არქივი

მე გადავჭიმავ ბაგირს ნიაგარაზე…

e020d2e2f7b8
გიჟები,გამბედავები,თვითმკვლელები??? საინტერესოა თქვენ რას დაარქმევდით ამ ადამიანებს,რომლებმაც ნიაგარის ჩანჩქერის “საჰაერო და დამშვები გზა” პირველებმა გაკვალეს.

ნიაგარას ჩანჩქერი მდებარებს აშშ_ში კანადის საზღვართან მდინარე ნიაგარაზე.ის შესდგება 3 ჩანჩრესიაგან,მაქსიმალური სიმაღლე კი 53 მეტრია.

083338cb3dc2

ed1a456118b7

სწორედ ნიაგარას ჩანჩქერმა მიიქცია კასკადიორთა და ბაგირზე მოსიარულეთა დიდი ყურადღება.პირველად მდინარე ნიაგარაზე ბაგირი გადაიჭიმა 1859 წელს და მასზე გავლა სცადა ცნობილმა ჯამბაზმა და კასკადიორმა ჩარლზ ბლონდელმა.ბაგირი გადაჭიმული იყო 50 მეტრ სიმაღლეზე და მისი სიგრძე 335 მეტრი იყო.მიუხედავად გარკვეული სირთულეებისა(ის არ იყენებდა არანაირ დამზღვევ მოწყობილობას,მას მხოლოდ მეტალის ჯოხი ჰქონდა ბალანსირებისათვის) ჩარლზმა მაინც წარმატებით გადალახა ეს ბარიერი.

1cbfa79fe9d5

პირველი ნაბიჯები გადაიდგა და ამას უკვე სხვა “თვითმკვლელთა” დაინტერესება მოჰყვა.
1873 წელს ნიაგარას ჩანჩქერი “დაზვერა” ინგლისელმა ბაგირზე მოსიარულე ჰენრი ბელინიმ.მას მანამდე რამდენჯერმე გადაუკვეთია სხვადასხვა სიმაღლეებზე გადაჭიმული გზები და ახლა გამალებით შეუდგა ნიაგარას დაპყრობას.მან რამდენიმე მეგობარი შემოიკრიბა და შეუდგა მუშაობას.
მათ გაჭიმეს 350 მეტრიანი სიგრძის ბაგირი და დაიწყო ყოველდღიური ვარჯიშები.ამ სანახაობას მრავალი ადამიანი ადევნებდა თვალს.

efdc96f91139

ბელინის პრობლემები შეექმნა და რამდენჯერმე “ბეწვად” გადაურჩა ბაგირიდან გადმოვარდნას და რამდენიმე წელი ვეღარ ბედავდა ნიაგარას დაპყრობაზე ფიქრსაც კი.მაგრამ 1886 წელს ისევ დაბრუნდა ნიაგარაზე.ამავე წელს მან სცადა გაევლო ეს გზა,მაგრამ ყველაფერი წარუმატებლად დამთავრდა,ბელინი გადმოვარდა ბაგირიდან და მრავლობითი მოტეხილობა მიიღო,თუმცა სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩა.

ჰენრი ბელინის ვარდნა

e020d2e2f7b8

ბელინის 1873 წელს ეხმარებოდა ამერიკელი ბაგირზე მოსიარულე სტეფან პიერი,რომელმაც რამდენიმე წლის შემდეგ ბელინის “უღალატა” და დამოუკიდებლად დაიწყო მუშაობა ნიაგარას “დაპყრობის” პროექტზე.
სტეფანი ჩარლზ ბლონდელის დიდი თაყვანისმცემელი იყო,მას ცოცხლად ჰქონდა ნანახი ჩარლზის ბაგირზე გავლა,ამიტომაც საკუთარ თავს მიზნად დაუსახა გამხდარიყო მეორე ადამიანი ვინც გაივლიდა ნიაგარაზე გაჭიმულ ბაგირს.

de0d5b8bd852

1887 წელს სტეფან პიერმა გაიარა ბაგირზე და აისრულა თავისი ოცნება.ის ისე იყო ამ მოვლენით აღფრთოვანებული,რომ რამდენიმე დღე მეგობრებთან ერთად ალკოჰოლს იღებდა.მესამე დღეს კი მთვრალი სტეფანი მდინარე ნიაგარაზე გამავალი ხიდიდან გადავარდა და ასე დაასრულა სიცოცხლე.

f8527665d64a

3 წლიანი შესვენების შემდეგ ისევ განახლდა ნიაგარას ჩანჩქერზე კასკადიორთა მიგრაცია.
1890 წელს ტორონტოელმა სამუელ დიქსონმა გამოიყენა სტეფან პიერის ბაგირი და გახდა მესამე ადამიანი ვინც წარმატებით გადალახა ეს სიძნელე.მან ასევე რამდენადმე გაირთულა საქმე,ჩერდებოდა ბაგირზე,ცალ ფეხზე დგებოდა და ა.შ.

481e293f36e2

caf36cebc6e4

1242a6dac7d5

მეცხრამეტე საუკუნე მეოცემ შეცვალა და ნიაგარას ჩანჩქერის დამპყობთა მსურველებს ახალი გატაცება უჩნდებათ.
ახალი გატაცება ლეტალური შედეგებით დასრულების პროცენტულ წილს უფრო ზრდიდა.მისი არსი მდგომარეობდა უშუალოდ ჩანჩქერიდან ვარდნას სხვადასხვა ფორმის სათავსში “გამომწყვდეული” ადამიანისა.

f5fbf91ef4f6

1901 წელს 63 წლის მასწავლებელმა ენი ტეილორმა გამოთქვა სურვილი ჩანჩქერიდან “გადახტომისა.მან მუხისაგან დაამზადებინა კასრის ფორმის სათავსი,რომელიც აღჭურვილი იქნებოდა სპეციალური სასუნთქი მოწყობილობით.ტეილორმა მასზე დააწერა საკუთარი სახელი-გვარი და რამდენიმე დღის შემდეგ შეუდგა საქმეს.
როცა ყველაფერი მზად იყო,ტეილორი “ჩაძვრა” ამ სათავსში,თავი დაახურეს კასრს და გადააგდეს ნიაგარას ჩანჩქერის მაქსიმალური სიმაღლიდან.რამდენიმე წამის ფრენის შემდეგ ტეილორი თავისი “თვითმფრინავით” დაეშვა მდინარე ნიაგარას “აეროდრომზე”,”შავი ყუთი” გახსნეს და თუმცა ტეილორი სრულიად ჯანმრთელი აღმოჩნდა.

eec1173656cd

c80f47a8f4cb

cbd9c082ced9

ae97fe0838e5

ამ ქალბატონის გამბედაობამ ბევრი მამაკაცი აღაფრთოვანა.ერთ-ერთმა მათგანმა კი გადაწყვიტა ამ “ფრენის” განმეორება.ეს ადამიანი იყო ინგლისელი კასკადიორი ბობი ლიჩი.
1911 წელს ის ჩამოვიდა ამერიკაში სწორედ ამ მიზნით.მას დამზადებული ჰქონდა რკინის სათავსი, რითაც უნდა გადმომტარიყო ნიაგარადან.

f4f5ff1e864d

ამავე წელს ბობი გადმოხტა,მაგრამ ეს მას მრავლობით მოტეხილობებად და 6 თვიან მკურნალობად დაუჯდა.
1926 წელს ბობიმ ახალ ზელანდიაში გაიმეორა ასეთი რამ და დაიღუპა კიდეც.

ddc5e1de1ae8

Don Mindia

მსგავსი ამბები

Back to top button