გართობაუცნაური

ყველაზე საშინელი ექიმები

47c9f822a1cf
შესვენების თუ გაზარმაცების შემდომი პოსტი უკვე მზადაა : )) ამჯერად გთავაზობთ ბოროტი ექიმების სიას და მათ ისტორიებს

bdf95b4ddb90
1. Jack Kevorkian

ძალიან საკამათო თემა დღევანდელ მსოფლიოში. Jack Kevorkian ცნობილია როგორც მისი პაციენტების სიცოცხლის მომსპობი და იმ საწყლების სიკვდილის თავი და თავი. დამნაშავე ექიმმა სცადა ბრძნული აზრების შექმნაშიც შეეტანა თავისი წვლილი და ასეთი რამ წარმოსთქვა ,,სიკვდილი არ არის დანაშაული”. ოფიციალური წყაროებიდან ირკვევა რომ მისი წყალობით 130 ადამიანი გამოესალმა სიცოცხლეს. Jack Kevorkian–მა საკუთარი ევთანაზიის დანადგარი შექმნა, რომლის საშუალებით პაციენტთა სასიკვდილო ორი გზა არსებობდა. პირველი იყო “Thanatron”რომელიც ნატრიუმისა და კალიუმის ქლორიდს აწვდიდა ავადმყოფს. მან ასევე გამოიყენა მეოტე გზა “Mercitron”,რომელიც გაზის ნიღაბს წარმოადგენდა,ის კარბონის მონოქსიდს აწვდიდა პაციენტს. ექიმის საქმიანობის შესახებ დეტალები, მალე გახდა ცნობილი პოლიციისთვის და ის დააკავეს. 1999–დან 2007 წლამდე იჯდა ციხეში, ახლა კი თავისუფალებით ტკბება.

d685d978b70d
2. Walter Freeman

Walter Freeman იყო ნევროპათოლოგი, რომელმაც ამ განხრით დაამთავრა პენსილვანიის უნივერსიტეტის სამედიცინო სკოლა.ამბობენ რომ მისი ოპერაციები ბოროტ ზრახვებზე იყო დაფუძნებული. Freeman–მა 3500–ზე მეტი ლობოტომიის ოპერაცია გააკეთა მხოლოდ ა.შ.შ–ში,მისი პაციენტი იყო Rosemary Kennedy–ც.
დღესდღეობით ლობოტომიას იშვიათად იყენებენ. Walter–მა გადაწყვიტა,რომ უფრო დაეხვეწა ოპერაციის მეთოდიკა, ის ზემდეტად მონდომებული ჩანდა და გამოიყენა ყინულის სამტვრევი,ერთგვარი წვეტიანი ხელის იარაღი,რომელიც ჩვეულებრივ სამზარეულოში გამოიყენება. ექიმმა ერთ დღეში ასეთი ხერხით 20 ოპერაცია გააკეთა, თანაც მედიის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ პროცესს,რომელიც სიკვდილით დამთავრდა, რადგანაც ამ ყინულის სამტვრევმა პაციენტის ტვინში შეაღწია. გინდ დაიჯერეთ,გინდ არა, მაგრამ ერთი ადამიანი რომ მოკვდა,Walter–მა მშვიდად დაიწყო მეორე ოპერაციისთვის მზადება.

5d47b5ec03a2
3. Harry Howard Holmes

მისი ნამდვილი სახელი და გვარია Herman Mudgett, ის პირველი სერიული მკვლელი იყო ამერიკაში. ჰერმანმა 1884 წელს მიჩიგანის სამედიცინო სკოლაში დაიწყო სწავლა, უნდოდა რომ ექიმი გამხდარიყო. ის ხშირად იპარავდა გვამებს სკოლის ლაბორატორიიდან და ასახიჩრებდა მათ. როცა სკოლა დაამთავრა, ჩიკაგოში გადავიდა. აქ ადგილობრივი ფარმაცევტის დახმარებით შეძლო ერთი სასტუმრო საკუთრებაში აეღო,სადაც მისმა მიდრეკილებამ ფრთები შეისხა. ჰერმანი სასტუმროში ექსპერიმენტებს ატარებდა, ხშირად ქალს ირჩევდა მსხვერპლად და განსაკუთრებით გაგუდვით სიკვდილი მოსწონდა. სხეულებს ხშირად ჭრიდა, ხორცს აცლიდა და ჩონჩხის მოდელებს აკეთებდა, შემდეგ ამას სარფიანად ჰყიდდა სამედიცინო სკოლებში.

ჰერმანის ცნობილი გამონათქვამია: მე ღრმად ვარ დარწმუნებული,რომ გავიზარდე იმისთვის,რომ მივმსგავსებოდი ეშმაკს.
იგი 34 წლის ასაკში ციხეში სიკვდილით დასაჯეს.

e1508370bd8b
4. Arnfinn Nesset

იგი განათლებით ექიმი არ იყო, ერთი ჩვეულებრივი ნორვეგიელი მედდა გახლდათ, რომელიც დატრიალებული საშინელი ამბის გამო ცნობილი გახდა. მას ბრალად ედებოდა 22 ადამიანის განზრახ მკვლელობა, ყველა პაციენტი ინექცია Curacit–ის სასიკვდილო დოზით იყო მკვდარი. Curacit არის კუნთების დამამშვიდებელი ნარკოტიკი, ვინაიდან ძალიან რთულია ამ წამლის კვალის დადგენა ორგანოებში,გამოძიება დიდხანს, დაახლოებით 2
წელი მიმდინარეობდა, საბოლოოდ მედდა დამნაშავედ სცნეს 22–ვე პაციენტის სიკვდილში და 21 წელი მიუსაჯეს,რომელიც ნორვეგიის კანონით სასჯელის მაქსიმუმია. 2004 წელს Arnfinn გამოვიდა ციხიდან და განაცხადა, რომ სახელსა და გვარს შეიცვლიდა და კვავ ნორვეგიაში გააგრძელებდა ცხოვრებას.

85229662588b
5. Carl Clauberg

ერთ–ერთი გერმანელი ნაცისტი ექიმი იყო, როგორც ბევრი მაშინდელი ექიმი, ესეც ატარებდა საშინელ ექსპერიმენტებს ნაცისტურ საკონცენტრაციო ბანაკებში, კონკრეტულად Auschwitz–ში. მას შემდეგ რაც მტავარი ექიმის წოდება მიიღო და შეისწავლა გინეკოლოგიაც, გახდა Königsberg–ის უნივერსიტეტის პროფესორი. 1933 წლიდან კარლი ხდება ნაცისტი, 1942 წელს კი დაუახლოვდა Heinrich Himmle–ს და მას შესთავაზა, რომ მასობრივი სტერილიზაცია გაეკეთებინათ ქალებზე. (ახალი თაობა რომ აღარ წამოსულიყო). Himmler დასთანხმდა ექიმს და ამის შემდეგ დაიწყო რაც დაიწყო.
ექიმს უნდოდა ყველაზე იაფი და მარტივი გზა მოეძებნა თავისი მიზნების განსახორციელებლად, იგი თხევად მჟავას იყენებდა, რომელიც ქალის საშვილოსნოში შეჰყავდა. ვისი საკვერცხეებიც დაზიანდებოდა, ამოაჭრიდნენ და ბერლინში აგზავნიდნენ დამატებითი კვლევებისთვის. ზოგჯერ პაციენტებს კლავდნენ კიდეც, რადგან სხეულის გაკვეთა იყო საჭირო უფრო პროცესების მიმდინარეობის უფრო კარგად გამოსაკვლევად. ცნობილია, რომ დაახლოებით 300 ქალს ჩაუტარდა ამგვარი ექსპერიმენტი ამ დროს. ექიმი დააკავეს, შემდეგ გაანთავისუფლეს და ცოტა ხანში მეორედაც დააპატიმრეს, თუმცა სანამ სასჯელს მიუსჯიდნენ იგი გარდაიცვალა

09df65018d55
6. John Bodkin Adams

მისი ცხოვრება სავსე იყო მკვლელობებისა და თაღლითობის ქსელით. ამბობენ, რომ 1946–1956 წლებში მისი 160–ზე მეტი პაციენტი საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა. აქედან 132–მა თავისი ფული და ძვირფასეულობა ექიმს დაუტოვა სიკვდილის შემდეგ, როცა ექიმის ჩახლართულ საქმეებს მიაგნეს, ისიც აღმოჩნდა, რომ გარდა პაციენტების მკვლელობისა, რომელთაც ძირითადად ნარკოტიკისა და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებების გადაჭარბებული დოზით უღებდა ბოლოს, თურმე თაღლითობდა კიდეც, მათ მაგივრად წერდა წერილს და ხელს აწერდა, რომ სიკვდილის შემდეგ მსხვერპლთა ქონების მემკვიდრე თავად გამხდარიყო. ექიმი დააპატიმრეს.

e5c709b1d132
7. Harold Shipman
ინგლისელი ექიმია, რომელიც დამნაშავედ სცნეს პაციენტების მკვლელობაში. ბევრი ამბობს, რომ ის ყველაზე ცნობილი ნაყოფიერი სერიული მკვლელია ისტორიაში. ეს ხმები გამოწვეულია ალბათ ჰაროლდის მსხვერპლთა რაოდენობით. იგი სასჯელს იხდიდა 215 ადამიანის მკვლელობისთვის, მაგრამ ვარაუდობენ, რომ სინამდვილეში მოკლულთა რიცხვი გაცილებით მეტი იყო. 215–დან 171 ქალი იყო, 44 კაცი, ყველაზე მოხუცი მათგან 93 წლის ქალი იყო, ყველაზე ახალგზარდა კი 41 წლის კაცი.
ჰაროლდი ერთხელ pethidine–ის (ძლიერი ტკივილგამაყუჩებელი ნარკოტიკი, მორფის მსგავსი) უკანონო რეცეპტის გამოწერისთვის დააჯარიმეს, რომელიც თავისთვის უნდოდა. თუმცა მხოლოდ ჯარიმა გადაახდევინეს, მისი საექიმო კარიერისთვის ამ შემთხვევას ხელი არ შეუშლია. ექიმმა ციხეში 4 წელი გაატარა და 2004 წელს ციხის ტელეფონის ხაზით ჩამოიხრჩო თავი.

85b26d3a85f0
8. Josef Mengele

გერმანიის ოფიცერი, ასევე ნაცისტი ექიმი, ცნობილი, როგორც ,,სიკვდილის ანგელოზი” ასევე ,,მშვენიერი ეშმაკი” Josef Mengele ალბათ ყველაზე დაუნდობელი მკვლელია ამ სიაში. იგი იყო მთავარი ექიმი, ის საზღვრავდა რომელი პატიმარი გამოდგებოდა იძულებითი სამსახურის შესასრულებლად, ხოლო რომელთაც სუსტებად მიიჩნევდა იმათ კლავდნენ. ასე არცევდა Josef –ი მილიონობით ადამიანის ბედს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა ყველაფერი, ექიმი ფრიად საოცარ ექსპერიმენტებს აწარმოებდა ადამიანებზე, იგი ერთი პერიოდი დაინტერესდა მემკვიდრეობითობის საკითხებით, ტყუპების ფენომენით, ამის შესწავლის დროს მან 10 ტყუპი დააძინა და ქლოროფორმით მოკლა, შემდეგ კი მათი გვამები გაჭრა და ტყუპების ორგანოებს ერთმანეთს ადარებდა.
ეტყობა ტყუპების საკითხი მთლად ბოლომდე ვერ ამოწურა და ახალი რამ მოიგონა, ორი ტყუპი ერთმანეთს გადააბა ვენებით, ანუ მათი ვენები გადააკერა ერთმანეთს, მისი აზრით ასე მან შექმნა ,,ერთობლივი ტყუპები”. ამას გარდა, თვალის შეცვლის ხერხით ძიების სურვილით აღივსო და ფერადი გარსის პირდაპირ რაღაც საღებავით შეღებვა მოიფიქრა, რა დაემართებოდა თვალს თქვენც კარგად იცით. ასევე აკეთებდა ქალების სტერილიზაციას, როგორც ჩვენს მიერ ზემოთ მოხსენიებული ნაცისტი ექიმი.

მსგავსი ამბები

Back to top button