არქივი

Straight Edge – კულტურა

0aec38133fa7

მოკლედ ვინ არიან ისინი, რა უნდათ და საერთოდ რას მოითხოვენ =)

თამამად შეიძლება ითქვას რომ ეს მოძრაობა ყველაზე უფრო დაპირისპირებულია მეინსტრიმთან და პოპ კულტურასთან, არა მათი ჩაცმულობისა თუ გარეგნობის გამო, არამედ იმ შინაარსის გამო რომელიც ამ სუბკულტურას გააჩნია, ალბათ ესაა იმის მიზეზი რომ ეს მოვლენა მხოლოდ განვითარებულ საზოგადოებაშია ფეხმოკიდებული, იქ სადაც ფასეულობების გადაფასება მოხდა და ახალგაზრდების გარკვეულმა ნაწილმა სხვანაირად გადაწყვიტა ცხოვრება.

fd358e6eb6db

წარმოშობა

წარმოიშვა ამერიკაში პანკ ჯგუფებს შორის, პანკების გარკვეულმა ნაწილმა უარი თქვა ბინძური და ნიჰილისტი პანკის იმიჯზე და გადაწყვიტა გამხდარიყო ნამდვილად თავისუფალი და არა თავისუფალი სიფხიზლისგან, 80 იანი წლებიდან იწყება Straight edge სოფმეხდველობის ჩამოყალიბება, 90 იანებში კი ის ძალიან პოპულარული ხდება იმდროინდელ  ახალგაზრდებში.

13722a9c530a

მოძრაობის დამახასიათებელი თვისებები

უარი ნარკოტიკებზე-მოძრაობის წევრები უარს ამბობენ ყველანაირი სახის ნარკოტიკზე, კოფეინზე, ნიკოტინზე, ფსიქოტროპულ საშუალებებზე, ისინი თვლიან ნარკოტიკი მათ თავისუფლებას აკარგვინებს, ადამიანი რომელიც რამეზე ან ვინმეზე არის დამოკიდებული შეუძლებელია იყოს თავისუფალი, მათთვის ინდივიდუალიზმი ყველაზე მნიშვნელოვანია.

თავშეკავებული სექსუალური ცხოვრება

Straight ერები  მისდევენ თავშეკავებულ სექსუალურ ცხოვრებას, ისინი სექსუალურ ურთიერთობას მხოლოდ იმ ადამიანთან ამყარებენ ვისთანაც ღრმა სულიერი კავშირი აკავშირებთ, უარყოფენ თავაშვებულ ცხოვრებას და სექს ინდუსტრიას აღიქვავენ როგორც ადამიანის გამოთაყვანების ძირითად მიზეზს.

ანტიფაშიზმი

მოძრაობის წევრების უმეტესობა ანტიფაშისტია, ბევრი მათგანი გაერთიანებულია სხვადასხვა ანტიფაშისტურ და სკინჰედურ დაჯგუფებებში, ასე მაგალითად სკინჰედური რადიკალ/ანტიფაშისტური დაჯგუფების SHARP-ის წევრების დიდი ნაწილი შეთავსებით Straight edge-ია.

ცხოველთა დაცვა

მოძრაობის წევრები ძირითადად ვეგეტარიანელები არიან, ისინი ერთ-ერთი ყველაზე მებრძოლი დაჯგუფებაა რომელიც ცხოველთა უფლებებისთვის იბრძვის. ბევრი მათგანი ეტას ან გრინფისის წევრიცაა.

8706d75f406d

სიმბოლიკა

ეს მოძრაობა არანაირ ყურადღებას არ აქცევს განსაკუთრეებულ ჩაცმულობის სტილს ან რაიმე სავალდებულო ატრიბუტიკას, მათ აქვთ სპეციალური განმასხვავებელი ნიშანი „sXe“ და „X“ რომლის ტატუირებასაც ძირითადად ხელზე იკეთებენ, ასევე მათი იდენტიფიცირების ნიშანია ერთმანეთზე გადაჯვარედინებული ხელები.

X -ნიშანი მტევნის  ზემო შესამჩნევ ნაწილზე.

X X X-სამი იქსი რომელიც გამოხატავს მოძრაობის შინაარსს No Alcohol-No Smoke-No Sex

DRUG FREE, POISON FREE-ასეთ წარწერებს კი ხშირად იკეთებენ ტანსაცმელზე.

მუსიკა

რა თქმა უნდა ჰარდროკი, ძირითადი იდეოლოგია ჯგუფი „Minor Threat“  ასევე Straight edge

ჯგუფებია :

SSD, DYS, Justice League, 7 Seconds, Uniform Choice, Unity, Larm, Youth Of Today, Bold, Unit Pride, Turning Point, No For An Answer, Earth Crisis, Strife, Chokehold, Portarits Of Past, Canon, Culture, Ten Yard Fight, In My Eyes, Atari, Mouthpiece, Cornerstone, First Step, Gather, Risen, Triple Threat, Forced Forward, Path of Resistance, Set It Straight და უამრავი სხვა.

ee92f54bb460

თანამედროვე ტენდენციები

დღეისათვის მოძრაობაში ორი ქვე მიმდინარეობაა გამოკვეთილი Hardline და SoftLine

Hardline-ყველაზე რადიკალური, ღრმა მორალურ პრინციპებზე აგებული მიმდინარეობა რომელიც უარყოფს ყველანაირ მანკიერებას, ისინი უფრთხილდებიან როგორც სულეი ასევე ფიზიკურ სხეულსაც, ვარჯიშობენ, ცხოვრობენ ჯანსაღი ცხოვრების წესით, უარყოფენ სექსს ქორწინებამდე, არ იღებენ არანაირ სპირტიან სასმელს, უალკოჰოლო ლუდსაც კი, ასევე არ სვავენ ყავას რადგან კოფეინი ნარკოტიკულ საშუალებად მიაჩნიად.

ისინი ძალიან ხისტად მოქმედებენ, არის რაიონები სადაც უბრალო გამვლელს ლუდით ხელში გარეთ გასვლაც კი ეშინია, ხშირია შემთხვევები როცა ჰარდლაინერები ანგრევენ ლუდის ბარებს, ცემენ ლოთებს და შეურაცყოფას აყენებენ მეძავეებს, მათი სიბოლოა გადაჯვარედინებული М16.

SoftLine-არის ხალხი რომელსაც არ ხიბლავს ჰარდლაინერების სისასტიკე და რადიკალიზმი, მაგრამ Straight edge კულტურის იდეებს სრულად იზიარებენ, სწორედ ასეთებს ეძახიან სოფთლაინერებს.

მსგავსი ამბები

Back to top button