არქივი

რა? სად? როდის? #4

73b7d79ae364

1. ვინ აღწერა ასე ა. დიუმამ: “ახალი დონ კიხოტი, რომელიც ახალ როსინანტზე ამხედრებულიყო”?
2. რის შესახებ ამბობდა ასე არაბი მწერალი ემმი არ-რეიჰანი: “ეს არის უფსკრული მარადისობათა შორის; ეს არის ელვა გამოსული ერთი ღრუბლიდან და შესული სხვაში”?

3. 1933 წელს კომპანია “ბელის” ინჟინერმა ჯიმი ბრასკოუმ ლექციაზე მოისმინა შემდეგი ფრაზა: “საკვირევლია, რომ მხოლოდ და მხოლოდ ორი ყური უზრუნველყოფს მოცულობითი ბგერის ილუზიას”. რა გამოიგონა მან ამის შემდეგ?

4. 1878 წელს კლოდ ბერნარი წერდა: “ძნელია წარმოიდგინო იმაზე უარესი სიტუაცია, როდესაც პიროვნებას, რომელსაც არ დაუკარგავს უნარი შეიგრძნოს სიამოვნება და ტკივილი, იმავე დროს, არ გააჩნია უნარი გაექცეს ტკივილს და გაემართოს სიამოვნებისაკენ”. პოეტების წარმოსახვაში არსებული ასეთი მდგომარეობის რეალობაში ასახვა შესაძლებელია ერთი ბუნებრივი საშუალების მეშვეობით. რა ეწოდება ამ საშუალებას?

5. ამ ერის ფორმირებაში მიცნიერები გამოყოფენ ხუთ ელემენტს: აინურს, ინდონეზიურს, ძველ აღმოსავლეთაზიურს, საკუთრივ კორეულს და საკუთრივ ჩინურს. რომელ სახელმწიფოში ცხოვრობს ეს ერი ძირითადად?

6. რას უწოდა გაღიზიანებულმა გერმანელმა მსახიობმა მაქსიმილიან შელმა “დენთის შემდეგი ყველაზე ეშმაკისეული გამოგონება, რომელმაც მანძილზე მოკვლის უნარი გადააქცია სულიერ რეალობად”?

7. პროექტი „ოქროს ფარი“ — ოფიციალურად სწორედ ასე ეწოდება ინტერნეტ–ცენზურის (ანუ ინფორმაციის ფილტრაციის) სისტემას ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში. პროექტი წარმოადგენს სერვერების სისტემას, რომლებიც აკონტროლებენ ინტერნეტ–არხს მომხმარებელს (იუზერს) და პროვაიდერს შორის და ფილტრავენ ინფორმაციას. კითხვა: 1 წუთის შემდეგ თქვენ უნდა მითხრათ ამ სისტემის 3 სიტყვიანი მეტსახელი ინგლისურენოვან ინტერნეტში (პასუხი დაწერეთ ინგლისურად)! შენიშვნა: წინდებულები (Предлог, preposition) და არტიკლები სიტყვად არ ითვლება.

8. ამ დედაქალაქში მაისის ბოლოდან აგვისტოს დასაწყისამდე მზე არ ჩადის და მუდმივი დღეა. სამაგიეროდ დეკემბერში აისი დილის 10–ზეა, დაისი კი 14:30–ზე. 1977 წელს აქ დაიბადა ნახევარმცველი იესპერ გრონკიაერი. 1979–ში კი ქალაქს შეეცვალა ოფიციალური სახელწოდება. კითხვა: 1 წუთში დაწერეთ ამ ქალაქის ან ძველი ან ახალი სახელწოდება!

9. 4 წლის განმავლობაში მას ბევრი რამ გადახდა თავს: როგორც გვარდიელი იგი ბეწვზე გადაურჩა დახვრეტას იმპერატორის წინააღმდეგ მოწყობილ შეთქმულებაში მონაწილეობისათვის. შემდეგ გაუკეთეს უმძიმესი ოპერაცია, რომლის პროგნოზიც ვერ იყო დამაიმედებელი, მაგრამ მან საბოლოოდ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა, თანაც ფეხსაცმლის ტარებაც ისწავლა. რა გვარი იყო ეს გვარდიელი?

10. ფილმში „ფელინის კაზანოვა“ მთავარი გმირი მიემგზავრება ერთ იტალიურ ქალაქში და აღნიშნავს, რომ თუ ადამიანმა გადაწყვიტა ამ ქალაქის მონახულება, უნდა მზად იყოს შეხვდეს 3 ღვთაებას: პირველს ეწოდება სალიამი, მეორეს — ლორი (შაშხი, ვეტჩინა). მიხვდით რომელ ქალაქზეა საუბარი და დაასახელეთ მესამე ღვთაების სახელი!

;) ;)

მსგავსი ამბები

Back to top button