ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

RAZOR 1911


Razor 1911-ის ANSI NFO-ს სათაური რომელიც დაამზადა ჯგუფ ACiD-ის წევრმა: JED.
ვისაც ოდესმე კომპიუტერული თამაში უთამაშია ყველას გექნებათ გაგონილი ეს სახელი, გაიგეთ მეტი ამ ხალხის შესახებ რომლებიც ჩვენთვის ძალიან კარგ საქმეს აკეთებნ და თავს საფრთხეში იქდებენ

Razor 1911 (RZR) არის ვარეზ და დემო ჯგუფი. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების იუსტიციის დეპარტამენტის კომპიუტერული დანაშაულების ქვედანაყოფი იუწყება Razor 1911 არის “თამაშების საავტორო უფლებების დარღვევის ყველაზე ძველი წარმომადგენელი”.

ისტორია

ჯგუფი დაარსდა ნორვეგიაში 1985 წლის ოქტომბერში როგორც RAZOR 2992, მისი დამაარსებლები არიან Doctor No, Insane TTM და Sector9. მათი დაარსების მიზანი იყო Commodore 64-ს პროგრამული უზრუნველყოფების გატეხვა. მალევე კი სხვა მკრეკავების აბუჩად აგდების მიზნით რომლებიც თავიანთ ჯგუფს ეძახდნენ 666-ს Razor-მა 2992 შეცვალეს 1911-ით. 1911-ით კი იმიტომ რომ სუფიქსი “1991” თექვსმეტობითში ითარგმნება როგორც 777.

1987 წლიდან 1988 წლამდე ჯგუფმა თავი დაანება Commodore 64-ს და დემოების კოდირება და თამაშების გატეხვვა დაიწყო ახალი პლატფორმისთვის რომელსაც ერქვა Amiga. ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისში კი Razor 1911-მა განახორციელა კიდევ ერთი გადასვლა და ამჯერად გადავიდა IBM PC-ზე, ბუნებრივია როგორც მკრეკავი ჯგუფი, მაგრამ ამასთან ერთად ისინი აგრძელებდნენ კრაკტრო ჩამტვირთავების, მუსიკების და დემოების გამოშვებას რომლებიც ხალხში დიდ მოწონებას იმსახურებდნენ.

1992 წელს Razor იყო დომინანტი ჯგუფი რომლის პროდუქციაც ვრცელდებოდა დისკეტების მეშვეობით მანამდე სანამ დისკეტები CD-ROM-ებმა არ ჩაანაცვლეს. მთელი 1990 წლის განმავლობაში Razor-ს დიდ კონკურენციას უწევდნენ სხვა მკრეკავი ჯგუფები როგორებიცაა: Tristar & Red Sector inc. (TRSi), The Dream Team (TDT) და Fairlight (FLT) 1994 წლიდან გამოჩნდნენ Prestige, Hybrid (HBD), და კიდევ სხვა მრავალი 1995 წლიდან. ამ დროისათვის შესუსტებული Razor გამოაცოცხლეს ახალმა წევრებმა რომლებიც მოვიდნენ სხვა ჯგუფიდან სახელად: Nexus. Nexus-ს წამოყვნენ ახალი მომწოდებლები დიდი ბრიტანეთიდან და ლიდერები: The Speed Racer (TSR), Hot Tuna და The Gecko. ოთხმოცდაათიან წლებში Razor-ს ასევე დიდი სამსახური გაუწიეს სხვა ლიდერებმა: Zodact, The Renegade Chemist (TRC), The WiTcH KiNG, Butcher, SwiTch, Marauder, და Randall Flagg.

1995 წელს დისკეტებით პროდუქციის გავრცელება ძალიან სწრაფად ჩაანაცვლა CD-ROM-მა და Razor 1911 გადავიდა დისკების ჩაწერაზე. მიუხედავად იმისა რომ Razor არ იყო პირველი კრეკინგ ჯგუფი რომელმაც დაიწყო დისკებზე პროდუქციის გამოშვება, მას მაინც დიდი წარმატებები ჰქონდა და ამიტომ 1996 წელს ის იყო ერთ-ერთი საუკეთესო რელიზ ჯგუფი. ჯგუფი რომელიც Razor-ს სრულიად ახალ საქმეში უძღვებოდა, შედგებოდა შემდეგი წევრებისგან: TSR, Pharaoh, Fatal Error, Third Son, Hot Tuna, Beowulf, Pitbull, Bunter, Manhunter, Vitas, და The Punisher. Razor იყო დომინანტი დისკების გამოშვებაში მანამდე, სანამ Prestige არ ჩამოყალიბდა. ცოტა ხანში Prestige შეუერთდა Class (CLS)-ს რომელიც Razor-ისთვის ისედაც დიდი კონკურენტი იყო.

Razor-მა კიდევ ერთი გამოწვევა მიიღო როდესაც ISO ფორმატი დაარსდა. Razor 1911-მა დაიწყო ISO-ების გამოშვება და მათ უკვე ყველა იცნობდა, ამ დროს ჯგუფს უძღვებოდა The Punisher. მას დიდი წვლილი ჰქონდა შეტანილი Razor-ის აღორძინებაში და დიდად ეხმარებდა ჯგუფს ISO ფაილების გამოშვებაში. ცოტა ხანში The Punisher წავიდა ამ საქმიდან. ამის შემდეგ Razor-ს უძღვებოდა ბევრი სხვადასხვაგვარი ხალხი რამაც გამოიწვია ხელმძღვვანელობსთან დაკავშირებული დიდი პრობლემები. ეს ყველაფერი კი მოაგვარა Pitbull-მა, რომელიც Razor-ის წევრი იყო 1990 წელს. მან საკუთარ თავზე აიღო ლიდერობა. FBI მას Razor-ის ლიდერობას აბრალებდა მაშინაც კი როდესაც ჩატარდა “ოპერაცია მეკობრე” (“Operation Buccaneer”), ინტერნაციონალური ანტი-პირატული ოპერაცია რომელიც ჩატარდა 2001 წელს და რომლის დროსაც პირატობაში ეჭვმიტანილ 60-ზე მეტ ადამინას შეეჭრნენ სახლში.

დარბეული წევრები

2001 წელს, ანტი-პირატული “ოპერაცია მეკობრის” დროს, რომელსაც უძღვებოდა ამერიკის შეერთებული შტატების საბაჟო სამსახური, თავს დაესხნენ Razor 1911-ის ორ წევრს. ეს წევრები იყვნენ:

1) შეინ ე. პიტმენი 31 წლის, რომელიც ცხოვრობდა ჩრდილოეთ კაროლინის ქალაქ კონოვერში, ის იყო Razor 1911 ლიდერი რომელიც მოქმედებდა ზედმეტსახელით: “Pitbull”, მას მიუსაჯეს 18 თვიანი პატიმრობა “საავტორო უფლებების დარღვევისთვის”.

2) შონ მაიკლ ბრინი 38 წლის, კალიფორნიის ქალაქ რიჩმონდში მცხოვრები. შონი Razor 1911-ის წევრი იყო 1990 წლიდან. მის მიერ 2003 წლის ივლისში ჩადენილი კიდევ ერთი დანაშაულის გამო მას ბრალი წაუყენეს რამდენიმე დანაშაულისთვის. ესენი იყვნენ: საავტორო უფლებების დარღვევა ორი სახით: 1) შეერთებული შტატების კოდექსის მე-17 მუხლის 506(ა) პუნქტი 2) ამერიკის შეერთებული შტატების მე-18 მუხლის 2319 პუნქტი. მესამე დანაშაული კი იყო თაღლითობა ელფოსტის მეშვეობით. ის დაპატიმრებულ იქნა 2004 წლის 10 თებერვალს. მიესაჯა 50 თვით პატიმრობა და სამ წლიანი პირობითი სასჯელი, საავტორო უფლებების დარღვევისთვის და Cisco Systems-ისთვის ასობით ათასი დოლარის ღირებულების ტექნიკის მოტყუებით შეძენისთვის. მისტერ ბრინს ასევე დაევალა Cisco Systems-ისთვის ზარალის ანაზღაურება 690,236 დოლარის სახით. მისტერ ბრინის 50 თვიანი პატიმრობა არის ყველაზე გრძელი იმ 40 ადამიანის პატიმრობათა შორის რომლებიც აყიყვანეს “ოპერაცია მეკობრის” დროს.

ამ დარბევის შემდეგ Razor 1911-მა ცოტა ხნით შეწყვიტა მოქმედება. მათ გამოუშვეს Atari Revival: Warlords 3D 2002 წლის 1 მაისს, დაკავებიდან 6 თვის შემდეგ და განაგრძეს თამაშების გამოშვება

დაბრუნება

2006 წლის 22 ივნისს Razor 1911-მა კვლავ დაიწყო თამაშების გამოშვება.
შონ პიტმენი ჩამოშორდა ჯგუფს და ახლა ის მოღვაწეობს Neowin.net-ის ფორუმებზე, კონკრეტულად კი – ის არის მოდერატორების და სიახლეების გამომქვეყნებელთა ჯგუფის შემადგენლობაში.

უახლესი აქტიურობები

1996 წლის 23 ივლისს Razor 1911-მა დაარელიზა Quake მის ოფიციალურად გამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ. ეს იყო The Punisher-ის მიერ მიწოდებული პირველი თამაში.

2006 წლის 14 ოქტომბერს Razor 1911-მა დაარელიზა Battlefield 2142 მის ოფიციალურად გამოსვლამდე 4 დღით ადრე.

2007 წელს, Razor 1911 იყო პირველი ჯგუფი რომელმაც წარმატებით დაკრეკა და შესაძლებელი გახადა რომ Windows XP-ზე გვეთამაშა მხოლოდ Windows Vista-სთვის გამოშვებული თამაში: “ShadowRun”. ამ თამაშმა დაამტკიცა სახალხოდ გავრცელებული აზრი რომ Microsoft ცდილობდა უახლესი თამაშები გამოეშვა მხოლოდ Vista-სთვის მხოლოდ იმის გამო რომ გაზრდილიყო მათი ოპერაციული სისტემის გაყიდვები.

2007 წლის 11 ნოემბერს, Razor 1911-მა დაკრეკა და დაარელიაზე თამაშ Crysis-ის ევროპული ვერსია, გაყიდვაში ჩაშვებამდე 5 დღით ადრე.

2008 წლის 7 დეკემბერს, Razor 1911-მა დაარელიზა Grand Theft Auto IV მის ოფიციალურად გამოსვლიდან 5 დღის შემდეგ. ამ თამაშზე მუშაობისას ჯგუფმა მოახერხა რომ გაეტეხა SecuRom დაცვა. თუმცა 1.0.2.0 პატჩი შეიცავდა ფიქსს რათა მათთვის ვინ თამაშის გატეხილ ვერსიას იყენებდნენ ხელმისაწვდომი ყოფილიყო თამაშის ყველა ფუნქცია, ამით ჯგუფმა კვლავ მოახერხა შემოეთავაზებინა სრული პროდუქტი.

2009 წლის 28 მაისს Razor 1911-მა გამოუშვა The Sims 3, ორი კვირით ადრე თამაშის ოფიციალურად გამოსვლამდე. თუმცა შემდეგ მას აღმოაჩნდა შეცდომა, Razor 1911-მა ამისათვის გამოუშვა ფიქსი.

2009 წლის 10 ნოემბერს Razor 1911 იყო პირველი რომელმაც პერსონალური კომპიუტერისთვის დაარელიზა Call of Duty: Modern Warfare 2 თავისი მუშა კრეკით. თუმცა მათ Steam-ის თამაშების გატეხვის ძალიან პატარა გამოცდილება ჰქონდათ, მათი რელიზის მეშვეობით შეიძლებოდა თამაში, მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ თქვენ გექნებოდათ Steam-ის ანგარიში. რამდენიმე საათის შემდეგ SKiDROW-მ დაარელიზა თამაშის ვერსია რომლის თამაშიც Steam-ის ანგარიშის გარეშეც შეიძლებოდა.

2009 წლის 20 ნოემბერს, Razor 1911 კვლავ პირველი იყო ვინც დაარელიზა Left 4 Dead 2.

2010 წლის 21 იანვარს, Razor 1911-მა დაარელიზა Mass Effect 2, მის ოფიციალურად გამოსვლამდე ხუთი დღით ადრე.

2010 წლის 8 თებერვალს, Razor 1911-მა დაარელიზა Bioshock 2, თამაშის ოფიციალურად გამოსვლამდე ერთი დღით ადრე.

2010 წლის 16 თებერვალს, Razor 1911-მა დაარელიზა Aliens vs. Predator, თამაშის ოფიციალურად გამოსვლამდე სამი დღით ადრე.

2010 წლის 23 თებერვალს, Razor 1911-მა დაარელიზა Napoleon Total War (ვიდეო თამაში), ევროპაში თამაშის ოფიციალურად გამოსვლამდე სამი დღით ადრე. ეს მოხდა იმ დღეს როდესაც თამაშის ამერიკაში გამოსვლა მოხდა.

2010 წლის 2 მარტს, Razor 1911-მა დაარელიზა Supreme Commander 2 (ვიდეო თამაში), თამაშის ოფიციალურად გამოსვლის დღეს.

2010 წლის 11 მარტს, Razor 1911-მა დაარელიზა Warhammer 40000 Dawn Of War II Chaos Rising თამაშის ოფიციალურად გამოსვლიდან ერთი დღის შემდეგ.

2010 წლის 27 აპრილს Razor 1911-მა დაარელიზა The Settlers 7, მათი განცხადებით ისინი იყვნენ პირველები რომლებმაც გატეხეს Ubisoft-ის ახალი DRM, რომელიც მოითხოვდა ინტერნეტთან მუდმივ კავშირს.

წყარო: wikipedia.org თარგმანი: ბექა არაბული

თეგები

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close