არქივი

კავკასია, კონფლიქტის ზონა – მთიანი ყარაბაღი (1988)

40ef2990f210

ყარაბაღის ომი (ყარაბაღის კონფლიქტი) (სომხ. Արցախյան գոյամարտ; აზერ. Qarabağ müharibəsi) (1991—1994) სამხედრო კონფლიქტი სომხურ და აზერბაიჯანულ შეიარაღებულ შენაერთებს შორის მთიან ყარაბაღის რეგიონზე კონტროლის დასამყარებლად.

ისტორია

ბრძოლა ყარაბაღისთვის ჯერ კიდევ XX საუკუნის დასაწყისში დაიწყო, რომელიც მაშინ აზერბაიჯანის გამარჯვებით და მასზე კონტროლის დაწესებით დასრულდა.

1921 წელს რუსეთმა კავკასიის სამივე სახელმწიფო: სომხეთის დემოკრატიული რესპუბლიკა, აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკა, და საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა დაიპყრო. საბჭოთა კავშირის შექმნის შემდეგ, ყარაბაღი სომხეთის სსრ-ს გადაეცა, რასაც დიდი საპროტესტო მოძრაობა მოჰყვა აზერბაიჯანში. ხოლო ერევანში ისევ საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ მიმართული აჯანყება მიმდინარეობდა. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 1921 წელს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანს გადაეცა. ხოლო 1923 წელს, იგი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური რეგიონად გადაიქცა და აზერბაიჯანის სსრ-ში შევიდა. ამ დროისთვის, ყარაბაღის მოსახლეობის 94%-ს სომეხი ეროვნების მოსახლეობა შეადგენდა. ავტონომიური რეგიონის დედაქალაქი შუშადან ხანკენდში გადაიტანეს, რომელსაც შემდგომში სტეფანაკერტი ეწოდა.

ათ წელზე მეტია, რაც შეიარაღებული დაპირსიპირება დაიწყო, მაგრამ მთიანი ყარაბაღის რეგიონში კონფლიქტი კვლავაც მოუგვარებელი რჩება. ასობით ათასი ადამიანი ჯერაც დევნილობაში და გაჭირვებაში ცხოვრობს. აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი სამხედრო ძალებს უკავიათ. სამხედრო ოპერაციებმა და ეთნიკურმა მტრობამ, რომელიც ამ დაპირისპირებას უძღოდა წინ, ფართომასშტაბიანი ეთნიკური გაძევება და მონოეთნიკური ტერიტორიების წამოქმნა განაპირობა. ეს მოვლენები ეთნიკური წმენდის კონცეფციის ანალოგიურია. სეპარატისტული ძალები კვლავაც აკონტროლებენ მთიანი ყარაბაღის რაიონს.
დღევანდელი დაპირისპირება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს დაიწყო, როდესაც მთიან ყარაბაღში მცოვრებმა სომხებმა სომხეთის რესპუბლიკაში გაერთიანების მიზნით ცალმხრივად გამოაცხადეს აზერბაიჯანისაგან დამოუკიდებლობა. ამ პერიოდში ეთნიკური სომხები სომხეთის დაახლოებით 65 პროცენტს შეადგენდნენ. სომხეთს ტერიტორიული პრეტენზიები გააჩნდა აზერბაიჯანის წინააღმდეგ და სურდა თავისი ტერიტორიების გაფართოებით დიდი სომხეთის სახელმწიფოს შექმნა.

სომხეთის თავდასხმების სერია 1992 წელს დაიწყო. სომხებს მხარს უჭერდა მთიან ყარაბაღში მცხოვრები რუსი მოსახლეობა. ყარაბაღში მცხოვრები ეთნიკური სომხების ამგვარი ზეწოლა შეაიარაღების წყალობით სულ უფრო ღვივდებოდა. შედეგად სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის თითქმის 20 პროცენტი დაიკავეს, მათ შორის მთიანი ყარაბაღი და შვიდი სხვა რაიონიც.

og8rm
აზერბაიჯანელი მოხუცი ბებო , რომლის სახლ-კარიც ომმა იმსხვერპლა.

1992 წლის თებერვალში, აღნიშნული მოვლენებიდან ოთხი წლის შემდეგ, ეთნიკური სომხების შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ მთიანი ყარაბაღის ერთადერთ აეროპორტს ხოჯალიში, დედაქალაქის ჩრდილოეთით. ამ პერიოდში ხოჯალის მოსახლება 7000-ს შეადგენდა. ხოჯალის აღების შედეგად აეროპორტში 150 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამას მოჰყვა უპრეცედენტო სისასტიკე სამოქალაქო მოსახლეობის მიმართ. ერთ დღეში 613 უიარაღო ადამიანი დაიღუპა. დაახლოებით 1300 ადამიანი ტყვედ აიყვანეს. ბევრი მათგანი ვითომდა ჰუმანიტარული კორიდორით გავლისას აიყვანეს.

ke3in
დაზარალებული აზერბაიჯანელები. 1989

ხოჯალიში მომხდარმა სისხლისღვრამ აზერბაიჯანელთა მასობრივი გამოსვლები გამოიწვია და განაპირობა პოლიტიკური კრიზისი ბაქოში. ხუთი წლის შემდეგ, 1997 წელს, პრეზიდენტმა ჰეიდარ ალიევმა გამოსცა დადგენილება “ხოჯალის გენოციდის” შესახებ.

1992 წლის მაისში სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანში აიღეს შუშა (ან შუში, სუმხურად) და ლაჩინის რაიონი. მათ ე.წ. “ლაჩინის” კორიდორით ერთმანეთთან დააკაშირეს მთიანი ყარაბაღი და სომხეთი.
1992 წლის ივნისში აზერბაიჯანის სახალხო ფრონტის (APF) თავჯდომარემ, ებულფეზ ელქიბეიმ, გაიმარჯვა საპრეზიდენტო არჩევნებში. ებულფეზ ელქიბეი დაბადებული იყო მთიან ყარაბაღში. იგი ყოფილი დისიდენტი იყო და გარკვეული პერიოდი საბჭოთა ციხეებში ჰქონდა გატარებული. ბ-ნი ელქიბეი ცნობილი ნაციონალისტი გახდა. მისი პრეზიდენტობის პერიოდში აზერბაიჯანმა ახალი სამხედრო ოპერაციები დაიწყო, რაც წარუმატებლად დასრულდა. 1993 წლის ივნისში აზერბაიჯანის სახალხო ფრონტი აჯანყებულთა არმიამ გააძევა სურეთ ჰუსეინოვის ხელმძღვანელობით. ექიბეი ჰეიდარ ალიევმა შეცვალა.

1993 წლის ოქტომბრისათვის ეთნიკური სომხების შეიარეღებულმა ძალებმა თითქმის მთელი მთიანი ყარაბახი და სამხრეთ-დასავლეთის დიდი ტერიტორიები დაიკავეს. ასი ათასობით ლტოლვილმა შეაფარა თავი აზერბაიჯანის სხვა რაიონებს.


აზერბაიჯანის არტილერია.1992

1994 წლის მაისში აზერბაიჯანმა, მთიანმა ყარაბაღმა და სომხეთმა რუსეთის, ყირგიზეთისა და დსთ-ს პარლამენტთაშორისმა ანსაბლეამ ხელი მოაწერეს ბიშკეკის პროტოკოლს. რამდენიმე დღის შემდეგ, 1994 წელს მოსკოვმა ცეცხლი შეწყვიტა. ეს მდგომარეობა გრძელდება დღემდე.

მთიანი ყარაბახის კონფლიქტის შედეგად 30000 ადამიანი დაიღუპა, ორჯერ მეტი მებრძოლი და სამოქალაქო პირი კი დაიჭრა. დაახლოებით ერთმა მილიონმა ადამიანმა, 800 000-მა აზერბაიჯანელმა დატოვა სახლი. მათ კარვებში, სარკინიგზო ვაონებში და მიწურ სახლებში უწევდათ ცხოვრება.

დღემდე ამაოა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის გაეროსა და ეუთოს მცდელობა – მოლაპარაკების გზით მოაგვარონ ყარაბაღის კონფლიქტი. ეს დაპირისპირება ყველაზე ხანგრძლივია ყოფილ საბჭოთა კავშირში. იგი ძლიერ ბარიერს წარმოადგენს მთლიანი რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და დემოკრატიული რეფორმების გზაზე. ასი ათასობით ადამიანის ცხოვრება დაინგრა. ამ ტკივილის განკუნებას სულ მცირე ერთი თაობა მაინც დასჭირდება.

შეჯამება

თარიღი 1988 – 1994
მდებარეობა მთიანი ყარაბაღი
შედეგი სომხეთის გამარჯვება
ტერიტორიული
ცვლილებები
მთიანი ყარაბაღი დეფაქტო დამოუკიდებელი ხდება. სომხებმა აზერბაიჯანის ტერიტორიის 20% ოკუპაცია მოახდინეს.

მხარეები
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა
სომხეთი აზერბაიჯანი
მეთაურები
სამველ ბაბაიანი
მონტე მელკონიანი
ჰემაიაგ ჰაროიანი
ვაზგენ სარგსიანი
არკადი ტერ-ტატევოსიანი
ანატოლი ზინევიჩი ისგანდარ ჰამიდოვი
სურატ ჰუსეინოვი
რაჰიმ გაზიევი
შამილ ბასაევი
დანაკარგები
5 856 დაღუპული
25 000 დაჭრილი 30 000 დაღუპული
60 000 დაჭრილი

წყარო : WIKIPEDIA.ORG BY ZOE !
anygs

ZOE

MY SPIRIT iS ZOE !!!

მსგავსი ამბები

Back to top button