ახალი ამბებივიდეოები

ჩინელი პოპის პრინცი


Wang Yiming, ცნობილი როგორც Xiao Bao, რაც ჩინურად პატარა საგანძურს ნიშნავს პირველად საზოგადოების წინაშე 2 წლისა წარსდგა. ის უკვე წარმატებული ბავშვია, ხშირად გამოდის სხვადასხვა შეჯიბრებსა თუ სატელევიზიო გადაცემებში. მან უკვე “Ellen” შოუშიც მიიღო მონაწილეობა, ჩასული იყო ლოს ანჟელესში.

ბავშვი წონით ისეთი პატარა დაიბადა, რომ ექიმები გადარჩენის გარანტიას მშობლებს ვერ აძლევდნენ, მათ ვარჯიშები დაუნიშნეს ბავშვს, მაგრამ ისეთი მოცუცქნული იყო, რომ ვერაფერს ვერ აკეთებდა. მშობლებმა გადაწყვიტეს მუსიკა ჩაერთოთ შვილისთვის, იქნებ განძრეულიყო მაინც და ასეც მოხდა. ახლა მშობლები იხსენებენ, რომ ბავშვზე მუსიკა ისე მოქმედებდა, რომ როგორც კი მელოდიას ჩაურთავდნენ ტირილს მაშინვე წყვეტდა.

ახლა კი დავტკბეთ ამ პატარაზე გადაღებული სიუჟეტით

თეგები

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე

Close
Close
Close