გართობაკულტურაუცნაური

თანამედროვე ქართული სიტყვები #4

54229429zg1

როგორც შეგპირდით ახლა წარმოგიდგენთ ახალ ქართულ სიტყვათა განმარტებებს ასო “დ“–ზე

 

დააბრეხვა _ როყიო სათქუმელი თქუა

დააგოიმა _ შეტყუილის დაჯერება აქმნია

დააზანგა _ საქნელი რამე შეადვა

დაამუღამა _ მუღამეულ-ჰყო

დააცმევინა _ განაძო

დაახეთქა _ ულოდნელი ისიტყუა რამე

დაახუილა _ ძლიერ დაარტყა

დაბმა _ ერთმან რომ მეორე რაიმეზედ დაიყოლიოს

დაბაზრება _ ტკბილმოუბარობით პირის მოშინჯვა, რომელ არს:

ბაზრის შეყვანა, როს დამბაზრებელი სათქმელის თქმულობას შეპარვით განაძლიერებს;

ბაზრის შეგდება, თუ რომ იგივესა დაკვრით იქმს

დაბოლილი _ ბოლითგან დაბანგული

დაბრედა _ ამა სოფლითგან მიფარვა

დაგინება _ ბილწითა ენითა აღკრძალვა რაიმესი; გინა ბილწი ფიცილი

დაგრუზვა _ გუემით ფიქრმეტყუელება

დადება _ დატევებაზედ ამბობენ:

იქმან დადებასა, ოდეს ერთმან მეორე დაუტევოს თავისა თვისისა ანაბარად;

იქმან დადებასა, ოდეს ერთი მიჯნური მეორესა დასცილდეს;

ხოლო ერთი მეორესა რა შეჰპირდეს, გარნა ბოროტ განზრახულებით უპიროდ დასტოვოს, ესე ვითარს დადებასა ჰქუან გადაგდება

დაენძრა _ ფრიადი შეჭირვება ეწყო

დავასება _ თუალ შევარდნით სიამე

დაზაგაჟნიკება _ მოზაგაჟნიკება გასწავლის

დაიადა _ თავისს კერძოდ ჰყო

დაიზეთა _ უარისათვის საბაბი შეუჭირდა

დაიწვა _ ვერ დაფარულ ეყო

დაკიდება _ საფიქრალითგან განდევნა

დალივერება _ თუალ-თუალის ყოფა

დაპადაგრევება _ პადაგრევისა მიძღუნა

და რამე _ რაითაც მისთანა; ყოველთა შემდგომად ესრეთ მოვალს: დაინახა და რამე, მიესალმა და რამე, უერთგულა და რამე და სხუანიცა

დატყვნა _ ნაჩუმათარზედ წასწრებასა ჰქვიან საქციელზედ დატყვნა; რა კაცმა სიავე ჩაიდინოს, მიმალვა სცადოს და მდევრისაგან გაუცუდდეს, ესე არს ცხელ ფაქტზედ დატყვნა

დაუაბგონა _ უკანა კერძად ჰყო

დაუადა _ მცირედი ძღუვენი მიართუა

დაურტყა _ ულოდნელი საქციელი უქმნა

დახვოსტვა _ კუდში მოლალეობა

დერსკობა _ ამაყთ წარბ მაღლობა

დილიხორი _ გამხელილი ხუაშიადი

დობრად _ ძალთ უტანებელად

მსგავსი ამბები

Back to top button