გართობა

ანეკდოტები

5fb30676a243
გასაღიმარი

***
სვანი ფულს იპოვის და გაუხარდება ჩიტი დამასკლინტავსო.

***
სვანს გაუჭირდება და ფულის საბეჭდ მანქანას გაყიდის.

***
სვანს ახალ წელს თოფი არ ქონდა და აივანზე ხმალს იქნევდა

***
ტიტანიკი აიზბერს ეჯახება…
მეზღვაური კაპიტანთნ შერბის და ეუბნება:
–კაპიტანო 2 ამბავი მაქ კარგიქც და ცუდიც.
–ცუდით დაიწყე.
–აიზბერს დავეჯახეთ და ჩავიძირებით.
–კარგი რაღაა.
–ფილმში გადაგვიღებენ.

***
– რომელი საათია?
– ახლა თუ საერთოდ?

***
წერილი თოვლის ბაბუას:
გამარჯობა თოვლის ბაბუა შარშან რომ სურვილი გთხოვე და შემისრულე დიდი მადლობა ძალიან კარგი მაშხალები იყო, მაგრამ წელს იქნებ ორი თვალი და ერთი ხელი გამომიგზავო?

***
დედა ეძახის ეზოში თავის შვილს:
– შვილო ნუ ურტყავ მეზობლის ბავშვს თავში აგურს თორე
გაოფლიანდები და გაცივდები.

***
გენერალს შვილიშვილი შეეძინება. თვითონ დაკავებულია და სანახავად ადიუტანტს გააგზავნის:
– ბატონო გენერალო, რომ ნახოთ როგორ გგავთ გაგიჟდებით: მელოტია, ღიპიანი, არაფრის აზრზე არაა და მაინც ბევრს ღრიალებს.

***
2 სომეხი დანიძლავდა მოდი ჩავყვინთოთ და ვინც პირველი ამოყვინთავს, სახინკლე იმან იკისროსო….
მეორე დღეს საინფორმაიციოში: დღეს დილით იპოვეს 2 დამხრჩვალი სომეხი.

***
ორ სომეხს უნდა რომ ქართველი გახდეს. ერთი ქართველი შეხვდება და ეტყვის:
– თუ გინდათ, რომ ქართველი გახდეთ, მტკვარი უნდა გადაცუროთ.
ერთი სომეხი გადაცურავს, მეორე კი იხრჩობა და ყვირის:
– მიშველე ძმაო!
– წადი შე სომეხო შენა!

***
სვანს თავის მოკვლა უნდოდა და ტყუპისცალი მოკლა.

***
ოკეანეში გემი ჩაიძირა.მარტო ქუთაისლელი გადარჩა,მიადგა ცურვით კუნძულს და რომ დაინახა დაიძახა:
– მიწააააააააააა !..
– ხორციიიიიიიი – მოესმა ხმა კუნძულიდან…….

***
მეგრელი და სვანი ლივტში გაიჭედებიან:
სვანი ყვირის: – მიშველეთ, მიშველეთ !
მეგრელი ეუბნება: – ერთად ვიყვიროთ ერთად!
სვანი ყვირის: – ერთად, ერთად !

***
–ექიმო, როდის გამწერთ საავადმყოფოდან?
–როცა კარდიოგრამის ხაზი გასწორდება.

***
სვანს ტუფლი მოუჭერს და გამაყუჩებელს დალევს…

***
-აქანა ველოსიპედმა ხომ არ ჩამოიარა?
-კი.
-ზედე იჯდა ვინმე ?
-არ დამინახავს …

***
იმერლები გაბრაზდებიან რატომ უნდა იყოს მეტი ანეკდოტი გურულებზეო და უდაბნოში ხიდს ააშენებენ … პრეზენტაციის დროს გაიხედავენ
და რას ხედავენ ?! გურული ზის ხიდზე და თევზაობს …

***
კვირა საღამოს, მიხო და მარო სტუმრად წასასვლელად ემზადებიან. მარო სარკესთან დგას და იპრანჭება.
– მიხოო . . . როგორ გამოვიყურები?
– როგორც ყოველთვინა, მაგრამ არა უშამს, მალე ბნელდება.

***
რაჭველი აღსარებაზე მივიდა ეკლესიაში.
-შევცოდე მამაო.
-რა შვილო ჩემო?
-მეგრელი მოვატყუე.
-ეგ ცოდვა კი არა, სასწაულია შვილო ჩემო.

***
ცოლი იატაკს რეცხავს და სავარძელში გაზეთით ხელში მოკალათებულ ქმარს თხოვს:
– ფეხები აწიე, გამოვწმინდო.
– უჩემოდ იატაკის მოწმენდაც არ შეგიძლია!

***
სომეხს ეკითხებიან:
– რომელია ყველაზე ჩათლახი ერიო.
სომეხი პასუხობს:
– ზატო ჩვენ ყველაზე მაგარი კონიაკი გვაქვს…

***
სვანი რადიოში რეკავს
– გისმენთ
– რადიოა?
– დიახ.
– ძალიან მომეწონა ბახის სიმფონია, ავტორი ვინაა?

***
ფსიქიატრთან:
– ექიმო, მიშველეთ რამე! ჩემი ქმარი გაგიჟდა! გაიძახის კატებს ქოლგები დავურიგოთო.
– ქალბატონო, ამაში რა არის გასაოცარი!.. მთელი კვირაა გადაუღებლად წვიმს…

***
საღამოს გვიან შვილი მიდის მამასთან და ეკითხება:
– მამი-მამი, რა უფრო შორსაა მთვარე თუ ნიუიორკი?
– შვილო, სჰენ უკვე დიდი ხარ და სირცხვილია ესეთი სულელური კითხვების დასმა. აი გაიხედე ფანჯარაში და ცას შეხედე. რას ხედავ?
– მთვარეს.
– სწორია. და ნიუიორკს სადმე ხედავ?
– არა.
– ხოდა გამოიტანე შესაბამისი დასკვნები.

***
ლენინმა გვიანდერძა:
– სწავლა, სწავლა და სწავლა!
ლენინი:
– არ მიანდერძია, უბრალოდ, პასტას ვამოწმებდი.

***
ცოლი ნახევარსათიანი ლაპარაკის შემდეგ კიდებს ყურმილს. ქმარი ეკითხება:
– ძვირფასო, ასე მალე რატომ მორჩი?
– სხვაგან მოვხვდი.

***
დიდ უნივერმაღში ქმარმა ცოლი დაკარგა და ლამაზ გამყიდველს უთხრა:
– გამიღიმეთ რაა . . .
– რატომ?
– ჩემი ცოლი მაშინვე გამოჩნდება.

***
სვანს ესვრიან თოფს და გაარტყავენ შუბლში,
-სვანი ეუბნება თვალში რო მოგერტყა სად მიდიოდი?

***
ებრაელი დაიჭერს ოქროს თევზს.
თევზი ეკითხება :
-ებრალი ხარ?
-კი.
-მაშინ ეგრევე მომკალი.

***
როდის შეიძლება ერთდროულად იცინოდე და ტიროდე?
მაშინ როდესაც შენი სიდედრი მიფრინავს ხრამში შენივე მანქანით…

***
უტვინო ქალები მოგწონს?
– რა თქმა უნდა, არა.
– მწეველი და ლოთი ქალები?
– არა, რად მინდა ეგეთი.
– ისეთები, რომლებმაც საუზმის მომზადებაც არ იციან.
– არა, არც ეგეთები.
– აბა, მაშინ რას გადაეკიდე ამ ჩემს ცოლს?! დაანებე თავი!

***
დედა, დედა, სკოლაში ხშირად მეუბნებიან, დაბნეული ხარო!
– ბიჭუნა! შენ იქით კორპუსში ცხოვრობ.

***
განცხადება ზოოპარკში:
“ნუ შეაშინებთ სირაქლემას, იატაკი ბეტონისაა!”

წყარო: xaxa.ge

მსგავსი ამბები

Back to top button