საკითხავისასარგებლოსურათები

რქების ნიშანი

საჩვენებელი და ნეკა თითი ზემოთ, შუა და არათითი ხელისგულზეა მიდებული და მათ ცერა თითი კრავს – ე.წ. “რქების ნიშანი” გამოიყენებოდა და გამოიყენება ბევრ კულტურაში. თითოეულში მას სხვადასხვა დატვირთვა აქვს. ამ კულტურებიდან კი შოუ-ბიზნესშიც გადაინაცვლა – მას აქტიურად იყენებენ მუსიკოსები, მსახიობები, პოლიტიკოსები და სხვა ცნობილი ადამიანები.

ეს ნიშანი საოცრად ჰგავს ‘კარანა მუდრას’ აღმოსავლური რელიგიებიდან. იხილეთ ბუდა:

კარანა მუდრა არის მუდრა [მუდრა – ხელის სიმბოლური ჟესტი აღ. რელიგიებში] , რომელიც გამოიყენება დემონების განსადევნად და პრობლემების აღმოსაფხვრელად. ასევე, ავადმყოფობებისა და უარყოფითი აზრების გასაფანტად. კარანა მუდრა ასევე ცნობილია როგორც ტარჯანი მუდრა, იაპონელებში კი მას ფუნუ-ინსა და ფუდო-ინს უწოდებენ.

როგორც ცრურწმენა, ეს ნიშანი გამოიყენება არგენტინელებში მაშინ, როცა საფრთხეს გრძნობენ. დაახლოებით ისეთივე მნიშვნელობა აქვს, რაც ხეზე დაკაკუნებას. პერუში ამ ნიშანს ხმარობენ “კონტრას”, ანუ საწინააღმდეგოს მნიშვნელობით. დომენიკის რესპუბლიკაში “ზაფას” უწოდებენ და წყევლისგან დასახსნელად ხმარობენ. კუბაში ამ ნიშანს იმ კაცის მიმართულებით აკეთებენ ხოლმე, ვისაც ცოლი რქებს ადგამს.

იტალიის პრეზიდენტმა ჯოვანი ლეონემ საგონებელში ჩააგდო ხალხი, როცა ქოლერის ეპიდემიის დამარცხების შემდეგ იტალიის ერთ-ერთ ქალაქში ჩასულმა პაციენტები მოინახულა. ერთი ხელი პაციენტს მოკიდა, მეორეთი კი რქების ნიშანი გააკეთა ზურგსუკან. იტალიაში ეს ჟესტი ძალიან გავრცელებული წყევლაა და რა თქმა უნდა, ავადმყოფების შეურაცხყოფად მიიღეს.

საკმაოდ ფართო გამოყენება აქვს ამ ნიშანს მაგიასა და სატანიზმშიც. ადრეულ სატანიზმში მას იყენებდნენ მისასალმებლად. თანამედროვე, ანტონ ლავეის “შავ” ეკლესიაში კი ‘რქებიანი’ ხელი გამოხატავს ბაფომეტს, იგივე სატანას.

ეს ნიშანი ფართოდ გაავრცელა სატანური ეკლესიის დამაარსებელმა ანტონ ლავეიმ. მისი ცვილის ფიგურაც ამ ნიშნითაა გამოსახული:

“რქების ნიშანს” ხშირად იყენებენ მძიმე მეტალსა და როკში. ზუსტად უცნობია ვინ შემოიტანა ეს ნიშანი. ყველაზე ადრეული მაგალითი არის ჯგუფ “Coven”-ის 1969 წელს გამოშვებული ალბომის “Witchcraft Destroys Minds & Reaps Souls” ქავერი:

ჯგუფის ორი წევრი ამ ჟესტს იყენებს :) ასევე ცნობილია, რომ ეს ჯგუფი რქების ნიშანს ყოველ კონცერტის დასაწყისსა და დასასრულში აკეთებდა.

განსაკუთრებული პოპულარობა ნიშანს მოუტანა ჯგუფ “Black Sabbath”-ის წევრმა რონი ჯეიმს დიომ. მან განაცხადა, რომ ბებიამისს ჰქონდა ჩვევა თითებით გამოეხატა რქები, რათა მოეგერიებინა ეშმაკის თვალები. ეს საკმაოდ გავრცელებული იყო ცრუმორწმუნე სამხრეთ იტალიელებში.

ლეო ტაქსილის ფარსის გამო, ეს ჟესტი დიდი ხნის განმავლობაში შეცდომით ასოცირდებოდა ტამპლიერებთან და მასონებთან.

გარდა რელიგიური სიმბოლიკისა, რქების ნიშანს სხვა გამოყენებაც აქვს: მას მისალმების ჟესტად იყენებენ ტეხასის, იუტას, სამხრეთ ფლორიდისა და ჩრდილო დაკოტას სახელმწიფო უნივერსიტეტებში.

ბეისბოლში “ორ აუტს” აღნიშნავს.

ამერიკულ ფეხბურთში მსაჯი იყენებს დროის ახალი მონაკვეთის დაწყების აღსანიშნავად. ველორბოლაში სპორტსმენების წინამძღოლი ხელს მაღლა წევს და ამ ჟესტს აკეთებს იმის აღსანიშნავად, რომ უფრო ფართო და კარგი გზა იპოვა. ვრესლინგში მას გამარჯვებული სპორტსმენი დაცინვის მიზნით იყენებს. თურქეთში კი ეს სიმბოლო ნეო-ფაშისტურ მოძრაობასთან, “ნაცრისფერ მგლებთან” ასოცირდება.

და ბოლოს, ცნობილი ადამიანები, ვინც ამ ჟესტს იყენებს:

Drew Barrymore & Rob Halford

Sharon Osbourne (ცენტრში) თავის შვილებთან Kelly Osbourne-თან და Jack Osbourne-თან ერთად, წინ კი Jack Black და Kyle Gass

Rihanna

Hayley Williams

Kid Rock

Miley Cyrus

Kate Walsh

Nick Carter (Backstreet Boys)

Winona Ryder

Justin Bieber

Jada Pinkett Smith

Sebastian Bach

Avril Lavigne

Jamie Foxx

Katherine Heigl

Bret Michaels

Mos Def

Fergie

Jennifer Love Hewitt

Audrina Patridge

Bam Margera

Jack Black & Leighton Meester

The Beatles

Joe Biden & Barack Obama

George W. Bush

Quentin Tarantino

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close