არქივი

საინტერესო ფაქტები საქართველოს შესახებ #2

586c767f5d7a

1. სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონის მიხედვით თინეიჯერს ჰქვია – ნინველი. 

2.ქართველი მხედარმთავარ გიორგი სააკაძის ერთადერთი პორტრეტის ავტორია იტალიელი მისიონერი დონ კისტოფორო დე

კასტელი.

3. გაგრა (იგივე გაკრა) სვანური წარმოშობის სიტყვაა და კაკლიანს ნიშნავს, ბიჭვინთა – ფიჭვნარს, ხოლო ცხუმი კი რცხილნარს.

4. 17 მარტი გალაქტიონ ტაბიძის გარდაცვალების დღეა, ლავრენტი ბერიასი კი დაბადების.

5. ინგლისი იყო ქვეყანა, სადაც პირველად თარგმნეს “ვეფხისტყაოსანი”

6. გოლოვინის პროსპექტზე (გოლოვინსკი) “ლაღიძის წყლების” გახსნას ილია ჭავჭავაძე და აკაკი წერეთელი დაესწრნენ.

7. პირველი ავტომობილი თბილისშო 1908 წელს გამოჩნდა.

8. ქაქუცა ჩოლოყაშვილი მსოფლიო ომის დროს მესოპოტამიაშიც იბრძოდა.

9. საქართველოს მეფე როსტომი დაკრძალულია სპარსეთის ქალაქ ყუმში, შაჰ-აბასის გვერდით.

10. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსო 1814 წლამდე ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას.

წყარო: წიგნი “ეს იცოდი?”

მსგავსი ამბები

Back to top button