გართობა

რა? სად? როდის?

25ea56f3d3fb

კითხვები სრულიადში

1. დანიელი მეტყევეები, გასულ საუკუნეში (XX), პრაქტიკაში ხმარობდნენ ნივთიერებას, რომელსაც სუნი არა აქვს.რას ებრძოდნენ დანიელი მეტყევეები ამ ნივთიერებით?

2. 1983 წელს, ხორხე ლუიზ ბორხეზმა თავის ინტერვიუში განაცხადა: ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ვერ შევისწავლე. რაზე საუბრობდა ბორხეზი?

3. ფინეთის ავტოსაგზაო პოლიციამ გამოაქვეყნა, სტატისტიკა რომლის თანახმადაც, ქვეყნის ავტომაგისტრალებზე მომხდარი ავარიული შემთხვევების, საკმაო რაოდენობა ხდება გამოსული ირმების გამო.წელიწადის რომელ დროს ხდება ამ ტიპის ავარიების უმრავლესობა?

4.1935 წელს პარიზში, ჩატეარებული კულტურის დაცვის მსოფლიო კონგრესზე, საბჭოთა დელეგაციის შემადგენლობაში იყო გალაკტიონ ტაბიძეც. პოეტზე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ლუვრმა. მოგვიანებით გალაკტიონი წერდა: მე გადმომცეს, რომ აქ ლუვრში, ყოველ დღე დადის ერთი მოხუცი ფრანგი, დგას ვენერა მილოსელის ქანდაკების წინ და შემდეგ ამბობს , რომ ამ მოკლე ხანში ომის ნიშნები არ არისო. რითი ასაბუთებდა მოხუცი, რომ უახლოეს ხანში ომი არ დაიწყებოდა?

5.1971 წელს საფოსტო ბარათებად გამოიცა, სევერიან მაისაშვილის ათი სურათისგან შემდგარი სერია. ამ ბარათების სათაურებია: “ქეიფი მტკვარზე”, “კინტო თავხით”, “ქეიფი სარდაფში”, “ქეიფი ორთაჭალის ბარებში”, “ქელეხისაკენ”, “ყეენობა”,”კინტოები”, “მამლების ჩხუბი”, “სატივო”, “თეთრი დუქანი”.რა სახელს ატარებდა სურათების მთელი სერია.

წყარო: გადაცემა რა? სად? როდის? და ჩემ მიერ ჩაწერილი კითხვები.

მსგავსი ამბები

Back to top button