სანდრა ბალოკი თუ შარლიზ ტერონი?
კიანუ რივზი (Keanu Reeves ) ერთერთი ყველაზე წარმატებული მსახიობია, ბოლო დროს იგი აღარ ჩანს ეკრანებზე.
მისი ნამდვილი სახელია კეანუ ჩარლზ რივზი (Keanu Charles Reeves)
თუმცა მსახიობი აქტიურად განაგრძობს მუშაობას, მომავალში რამდენიმე ფილმი გამოვა მისი მონაწილეობით.
უკვე გამოვიდა რომანტიკული კომედია Henry’s Crime, რომელშიც Reeves-თან ერთად მთავარ როლებს ასრულებენ James Caan და Vera Farmiga. ნახეთ ვიდეო…
2012 წელსაც შედგება Reeves-ის რამდენიმე ფილმის პრემიერა. დრამა Generation Um… , და 47 Ronin -ფილმის მოქმედება მე-18 საუკუნეში ვითარდება. მოგვითხრობს კაის შესახებ(Reeves),რომელიც სამურაების ჯგუფს შეუერთდება, რომლებსაც სურთ შური იძიონ ბატონ კირაზე,რომელმაც მათი მასწავლებელი მოკლა.
The Hollywood Reporter-ის ცნობით Reeves მონაწილეობას მიიღებს ექშენის ჟანრის ‘AKIRA’-ის რიმეიქში. ის ითამაშებს ბაიკერების ბანდის მეთაურის, კენადას როლს, რომელიც ცდილობს თავისი საუკეთესო მეგობრის-ტეციუს გადარჩენას მთავრობის ფსიქოლოგიური ექსპერიმენტებისგან.
მსახიობის- კიანუ რივზის დედა, პატრიცია შეხვდა მის მამას, სამუელ რივზს (პროფესიით გეოლოგს), როდესაც ბეირუტის ღამის კლუბში მოცეკვავედ მუშაობდა. სახელი ‘კიანუ’ ჰავაურ ენაზე ნიშნავს მთებში მსუბუქ ნიავს. თუმცა, ქორწინებამ დიდ ხანს არ იარსება, და მალევე პატრიციამ კეანუსთან და მის უმცროს დასთან ერთად ნიუ–იორკში მიემგზავრებიან, სადაც ის ცოლად მიყვება პროდიუსერს და რეჟისორს – პოლ აარონს. 1970 წელს ოჯახი ტორონტოში გადადის საცხოვრებლად. 14 წლის ასაკში კეანუს მოიწვევენ სატელევიზიო სერიალებში და რეკლამებში გადაღებებზე. ამ დროის მანძილზე ახალგაზრდა მსახიობი ოთხი სკოლის შეცვლის მერე , საერთოდ მიატოვებს სწავლას და 1984 წელს პირველად გამოვა სცენაზე და ‘ბიჭ–მგელს“ გა.ნასახიერებს…
სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქზე“ და ,,ტვიტერზე“ 47 წლის მსახიობის კიანუ რივზის გარდაცვალების შესახებ გავრცელებული ცნობის გამო განგაში ატყდა.
,,კიანუ რივზი სნოუბორდინგის დროს დაიღუპა?“, ,,უიტნი ჰიუსტონის შემდეგ კიანუ რივზი, ვინ იქნება მესამე?“- თავიანთ შეშფოთებებს გამოთქვამდნენ სოციალური ქსელის მომხმარებლები.
ინფორმაციას ჰოლივუდის მსახიობის გარდაცვალების შესახებ მისი ოჯახის წევრები არ ადასტურებენ და როგორც ვარაუდობენ, საქმე ჭორს ეხება.
კიანუ რივზისა და შარლიზ ტერონის ეკრანული სიყვარული რეალობად იქცა
გადასაღებ მოედნებზე დამაჯერებელი თამაშის შემდეგ ულამაზესმა და სექსუალურმა შარლიზ ტერონმა და ჰოლივუდელმა მარტოხელამ კიანუ რივზმა ვერც კი შენიშნეს, სინამდვილეში როგორ შეუყვარდათ ერთმანეთი.
როგორც აშშ-ის მედია წერს, კიანუ რივზის მეგობრებმა დაადასტურეს, რომ კიანუ და შარლიზი უკვე ერთად ცხოვრობენ და უახლოეს ხანებში თვიანთი ურთიერთობის შესახებ ოფიციალური განცხადების გაკეთებას აპირებენ.
უნდა აღინიშნოს, რომ პრესა ამ წყვილის რომანტიკულ ურთიერთობაზე ფილმების “ტკბილი ნოემბერისა” და “ეშმაკის ადვოკატის” გადაღებების დროსაც წერდა, თუმცა მაშინ კიანუსა და შარლიზის ურთიერთობას გაგრძელება არ მოჰყოლია და ეს ოფიციალური განცხადება ეჭვს ქვეშაა…
როგორც იქნა ჰოლივუდის ვარსკვლავების სანდრა ბალოკის და კიანუ რივზის 17 წლიანმა
ურთიერთიერთობამ, საბოლოოდ რომანტიული სახე მიიღო.
რამოდენიმე ხნის წინ კიანუმ თქვა სანდრაზე, რომ ის არაჩვეულებრივი, ულამაზესი, ენერგიული,
დადებითი ემოციის მქონე და ჭკვიანი ადამიანია. სანდრამ კი აღიარა, რომ ის გიჟდება მასზე.
“შეუძლებელია ამ სიტყვების შემდეგ მათ ურთიერთობას პლატონური ვუწოდოთ. “აცხადებს ერთ-ერთი ბრიტანული ჟურნალი.
მსახიობები პირველად ერთმანეთს შეხვდნენ 1994 წელს სიჩქარის (Speed) გადაღებებზე,
ხოლო მათი შემდგომი თანამშრომლობა უკვე 2006 წელს მოხდა ფილმზე სახლი ტბასთან (Lake House).
ჯესი ჯეიმსი და სანდრა ბალოკი 2010 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიის შემდგომ გაქორწინდნენ. ოსკარის მიღების შემდგომ სანდრამ სცენიდან აუხსნა ქმარს სიყვარული და მადლობა გადაუხადა გვერდში დგომისთვის. არავინ ელოდა მათ მოულოდნელ გაყრას. სანდრა განქორწინების შემდგომ მიხვდა, რომ მის ცხოვრებაში იყო დრო, რაღაცის შეცვლის. სწორედ ამიტომ მან იშვილა მუქკანიანი ბავშვი-ლუისი.
სანდრამ, რომელმაც 2011 წლის ოსკარის დაჯილდოებაშიც მიიღო მონაწილეობა , მან წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობითვის განკუთვნილი ოსკარი გადასცა კოლინ ფერტს.
მარტოხელა დედის იმიჯი, სანდრა ბალოკმა შეითვისა;
46 წლის მსახიობის სანდრა ბალოკის ბიჭუნა -ლუისი მალე 1 წლის გახდება. თუმცა კი სამყარომ ამ პატარა ბიჭუნას შესახებ სულ ცოტა ხნის წინ გაიგო.
ჯესი ოფიციალურად გაეყარა სანდრას. ამგვარად დარჩა სანდრა მარტოხელა დედის სტატუსით და პაპარაცებმა პატარა ლუისი მხოლოდ მაშინღა დააფიქსირეს, რაც ბავშვი 3 თვის გახდა. მანამდე კი სანდრა იბრძოდა, რომ მოეპოვებინა მეურვეობის უფლება ჯესის მცირეწლოვან ქალიშვილზე – სანიზე, მაგრამ უარი მიიღო.
ამ მოვლენების განვითარებას კიანუ ყურადღებით ადევნებდა თვალს და
ასეთი გარემოებების მიუხედავად კიანუ რივზის არ შეუწყვეტია ურთიერთობა სანდრასთან და უფრო სერიოზულად უდგება თავის ქორწინებას სანდრა ბალოკზე…
ხოლო შარლიზ ტერონმა გადაიწია უკანა ფონზე, მაგრამ იმედს მაინც არ კარგავს…