესია.. ღმერთი გვეუბნება – იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გირჩევნიათ.. რომელ აკრძალვაზე და მენტალიტეტზე მელაპარაკებით.. თქვენ გინდათ მითხრათ რომ ეკლესია გბოჭავთ??? Aარა! ღმერთმა ადამიანი შექმნა “თავის ხატად და მსგავსად”.. მაგრამ ამას ადამიანების უმრავლესობა არასწორად იგებს.. ბევრს ჰგონია, რომ ამ ხატებაში და მსგავსებაში მარტო ფიზიოლოგია, ვიზუალურობა, ანუ პრიმიტიულად რომ ვთქვათ მარტო გარეგნობა იგულისხმება.. მაგრამ ეს ასე არ არის.. ამ მსგავსებაში ცოტა სხვა რამ იგულისხმეს ძველი აღთქმის ავტორებმა.. საუბარი იმაზეა, რომ ღმერთმა ადამიანს მისცა ის უდიდესი უპირატესობა, რაც თავად გააჩნია – ეს თავისუფლებაა.. ანუ..! ყოვლისშემქმნელი ადამს და ევას აძლევს საშუალებას რომ იცხოვრონ ისე, როგორც თავად სურთ!!! ამასთანავე ედემის ბაღში დგამს სიცოცხლის ხეს, რომლის დადგმის მიზეზიც არის შემდეგი: ადამს და ევას ეძლევათ ასპარეზი – გამოამჟღავნონ საკუთარი თავიუფლება.. რატო მოვიყვანე ეს მაგალითი? იმიტომ რომ გაიგოს ამ ხალხმა, რომ ეკლესია და მითუმეტეს ღმერთი არ გვბოჭავს, პირიქით, ზუსტად მან მოგვცა ის თავისუფლება, რასაც საკუთარ თავს ჩვენთვითონვე ვართმევთ და გავიძახით: “ასეთია ჩვენი მენტალიტეტი, ჩვენ ხომ საქართველოში ვცხოვრობთ..”. არ მესმის რატომ ცდილობს ეს ხალხი საკუთარი შებოჭილობა და ჩაკეტილობა გადააბრალოს ქართულ მენტალიტეტს..?! მეც გამაჩნია ქართული მენტალიტეტი, მაგრამ ის არანაირად არ მიშლის ხელს, უხეშად რომ ვთქვათ, ჩემს გემოზე ვიცხოვრო. ნუ თუ შემიშლის და, თავს არ ვხრი ბევრისგან განსხვავებით.. იცით რა არ მესმის? აი ავიღოთ დღესდღეისობით ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა ქართველ ახალგაზრდებში – სექსი. რატომ ჰგონია ამ ხალხს, რომ თუ სექსის გემო არ ექნებათ გაგებული, ისინი იმაზე მეტი იქნებიან, ვინც სექსის თავბრუდამხვევ მორევში უკვე ნაბანავებია ან უბრალოდ არ არის წინააგმდეგი ამ მორევის წვეთებით დასველდეს..

წარმოვიდგინოთ, რომ ჩვენს შორის არის ერთი ულამაზესი, “თინეიჯერი” გოგო, რომელსაც ყავს შეყვარებული.. ნუ მოხდა ისე რომ ამ გოგოს გონება გაეფანტა, შეცდა და თავის შეყვერებულს “მისცა”.. დამერწმუნეთ, ეს რომ ვინმემ გაუგოს, მაშინვე გავრცელდება ჭორიკნებში, როგორც ცინცხალი ამბავი.. დედააა ეს რა მოხდა! ამ გოგომ თავის შეყვარებულს მისცა! დარწმუნებული ვარ სულ რამდენიმე დღეში, როცა ერთი 20 კაცი მაინც გაიგებს ამ ამბავს, ჩვენს მეგობარ გოგოს, არც მეტი, არც ნაკლები ისეთი ბოზის სახელი ექნება, რომ უსაქმური ბიჭების 60% მის ნომერზე დაიწყებს “ჩალიჩს”.. ეს იცით რატო ხდება? იმიტომ, რომ დღესდღეისობით ქართველი ხალხის უმრავლესობა, ბოღმით და შურითაა გატენილი და არ იცის ვის ბედნიერებას გადაანთხიოს თავისი შხამი.. ვერ იტანს როცა უყურებს სხვას როგორ “კიდია” საზოგადოების აზრი და რა ბედნიერია ამით.. საშინლად ვბრაზდები, როცა ასეთი ადამიანები ბოროტდებიან და იმის მაგივრად თავიანთი თავები სახარებაში იპოვონ და იქ ეძებონ ცხოვრების არსი, ჭორაობით სკდებიან იმაზე, ვინ რა პოზაში დაკარგა ქალიშვილობა..!!! მარაზმია გესმით?!

არ დაფიქრებულხართ, რატომ ხდება, რომ ჩვენს გარშემო ასე მომრავლდა ქორწინება 15-16 წლის ბავშვებში? იმიტომ, რომ ამ ბავშვებს გარდატეხის პერიოდი აქვთ მათ სექსის სურვილი კლავთ, თავს უფლებას ვერ აძლევენ დაწვნენ უსიყვარულოდ (რაღა თქმა უნდა იმიტომ, რომ არ იციან მერე დედ-მამას თვალებში როგორ ჩახედონ, როცა ისიც კი არ იციან, თვითონ როგორ გაჩდნენ საკუთარი დედის მუცელში!!! ვითომ სიყვარულით? ვინ იცის..), და იძულებულები ხდებიან საკუთარი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ჯვარი დაიწერონ! განა ეს ღვთის Gგმობა არ არის? Gგანა ამით ღმერთს არ აყენებ შეურაცხყოფას, როცა ეკლესიაში იმიტომ დგახარ, რომ ერთი სული გაქვს მღვდელმა აღმოთვას ბოლოსდაბოლოს “ცოლ-ქმრად გაცხადებთ” –ო, სახლში მიხვიდე და ფეხები ქმარს მხრებზე დაალაგო?! აი რა არის სული წმიდის გმობა! და არა ის, როცა გინდა და აკეთებ იმას, რაზეც იცი რო პასუხი უნდა აგო.. ბოლო-ბოლო დედ-მამის თვალების ასახვევად და ფორმალობის გამო მაინც არ დაიწერ ჯვარს..! რატო უნდა მჭირდებოდეს ეხლა მე, აჩო ზამბახიძეს, იმაზე ლაპარაკი, როგორ უნდა იცხოვრო..! იმიტომ, რომ ლამისაა კივილი დავიწყო, როცა ჩემი ნაცნობი გოგო, რომელსაც ერთი კვირაა 15 წელი შეუსრულდა, მოდის და ბედნიერი სახით მეუბნება რო 3 თვის ორსულია და ბაიას ელოდება..! მაგრამ უნდა ნახოთ, როგორ ეცვლებათ სახე, როცა კითხავ: “იმიტო გაყევი ცოლად რომ გიყვარდა, თუ იმიტო გათხოვდი, რომ ორსულად იყავი და სხვა გზა აღარ იყო?”. მაშინვე ხასიათი უფუჭდება! განა ასეთი ბავშვი ეხლა დაღუპული არ არის? რატო უნდა იჯდეს 15 წლის ბავშვი სახლში და რატო უნდა ურეცხავდეს ქმარს ბირჟაზე დასვრილ ჯინსებს..! საცოდაობა არ არის ეხლა ეეს? და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ამ ბავშვს სექსი უნდოდა და ქართულმა მენტალიტეტმა და საზოგადოების აზრმა უფლება არ მისცა დაწოლილიყო შეყვარებულთან სანამ ჯვარს არ დაიწერდა[email protected]ფორმალობის გამო ჯვრის დაწერა რა უბედურებაა ამიხსენით რა! ღა გაგვიჭირდა ამისთანა ქართველებს, რომ საკუთარი სურვილების ასახდენად საზოგადოების თანხმობა გვჭირდება?! რა იყო, დავბრუნდით თემურ წყობილებაში? თბილისის მერს ხომ არ ვთხოვო ნებართვა, რომ ჩემს გვერდზე მდგომ მანდილოსანს მკერდზე ხელით შევეხო? თუ ოჯახი მოვიწვიო საოჯახო სადილზე სასაუბროდ და ავუხსნა, თუ როგორ მინდა ჩემს შეყვარებულს შიშველ სხეულზე ვარდის ფურცლები დავაყარო და იქნებ როგორმე ნებართვა მომცენ?

უცხოეთში გარყვნილებააო! გარყვნილება კი არა სიცოცხლით ტკბობა და ზეიმია! თითოეულ წამს იხანგრძლივებენ და იბედნიერებენ! გარყვნილება სწორედ ვნების გამო ჯვრის დაწერაა! აი რა არის გარყვნილება! “მოითმინე გათხოვებამდე და მერე აჩუქე შენი თავი” –ო, ეუბნება დაქალი დაქალს.. ბიჭს არ აქვს ჯერ ცოლის მოყვანის საშუალება, ეს გოგოც უჯერებს უახლოეს დაქალს და სხედან ასე ფეხიფეხზე გადადებულები და იტანჯებიან სექსის წყურვილით.. და თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ანანიზმი არ არის? ანანიზმია და თან როგორი! პირდაპირ ფსიქიკაზე მოქმედებს..! საცოდაობაა ჩვენი მდგომარეობა და მეტი არაფერი! ზოგი კიდე ისეა ოჯახში მაგ საკითხთან დაკავშირებით “პრესში გატარებული”, შიშველი რომ დაგინახოს შეიძლება შეშინებულმა იკივლოს “ფეხებს შორის რაღაც ამოგივიდა” –ო.. სასაცილოა არა? მართლა სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს..
– გოგონი თქვენ მეგობარი ბიჭი გყაავთ?
– დიახ..
– და სექსი თუ გაქვთ?
– რას ამბობთ! ის ამას როგორ მაკადრებს!

დედა ენაცვალოს..! როგორ აკადრებს ამას! საცოდავი მისი “მეგობარი ბიჭი”, ალბათ მთელს დღეს ტუალეტში ატარებს და მერე დედამისი რომ ეკითხება რას დარბიხარ ამდენს ვანაშიო, დაბნეული პასუხობს კუჭი მაქვს აშლილიო..

ეს ანანიზმია.. ანანიზმის ბოლო კი ან იმპოტენციაა და ან კიდევ.. “პიდარასტობა..”

მერე ინგრევა ოჯახები, ქმარს უკვირს რატომ მღალატობს ცოლიო, ცოლი კიდე ნანობს რა მინდოდა, რას მივყვებოდი ცოლად, არაფრის თავი არ აქვსო! რისი თავი ექნება გენაცვალე, ნახევარი ახალგაზრდობა ტუალეტში გაატარებინე ფეხზე დამდგარს!

რა თქმა უდნა, რაღაც მომენტში, გოგონების პოზიციაც უნდა გვესმოდეს.. წარმოვიდგინოთ, გოგომ დაიწყო ურთიერთობა ბიჭთან.. ნუ გავიდა რაღაც პერიოდი და ეს წყვილი სიყვარულის მორევში გადავარდა.. ეს გოგო ბედნიერია, იცის რომ შეიძლება მისი “მეგობარი ბიჭის” ნდობა.. ამ დროს კი ის ბიჭი რას აკეთებს?!?!?! რას და, შემოუკრებია მთელი უბნის ბიჭები ბირჟაზე და იმას ყვება, რა მაგრად გაჟიმა ვიღაც გოგო! ისინიც არ იშურებენ აპლოდისმენტებს, რა ბაბნიკი და “შემსრულებელი” ძმაკაცი ჰყავთ.. გადის რამდენიმე წუთი და უბნის “მაყურებელს” გაყავს ეს ბიჭი გვერდით და ძველბიჭური ტონითა და ჩახლეჩილი ხმით იწყებს საუბარს:

– ზდაროვა ჩემი ძმა.. შენა და.. ანუ შენ ამბობ, რო ეგ გოგო ხტუნაობს? ძმურში მაგ გოგოს ნომერი “მიგრევე” რა..
– რაზეა ბაზარი..
ესაც აძლევს ნომერს და ბედნიერია, მან ხომ სულ ეს-ესაა უბნის “მაყურებელს” სცა პატივი..

ეხლა გეკითხებით.. ამის მერე გიკვირთ გოგონების? აი რატო ეშინიათ და აი რატო ფრთხილობენ..! იმიტო, რომ ამაში, ჩვენც, ბიჭებსაც დიდი წვლილი მიგვიძღვის..! ხოდა, მოდით რა.. დავფიქრდეთ და ნუ მოვექცევით სხვას ისე, როგორც ჩვენ არ გვინდა რომ მოგვექცნენ.. გააქვთ სექსი? პატივი ეცით იმ გოგოს და დატოვეთ ეს თქვენს პირად ინტიმად და უახლოს ძმაკაცსაც კი ნუ ჩარევთ ამაში, იმიტომ, რომ ეს მარტო შენ და იმ გოგოს გეხებათ.. ვინმესთან წევხარ მარა არ გიყვარს? მერე რა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატივი არ უნდა სცე და აბუჩად აიგდო! ისიც ისევე ერთობა როგორც შენ და მასაც იმისთვის სჭირდები შენ, რისთვისაც შენ ის..

სიყვარული, თუ რა თქმა უნდა ახლო მომავალში დაოჯახებას არ აპირებ, უაზრობაა.. ფუჭი დროის კარგვაა.. როცა შეყვარებული გყავს, გინდა-არგინდა საკუთარი თავიც უნდა შებოჭო ბევრ რამეში და შენი მეორე ნახევარიც.. ეს ბუნებრივია.. შესაბამისად, თავისუფლად ვერ იქნები და შებოჭილმა უნდა იარო.. რატო, რისი გულისთვის.. ან იმას რას ტანჯავ, ან შენ რას იტანჯები.. კი, მეც მყოლია საყვარელი ადამიანი და ზუსტად ვიცი რა ლამაზია სიყვარული და რა მშვენიერი წუთების მოტანა შეუძლია ამ პერიოდს.. მაგრამ! თუ დაოჯახებას არ აპირებ, დამიჯერე, გავა დრო და მიხვდები, რომ შენი მეორე ნახევარი უკვე კარგავს იმ მიმზიდველობას, რაც თავიდან ჰქონდა.. შენში იკარგება ის ინტერესი, რაც თავიდან გამოძრავებდა მის მიმართ: როცა ცდილობდი მისი ყურადღება მიგექცია და მოწონება დაგემსახურებინა, როცა იპრანჭებოდი სახლიდან გასვლის წინ.. ეხლა კი იმდენად აღარ აქცევ შენს ჩაცმულობას ყურადღებას, შეიძლება იმ ადეკოლონის დასხმაც კი დაგავიწყდეს, რომელზეც შენი შეყვარებული გიჟდება.. და ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ის სულისკვეთება აღარ არის, რაც საწყის ეტაპზე იყო, როცა, უხეშად რომ ვთქვათ, მისი “შებმის” “მუღამი” გქონდა.. ალბათ ამაში თქვენი უმრავლესობა დამეთანხმება.. ნუ დავარქმევთ მიჩვევას, გატაცებასა და ვნებას – სიყვარულს.. სიყვარული ღმერთია -ო ნათქვამია.. შესაბამისად ნამდვილი სიყვარული არ შეიძლება როდესმე გაქრეს.. ორ ადამიანს თუ ერთმანეთი უყვარს, მათ შორის ღმერთია.. რას ნიშნავს “აღარ მიყვარს” ! ესეიგი არც გყვარებია! იმიტომ, რომ ნამდვილი სიყვარული არასოდეს არ ქრება.. თუ სიყვარული ღმერთია, როგორ შეიძლება ღმერთი გაქრეს..?! თუ გაქრა, ესეიგი ის ღმერთი არ ყოფილა, ანუ შესაბამისად ის სიყვარული არ ყოფილა.. : ) იმ საწყის ეტაპს კი, რაც ყველაზე ლამაზი, ვნებიანი და მიმზიდველია – ფლირტი ჰქვია..

ხოდა, ამით იმის თქმა მინდა, რომ მოდით, ვინც ჯერ დაოჯახებას არ ვაპირებთ, სიყვარულობანას თამაშს შევეშვათ და დავტკბეთ ერთმანეთითა და ცხოვრებით.. ამის საშუალება მართლა ერთხელ გვეძლევა და გამოვიყენოთ.. ვიაროთ კაფეებში, ბარებში, კინოებში, თეტრებში, დავტკბეთ სიყვარულით და ცოტა აკრძალული ხილიც მივირთვათ, ის ხომ ასე გემრიელია და ამიტომაცაა ასე “სასტიკად აკრძალული”, მითუმეტეს საქართველოში : )

ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, სექსიც კი ღმერთის შექმნილია და როგორც დიდი ილია ჭავჭავაძე იტყოდა: “როგორ შეიძლება ღვთის შექმინილი რაიმე ცუდი იყოს” –ო.. : )

იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენ გესიამოვნებათ, ნუ შეიბოჭავთ და ნუ გამოიტენით თავს უაზრო აზრებით, ფიქრებითა და კომპლექსებით.. :)

მთავარია გული და სინდისი გქონდეთ სუფთა..

პავლე მოციქული წერს: “ადამიანი სინდისით ცხონდება”.

უფალი კი გვეუბნება: “არა განიკითხება საქმენი ადამიანისნი, არამედ გული..”.

P. S. შეიძლება ვინმემ იფიქროს, ამის ავტორი თვითონაა ასეთ დღეში და იმიტომ წერს ასე გამწარებითო, მარა დამიჯერეთ, ასე არაა, უბრალოდ დიდი ხანია მინდა ამის თქმა და გავსკდი როგორც იქნა : ) და დაიმახსოვრეთ, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი აზრია : )

დიდი მადლობა ყურადღებისთვის, პატივისცემით ა. ზ. : )

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close