არქივი

სუიციდი თინეიჯერებში

0e5bafb3a627
მოზარდებში თვითმკვლელობა გარდაცვალების მესამე წამყვანი მიზეზია ( ინციდენტებისა და მკვლელობების შემდეგ).

ყოველ წელს 5000-ზე მეტი ამერიკელი მოზარდი ამთავრებს სიცოცხლეს თვითმკვლელობით. თინეიჯერულ სუიციდთან დაკავშირებული გამაფრთხილებელი ნიშნები და რისკ ფაქტორები მოიცავს: დეპრესიას, თვითმკვლელობის მცდელობას, ბოლო ხანებში განცდილ ზარალს, გამუდმებით სიკვდილზე ფიქრს და ალკოჰოლის და/ან ნარკოტიკების მოხმარებას. ხშირ შემთხვევაში, როცა მოზარდი გეგმავს თვითმკვლელობას, ის იძლევა სიტყვიერ მინიშნებებს,ისეთს, როგორიცაა: “აღარაფერი მაინტერესებს”, “უჩემოდ უკეთესად იქნებით” “აღარ შეგაწუხებთ” და ა.შ. მან შეიძლება უცებ გააჩუქოს მისთვის უსაყვარლესი ნივთი, ან მოულოდნელად ხანგრძლივი უხასიათობის შემდეგ უჩვეულოდ კარგ ხასიათზე დადგეს.

334fecd29012
თინეიჯერები ხშირად განიცდიან ძლიერ სტრესს, დაბნეულობას, არასრულფასოვნებას, ფინანსურ პრობლემებსა და სხვა. თვითმკვლელობის მიზეზი ხშირად ხდება: მშობლების განქორწინება, ოჯახური ძალადობა, წარუმატებლობა სკოლაში, საკუთარ თავზე დაბალი წარმოდგენა, უარი მეგობრობაზე, თინეიჯერის ახლობელი ადამიანის გარდაცვალება, მეგობრის თვითმკვლელობა და სხვ.
დეპრესია და სუიციდიზმისკენ მიდრეკილება განკურნებადი ფსიქიკური აშლილობაა. ბავშვს ან მოზარდს სჭირდება თავისი ავადმყოფობის ცნობა, დიაგნოზი და შესაბამისი მკურნალობის გეგმის განვითარება.თუ ფიქრობთ რომ თინეიჯერი ქონდა თავის მოკვლის მცდელობა დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს და არავითარ სემთხვევაში არ დატოვოთ მარტო.
a00842e1f9ec
ძალიან ბევრი სუიციდისკენ მიდრეკილების ნიშანი დეპრესიის სიმპტომების ანალოგიურია.
ტეხასის უნივერსიტეტის კვლევებზე დაყრდნობით, თვითმკვლელობების გამომწვევი მიზეზებიდან 75% არის დეპრესია.

მშობლებმა აუცილებლად უნდა მიაქციონ ყურადღება თუკი მის ბავშვს გამოუვლინდა რომელიმე, ან რამოდენიმე ერთად, შემდეგი სიმპტომებიდან:
• კვებისა და ძილის ჩვევების ცვლილება;
• ძალადობრივი ქმედებები, მეამბოხე ქცევები ;
• ნარკოტიკისა და ალკოჰოლის მოხმარება;
• მეგობრებისა და ოჯახის წევრებისაგან გამიჯვნა;
• ჩაცმულობის და გარეგნობის უჩვეულოდ უგულებელყოფა;
• შესამჩნევი პიროვნული ცვლილებები ;
• გამუდმებული მოწყენილობა, სიძნელეებზე კონცენტრირება, სკოლაში სწავლის ხარისხის დაცემა;
• ხშირი ფიზიკური ტკივილი, განსაკუთრებით- დაღლილობა, თავის ან მუცლის ტკივილი;
• მისთვის სასიამოვნო საქმიანობის მიმართ ინტერესის დაკარგვა;
• როდესაც ვერ იტანს ქებას ან დაჯილდოვებას ;

ასევე ყურადღება მისაქცევია თუ :
• თინეიჯერი თვლის რომ არის ცუდი პიროვნება, დამპალი, საზიზღარი და სულიერად ბინძური ადამიანი.;
• სიტყვიერ მინიშნებებს იძლევა, როგორც ზემოთ დავწერე ;
• აწესრიგებს საკუთარ ნივთებს, ალაგებს თავის ოთახს, გასცემს საყავრელ ნივთებს და ა.შ.
• დეპრესიული პერიოდის შემდეგ, მოულოდნელად მხიარული ხდება;
• შეემჩნევა ფსიქოზის ნიშნები ( ჰალუცინაციები ან უცნაური აზრები);
• საუბრობს თვითმკვლელობაზე, თუნდაც ხუმრობით;
• გეგმავს თავის მოკვლის გზას;
• გამოხატავს მწუხარებას, რომ არავინ ზრუნავს მასზე;
• წარსულში ქონდა თავის მოკვლის მცდელობა;
357a0b55c88b

როდესაც მოზარდი ამბობს “სიკვდილი მინდა” ან “თავის მოკვლას ვაპირებ” ყოველთვის მოეკიდეთ მსგავს განცხადებებს სერიოზულად და დაუყოვნებლივ მიმართეთ კვალიფიცირებულ ფსიქოლოგს. ადამიანს ხშირად არ სიამოვნობს სიკვდილზე ლაპარაკი, ასე რომ კარგია თუ თავად დაუწყებთ მას ამ თემაზე საუბარს . მიეცით საშუალება გესაუბროთ საკუთარ პრობლემებზე და იგრძნოს რომ ვიღაც ზრუნავს მასსზე.

. არსებობს სხვადასხვა გზა, რომელიც შეიძელბა მოსინჯოთ
კონსულტაცია: შესაძლებელია როგორც პერსონალური, ასევე ოჯახური. ტექნიკა საშუალებას მისცემს მოზარდს ისწავლოს თუ როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებას.ხშირ შემთხვევაში, როცა თინეიჯერი სწავლობს პრობლემებან გამკლავებას, ხოლო ოჯახის წევრები კი მის დახმარებას, თავის მოკვლის სურვილი ქრება.
ფსიქოლოგიური დაწესებულება: ერთ-ერთი გამოსავალია რაღაც პერიოდით მოზარდის მსგავს დაწესებულებაში მოთავსება, სადაც განხორციელდება 24 საათიანი მონიტორინგ, რომ მოზარდამ თავის მოკვლა არ სცადოს. ასევე, სამედიცინო დაწესებულებების უმეტესობას ყავს პროფესიონალი კადრი , რომელმაც იცის, თუ როგორ უნდა დაეხმაროს მსგავს თინეიჯერებს.

მედიკამენტები: ეს ფაქტიურად უკიდურესი ზომაა, რადგან უნდა აღინიშნოს რომ ზოგ თინეიჯერში მედიკამენტების მიღებამ საპირისპირო შედეგი აჩვენა და ის უფრო მეტად დეპრესიული აგხადა, ასე რომ წამალი გულდასმით და მხოლოდ პროფესიონალის მიერ უნდა იქნას შერჩეული.

მკურნალობის ყველაზე მნიშვნელოვანი გზა არის დაავადებულის პატივისცემა და თანადგომა. მოეპყარით სიყვარულით და გაგებით.

აქვე რამოდენიმე წლის წინ მომხდარი ინციდენტი.

Abrahham K. Biggs

justin TV არის საიტი, სადაც ნებისმიერ ადამიანს , ვისაც აქვს კომპიუტერი და ვიდეოთვალი, შეუძლია დადოს საკუთარი ცხორვების ამსახველი ვიდეო,ჩაერთოს პირდაპი ეთერში. სწორედ ამ საიტზე 19 წლის თინეიჯერმა აბრაჰამ ბიგმა (საიტზე იყო CanyJunkie –ის ნიკით) 2008 წლის 20 ნოემბერს ათასობით ადამიანის თანდასწერბით მოიკლა თავი. მან გადაჭარბებული რაოდენობით მიიღო წამალი.ამას ის აკეთებდა ათასობით მაყურებლის თანდასწრებით, ყველაზე საშინელება კი ისაა,რომ მაყურებელთა უმეტესობა დასცინოდა მას, ნაწილი კი აქეზებდა თვითმკვლელობისაკენ!!! ფაქტის ამსახველი ვიდეო ამოღებულია ინტერნეტიდან , მაგრამ არის რამოდენიმე ფოტო

4a6adb759c44
8bfffc9d5528
882a33539b29

და წერილი რომელიც მან სიკვდილის წინ დატოვა . აი თარგმანიც:
“მძულს საკუთარი თავი და სიცოცხლე. ვფიქრობ თუ ამას წაიკითხავს ვინმე, ვინც მიცნობს , მიხვდება ვინც ვარ, ამიტომ არ დავწერ სახელს და გვარს. მე ვარ ნამდვილი a@#hole და არასოდეს შევიცვლები. მე მიყვარს ერთი გოგო, მაგრამ ვთვლი რომ მას არ ვიმსახურებ, ჩემმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა. ცდა არ დამიკლია, მაგრამ ყოველთვის, ყველაფერში დავმარცხდი. მე ხშირად ვფიქრობდი და რამოდენიმეჯერ დავაპირე თავის მოკვლა. b5c42618a3fd
ეხლა, ერთადერთი რაც მადარდებს ის არის რომ ჩემი ოჯახი დაიტანჯება ჩემი სიკვდილის შემდეგ. მე არ მინდა ჩემმა მშობლებმა იფიქრონ რომ ჩემს სიკვდილში ისინი არიან დამნაშავენი. მე არ ვაპირებდი წერილის დატოვებას, რადგანაც ვფიქრობდი რომ ვერ ავხსნიდი და ვერ გავამართლებდი ჩემ გადაწყვეტილებას. არ ვიცი რატომ, მაგრამ ყოველ ახალ დღეს შიშით ვხვდებოდი. მამაჩემი მუდამ დიდ იმედებს ამყარებდა ჩემზე და ყველანაირად ცდილობდა რომ ბოლომდე გამომევლინა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმი. მე მას იმედები გავუცრუვე. მე მაქვს სამუშაო, მაგრამ ვარ გაკოტრებული, ვირიცხები კოლეჯში, მაგრამ – ძლივს-ძლიობით.
d3bae5d233fa
მინდა დასრულდეს ჩემი ცხოვრება. დამღალა ამ ყველაფერმა! დამტანჯა იმან რომ ყველა პირში მეუბნება “ არ მომწონხარ!” , დამღალა მუდამ წესიერი ბიჭის როლის თამაშმა. იმედია ამ პოსტს ვინმე აღმოაჩენს. და იემდია ჩემი მშობლები არ დაიდანაშაულებენ თავს, რადგან ეს მხოლოდ ჩემი ბრალია, მე თვითონ გავანადგურე საკუთარი ცხოვრება. ჩემი სიძულვილი არ ეხება იმ ადამიანებს რომლებიც ძალიან, მთელი გულით მიყვარს . მთEლი ეს სიძულვილი მიმართულია ჩემი თავისკენ და სხვა არავისკენ! მე კარგა ხნის წინ ვაპატიე ყველას, ვინც კი ოდესმე რამე დამიშავა, მაგრამ ვერ შევძელი მეპატიებინა ჩემთვის ის რაც თავად დავუშავე საკუთარ თავს. თქვენ ყველას გქონდა რაღაც სახის კავშირი ჩემ ცხოვრებასთან, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჩემი ოჯახის წევრები გქვიათ.
1b0a62d4be10

ვერ გადმოვცემ, როგორ ვწუხვარ იმისთვის, რომ სიცოცხლის ამ გზით დასრულება მიწევს. თუ დაფიქრდებით მიხვდებით, რომ მე ამ გზით განვთავისუფლდი ყველა ტანჯვისაგან, რომ ეს იყო შვება ჩემთვის, მე დავისვენე საკუთარი თავისაგან და დანაშაულის გრძნობისაგან, რომელიც ამდენ ხანს მღრღნიდა.. გთხოვთ მაპატიეთ რომ ასე ადრე დავასრულე სიცოცხლე. მე მთელი მონდომებით ვცდილობდი მებრძოლა პრობლემების წინააღმდეგ, დიდ ხანს ვეძებდი საშველს , მაგრამ ამაოდ. ეხლა ვხვდები რომ ეს იყო სასჯელი, იმისათვის რაც ადრე ჩავიდინე, და მე ამ სასჯელს სიამოვნებით მივიღებ.
379005bd25e6

ყველანი მიყვარხართ, და სამუდამოდ ვიცოცხლებ იმ მოგონებებში, რომლებიც თქვენთან ერთად შევქმენი.
ხელმოწერის ნაცვლად დავტოვებ ერt ფრაზას, რომ ჩემი ნაცნობები მიხვდნენ რომ ეს მე ვარ : “Can’t feel pain if your dead? Just Saying”

18a472c294a2

1dd72823fdc7
18ae66004ae5
5b02ca262073
ba89cbcd9e62
5f12bc5e0cbe
f961cf7f6b6e

მსგავსი ამბები

Back to top button