არქივი

ცნობილი ჰაკერები

95edda53ac5f

ამ პოსტში ნახავთ ცნობილ ჰაკერებს და მათ ბიოგრაფიებს.

Richard Stallman

ცნობილია, როგორც უფასო პროგრამული მომსახურების მამა. როდესაც რიჩარდი მუშაობდა ხელოვნური ინტელექტის გამომკვლევ ლაბორატორიში 1971 წელს, მან, როდესაც ცდილობდა არც ისე მნიშვნელოვანი პროგრამის შეცდომის გასწორებას, შეეჯახა ბევრ ინფორმაციას, რომელიც მისთვის, როგორც უბრალო მოკვდავისთვის, დაფარული იყო.
პრინტერის პროგთან, რომელიც იყო გაფუჭებული, სანიმუშო ,,ბრძოლის” შემდეგ, და რა თქმა უნდა, ამ შეცდომს გამოსწორების შემდეგ, სტოლმენი გახდა ერთ-ერთი მთავარი მომხრ უფასო პროგრამული უზრუნველყოფის. თავისი მუშაობის პროცესში შექმნა GNU და Free Software Foundation

Dennis Ritchie and Ken Thompson

ცნობილნი არიან მე-20 საუკუნის 2 ყველაზე მნიშვნელოვანი გამოგონების გამო, ეს არის ოპერაციული სისტემა Unix და პროგრამული ენა C. ორივემ კარიერა დაიწყეს კომპანია Bell labs- ი 1960 იან წლებში და სამუდამოდ შეცვალეს კომპიუტერული მსოფლიო საკუთარი იდეებით. ტომპსონი უკვე აღარ არის კომპიუტერულ ინდუსტრიაში, ხოლო რიტჩი ჯერ ისევ Lunar Technology- ს თანამშრომელია და მუშაობს თავის ახალ, nix-ზე დამყარებულ ახალ ოპერატიულ სისტემაზე სახელად Plan9

John Draper

იგი ცნობილია სახელით Cap’n Crunch. იგი იყო ტელეფონის ფრიკინგის ერთ-ერთი ფუძემდებელი და იგი ასევე არის იმ პროგრამის ავტორი, რომელიც IBM PC – ს მსოფლიოში პირველი ტექსტური რედაქტორი იყო.

დღევანდელ დღეს ის საკუთარ კომპანიას უდგას სათავში, რომელიც სპეციალიზირებულია ანტისპამ სოფტების შექმნაზე, გარდა ამისა კომპანია ახდენს კიბერ შეტევებისგან კომპანიების დაცვას.

Robert Morris

ცნობილია ისტორიაში პირველი ინტერნეტ-ჟუკის შექმნით 1988 წელს. ჟუკმა დააინფიცირა ათასობით კომპიუტერი და პრაქტიკულად ერთი დღით შეაჩერა ინეტის მუშაობა.

გარდა ამისა, მორისის ჟუკი იყო პირველი ავტომატური ჰაკერული სოფტი, რომელიც რამდენიმე კომპიუტერების გასატეხად რამდენიმე ცნობილ ბუგს ხმარობდა.

Kevin Mitnick

იგივე Condor. ყველაზე ცნობილი ,,შავი” ჰაკერი. პირველი ჰაკერული ,,გმირობა” ჩაიდინა ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესა სკოლის ქსელი გატეხა. დაიწყო უბრალო სატელეფონო ხუმრობებით, ხოლო დაამთავრა უდიდესი კომპანიების ქსელების გატეხვით. იგი დაიჭირა ცნობილმა კომპიუტერულმა ექსპერტმა Tsutomu Shimomura-მ.

Kevin Poulsen

ჯერ კიდევ ცნობილია მის მიერ 1990 წელს ლოს-ანჟელესის სატელეფონო ქსელის გატეხვით, რომლის მერეც ის გახდა 102 კაცი, რომელმაც რადიოში დარეკა და მოიგო Porsche 944. მართალია, შემდეგ კევინი დაიჭირეს და 3 წლით გასროკეს.
ეხლა იგი მუშაობს საიტზე SecurityFocus.

Владимир Левин

რუსი კომპიუტერული ექსპერტი ე.წ. ,,შავი” ჰაკერების კოჰორტიდან. მან გატეხა Citibank-ის ქსელი და მოიპარა 10 მილიონი $. იგი დაიჭირა ინტერპოლმა ინგლისში 1995 წელს. სასამართლომ ლევინს 3 წლიანი სროლი მიუსაჯა და ჯარიმის სახით 2400115 $ გადაიხადა.

Tsutomu Shimomura

,,თეთრი” ჰაკერის ნიმუში. ის მუშაობდა სუპერკომპიუტერულ ცენტრში სან-დიეგოში, როცა კევინ მიტნიკმა გატეხა ცენტრის ქსელი და მოიპარა ინფორმაცია ფიჭური კავშირის ტექნოლოგიების და სხვა საიდუმლო ფაილების შესახებ. ცუტომუმ დაიწყო ნადირობა მიტნიკზე, რაც საბოლოოდ წარმატებით დაასრულა და მიტნიკი დაიჭირეს.

Linus Torvalds

ცნობილია, როგორც Linux-ის ოპერაციული სისტემის შემქმნელი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია Unix-ის მსგავსი სისტემებიდან. ლინუსმა ამ ო.ს. -ის (ო.ს.- ოპერაციული სისტემა) შექმნა 1991 წელს დაიწრო.

ის ასევე ცნობილია თავისი დაპირისპირებით Andrew Tannenbaum-თან( ოპერაციული სისტემა Minix-ის შემქმნელი). ეს კამათი გახდა მისთვის მატონიზირებელი, რომ Linux შეექმნა.

წყარო: www.geohack.ge

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button