არქივი

ხელოვანთა ხუმრობები 2

fc06a83ee1ac
ცნობილ ხელოვანთა ხუმრობები.

შორი გზა

ერთ საღამოს ბოროდინმა მეგობრები შინ მიიპატიჟა. შეასრულეს მისი ნაწარმოებები, ივახშმეს, ისაუბრეს.
უცბად ბოროდინი წამოდგა და გამოემშვიდობა მეგობრებს.
– კარგად ბრძანდებოდეთ, ხვალ ლექცია მაქვს, უკვე შინ წასვლის დროა.
გაისმა ხარხარი და მხოლოდ მაშინ მიხვდა მასპინძელი, რომ იგი თავის სახლში იყო.

ამაზედაც მადლობელი ვარ

იტალიელმა კომპოზიტორმა რუჯერო ლეონკავალომ ერთ-ერთ პრემიერის დროს შენიშნა, რომ დარბაზში გამოჩნდა ვიღაც აყლაყუდა, დეზებიან, მაღალყელიან ჩექმებში და მხედრის ტანსაცმელში გამოწყობილი. კომპზიტორი მივიდა უცნობთან და თავაზიანად გადაუხადა მადლობა.
– რისთვის მიხდით მადლობას? – გაიოცა უცნობმა.
– იმისთვის, რომ თეატრში ცხენით არ მოხვედით – უპასუხა კომპოზიტორმა

თუნდაც დღესვე

იტალიელი კომპოზიტორი როსინი ერთ ოჯახში სადილობდა. ქალს მაგიდა ისე მომჭირნედ გაეწყო, რომ სადილის შემდეგ სტუმარი მშიერი დარჩა.
– გთხოვთ, კიდევ მობრძანდეთ ჩემთან სადილად – სთხოვა ქალმა გამომშვიდობებისას.
– სიამოვნებით – მიუგო როსინიმ – თუნდაც დღესვე.

პოეტი მეფე

დიდი ხნის წინათ, პოეტი მეფის ლექსების უარყოფითად შეფასებისთვის კრიტიკოსი ციხეში მოხვდა, სასჯელის მოხდის შემდეგ, ის კვლავ მიიპატიჟეს სასახლეში.
– აბა ძვირფასო, რას იტყვით ამჯერად ჩემს ლექსებზე?
ჰკითხა მეფემ.
კრიტიკოსმა მწარედ ამოიოხრა, მიუბრუნდა მეფის მოხელეებს და უთხრა:
– დამაპატიმრეთ!

პიკასოს პასუხი

ჰიტლერის მიერ საფრანგეთის ოკუპაციის დროს პიკასოს ატელიეში ხშირად მოდიოდნენ გერმანელი ოფიცრები. მხატვარი ყველას სამახსოვროდ აძლევდა თავისი ცნობილი სურათის პირს. შურათზე ასახული იყო ფაშისტების მიერ ესპანეთის ქალაქ გერნიკას განადგურება.
ერთხელ ატელიეში მასთან მივიდა გესტაფოს აგენტი, ამოიღო ჩანთიდან სურათი და ჰკითხა:
– ეს თქვენი ნამოღაწვარია?
– არა, თქვენი – უპასუხა პიკასომ

წინდახედული პოლიციელები

ერთი მხატვარი დასასვენებლად საფრანგეთის მიყრუებულ პროვინციულ ქალაქში ჩავიდა და პირველსავე დღეს გამოთვრა. პოლიციელებმა მაშინ შეამჩნიეს, როდესაც ოთხით მოფოფხავდა.
– აა, მთვრალი ხართ, არაა?
– დიახაც, მთვრალი გახლავართ, მერე რა… რაფაელიც ხომ სვამდა… მოდილიანიც… ვან გოგიც…
ერთი პოლიციელი მიუბრუნდა მეორეს.
– ერთი მიდი ,გაიარ-გამოიარე, შესაძლოა ის ლოთებიც აქვე, სადმე ახლოს ყრიან.

წყარო: მოსწავლის სამაგიდო წიგნი.

მსგავსი ამბები

Back to top button