არქივი

გენიოსები ხუმრობენ

8cf1b3f8fbf6
ოხ, ეს გენიოსები :lol2:

* * *
ლუდვიგ ვან ბეთჰოვენს სთხოვეს, აზრი გამოეთქვა ი.ს. ბახის შესახებ.
დიდმა ოსტატმა საზეიმოდ განაცხადა:
– ი.ს. ბახი – ნაკადული კი არა, ოკეანეა (ბახი გერმანულად ნაკადულს ნიშნავს)!

* * *
გერმანელი დირიჟორი ჰანს ფონ ბიულოვი კონცერტზე მიიჩქაროდა. ერთ ახალგაზრდას შემთხვევით ფეხი დააბიჯა.
– აქლემი! – წამოიძახა გაღიზიანებულმა ახალგაზრდამ.
– მე კი დირიჟორი ბიულოვი გახლავართ, წარუდგინა თავი ცნობილმა მუსიკოსმა.

* * *
ერთხელ დიდმა კომპიზიტორმა ჯოაკინო როსინიმ ახალგაზრდა მომღერლის პარტიტურა გასინჯა და თქვა:
– რა საოცრებაა, ასეთი ახალგაზრდა მუსიკოსია და მელოდიები კი ასე ძველი.

* * *
მოცარტის ოპერამ ”სერიალიდან გატაცება” ძალიან მოხიბლა მეფე.
მან მოცარტს უთხრა :
ძალიან მშვენიერი მუსიკაა, მაგრამ ზედმეტად ბევრი ნოტია, იმდენი რომ შეიძლება კაცი შიგნით ჩაიხრჩოს.
– ზუსტად იმდენი ნოტია რამდენიც საჭიროა. ათჯერ გამამეორებინეს და არავინ არ ჩამხრჩვალა.

* * *
ერთხელ იოჰან შტრაუსს თაყვანისმცემელმა დაბადების დღეზე სირაქლემა აჩუქა.
კომპოზიტორმა ის ზოოპარკს ჩაბარა და შენიშნა:
– კიდევ კარგი ჩემი გვარი ლომს არ ნიშნავსო (შტრაუს – გერმანულად სირაქლემაა).

წყარო : ჩემი მუსიკის წიგნი. :lol2:

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button