არქივი

რა? სად? როდის? #2

0a0f8b2a4672

  1. როდესაც მას ჰკითხეს, თუ რომელ მოვლენას მიიჩნევს ცხოვრებაში უმთავრესად, მან პირველ ადგილზე დააყენა 1924 წლის პარიზის ოლიმპიადა, სადაც ოქროს მედალი მოიპოვა ნიჩბოსნობაში, მესამეზე — მის ომისსაწინააღმდეგო მოღვაწეობასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი. წიგნი კი, რომელმაც მას სახელი გაუთქვა, მან მეორე ადგილზე დააყენა. დაასახელეთ ეს წიგნი, თუ ამერიკული პრესის მონაცემებით, მისი საერთო ტირაჟები მხოლოდ ბიბლიის ტირაჟებს ჩამოუვარდება!
  2. ერთ წიგნში კითხვის ავტორმა ამოიკითხა ასეთი სათაურები: “ეკატერინე დიდი”, “ბრილიანტი”, “ლომი და მზე”, “ნაპოლეონი”, “წმინდა ელენე”, “მონტე-კარლო”, “მეფე ალბერტი”, “მეტერნიჰი” და “პაგანინი”. ამ სიაში არ მოხსენიებულ კიდევ რამდენიმე ელემენტის დასახელება შეუძლია იმ ხალხს, რომლებიც სარგებლობენ კომპიუტერებით. რა სიტყვა აერთიანებს ყველა ჩამოთვლილ სათაურებს?
  3. ტოკიოს მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათმა ქალაქმა მარტო მე-20 საუკუნეში ორჯერ დაკარგა საშუალება ბოლო მოეღო ქაოტურობისათვის და დაეწყო აღმშენებლობა გეგმის მიხედვით. თავისი არსით განსხვავებული რომელი ორი რეალურად მომხდარი მოვლენა აძლევდა ასეთ შანს ქალაქს?
  4. არც ისე იშვიათად გვხვდებიან ადამიანები, რომლებიც ცდილობენ იმოქმედონ არა ერთ, არამედ რამდენიმე სფეროში. მაგალითად, გოეთე იყო არა მარტო პოეტი, არამედ ბუნებისმეტყველიც, ბოროდინი — კომპოზიტორი და ქიმიკოსი, და ა.შ. ფსიქოლოგებმა ამ მოვლენას “კომპლექსიც” კი უწოდეს. ვის სახელს ატარებს ეს “კომპლექსი”?
  5. ასეთი სახელმწიფო მსოფლიოში სულ 30-ია. მათ შორის ევროპაში — 11, აზიაში — 14, აფრიკაში — 3, ხოლო დარჩენილი 2 — ოკეანეთში. დაასახელეთ მათ შორის 3, სადაც ყველაზე მეტი მოსახლეობა ცხოვრობს!
  6. როგორც ცნობილია, წყალბადის ყველაზე გავრცელებული პირველი იზოტოპის ბირთვს ეწოდება პროტონი. რა ეწოდება წყალბადის მესამე იზოტოპის ბირთვს?
  7. სიტყვას ZIP ინგლისურ-ქართულ ლექსიკონში მოცემული აქვს შემდეგი განმარტებები: ტყვიის ზუზუნი; ნაჭრის დაფხრეწის ტკაცატკუცი; სისწრაფე, სიმკვირცხლე; “ელვა” შესაკრავი. ახლა, კი მითხარით, რას უწოდეს ამერიკელმა ჟურნალისტებმა “ზიპპერგეიტი”?
  8. ოსკარ უაილდის აზრით ის ფილოსოფიაზე უფრო გონიერი და ძალაუფლებაზე უფრო ძლიერია, მისი ფრთები ალისფერია და როგორც ცეცხლი ისეთია მისი სხეული, ბაგენი მისი თაფლივით ტკბილია და სუნთქვა მისი საკმეველივით სურნელოვანი. რის შესახებ საუბრობდა ოსკარ უაილდი?
  9. ერთხელ ერთმა საშუალო ნიჭის დრამატურგმა ვოლტერს უთხრა: ”თქვენი ტრაგედიების კითხვისას მივხვდი, რომ უკეთესად ვერასოდეს დავწერ, ამიტომაც გადავწყვიტე, მხოლოდ კომედიები ვწერო”. ამის პასუხად ვოლტერმა გაუღიმა და რაღაც ურჩია. რა რჩევა მისცა მან?
  10. XX საუკუნის 80-იან წლებში სვიატოსლავ ფიოდოროვმა ამერიკაში თვალის რამდენიმა ოპერაცია ჩაატარა — პაციენტებს თვალის ბროლი ხელოვნური ბროლით შეუცვალა. ფიოდოროვის წასვლის შემდეგ ამერიკელმა ექიმებმა ამ პაციენტების შესწავლა დაიწყეს. მიკროსკოპული დათვალიერებისას, თვალის ბროლზე ნახეს წარწერა. რა ეწერა ბროლზე?

xixani

http://xixani.blogspot.com/
იხილეთ ასევე
Close
Back to top button