არქივი

ინდუიზმი – ღვთაებები

2d6b1fc5998f

ამ პოსტში ნახავთ რამოდენიმე ინდუისტურ ღვთაებას (ინფორმაციას, სურათებს და ვიდეოებს მათ შესახებ)meditationf

1. ბრაჰმა (brahmā ”შემოქმედი”) – ადრეული ბრაჰმანიზმის უმაღლესი ღვთაება, ინდუისტური სამების ტრიმურტის შემოქმედი ღმერთი – მფარველ ვიშნუსა და გამანადგურებელ შივასთან ერთად. ბრაჰმას კულტი უნდა წარმოშობილიყო გვიანდელ ვედურ პერიოდში ძვ. წ. I ათასწლეულის I ნახევარში კლასობრივი საზოგადოების გაჩენისა და ქურუმთა პრივილეგიური კასტის ბრაჰმანების გაბატონებასთან ერთად. ჩვეულებრივ ბრაჰმას გამოხატავენ გედზე მჯდომს ოთხი სახითა და ოთხი ხელით. ვინაიდან ბრაჰმამ მსოფლიოს შექმნა უხსოვარ დროში უკვე დაასრულა, ინდუიზმის მიმდევრებში მის მიმართ ინტერესი იმდენად დაიკარგა, რომ ტაძრებით მოფენილ ინდოსტანის ნახევარკუნძულზე ბრაჰმასთვის მიძღვნილი ორი უძველესი მოუვლელი ტაძარიღა არსებობს. ბრაჰმას კულტი საუკუნეების განმავლობაში შეცვალეს სხვა ღმერთებმა – კრიშნამ, რამამ, განეშამ და სხვა. fly2

08f02fb19b0b

cd7e4a3db72d

52f39c9e1aa0

7a6c09178f3f

3e23b7d94d77

2. განეშა (gaṇeśa ”მხედართმთავარი”) – ინდუიზმის პანთეონის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ღვთაება, შივას და პარვატის შვილი. განასახიერებს სიბრძნეს და წარმატებას.
ლეგენდა განეშაზე ამგვარია: სპილოს თავი მას დაბადებიდანვე არ ჰქონია. განრისხებულმა შივამ მას თავი ჯერ მოჰკვეთა, შემდეგ კი თავისი მეუღლე პარვატის ხვეწნა-მუდარას ყური უგდო, ტყეში პირველშემხვედრ ცხოველს – სპილოს – თავი მოჰკვეთა, განეშას მხრებზე დაუსვა და გააცოცხლა. ”ბრძენი” ცხოველის თავით დაჯილდოებული განეშა დიდი მხედართმთავარი და მთავარსარდალი გახდა. დღესაც ინდუისტები რაიმე ახალი საქმის დაწყებამდე, მოსწავლეები კი გამოცდების ჩაბარებამდე აუცილებლად მიართმევენ მსუნაგ განეშას უხვ შესაწირავს – ბრინჯს, ქოქოსის კაკალს, ერბოს და ტკბილეულს, რათა საყვარელმა ღვთაებამ თავისი სიბრძნე და წარმატება არ მოაკლოს მათ.

031546a4d277

0cc9b4c306fa

6d203e4ec743

2eba6b821670

401a9bca4bc6

0f4e1cfda7a6

275337da74c5

c3b541c17fdc

3. დურგა (durgā ”ძნელად შესაცნობი”) — ინდუიზმის ყველაზე მთავარი ქალღმერთი, გამანადგურებელი ღვთაება შივას მეუღლე. დურგა არა მხოლოდ ყველა სულიერის დედაა, იგი თვით ღმერთების მშობელიცაა. ავ სულთა შემმუსვრელი და გასაჭირში მყოფთა მფარველი ქალღმერთის კულტი ძლიერ გავრცელებულია ინდუიზმის მიმდევრებს შორის, დურგასი ეშინიათ და უყვართ იგი. ყველა სხვა ღვთაებათა თაყვანისცემამდე მას როგორც „მშობელ დედას“ (მა) ეთაყვანებიან.

a771f0dc7693

d912d1a33623

720f31b10b00

7da00a0b42db

46b943b289cb

5d3ac111edaa

14a404b834f6

c0c985966436

fe80b72aa269

0ca362fddedc

4. ვიშნუ (viṣṇu, ”ყოვლისმომცველი”) – ინდუისტური სამების (ტრიმურტი) მფარველი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და გამანადგურებელი შივას გვერდით. ოთხხელიანი ვიშნუ განისვენებს კოსმოსურ ოკეანეში და ქმნის ახალ სამყაროებს. ფერხთით უზის ბედნიერების ქალღმერთი ლაკშმი. როგორც მფარველი ღვთაება, იგი ძილბურანიდან ყოვლეთვის მაშინ იღვიძებს, როცა მსოფლიოს საფრთხე ემუქრება. ავატარად მოვლენილი, ვიშნუ ანადგურებს ბოროტებას და აღადგენს კანონიერებას. მის ავატარათგან ყველაზე ცნობილია რამა, კრიშნა და ბუდა.

0bade02400c5

3b1e4e544111

269d2c550481

105e5f8121b1

5. ინდრა (indra ”ხელმწიფე”) – ინდუისტური უძველესი ღვთაება, წვიმის მწირავი და ღმერთთა მეფე. ძველ ინდოეთში ინდრას კულტი ძლიერად იყო გავრცელებული, რომელიც შემდგომში ტრიმურტით და სხვა უფრო პოპულარული ღვთაებებით შეიცვალა.

4e4c76ad6964

6. კალი, კალი მა (kālī ”შავი”) – ინდუისტური ქალღმერთი დურგას მრისხანე განსახიერება, ღვთაება შივას მეუღლე. მისი ლმობიერი ფორმაა პარვატი. ინდუიზმის მიმდევრებისთვის იგი განასახიერებს ბოროტებასთან მარადიულ ბძოლას. მრისხანე ”დედა”, მა ჭეშმარიტების მისაღწევად რთულ გზაზე მოსიარულეთა მფარველია. დამ.ინფ: http://ucnauri.com/30/11/2009/კალის-ქალღმერთი/

5047b3fe378e

f29806f5cdda

4d2d11a5d39d

fdb046bce434

926645c310c1

0fa1bf664db4

75aa51786cd0

af41d66d90db

6d74a84db512

178fb6d038f1

6151754a8d0e

792e86a71b39

7. კრიშნა (kṛṣṇa ”შავი”) – ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მერვე ავატარა (განასახიერება). თავის მორწმუნეთათვის იგი ღმერთის უზენაეს ფორმას წარმოადგენს. კრიშნას ცხოვრება აღწერილია უძველეს ხანაში სანსკრიტზე შექმნილ ბჰაგავატაპურანაში, ხოლო მის მოძღვრებას შეიცავს ინდური ეპოსის მაჰაბჰარატას მეექვსე თავი, რომელიც ცნობილია როგორც ბჰაგავადგიტა. ინდურ მითოლოგიაში კრიშნა გვევლინება ლამაზ ჭაბუკად. იგი სალამურის ჰანგებით მწყემს ქალიშვილთა გულებს იტაცებს, შემდგომ კი ერთ მათგანს – რადჰას – თავის მარადიულ თანამგზავრად აირჩევს. ბჰაგავატაპურანა მოგვითხრობს კრიშნას ბავშვური ოინების შესახებ – როგორ იპარავს კარაქს და ამტვრევს ქოთნებს, მალავს მდინარეზე მობანავე მწყემს ქალიშვილთა სამოსს და უქმნის მათ ილუზიას, თითქოს იგი თითოეულ მათგანთან ცეკვავს და ა.შ. ასევე გვიყვება მის საგმირო საქმეებსაც: როგორ გადაარჩინა კრიშნამ მშობლიური სოფელი გველეშაპისგან, რომლის თავებზეც იგი ცეკვავდა, იხსნა დაუსრულებელი წვიმისაგან, რისთვისაც მან მთა გოვარდჰანა ცალი თითით აწია და სოფელს ქოლგასავით გადაახურა. ბჰაგავატაპურანას ლეგენდები ინდოელი ხალხის კლასიკური ცეკვის, ფოლკლორის, ფერწერის, ხუროთმოძღვრების და ლიტერატურის დაუსრულებელ სიუჟეტურ წყაროდ იქცა. მწყემსი კრიშნა თავის მეგობარ პრინც არჯუნას კურუკშეტრას დიდი ბრძოლის წინ ფილოსოფიურ დიალოგს უმართავს და არიგებს. ბჰაგავადგიტას ამ დიალოგში იხსნება ინდუიზმის მსოფლმხედველობრივი პრინციპები, სახელდობრ სულის არსებობა და უკდავება, მისი კავშირი ”ზესულთან” (ღმერთთან), განიხილება ბუნების კანონზომიერება, მისგან გათავისუფლების და ღმერთთან დაბრუნების გზა. ვინაიდან კრიშნა მფარველი ღვთაება ვიშნუს ავატარაა , იგი მსოფლიოს უზენაესი მფარველი და დამრიგებელია. ბჰაგავადგიტადან ქვემოთმოყვანილი ციტატა კრიშნას, როგორც უზენაესის, ნოუმენალურ არსს გადმოცემს ლაკონურად:
“მე ვარ მარადიული სული, მსოფლიოს განმგებელი.
ბუნება მე მემორჩილება.
მე ვევლინები მსოფლიოს, როცა იგი ქაოსში იძირება
და მასში კანონზომიერება ირღვევა.
კეთილთა გადასარჩენად და ბოროტთა დასასჯელად
საუკუნიდან საუკუნეში ვიბადები ამქვეყნად.”
worship

9430061db8c7

046a436c9e79

9a772dcccb39

b09b18749728

f97eb44828a2

8. ლაკშმი (lakṣmī ”ბედნიერების მომტანი”) – ინდუისტური ბედნიერების ქალღმერთი, ღვთაება ვიშნუს მეუღლე და მარადიული თანამგზავრი. ლაკშმი მფარველ ღმერთს მუდმივად ფეხთით უზის და მას მაშინაც არ შორდება, როცა ვიშნუ თავისი მისიის აღსასრულებლად ქვეყანას ერთ-ერთ ავატარად ევლინება. ლაკშმი მეუღლეს ყოველთვის თან ახლავს: რამასთან იგი სიტაა, კრიშნასთან – რადჰა. მშვენიერი ქალღმერთი განისვენებს ლოტოსის ყვავილზე და აწეული ხელით ლოცავს თავის თაყვანისმცემლებს, ხოლო უბეში მყოფი ოქროთი სავსე ქოთნიდან მას მონეტები უცვივა. ლაკშმის ერთგულება და მეუღლის დაუღალავი მსახურება ახლადგათხოვილთათვის მაგალითად მოჰყავთ ინდოეთში, ხოლო მისი უხვად შემკული ტაძრები ყოველთვის სავსეა სიმდიდრის და ბედნიერების მრავალრიცხოვანი მაძიებლებით.

d96765ff1b75

ca53e4b6dd07

8ab572a4b50a

9. მურუგანი სკანდა, კარტიკეია – ინდუისტური ღვთაება შივას და მისი მეუღლე დურგას შვილი, ომის ღმერთი. არსებობს მის დაბადებასთან დაკავშირებული რამდენიმე ერთმანეთის გამომრიცხველი ლეგენდა, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ამ ღვთაებაში არიული სკანდა, იგივე კარტიკეია და დრავიდული მურუგანი ერთ პიროვნებაში გაერთიანდა. პარადოქსულია, რომ ომის ღვთაების კულტი სამხრეთ ინდოეთის მშვიდობამოყვარე ხალხებში ძლიერ არის გავრცელებული (მსოფლიოს ამ რეგიონში ისტორიას დიდი ომები არ ახსოვს). fly2fly2fly2

fb08ffebd824

831c5b1cd948

ae9d38a19d41

10. პარვატი (pārvatī ”მთისა”) – ინდუისტური ქალღმერთი დურგას, დამანგრეველი ღვთაება შივას მეუღლის, ”ლმობიერი” მანიფესტაცია, მრისხანე კალის საპირისპირო სახე. ინდუიზმში იგი ბრწყინვალებას, სათნოებას და სილამაზეს განასახიერებს. ინდოეთში პარვატის ძირითადად გასათხოვარი ქალიშვილები სცემენ თაყვანს და უხვი მსხვერპლშეწირვებით (ყვავილებით და ხილით) მდიდარ და ლამაზ საქმროს ინაღდებენ. 99

4b07045831e2

740ef2a2afa3

74aed1216da1

dd2dc588ca1d

c6c44bd408ba

a43ef63c0f9c

11. რამა (rāma ”შავი”, ”მუქი” ან ”მომხიბლელი”) – ინდუისტური ღვთაება ვიშნუს მეშვიდე ავატარა (განასახიერება). ინდური ეპოსი რამაიანა მოგვითხრობს რამას ცხოვრებისა და მის საგმირო საქმეთა შესახებ: მშობლების მიერ მის დიდად ნანატრ დაბადებას (როგორც ვიშნუს ავატარა), დიად მასწავლებლებთან სწავლასა და საომარ საქმეებში დახელოვნებას, მის პაექრობას პრინცესა სიტას ცოლად მოგებისთვის, შემდგომ მის გაძევებას სასახლიდან და ტყეში ასკეტურ ცხოვრებას მხოლოდ მეუღლის და ძმის საზოგადოებაში. შრი-ლანკას ბოროტი მბრძანებელი რავანა იტაცებს სიტას, და რამა ძმასთან და მაიმუნთა მეფე ჰანუმანთან ერთად დიდი ბრძოლის შედეგად იბრუნებს მეუღლეს, გამარჯვებული ბრუნდება სასახლეში და მისთვის განკუთვნილ სამეფო ტახტს იკავებს. რამას საგმირო საქმეები და სიტას მეუღლეუბრივი ერთგულება დღემდე ინდოელი ხალხისთვის საყოველთაოდ სამაგალითო და მისაბაძია. :god: :god: :god:

2c54a8986357

92e5f207ef58

b2c2aea6b19c

8e67e0ccbdeb

6205692d7228

52bd583e889f

b170713e0ced

12.სარასვატი (sarasvatī ”წყლებით მდიდარი”) – ინდუისტური სიბრძნის ქალღმერთი, ღვთაება ბრაჰმას მეუღლე. სარასვატი მოიხსენიება რიგვედაში, სადაც იგი მდინარეთა და ტბათა მფარველი ღვთაებაა. მოგვიანებით იგი უკვე ძირითადად ხელოვან ადამიანთა ნიჭის მწყალობელი ქალღმერთია. connie 24

5d91b8c25c22

c87c3148897d

324b6f907052

1c06a349d5f2

13. სურია (sūrya ”მზე”) – ინდუისტური უძველესი მზის ღმერთი. მისი კულტი საუკუნეების განმავლობაში შესუსტდა და ადგილი დაუთმო უფრო ”ახალ” ღვთაებებს. სურიასთან დაკავშირებულია ინდუიზმის ყველაზე ”წმინდა” სალოცავი ფორმულა – მანტრა გაიატრი. worshipworshipworship

e92d1dfa8ee9

f56cdbebe8ec

487cb3ce8d50

14. შივა (śiva ”კეთილი”) – ინდუისტური სამების (ტრიმურტი) გამანადგურებელი ღვთაება შემოქმედი ბრაჰმას და მფარველი ვიშნუს გვერდით. თუ ბრაჰმას ფუქნცია უხსოვარ დროში მსოფლიოს შექმნა იყო, ხოლო ვიშნუს მისია ყოველ საუკუნეში იმაში მდგომარეობს, რომ მან თავის მრავალრიცხოვან ატარებად მანიფესტირებულმა ღვთაებრივი კანონი (დჰარმა) აღადგინოს, შივას ბედისწერამ ამდაგვარი ერთმნიშვნელოვანი როლი არ დააკისრა. იგი ინდუიზმის ყველაზე საინტერესო და მრავალფეროვანი მოვლენაა. შივა არა მხოლოდ სიცოცხლის და სიკეთის წყაროა, ჰიმალაების მთებში მედიტაციაში მჯდომი ასკეტური იოგი, იგი კოსმოსური ცეკვის დიადი მეფეცაა (ნატარაჯა). მთელი მსოფლიო მისი ექსტაზის ცეცხლში ნადგურდება და ხელახლა შივას მიერვე ნაყოფიერდება, იხ. ლინგამი. meditationf

8afaa3224f79

aa24e5b66710

417dccb6cc0b

c8d8e4a1e7b2

d5b43dd59807

e5fa4900de2b

340d37bf87ea

0067812e7567

ebef41b87d57

15. ჯაგანნათა (jagannātha ”მსოფლიოს განმგებელი”) – ინდუისტური ღვთაება კრიშნას დაუმთავრებელი გამოსახულება ქ. პურის (ორისა, ინდოეთი) ჯაგანნათას ტაძარში. გადმოცემით ჯაგანნათა კრიშნას ძვლებზე აგებული უზარმაზარი ქანდაკება უნდა ყოფილიყო, მაგრამ მის დამთავრებას ადგილობრივი ხელისუფლის მოუთმენლობამ ხელი შეუშალა. ჯაგანნათა კრიშნას მიმდევრებისთვის, როგორც რელიკვია, დიდ როლს თამაშობს. წელიწადში ერთხელ პურიში მას ეტლზე ათავსებენ, რომელსაც მორწმუნეთა ხალხმრავალი პროცესია თოკებით ექაჩება. ამ რიტუალის დროს ყველაზე ფანატიკური მიმდევრები ეტლს ბორბლებქვეშ უვარდებიან, ვინაიდან ამგვარად გარდაცვლილთა სულები მაშინვე ”მსოფლიოს განმგებლის” ადგილსამყოფს აღწევენ.

582f35b2c37c

fe534b2486dc

00e16f2ee623

16. ჰანუმანი (hanumān ”გატეხილი ყბა”) – ინდუისტური ღვთაება რამას ერთგული მეგობარი. რამაიანა მოგვითხრობს, რომ ქარის ღვთაების და მაიმუნის შთამომავალი ჰანუმანი რამას ეხმარება სიტას რავანასგან დახსნაში: ცეცხლმოკიდებული კუდით იგი ხტება შრი-ლანკას კუნძულზე და რავანას ქალაქში ხანძარს აჩენს. ჰანუმანის კულტი ძირითადად ვიშნუს (კრიშნას და რამას) თაყვანისცემლებშია გავრცელებული. 5735

fe6f61353257

7220158b4955

92eca1f3658e

f4c7fe170065

f69a60e5ffd1

93e7fdcf0c09

422c2cfd6c0a

წყარო: wikipedia

P.S “Supernatural”-ის მე-5 სეზონის მე-19 ეპიზოდში “Hammer of the Gods” შეგიძლიათ იხილოთ ზოგიერთი ღვთაება (მაგ.განეშა) 129fs370785 128fs318181

757234280339

მსგავსი ამბები

Back to top button