1962 წლის Ferrari 2.8 მილიონ ევროდ გაიყიდა
მონაკოში გამართულ RM Sporting Classics-ის აუქციონზე Ferrari 400 Superamerica 2.8 მილიონ ევროდ გაიყიდა.
აუქციონის ორგანიზატორების განცხადებით, ამ მოდელისთვის ეს თანხა რეკორდულია. ინფორმაციას LENTA.ru ავრცელებს.
1962 წლის 400 Superamerica-ს სულ 400 მოდელი არსებობს.
2005 წელს Ferrari-ის ამ ეგზემპლარს მთლიანად ჩაუტარდა რესტავრაცია. საჯაროდ კი Pebble Beach Concours d’Elegancе-ის ტრადიციულ გამოფენაზე შარშან გამოჩნდა.
“ფერარის” სხვა მოდელებთან შედარებით ეს ავტომობილი შედარებით იაფია. Ferrari-ის 1961 წელს გამოშვებული California Spider 2008 წელს 11 მილიონ დოლარად გაიყიდა. 2009-ში კი 1957 წლის 250 Testa Rossa-ს ფასმა 12 მილიონ დოლარს მიაღწია.
თუმცა რეკორდი სულ სხვა მოდელმა მოხსნა. 2008 წელს Ferrari-ის უნიკალურ სარბოლო მოდელში – 250 GTO უცნობმა კოლექციონერმა 28 მილიონი ევრო გადაიხადა.
წყარო: ამბები.ჯი