უცნაური

ვამპირები, მითი თუ რეალობა?

7a8d8d634ee1

ეს პოსტი უკვე იყო მაგრამ მე უფრო განვავრცე. მოკლედ ვამპირები მითი თუ რეალობა?!

ვამპირი – (ფრანგ. Vampire)

ეუბირი, სლავი ხალხის ცრურწმენით: მიცვალებული რომელიც ღამღამობით დგება საფლავიდან და მძინარე ადამიანებს სისხლს წოვს. 15-ე 16-ე საუკუნეებში სხვადასხვა ფორმით გვხვდება, რუს, უკრ., ბელორუს., პოლ,. ჩეხ,. სერბ. და ბულგ., რწმენა წარმოდგენებში. ძვ. სლავებში ცნობილი იყო ვამპირებისადმი მსხვერპლის შეწირვის კულტი “ოუპირემი”. გადატანითი მნიშვნელობით შეუბრალებელი ადამიანი.

ვამპირს ეძახიან აგრეთვე ღამურას რომელიც ბინადრობს ტროპიკულ ამერიკაში. (ვამპყრუმ სპეცტრუმ – ანუ დიდი ღამურა) მისი სიგრძეა – 13სმ. გაშლილი ფრთების სიგრძე 70სმ. მაგრამ მიუხედავად სახელწოდებისა იგი არ მიეკუთვნება სისხლის მწოველთა ჯგუფს.

1994 წელს ჩეხეთის ქალაქ ჩელიაკოვცის მახლობლად იქნა აღმოჩენილი უცნაური სამარხები. “ვამპირების სასაფლაო” ასე უწოდეს ამ სამარხებს არქეოლოგებმა. სასაფლაო დაახლოებით 10-ე საუკუნის დასასრულს და 11-ე საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება.

თერთმეტ თხრილში ტყავის ქამრებით შებოჭილი და გულში ვერხვის შუბჩარჭობილი 13 ადამიანის ნეშტი ესვენა.

ზოგიერთ მიცვალებულს თავი და ხელები ჰქონდა მოკვეთილი. წარმართთა რწმენისა და რიტუალების თანახმად, ასე ეპყრობოდნენ ვამპირებს, რომლებიც ღამღამობით საფლავებიდან დგებოდნენ და ადამიანთა სისხლს სვამდნენ.

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ნამარხი ძვლები ადგილობრივ მცხოვრებლებს – დაახლოებით ერთი ასაკის მამაკაცებს ეკუთვნოდათ. რა მოხდა ამ ადგილებში? რამ გამოიწვია სოფელ ჩელიაკოვცის მცხოვრებთა მასობრივი ჭკუიდან გადასვლა რომელმაც ტრაგედიამდე ან ზოგიერთი მცხოვრები უცნობი ეპიდემიის გამო “ვამპირიზმამდე” მიიყვანა? სამწუხაროდ, ისტორიულ ქრონიკებში ეს მოვლენა აღწერილი არ არის. ჩელიაკოვცის “ვამპირების სასაფლაოს” საიდუმლო ჯერ ისევ ამოუცნობი რჩება. Gგამოუცნობი რჩება ვამპირების არსებობაც. ჯერ კიდევ ჩვენს წელთაღრიცხვამდე დადიოდა უამრავი მითი და ლეგენდა ვამპირებზე როგორც ეშმაკის მსახურებზე. Aამბობდნენ რომ ვამპირები ნახევრად ადამიანები იყვნენ რომელთა სხეულში სისხლს არასოდეს გაევლო. მათ სიკვდილივით ეშინიათ მზის ამიტომ ღამე ფხიზლობენ და დილით კუბოებში სძინავთ. შაიდან გაჩნდნენ ვამპირები ეს არავინ იცის ზოგს სწამს რომ ვამპირები აღარ არსებობენ ზოგს კი ეს არ ჯერა. Aრსებობს დამამტკიცებელი საბუთები რომ ისინი ჯერ კიდევ არიან ჩვენს შორის =) მაგალითად მე მჯერა რომ არიან =)))

მსგავსი ამბები

Back to top button