არქივი

მსოფლიოში ყველაზე…

d576b4a9b9ea

* ყველაზე მძიმე ჯიშის ძაღლია სენბერნარი. მისი მაქსიმალური წონაა 111 კგ.

* ყველაზე დიდხანს ძილის მდგომარეობაში უჭმელად ძლებს ზღარბი – 235 დღეს. დათვი შიმშილობს 180 დღეს.

*ყველაზე გრძელი ენა ცხოველთა შორის აქვს ჭიანჭველაჭამიას. მისი ენის  სიგრძე 60 სმ-ია

*ყველაზე ხმამაღლა მყვირალა ცხოველი ნიანგია.  მისი  ყვირილი  თვით  გამოცდილ  მონადირეებსაც  კი  შიშის  ზარს  ჰგვრის. ძალიან მაღალი ხმით გამოირჩევა ბეჰემოტიც. მესამე ადგილზეა ცხოველთა მეფე – ლომი.

*ყველაზე დიდი მდინარის თევზი არის ლოქო, რომლის წონა 400 გკ-ს აღწევს

*ყველაზე დიდი ბაყაყი – გოლიოფია, რომელიც ბინადრობს  აფრიკაში. მისი სხეულის სიგრძე 30 სმ-ია, წონა კი 3,5 კგ.

*ყველაზე დიდი ნიანგი – ნილოსის ნიანგია. მისი სიგრძე 9 მ -ია . იგი იწონის 500 კგ-ს

*ყველაზე დიდი ხვლიკი – კომოდური ვარანია. მისი სიგრძე 5მ-ია, ხოლო წონა 200გკ.

*ყველაზე ძლიერმოქმედი შხამი აქვს პაწაწინა ბაყაყს, რომელიც ცხოვრობს კოლუმბიაში. მის შხამს ვერცერთი  გველის  შხამი ვერ შეედრება. მისი საწინააღმდეგო შრატი არ არსებობს. ეს ცხოველი 2სმ-ია და იწონის 1 გრამს. მისი შემჩნევა თითქმის შეუძლებელია.

*ყველაზე მეწველი ძუძუმწოვარი ცხოველი ვეშაპია. ის ყოველდღიურად 400ლ რძეს იძლევა

*ყველაზე დიდი მწერები ბინადრობენ სამხრეთ აფრიკაში, კერძOდ ამაზონის ჯუგლებში. აქ მობინადრე ჭიანჭველის
სიგრძე 7სმ- ია, ხოლო მწვანე კალიისა 15სმ.

*ყველაზე დიდხანს ცოცხლობს კუ. ცნობილია, რომ წმინდა ელენეს კუნძულზე ჰყავთ კუ. რომელიც 1761  წელს  აქ  მოუყვანია  ცნობილ მოგზაურ ჯეიმს კუკს.

*ყველაზე დიდი ნიჟარა აღმოაჩინეს იაპონიაში, კუნძულ იუფუს მებადურებმა, ნიჟარის სიგრძე იყო 1 მეტრი,  ხოლო  წონა – 290 კგ

*ყველაზე კატასტროფული წყალდიდობა მოხდა ჩინეთში 1921 წელს, ამ წყალდიდობამ 3,5  მლნ  ადამიანის  სიცოცხლე  შეიწირა

*ყველაზე მეტი მუზეუმი ფუნქციონირებს ამერიკის შეერთებულ შტატებში. აქ სტატისტიკური მონაცემებით 2890 მუზეუმია.

*ყველაზე ღანგრძლივი ორთაბრძოლა კრივში ჩატარდა ახალ ორლეანში 1892 წელს. მათ ჩაატარეს 110  რაუნდიანი  ბრძოლა,  რომელიც 7 საათსა და 20 წთ გრძელდებოდა.

*ყველაზე პატარა სახელწოდების ქალაქი მდებარეობს კორეაში, მას ჰქვია ,,უ”

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button