ახალი ამბებისასარგებლო

უცნაური და საინტერესო ფაქტები (ცხოველები და ფრინველები)

პინგვინებს, შეუძლიათ ახტნენ 180 სანტიმეტრ სიმაღლეზე.
სირაქლემას და კენგურუს არ შეუძლიათ უკან სიარული.
თახვებს შეუძლიათ სუნთქვის შეკავება 45 წუთის განმავლობაში წყლის ქვეშ.
დათვს შეუძლია 48 კმ/ს-ში სირბილი.
სპილოები არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახტომა.
ნიანგს არ შეუძლია ენის გამოყოფა.

კატას აქვს 32 კუნთი თითო ყურში.

ვეფხვებს არამხოლოდ ბეწვი აქვთ ზოლებით დაფარული, არამედ კანიც.

კოდალას შეუძლია ხეზე კაკუნი 20-ჯერ 1 წამში.

კოდალებს არ ტკივათ თავი ამდენი კაკუნით, რადგან მათ თავის ქალაზე აქვთ სპეციალური ჰაერის “ოთახები”, რათა გაანიავონ ტვინი.

პეპლები საჭმელს უსინჯავენ გემოს ფეხებით, ანუ როდესაც მასზე დგანან.

ყველაზე ძლიერი ცხოველი მთელს მსოფლიოში არის ხოჭო მარტორქა. მას შეუძლია აწიოს მის წონასთან შედარებით 850-ჯერ მძიმე საგანი.

ქამელეონის ენა არის იმავე სიგრძის, რაც არის მისი მთლიანი სხეული.

ქამელეონს შეუძლია 2 ობიექტს ადევნოს თვალი ერთდროულად.

კენგურუს წინაპრები ცხოვრობდნენ ხეებზე. ახლაც შემორჩენილია ხის კენგურუების 8 სახეობა.

ბევრი გველი არ წყვეტს ზრდას. ეს არის ერთ-ერთი მიზეზი, რატომ იცვლიან ისინი კანს.

ავსტრალიური ჭიანჭველა მეტსახელად “ბულდოგი” არის ყველაზე საშიში მის სახეობაში. მას შეუძლია მოკლას ადამიანი თავისი ნაკბენით.

ჰიპოპოტამს წყალქვეშ გაჩერება შეუძლია 30 წუთით.

ბასენჯი არის ძაღლის ერთადერთი ჯიში, რომელიც არ ყეფს :D (პრინციპში კატა გამოდის)

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close