ახალი ამბებისაკითხავისაქართველო

არის ასრულდა ოცნება, არის ასრულდა მიზანი

გილოცავთ!!! გუგლმა ქართული ისწავლა
გაეცანით გუგლის ბლოგზე გამოქვეყნებულ სტატიას:

ხუთით მეტი ენა translate.google.com-ზე

Google-ში ყოველთვის ვცდილობთ რომ ინფორმაცია გახდეს უფრო ხელმისაწვდომი, ავიღოთ თუნდაც Youtube-ზე ავტომატური ტიტრების და ძებნისას ვირტუალური კლავიატურის დამატება. ასევე ტექსტების ვებ-გვერდების და დოკუმენტების უფასო თარგმნა Google Translate-ს მეშვეობით. 2009 წელს ჩვენ გამოვაცხადეთ იმის შესახევ რომ Google Translate-ს დაემატა პირველი “ალფა” ენა და ეს იყო სპარსული. დღეს კი ჩვენ დავამატეთ კიდევ 5 ენა, ესენია: აზრბაიჯანული, სომხური, ბასკური, ურდუ და ქართული – ამ ენებით დამატებით Google Translate-ს ენების რაოდენობამ მიაღწია 57-ს.

ეს ენები ჯერ მხოლოდ ალფა სტატუსით არის ხელმისაწვდომი. თქვენ ამ ენებზე ისეთ გამართულ თარგმანს ვერ მიიღებთ როგორიცაა დანარჩენ ენებზე თარგმნა, მაგრამ ეს დაგეხმარებათ რომ დაახლოებით მაინც გაიგოთ მრავალ ენოვან ინტერნეტში ნაპოვნი ინფორმაცია. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ რომ ეს ენები ავიყვანით ალფა სტატუსზე მაღლა, ისევე როგორც ეს პერსული ენის შემთხვევაში მოხდა. თქვენც შეგიძლიათ დაგვეხმაროთ თარგმანის ხარისხის გაუმჯობესებაში. თუ თქვენ შეამჩნევთ არასწორ თარგმანს გამოიყენეთ ფუნქცია “Contribute a better translation”. თუ თქვენ ხართ თარჯიმანი თქვენ შეგიძლიათ Translator Toolkit-ის მეშვეობით დაგვეხმაროთ თარგმნის მოგონებებით. ეს ჩვენ გვეხმარება რომ ავაწყოთ თარგმნის უკეთესი სისტემა ისეთი ენებისთვის რომლებიც ჯერ გამართულად არ არის წარმოდგენილი. უხეშად რომ ვთქვად სომხურს, აზერბაიჯანულს, ბასკურს, ქართულს და ურდუს საერთო მოლაპარაკეთა რაოდენობა არის 100 მილიონი. ჩვენ იმედი გვაქვს რომ ეს ადამიანები მარტივად მიიღებენ თავისთვის სასურველ ინფორმაციას მრავალ ენოვანი ინტერნეტისგან. სცადეთ ამ და სხვა ენებზე თარგმნა Google Translate-ს მეშვეობით. ეს არის რამდენიმე ფრაზა ახალი ალფა ენებიდან რათა დიწყოთ მუშაობა:
Baietz lehenengoan
میں خوش قسمت محسوس کر رہا ہوں
բախտաւոր եմ զգում
Mən şanslıyam
იღბალს მივენდობი

წყარო: გუგლის ოფიციალური ბლოგი, თარგმანი: ბექა არაბული

თეგები

arabuli

ჩემი ცხოვრების აზრი იყო და მუდამ იქნება: "ტყუჭი"

მსგავსი ამბები

Close
Close