საკითხავისასარგებლო

თითქმის ყველაფერი ჰარი პოტერზე


დიდი, დიდი, დიიიდიიი, სტატია ჰარი პოტერზე.

დავიწყოთ პერსონაჟებით

უისლების ოჯახი

უიზლები ერთ-ერთი ყველაზე დაფასებული,ძველი გვარის მატარებელი, უსუფთავესი სისხლის მქონე ჯადოქრები არიან.. თუმცა ზოგიერთი სხვა მსგავსი წარმომავლობის ოჯახისაგან განსხვავებით სრულიად არ ანაღვლებთ გვარის და სისხლის წარმომავლობა და ადამინაებს აფასებენ და არა მათ გენიალოგიას.. პლიუს ამას მრავალშვილიანები არიან და უიზლი უფროსს არ შეუძლია ბავშვების პროპორციულად გამოიმუშავოს ფული.. ცხოვრობენ “სორო”-ში, რომელიც ხუთი ერთმანეთზე აკონწილი სართულისაგან შედგება.. და ყოველთვის სიყვარულით და დადებითი ემოციებითაა გაჟღენთილი.. ტყუპების დროს კი კიდე ჯახა-ჯუხისგან და ათასგვარი დენთის სურნელებითაც.. ე.ი როგორც ჯო ამბობს ბოლო რამოდენიმე თაობა უიზლების ოჯახში სულ ბიჭები იბადებოდნენ (და არქმევდნენ თურმე არტურს ) ჯინი 1981-ში გაჩნდა და მოკლედ ოჯახის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.. ზოგადად კი ისე არტურიც და მოლიც ბლექის გვარს ეკუთვნიან ისევე როგორც თითქმის ყველა წმინდასისხლიანი ჯადოქარი პოტერიანაში.. მაგათი გვარი მოდის სიტყვა “weasel” რომელიც ქართულად ზუსტად არ ვიცი რომელი ცხოველია მაგრამ მგონი რაღაც თრიას ან სინდიოფალას მსგავსია.. მოკლედ მავნე ცხოველია ნამეტანი..
უიზლები, ყველანი გამონაკლისის გარეშე, ყველაფერს აკეთებენ და ნებისმიერ რისკზე მიდიან რომ გმირულად დაიცვან ის რისიც ჯერათ.. ტყუპები კიდე გმირობის გარდა ყველაფერ ამას ხალისობისთვისაც აკეთებენ და ამით არიან ყველაზე გამორჩეული ტიპები.. მთელი ოჯახი იბრძოდა ჰოგვარტსის ბრძოლაში და ყოველმა მათგანმა განუმეორებელი წვლილი შეიტანა გამარჯვებაში..

ოჯახის უფროსი არტურ უიზლი

დაბადების თარიღი: 1950 წლის 6 თებერვალი
სტატუსი: წმინდასისხლიანი
მშობლები: დედა – კედრელა ბლეკ უიზლი, რომლის უიზლიზე გათხოვება ბლეკების საგვარეულო ხიდან მისი ამოშლის მიზეზი გახდა. მამა – სეპტიმუს უიზლი. (სავარაუდოდ სწორედ მისგან ერგო რონს ასეთი ნიჭი ჭადრაკში).
და-ძმა: არტურს ორი ძმა ჰყავდა. რონის სეხნია ბილიუსი სავარაუდოდ სწორედ მისი ძმა იყო. როულინგის თქმით ჯინი პირველი გოგო იყო რომელიც მრავალი თაობის შემდეგ გაჩნდა უიზლების ოჯახში, შესაბამისად თამამად შეგვიძლია დავასკვნათ რომ არტურს და არ ჰყოლია.
მეუღლე: მოლი პრუეტ უიზლი
შვილები: ბილი, ჩარლი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინი
შვილიშვილები: ვიქტორია, ჯეიმსი, ალბუს სევერუსი, ლილი, როუზი, ჰიუგო, დომინიკი, ლუისი, ფრედი, მოლი, ლუსი, როქსანა
პატრონუსი: ყარყუმი
სამსახურებრივი კარიერა: მაგიის სამინისტროს მაგლური ნივთების არამიზნობრივი გამოყენების დეპარტამენტი (კორნელიუს ფაჯის მინისტრობის დროს), არასწორად შესრულებული თავდაცვითი შელოცვების და საგნების აღმოჩენის და კონფისკაციის დეპარტამენტის უფროსი (რუფუს სკრიმჯერის მინისტრობის დროს).
როულინგის აღწერილობით არტური გამხდარი, ოდნავ მელოტი კაცია, და რა თქმა უნდა წითური 13.gif ატარებს სათვალეს. ძალიან უყვარს მაგლები და ყველაფერი, რაც მაგლებთან არის დაკავშირებული. მოხიბლულია მაგლური ტექნოლოგიით, ჰყავდა მფრინავი ფორდ-ანგლია (რომელიც რა თქმა უნდა თვითონ მოაჯადოვა), აგროვებს შტეპსელებს და მისი სანუკვარი სურვილია გაიგოს რა აჩერებს ცაში თვითმფრინავებს. უამრავ კითხვას უსვამს მაგლური წარმოშობის ადამიანს. სავარაუდოდ ჰოგვორტსში 1961-1968 წლებში სწავლობდა, გრიფინდორის ფაკულტეტზე, სადაც გაიცნო მოლი და ერთმანეთი შეუყვარდათ. სკოლის დამთავრების შემდეგ მალევე დაქორწინდნენ და შვიდი შვილი ეყოლათ. მათი ოჯახი სიამაყით ატარებს “სისხლის შემარცხვენელის” სახელს მაგლებისადმი სიყვარულის გამო. მეუღლე და შვილები არტურის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია.
არტური დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა მაგლური ნივთების არამიზნობრივი გამოყენების დეპარტამენტში, სადაც არცთუ მაღალი ხელფასს უხდიდნენ, მაგრამ ძალიან უყვარდა. არტურის ხელი ურევიამაგლთა დაცვის ახალი კანონის შემოღებაში, როგორც ამას ლუციუს მალფოი ამბობს. მოგვიანებით არტური დააწინაურეს ახლად ჩამოყალიბებული დეპარტამენტის უფროსად, რომლის მიზანია არასწორად შესრულებული თავდაცვითი შელოცვების და ნივთების აღმოჩენა და კონფისკაცია, თუმცა ყოველთვის ენატრებოდა ძველი სამსახური.
როგორც უკვე აღვნიშნე არტურს უყვარს ყველა და ყველაფერი, რაც მაგლებს უკავშირდება, სხვა წმინდასისხლიანი ჯადოქრებივით ჩაციკლული არ არის სისხლის სიწმინდეზე, ადამიანებთან მეგობრობს მათი თვისებების გამო, იმის მიუხედავად თუ სისხლის რა სტატუსი აქვთ მათ. საერთოდ ის ძალიან გულღია კაცია, მაგრამ ზოგჯერ მასაც ღალატობს თავშეკავება – ჩხუბი ლუციუს მალფოისთან “Flourish and Blotts”ში; აგრეთვე როგორ ელაპარაკება სამინისტროს ერთ-ერთ მოსამსახურეს – რანკორნს მის მიერ ჯადოქარ დირკ კრესველისთვის დაგებული მახის გამო. ასეთი მოსაზრებების გამოც გახდა აღდგენილი ფენიქსის ორდენის აქტიური წევრი. ერთხელაც, როცა სამინისტროში ორდენის დავალებას ასრულებდა და საიდუმლო დეპარტამენტის კარს დარაჯობდა, თავს ვოლდემორტის გველი, ნაგაინა დაესხა *ბრრრრრ*. ჭრილობებისგან არტური კინაღამ მოკვდა და საკმაოდ სერიოზული მკურნალობა დასჭირდა. წმ. მუნგოს კლინიკაში მან და ერთ-ერთმა მკურნალმა სცადეს მაგლური ნაკერებით შეეხორცებინათ ჭრილობები, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა და არტურმა მოლის რისხვაც დაიმსახურა.

არტური და მოლი მთელი თავისი ოჯახით იბრძოდნენ ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში.

ოჯახის დიასახლის მოლი პრუეტ უიზლი

შვიდი შვილის დედა, რომელიც ოჯახს პირველ ადგილზე აყენებს ყველაფერში, მისი ბოგარტი მისი ოჯახის გარდაცვლილი წევრების სხეულებია. მოლის საკუთრებაშია განსაკუთრებული საათი, რომელზეც წერია უიზლების ოჯახის ყველა წევრის სახელი და მიუთითებს ადგილს სადაც ესა თუ ის წევრი იმყოფება. მოლი ძალიან კეთილი ადამიანია და ჰარი საკუთარი შვილივით მიიღო. ჰარის სიკვდილის მოლის ისევე ეშინია, როგორც თავისი ოჯახის წევრების სიკვდილისა. როცა ბრაზობს (მისი შვილების გადამკიდე კი ეს ძალიან ხშირად ხდება), მოთმინებას კარგავს და აფეთქებამდე მიდის.

მოლიმ არტური ჰოგვორტსში გაიცნო და სწავლის დამთავრების შემდეგ მალევე დაქორწინდნენ. ბავშვების სკოლაში წასვლამდე მოლი უამრავი საოჯახო საქმის გარდა მათი აღზრდით იყო დაკავებული. ყოველთვის ძალიან უნდოდა გოგო ჰყოლოდა და ისე ჩანს, რომ ჯინის განსაკუთრებულად დაჰკანკალებს თავს. მოლი საკმაოდ ძლიერი ჯადოქარია და ერთ-ერთია დამბლდორის ერთგული ჯადოქრების ძველი ჯგუფიდან, ხოლო 1990-იან წლებში აღდგენილი ფენიქსის ორდენის წევრიც გახდა. მან საკუთარ თავზე აიღო ორდენის შტაბ-ბინის მოწესრიგება და გრიმოს მეთორმეტე ნომერი ადამიანისთვის ვარგის საცხოვრებლად აქცია. ვოლდემორტის დაბრუნების შემდეგ მოლი კიდევ უფრო ფიცხი გახდა და ნერვებიც ხშირად ღალატობს, რაც ოჯახის წევრების უსაფრთხოებაზე ღელვით, გამუდმებულ სტრესსა და დაძაბულობაში ყოფნით აიხსნება.

ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში მოლი იბრძოდა თავისი ოჯახის გვერდით, რომელიც სამუდამოდ შეიცვალა ფრედის დაღუპვის გამო. მოლი გაცხარებულ ბრძოლაში ჩაება ბელატრისა ლესტრეინჯთან, მას შემდეგ რაც ამ უკანასკნელმა სახიფათოდ შეუტია ჯინის. მოლიმ მოახერხა ის, რაც მანამდე უშედეგოდ სცადა ბევრმა ძლიერმა ჯადოქარმა: შეებრძოლა და ბოლო მოუღო ბელატრისას (მოლი რომ ხელწამოსაკრავი ჯადოქარი არაა, ეს ფაქტიც ადასტურებს) და იძია შური ლონგბოტომების, სირიუს ბლეკის, დობის, ტონკსის და კიდევ სხვათა გამო.

უილიამ არტურ უიზლი, ბილი

დაბადების თარიღი: 1970 წლის 29 ნოემბერი
სტატუსი: წმინდა სისხლიანი
მშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა არტურ უიზლი
და-ძმები: ჩარლი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინი
მეუღლე: ფლერ დელაკური
შვილები: ვიქტორია, დომინიკი, ლუისი

მოლისა და არტურის უფროსი ვაჟი, ყურადღებიანი და კეთილშობილი ჯადოქარი, რომელსაც ცოტა გართობა და თავგადასავლებიც უყვარს. გარეგნულადაც ცოტა ექსტრავაგანტურად გამოიყურება: მისი ჩაცმულობა როკ-მომღერლისას უფრო შეეფერება, ატარებს საყურეს და გრძელ თმას. ამასთან ბილი საკმაოდ ძლიერი ჯადოქარია: ბ.უ.ა.ს გამოცდებში თორმეტივე საგანში უმაღლესი ქულები აქვს მიღებული. ჰოგვორტსში სწავლისას ისიც, როგორც მთლი მისი ოჯახი, გრიფინდორში ირიცხებოდა. 1987 წელს პრეფექტი გახდა, ხოლო 1989 წელს უკვე ჰედ ბოი.
სკოლის დამთავრების შემდეგ ბილი ეგვიპტეში გაემგზავრა, სადაც გრინგოტსის ფილიალში მუშაობდა რამდენიმე წელი. ხოლო ვოლდემორტის დაბრუნების შემდეგ ლონდონში გადმოყვანა ითხოვა, სადაც აღდგენილ ფენიქსის ორდენს შეუერთდა. ლონდონში მუშაობისას მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა მის პირად ცხოვრებაში – ბილი ფლერ დელაკურს ხვდებოდა, ერთი წლის შემდეგ კი მოლის უკმაყოფილების და პროტესტის მიუხედავად დაინიშნენ კიდეც.

1997 წლის ივლისში, დამბლდორის სიკვდილის ღამეს, ბილი ორდენის შემადგენლობაში იბრძოდა ჰოგვორტში შემოჭრილი პაჟირატელების წინააღმდეგ. ბრძოლის დროს მას მაქცია ფენრირ გრეიბექი დაესხა თავს, რომელიც საბედნიეროდ იმ დროს გარდასახული არ იყო და ამ თავდასხმის შედეგად ბილს მხოლოდ ნაიარევები დარჩა და სისხლიანი ხორცი შეუყვარდა. ამ თავდასხმამ ვერც ბილისადმი ფლერის სიყვარულს დააკლო რამე, რის გამოც მისის უიზლიც შეეგუა ფლერის რძლად მიღების ფაქტს. ბილისა და ფლერის ქორწილი 1997 წლის 2 აგვისტოს გაიმართა ბუნაგში და ტინუორთის სიახლოვეს, ლამაზ ზღვისპირა კოტეჯ “ნიჟარაშIი” გადავიდნენ საცხოვრებლად.
ბილს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ოჯახის სხვა წევრებთან. მისი ძმა ჩარლი მისი მეჯვარე იყო, ხოლო მისი სახლი ერთადერთი საიმედო თავშესაფარი აღმოჩნდა რონისთვის, როცა მან მეგობრები ტყეში მიატოვა – რა თქმა უნდა, ბილი არ აღფრთოვანებულა ძმის საქციელით, მაგრამ გაუგო რომ შეცდომა დაუშვა და ნება მისცა მის სახლში მანამ დარჩენილიყო, სანამ მოისურვებდა.

ბილი უდიდესი პატივისცემით ეპყრობა დედას, მაგრამ მტკიცე წინააღმდეგობას უწევს, როცა მისის უიზლი ცდილობს საყურე მოახსნევინოს,ან თმა ცოტათი შეაჭრევინოს.

ბილს ღრმად სწამს ფენიქსის ორდენის მისიის და უსიტყვოდ მისცა ჰარის და კომპანიას მისი სახლის გამოყენების უფლება, ისე რომ ერთი კითხვაც არ დაუსვამს რას აპირებდნენ ისინი, თუმცა ალბათ მაინც სასარგებლო რჩევა მისცა ჰარის გობლინებთან დაკავშირებით.

ბილი და ფლერი მამაცურად იბრძოდნენ ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში. მათი პირველი ქალიშვილი – ვიქტორია ჰოგვორტსის ბრძოლიდან ერთი წლის შემდეგ გაჩნდა.

ჩარლი უიზლი

დაბადების თარიღი: 1972 წლის 12 დეკემბერი
სტატუსი: წმინდასისხლიანი
მშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლი
და-ძმები: ბილი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინი

ჩარლი უიზლების რიგით მეორე შვილია. გარეგნულად ტყუპებს ჰგავს: შედარებით დაბალი ტანის და ბრგე აგებულებისაა. რა თქმა უნდა აქაც სახეზე გვაქვს უიზლების სავიზიტო ბარათი: ჭორფლი და წითური თმა, რომელიც ბილის მსგავსად შედარებით გრძელია, ვიდრე ამას მისის უიზლი თვლის საჭიროდ. ჰოგვორტსში სწავლობდა 1984-1991 წლებში, გრიფინდორის ფაკულტეტზე, როგორც მთელი მისი ოჯახი. სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ მთელი ცხოვრება რუმინეთში გაატარა, დრაკონების შესწავლაში. მისი ოჯახის სხვა წევრების მსგავსად ჩარლი ფენიქსის ორდენის შემადგენლობაშია და დრაკონების შესწავლის გარდა საერთაშორისო ასპარეზზე თანამოაზრეების დავერბოვკებითაა დაკავებული. 1997 წელს ჩარლი ბილის მეჯვარე გახლდათ ამ უკანასკნელის ქორწილზე.

ჰოგვორტსში სწავლისას ჩარლი გრიფინდორის ქვიდიჩის გუნდის ლეგენდარული სიკერი იყო. ოლივერ ვუდის თქმით მისი ტალანტის პატრონი ინგლისის ნაკრებში ითამაშებდა, თავის დრაკონებს რომ არ გაჰკიდებოდა. სამაგიეროდ, ჰაგრიდის თქმით, მას ჩარლი ყოველთვის ძალიან მოსწონდა ცხოველებისადმი მისი სიყვარულის გამო.
ჩარლი თავისი ოჯახის მხარდამხარ იბრძოდა ჰოგვორტსის ფინალურ ბრძოლაში ვოდლემორტის მომხრეების წინააღმდეგ.

პერსი იგნატიუს უიზლი

დაბადების თარიღი: 1976 წლის 22 აგვისტო
სტატუსი: წმინდასისხლიანი
მშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლი
და-ძმები: ბილი, ჩარლი, ფრედი, ჯორჯი, რონი, ჯინი
მეუღლე: ოდრი უიზლი (ქალიშვილობის გვარი უცნობია)
შვილები: მოლი, ლუსი
ჰოგვორტსში სწავლის წლები: 1987-1994, გრიფინდორის ფაკულტეტი; 1991-1993 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი, ხოლო 1993-1994 წელს ჰედ-ბოი.
კარიერა: სკოლის დამთავრებისთანავე სამუშაოდ მოეწყო მაგიის სამინისტროში. თავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის – ბარტემიუს კრაუჩის პირადი თანაშემწე; შემდეგ დააწინაურეს და მაგიის მინისტრ კორნელიუს ფაჯის უმცროსი თანაშემწე გახდა.

უიზლების ოჯახში დაბადებული მესამე ვაჟი დანარჩენებისგან თავისი ამბიციურობით, გაბღენძილობით და ძალაუფლებისადმი სიყვარულით გამოირჩევა. ამასთან ძალიან ბეჯითია: ბ.უ.ა.ს გამოცდებზე მან თორმეტივე საგანში უმაღლესი შეფასება მიიღო, რითიც ძალიან ამაყობს (და არამხოლოდ ის: ცოდვა გამხელილი სჯობს და მოლი თავის უმცროს შვილებს გამუდმებით სანიმუშო პერსიზე მიუთითებდა, რაც ალბათ ამ უკანასკნელთა მხრიდან პერსის გამუდმებულ დაცინვას იწვევდა), ისევე როგორც თავისი პრეფექტობით და შემდგომ უკვე ჰედ-ბოის სტატუსით. მისი ცხოვრების მიზანი მაგიის მინისტრობაა, თუმცა როგორც ცნობილია, თავისი ამბიციების მიუხედავად პერსი არასდროს ყოფილა მინისტრი, მაგრამ კინგსლი შეკლბოლტის მინისტრობის დროს მას მართლაც საკმაოდ მაღალი თანამდებობები ეკავა.

პერსი გამოირჩევა მოწესრიგებულობით და დადგენილი წესებისადმი მორჩილებით, რაც რა თქმა უნდა სასაცილოდ არ ყოფნით მის ძმებს და არაერთი სასაცილო მეტსახელიც შეერქვა (მაგალითად: Perfect Percy, Pinhead, Bighead Boy, Humongous Bighead).

სკოლის დასრულებისთანავე მაგიის სამინისტროში სამსახურის დაწყება პერსისთვის უდაოდ დიდი მიღწევა გახლდათ – იგი კრაუჩის პირადი თანაშემწე იყო და მისი უფროსის დახასიათებით “ზედმეტი ენთუზიაზმით ეკიდებოდა საქმეს”. თუმცა ეს თანამდებობა პერსისთვის არც ისე წარმატებული აღმოჩნდა (რომ არაფერი ვთქვათ ტყუპების მიერ მისთვის გაგზავნილ დრაკონის ნეხვიან ამანათზე) – მისმა უფროსმა ვერაფრით სწორად ვერ დაიმახსოვრა მისი გვარი და ბოლომდე “უიზერბის” ეძახდა, ხოლო თავად პერსი სერიოზულ უსიამოვნებაში გაეხვა, რადგან კარიერისგან თავბრუდახვეულმა ვერ შეამჩნია რომ რამდენიმე თვის განმავლობაში მისი უფროსი იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ იყო მოქცეული.

ასეთი სერიოზული ჩავარდნის მიუხედავად 1995 წელს პერსის ფაჯის ოფისში შესთავაზეს სამსახური, რასაც რა თქმა უნდა სიამოვნებით დათანხმდა. სწორედ მისმა ამ ნაბიჯმა გამოიწვია ოჯახთან მისი სერიოზული დაპირისპირება. მშობლები ეჭვობდნენ რომ ეს დანიშვნა არაფერი იყო, თუ არა მაგიის სამინისტროს მცდელობა ეთვალთვალა მათი ოჯახისთვის, როგორც დამბლდორთან დაახლოებული და მისი ერთგული ოჯახისთვის (ალბათ პერსიმ ვერ აიტანა მის კომპეტენტურობაში ეჭვის შეტწანა 13.gif ), ეს ბოლო წვეთი აღმოჩნდა: პერსი მშობლებს ეჩხუბა, საცხოვრებლად ლონდონში გადავიდა და გაცხარებული შეუდგა სამინისტროს პოზიციის დაცვას – ვოლდემორტის დაბრუნების უარყოფას და რა თქმა უნდა ჰარი პოტერის შეურაცხადობის მტკიცებას – მან რონს წერილიც კი გამოუგზავნა, სადაც ურჩევდა გაეწყვიტა ჰარისთან ყოველგვარი ურთიერთობა და ახლოს არ გაკარებოდა. ის ესწრებოდა აგრეთვე ჰარის საქმის სადისციპლინო მოსმენას ვიზენგამოტში. ოჯახთან მისი კონფლიქტი იმდენად მწვავე იყო, რომ მისის უიზლის უკან დაუბრუნა საშობაო საჩუქარი, არ პასუხობდა წერილებზე, ხოლო მის სანახავად მისულ დედას ცხვირწინ მიუხურა კარი.

ოჯახთან მისი დამოკიდებულება უცვლელი დარჩა მას შემდეგ, რაც ჰარის და დამბლდორის სიმართლე ვოლდემორტის დაბრუნების შესახებ საბოლოოდ დამტკიცდა. როგორც დამბლდორმა თქვა ზოგიერთი ადამიანისთვის სიმართლე უფრო მიუღებელია და უფრო უჭირს პატიება. ამიტომ მთელი ორი წლის განმავლობაში პერსის თავი არ შეუწუხებია თავისი ოჯახისთვის ბოდიშის მოხდით, და არც ბილის და ფლერის ქორწილს დასწრებია. მან ოჯახი მხოლოდ ერთხელ მოინახულა: 1996 წელს, როცა მინისტრ რუფუს სკრიმჯერთან ერთად მოვიდა ბუნაგში შობის გასატარებლად. აღსანიშნავია, რომ ამ მინისტრმაც თავისი მიზნებისთვის გამოიყენა პერსი – მას “რჩეული” ჰარი პოტერის გადაბირება სურდა.

თუმცა “უძღები შვილი” მაინც დაბრუნდა: 1998 წლის ორ ივნისს, ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის წინ პერსიმ აბერფორტის სახლსა და მიშველე-ოთახის დამაკავშირებელი გვირაბით ისარგებლა, სკოლაში დაბრუნდა, გულწრფელად მოუხადა თავისი ოჯახის წევრებს ბოდიში – აღიარა რომ “იდიოტივით იქცეოდა” და შეუერთდა ვოლდემორტის წინააღმდეგ მებრძოლთა რიგებს, თან ისეთი ენთუზიზამით, რომ იმდროინდელ მინისტრ პიუს ტიკნესს, სანამ გათიშავდა, მოსწრებული ხუმრობით მოახსენა სამსახურიდან თავისი წასვლის შესახებ. პერსი გაანადგურა ფრედის სიკვდილმა

ოჯახში დაბრუნებული პერსი ისევ ისეთი გახდა, როგორიც მანამდე იყო: ამბიციური, წესების დაცვისა და მბრძანებლობის მოყვარული. თუმცა რა თქმა უნდა აღარანაირ დაპირისპირებას აღარ ექნებოდა ადგილი.

რედ და ჯორჯ უიზლები


დაბადების თარიღი: 1978 წლის პირველი აპრილი (როულინგი სიმბოლიზმის დედაა 13.gif )
სტატუსი: წმიდასისხლიანი
მშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლი
და-ძმები: ბილი, ჩარლი, პერსი, რონი, ჯინი
მეუღლე (ჯორჯი): ანჯელინა ჯონსონი
შვილები (ჯორჯი): ფრედი, როქსანა
გარდაცვალების თარიღი (ფრედი): 1998 წლის 2 მაისი
წლები ჰოგვორტსში: 1989-1996, გრიფინდორი. თუმცა სკოლა საბოლოო გამოცდების ჩაბარებამდე დატოვეს. ფილჩის კაბინეტის მუდმივი სტუმრები.

ტყუპი უიზლები ემტერებიან ძალაუფლებას და პესიმიზმს – მათი იარაღი დახვეწილი იუმორი, გამომგონებლური ნიჭი და ბიზნესის მართვის შესანიშნავი ალღოა. მათ არაერთხელ დაამტკიცეს რომ ტირანიის და სიძულვილის წინააღმდეგ ბრძოლაში იუმორი და სიცილი კარგ სამსახურს გიწევს.

ტყუპები ორი წლით არიან უმცროსი პერსიზე. ჰოგვორტსში 1989 წელს მივიდნენ და როგორც მოსალოდნელი იყო გრიფინდორის ფაკულტეტზე მოხვდნენ. მოგვიანებით კი ამავე ფაკულტეტის ქვიდიჩის გუნდის ბიტერები გახდნენ. ჩვენ არ ვიცით მათი მშობლები ქვიდიჩს როგორ თამაშობდნენ, მაგრამ ეჭვგარეშეა რომ ოჯახს კარგი ტრადიცია აქვს: პერსის გარდა ყველა უიზლი თამაშობდა გრიფინდორის გუნდში, თანაც შესანიშნავად. იმდროინდელი კაპიტნის, ოლივერ ვუდის სიტყვებით ფრედი და ჯორჯი “თავად არიან ცოცხალი ბლაჯერები.”

ტყუპები აბსოლუტურად ერთნაირები არიან როგორც გარეგნულად, ისე ხასიათით: მოლის გამუდმებული წუხილის საგანი, რომ დავალებებს სათანადოდ არ ასრულებდნენ, მატ სასაცილოდ არ ყოფნით; საკმაოდ ხშირად უშლიან დედას ნერვებს, რომელიც მათ გამუდმებით მიუთითებს მიბაძონ სანიმუშო ძმას – პერსის; ენით აუწერელ სიამოვნებას იღებენ პერსის დაცინვით, რადგან ეს უკანასკნელი ძმებისგან რადიკალურად განსხვავდება; ცდილობენ გაიხალისონ ცხოვრება (და სხვებსაც უხალისებენ 13.gif ნუ ფილჩის გარდა 14.gif ) და სულ ყურადღების ცენტრში არიან. თავგადასავლების მოყვარულმა ბიჭებმა ხუთი თითივით შეისაწავლეს ჰოგვორტსის ნებისმიერი კუთხე, მათ შორის ისეთებიც, სადაც სტუდენტებს სასტიკად ეკრძალებათ შესვლა; აღმოაჩინეს უამრავი საიდუმლო გასასვლელი და მრავალი წლის, კი არადა მარადიორების შემდეგ პირველები იყვნენ, ვინც პრაქტიკული გამოყენება მოუძებნა მარადიორების რუკას. თავგადასავლების სიყვარულისა და ცნობისმოყვარეობის გამო ტყუპები არაერთ შარში გახვეულან, მაგრამ უსიამოვნებები მხოლოდ აძლიერებს მორიგი თავგადასავლის და ადრენალინის ახალი დოზის სურვილს, შესაბამისად ფილჩის კაბინეტში მათ ლამის მთელი კარადა ეძღვნებოდათ წესრიგის დამრღვევთა არქივში. ჰაგრიდის თქმით კი მან თავისი ცხოვრების ნახევარი აკრძალულ ტყეში ტყუპების დევნას მოანდომა. საკმაოდ გაბედულად იქცევიან მასწავლებლებთანაც – ყოვველ შემთხვევაში, პროფესორი ქვირელი ვერ ასცდა მაგათ თოვლის გუნდებს (ხოლო თუ გავითვალისწინებთ რომ ჩალმის ქვეშ პატივცემულ პროფესორს არანაკლებ პატივცემული და ყოვლად ბნელი ლორდი ვოლდემორტის სიფათი ჰქონდა დამალული, ძნელია ტყუპების ამ საქციელმა აღფრთოვანებაში არ მოგიყვანოს). ხოლო პირველ კურსზე, ფილჩის კაბინეტში ერთ-ერთი პირველი ვიზიტისას (დარაჯი რატომღაც გაუბრაზდათ, როცა უიზლებმა დერეფანში ნეხვის ბომბი ააფეთქეს) ერთ-ერთ კარადაზე მათ შენიშნეს წარწერა ჩამორთმეული და განსაკუტრებიტ საშიში ნივთები, რაც რა თქმა უნდა ტყუპებისთვის მეტისმეტად ძლიერი ცდუნება იყო საიმისოდ, რომ წინ აღდგომოდნენ – მოკლედ კიდევ ერთი ნეხვის ბომბი ააფეთქეს და კარადიდან პირველივე ნივთი აწაპნეს, რაც ხელში მოჰყვათ – მარადიორების რუკა, რაც შემდგომში ძალიან გამოადგათ; და არამარტო მათ: მეხუთე კურსზე სწავლისას მათ ეს რუკა დიდსულოვნად აჩუქეს ჯადოქრული ბრიტანეთის მეტისმეტად ცნობისმოყვარე, მაგრამ მაინც ერთადერთ იმედს)))) ტყუპები არ მოერიდნენ თვით დამბლდორის მიერ დადებული შელოცვის გადალახვას – ცეცხლის თასში თავიანთი სახელების ჩასაყრელად, რომ სამი ჯადოქრის ტურნირში მიეღოთ მონაწილეობა – ასაკის მოსამატებელი ელექსირის წყალობით ასაკი მოიმატეს და თასში თავიანთი სახელები ჩაყარეს – შედეგმაც არ დააყოვნა და ორივე შესანიშნავი თეთრი წვერიტ დასაჩუქრდა, რომლის მოსაშორებლადაც საავადმყოფო ფლიგელში მოუწიათ სტუმრობა.

ბიჭების ოცნება იყო საკუთარი ოინების მაღაზია ჰქონოდათ. გამუდმებით რაღაცას იგონებდნენ და ექსპერიმენტებს ატარებდნენ – მათი ოთახიდან სულ გამოდიოდა პატარ-პატარა აფეთქებების ხმები, და ოთახში ალბათ არასდროს წაიშლებოდა ამ ექსპერიმენტების კვალი. ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ ყოველ ახალ გამოგონებას ტყუპები პირველ რიგში საკუთარ თავზე ცდიდნენ, შესაბამისად დაუყოვნებლივ უხდებოდათ რამე გამანეიტრალებელი საშუალების გამოგონებაც. მაღაზიის გასახსნელად ფრედი და ჯორჯი ფულს აგროვებდნენ, ხოლო ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე ნაძლევი დაუდეს სამინისტროს სპორტული დეპარტამენტის თავმდჯომარეს – ლუდო ბეგმანს, რომ გაიმარჯვებდა ირლანდია, მაგრამ სნიჩს ბულგარელი ვიქტორ კრამი დაიჭერდა.

ნაძლევი მოიგეს, მაგრამ ბეგმანი გაიძვერა აღმოჩნდა და ფული ლეპრეკონების ოქროთი გადაუხადა, რომელიც მეორე დღეს გაქრა. მთელი წლის განმავლობაში ბიწები უშედეგოდ ცდილობდნენ თავიანთი კუთვნილი თანხის მიღებას, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ. თუმცა მაღაზიის გასახსნელად მათ ფული მაინც იშოვეს – ჰარი პოტერმა სამი ჯადოქრის ტურნირში მოგებული ათასი გალეონი გადასცა. მომდევნო წელს ტყუპებმა დატოვეს სკოლა, ისე რომ არ ჩაუბარებიათ კ.ა.ტ.ა.ს გამოცდები და განათლება არ დაუსრულებიათ – თუმცა ყველა დამეთანხმება რომ ამის საჭიროება არ არსებობდა. სკოლიდან ტყუპების წასვლა ტრიუმფით მოხდა – მათ ჯერ გრანდიოზული ფეიერვერკი მოაწყვეს თვითმარქვია დირექტორისთვის ცხოვრების გასამწარებლად – ჩაქრობის ყოველ მცდელობაზე ფეიერვერკი კიდევ უფრო ძლიერდებოდა და ახალი ძალით ფეთქდებოდა. ხოლო მოგვიანებით ერთ-ერთი დერეფანი ჭაობად აქციეს, რის შემდეგაც თავიანთ ცოცხებზე ამხედრებულებმა მთელი სკოლის თვალწინ დატოვეს ჰოგვორტსი. გამომშვიდობებისას ფრედმა პივსს დაუბარა სეირი ეჩვენებინა თვითმარქვია დირექტორისთვის, ხოლო პოლტერგეისტმა, რომლის დამორჩილება მასწავლებლებსაც კი უჭირთ, ქუდი მოიხადა ტყუპების წინაშე, თავი დაუკრა და შემდეგ საოცარი გულმოდგინებით შეუდგა დანაბარების შესრულებას. ფრედი და ჯორჯი მრუდე ქუჩაზე გადავიდნენ და გახსნეს ოინების საკუტარი მაღაზია Weasley’s Wizard Wheezes, რომელიც მალე ყველაზე წარმატებული მაღაზია გახდა და მოლი უიზლის ყოვედლგვარი მღელვარების მიზეზი მოესპო; პირიქით, ბიზნესში მიღწეულმა შვილების წარმატებებმა სიამაყის კიდევ ერთი მიზეზი მისცა.

მართალია, ხუმრობა ყველაფერს ურჩევნიათ, მაგრამ ტყუპებს მშვენივრად ესმოდათ ზოგიერთი მნიშვნელოვანი საქმის სერიოზულობა – ისინი შეუერთდნენ დამბლდორის არმიას და სერიოზულად შეუდგნენ შელოცვების შესწავლას (მათი საზომით რა თქმა უნდა. ბ.უ.ა.ს გამოცდებზე მათ სამ-სამი ქულა ძლივს მიიღეს სწავლისადმი მათი აგდებული დამოკიდებულების გამო, ხოლო ერთ-ერთი ტყუპისცალის თქმით მათ ყველა საგანში მოსალოდნელზე მეტი უნდა მიეღოთ, რადგან თავად გაკვეთილებსა თუ გამოცდებზე მათი დასწრება უკვე თავისთავად იყო მოსალოდნელზე მეტი.). ხოლო 1997 წელს ფლერთან, რონთან, ჰერმიონასთან და მანდანგუს ფლეტჩერთან ერთად დალიეს მრავალწვნიანი სასმელი და ჰარის სახე მიიღეს, რათა უდიდესი რისკის ფასად პაჟირატელებისთვის გვერდის ავლით ნამდვილი ჰარი უსაფრთხო ადგილზე გადაეყვანათ. ამ ბრძოლაში ჯორჯმა ყური დაკარგა. 1998 წლის მაისში კი ფინალური ბრძოლის წინ ისინი ერთ-ერთი პირველები მოვიდნენ ჰოგვორტსში და დიდი დახმარება გაუწიეს საიდუმლო გასასვლელების დაცვაში. თუმცა ბრძოლის დროს აფეთქებულმა კედელმა (თუ არ ვცდები დოლოხოვი იყო) ფრედის სიცოცხლე შეიწირა

რაც შეეხება ჯორჯს, მან განაგრძო მაღაზიის წარმატებული მუშაობა (ფრედის ადგილი რონმა დაიკავა), ცოლად თანაკურსელი ანჯელინა ჯონსონი შეირთო და თავის უფროს ვაჟს ფრედი დაარქვა. თუმცა მისი ცხოვრება რა თქმა უნდა აღარასდროს ყოფილა სრულყოფილი მისი ტყუპისცალის და საუკეთესო მეგობრის დაკარგვის შემდეგ. ფრედი რამდენიმე წუთით უფროს იყო, ხოლო ტყუპებს შორის უფროსი, როგორც წესი ლიდერია ხოლმე. მე კიდევ ვერ გამიგია რა დაუშავა როულინგს (ფრედზე აღარ ვირებ ხმას) ჯორჯმა: ჯერ იყო და უყუროდ დატოვა, მერე მოუკლა ძმა, ადამიანი, რომელსაც მისი უსიტყვოდ ესმოდა, მისი მეორე მე, და ბოლოს ქორწინებაშიც ვერ გაიმეტა მისთვის ბედნიერება – ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ ჯორჯის და ანჯელინას ქორწინება ბედნიერი არასდროს ყოფილა, რადგან ანჯელინას ფრედი უყვარდა, ჯორჯში მის ძმას ხედავდა, ხოლო რეალურად ჯორჯის მიმართ უბრალოდ კარგი მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა და რა შეუბრალებელია ეს ქალი!

რონ უისლი


ონალდ ბილიუს უიზლი; რონი

დაბადების თარიღი: 1980 წლის პირველი მარტი (ოხხ, როულინგის სიმბოლიზმი რომ არა, რა გვეშველებოდა ნეტა 13.gif )
სტატუსი: წმინდასისხლიანი
მშობლები: დედა – მოლი პრუეტ უიზლი; მამა – არტურ უიზლი
და-ძმები: ბილი, ჩარლი, პერსი, ფრედი, ჯორჯი, ჯინი
მეუღლე: ჰერმიონა გრეინჯერი
შვილები: როუზი, ჰიუგო
ნათლული: ჰარის უფროსი ვაჟი, ჯეიმს სირიუს პოტერი
წლები ჰოგვორტსში: 1991 წელს ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე. 1995-1997 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი და ქვიდიჩის გუნდის მეკარე. ბ.უ.ა.ს გამოცდებში დაიმსახურა შვიდი მოსალოდნელზე მაღალი და ჩაიჭრა მხოლოდ მისნობასა და მაგიის ისტორიაში. მიღებული აქვს ჯილდო სკოლის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების გამო (მეორე კურსზე).
ორგანიზაცია: დამბლდორის არმია
ბოგარტი: ობობა
პატრონუსი: ძაღლი
კარიერა: რონმა აისრულა ოცნება და კინგსლი შეკლბოლტის მინისტრობის დროს აურორი გახდა. აგრეთვე ეხმარებოდა ჯორჯს Weasley’s Wizard Wheezes ბიზნესის მართვაში, რომელსაც ეს უკანასკნელი მარტო უძღვებოდა ფრედის სიკვდილის შემდეგ. თუმცა უნდა ვივარაუდოთ რომ ეს შედარებით გვიან ხდებოდა, შედარებით მშვიდი პერიოდის დადგომის შემდეგ, რადგან აურორობა და დარჩენილი პაჟIრატელების დევნა რონისგან დაძაბული მუშაობის რეჟიმს მოითხოვდა.

უიზლების უმცროსმა ვაჟმა მთელი ცხოვრება ვიღაცის ჩრდილში გაატარა: სახლში – ძმები, სკოლაში – მეგობრები. თუმცა რონს ძალიან კეთილი გული და იუმორის შესანიშნავი გრძნობა აქვს, რაც უდაოდ დაეხმარა იმაში რომ არ გადაიქცა ბოღმიან და გაბოროტებულ ბიჭად. ასე თუ ისე მან გადაიტანა “საყოვეელთაო დაჩრდილვა” და მეგობრებს მუდამ მხარში ედგა. მან ერთ-ერთი უდიდესი როლი ითამაშა ვოლდემორტის დამარცხება

სამწუხაროთ ერთადერთ გოგონაზე ჯინ უიზლიზე ვერაფერს გეტყვით:)

დიგორის ოჯახი
დიგორის ოჯახი სოფელ ოტერი სენტ კეტჩპოლთან ახლოს ცხოვრობს.. არცთუ ისე შორს უიზლების “ბუნაგი”-სგან.. ორივე ოჯახის უფროსი მაგიის სამინისტროში მუშაობს თუმცა სხვადასხვა დეპარტამენტებში..
დიგორი ცნობილი და პატივცემული გვარია ჯადოსნურ სამყაროში.. ოჯახი შედგება სამი წევრისგან:

ამოს დიგორი

ამოს დიგორი – მაგიის სამინისტროს “მაგიური ცხოველების კონტროლისა და რეგულაციის დეპარტამნეტის” თანამშრომელი. უფროსი დიგორი ღაჟღაჟა სახის და აჩეჩილი ყავისფერი თმის პატრონი გახლდათ. ის ძალიან ამაყობს თავისი შვილით და ყოველ წამს ახსენებს რა ყოჩაღი ბიჭი ჰყავს, მიუხედავად იმისა გადმოცემის ფორმა დამსწრე საზოგადოებას შეურაცხყოფას აყენებს თუ არა.. მეორეს მხრივ ამოსი საკმაოდ მხიარული და მეგობრული ადამიანია.. კეთილგანწყობილია უიზლების ოჯახისადმი, თუმცა დიდი მეგობრები არ არიან ეტყობა, რადგან უიზლების ბავშვების სახელები ეშლება..

თუკი მისტერ დიგორი ნორამლურ ცხოვრებაში მხიარული და კონტაკქტურია, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სრულიად იცვლება.. მსოფლიო ჩემპოინატზე მომხდარი შემთხვევისას ჩანს მისი ჯიუტი და მიზანმიმართული ხასიათი.. აღმოაჩენს ვინკის დანაშაულის ადგილზე და გაცხარებით შეუდგება მის დაკითხვას.. შეიძლება მისი ქცევა ზედმეტად უხეშად მოგეჩვენოთ.. ხანდახან კონტროლს კარგავს და თავის საზღვრებსაც სცილდება.. ამ დაკითხვისას ვინკს ძალიან უხეში ინტონაციით მიმართავს “ელფო!” და არა სახელით.. ის რომ ნებისმიერი გზით უნდა მიაღწიოს საწადელს და პლიუს ამას რომ გამოცდილია დაკითხვის თუ ბრალდების ამბებში ნათლად ჩანს მისი და უფროსი კრაუჩის საუბრიდან.. თუმცა ბოლოს მოეგება გონს და დაუთმობს მაინც წოდებით უფროსს..
სედრიკის სიკვდილის შემდეგ განადგურებულია და დიდი ხნის განმავლობაში ღრიალებს გამწარებული.. მას ლაპარაკის თავი არა აქვს და გასაგებიცაა მისი მდგომარეობა.. იგივე მდგომარეობაშია როცა ჰარის სანახავად მივლენ საავამყოფო ფლიგელში.. ამ სცენების შემდეგ მისტერ დიგორი მგონი მეტად აღარ ჩანს..

2. მისის დიგორიზე ბევრი არაფერი ვიცით.. ის უფრო ცივსისხლიანი და შედარებით უემოციოა ვიდრე მისი მეუღლე.. “სამთა ტურნირის” ფინალს ესწრება პირადად.. შემდეგ ჩანს რომ ესაუბრება პროფესორ სპრაუტს (ჰაფლეფაფის დეკანი), დამბლდორს და ბოლოს ჰარის.. მადლობას გადაუხდის სედრიკის სხეულის ჰოგვარტსში დაბრუნებისთვის და იუარებს 1000 გალეონის აღებას ჰარისგან.. ჩანს რომ სედრიკის კეთილშობილება უფრო დედის დამსახურებაა ვიდრე მამის..

სედრიკ დიგორი

დაიბადა 1977 წლის შემოდგომაზე, 1989-1995 წლებში სწავლობდა ჰოგვორტსში, ფაკულტეტ ჰაფლეპაფზე. იყო პრეფექტი და მეხუთე კურსზე გახდა ფაკულტეტის ქვიდიჩის გუნდის კაპიტანი და სიკერი (თანაც საკმაოდ კარგი სიკერი). გარდაიცვალა 1995 წლის24 ივნისს.

ვიცით რომ სედრიკი იყო საკმაოდ მაღალი და ძალიან სიმპატიური ბიჭი. სამი ჯადოქრის ტურნირის დროს (და მანამდეც) სედრიკს თაყვანისმცემელი გოგოების მთელი არმია ჰყავდა. ამასთან დაკავშირებით დამატებით უნდა ითქვას რომ 1994 წელს ჩო ჩანგსა და მას შორის სიყვარულმა ჩაიქროლა და სამწუხაროდ ვერ მოასწრო დიდი ხნით დამკივდრება. იგი პირველად აზკაბანის ტყვეშია მოხსენიებული, ჰაფლეპაფი-გრიფინდორის ქვიდიჩის მატჩის დროს და ჩვენი ყურადღება მიიქცია თავისი კეთილშობილებით: მატჩის დროს ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა, სედრიკმა კი ამ დროს სნიჩი დაიჭირა, მაგრამ როცა შეიტყო რა მოხდა, სცადა მატჩის შედეგი გაეუქმებინა და გადათამაშება მოითხოვა, რაზეც რა თქმა უნდა უარი უთხრეს, მაგრამ უკვე საკმარისია იმისთვის რომ მკითხველი პატივისცემით და სიმპატიით განიმსჭვალოს დიგორის მიმართ.

1994 წელს სედრიკი სამი ჯადოქრის ტურნირში მონაწილეობს როგორც ჰოგვორტსის ერთ-ერთი ჩემპიონი. საერთოდ მოხსენიებულია როგორც ნამდვილი ჩემპიონი, იმიტომ რომ ჰარი ძალით შეტენეს ამ ტურნირში.. ხოლო ფაქტი რომ სედრიკი ჰოგვარტისი ჩემპიონად გამოცხადდა, მეტყველებს მის მაღალ ჯადოქრულ ძლიერებაზე. სედრიკი ძალიან კეთილშობილურად იქცევა მთელი წიგნის მანძილზე: დასაწყისში, ქვიდიჩის მსოფლიო ჩემპიონატის დროს, ის უხერხულად გრძნობს თავს და ცდილობს შეაჩეროს მამის უხეში გამოოხტომები ჰარის მისამართით (უფროსი დიგორი პოტერს გამუდმებით ახსენებს რომ მისმა შვილმა ქვიდიჩის მატჩი მოუგო, ე.ი. უკეთ დაფრინავს და ცოცხზე უკეთ ზის); სამი ჯადოქრის ტურნირის დროს სედრიკი მეგობრებს სთხოვს ნუ გაიკეთებენ ბეჯს, რომელიც მის მხარდასაჭერად შეიქმნა და ამავდროულად პოტერს შეურაცხოფს (ეს მომენტი წიგნიდან არ მახსოვს, ვფიქრობ მხოლოდ ფილმშია, მაგრამ სედრიკმა არაერთხელ დაამტკიცა თუ რა კეთილშობილია, ამიტომ მაინც სიმართლესთან ახლოა); ის აძლევს მინიშნებას პოტერს თუ როგორ გამოიცნოს ოქროს კვერცხის საიდუმლო (სხვაგვარად არც არის მოსალოდნელი, რადგან ჰარიმ მანამდე ის დრაკონების შესახებ გააფრთხილა).; მესამე დავალების დროს ლაბირინთში ჰარიმ ორჯერ იხსნა სედრიკის სიცოცხლე და ის უარს ამბობს აიღოს სამი ჯადოქრის თასი(თუმცა პირველი მივიდა მასთან), რადგან თვლის რომ ჰარი უფრო იმსახურებს. მერე პოტერი აკეთებს იმსაბედისწერო შეთავაზებას ერთად აიღონ თასი, რადგან ეს ჰოგვორტსის გამარჯვებაა. თასი პორტალია და ბიჭები მიტოვებულ სასაფლაოზე აღმოჩნდებიან, სადაც ვოლდემორტის ბრძანებით სედრიკს პიტერ პეტიგრიუ (ხვოსტ) კლავს (ასე რომ პოტერს სედრიკის სიკვდილში “ბრალი” მხოლოდ იმის გამო მიუძღვის, რომ მანაც კეთილშობილება გამოიჩინა და თასის ერთად აღება შესთავაზა).

თქვენის ნებართვით დამბლდორის გამოსამშვიდობებელი ფრაზით დავასრულებ:
“Remember Cedric. Remember, if the time should come when you have to make a choice between what is right and what is easy, remember what happened to a boy who was good, and kind, and brave, because he strayed across the path of Lord Voldemort. Remember Cedric Diggory.”

სიკვდილის მხვრელების მეტ ნაკლებათ სრული სია

რადგანაც ძალიან ბევრნი არიან, ამ თემაში შეგიძლიათ ისაუბროთ ზოგადად პაჟირატელების შესახებ. მათ შორის იმ პაჟირატელებზეც, რომელთაც ცალკე თემა არ დაუმსახურებიათ.

თავისი მიმდევრებისგან ვოლდემორტმა არმია სადღაც 1946-1956 წლებში ჩამოაყალიბა. თავდაპირველად ისინი ვალპურგის რაინდებად იწოდებოდნენ (როგორც დეიდა როულინგმა განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში) და გაერთიანებული იყვნენ ერთი იდეის ქვეშ – მაგიური სამყარო მხოლოდ წმინდასისხლიანი ჯადოქრებისთვის (ან ეგონათ რომ ამისთვის იბრძოდნენ).

პაჟირატელების მეტ-ნაკლებად სრული სია:

ეივერი – დაბადებული მეოცე საუკუნის 20-იან წლებში. პაჟირატელების ერთ-ერთი თავდაპირველი წევრი, ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა და სავარაუდოდ ენათესავება (შესაძლოა მამაც კი) მეორე ეივერის, რომელიც ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).

ლესტრეინჯი – ლორდის ერთ-ერთი პირველი თანამებრძოლი, ჯერ კიდევ ჰოგვორტსში სწავლის პერიოდიდან. სავარაუდოდ ენათესავება როდოლფუს და რაბასტან ლესტრეინჯებს (შესაძლოა მამაც კი), რომლებიც სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდნენ ჰოგვორტსში 70-იან წლებში (იხ. ქვემოთ).

ეივერი – დაბადებული სავარაუდოდ 1950-იანი წლების ბოლოს ან ადრეულ 1960-იანი წლებში. ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად და ერთ-ერთი იყო “სლიზერინელთა ბანდიდან”, როგორც ბრძენმა სირიუს ბლეკმა ბრძანა. აღსანიშნავია რომ მას თვითგადარჩენის ინსტინქტი საკმაოდ კარგად ჰქონდა განვითარებული – ვოლდემორტის დამხობის შემდეგ აზკაბანიდან თავი იმით გადაირჩინა, რომ განაცხადა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ ჩავდიოდი ცუდ საქმეებსო; ლორდის დაბრუნების შემდეგ კი პირველი მიხოხდა მის ფეხებთან, რომ შეწყალება ეთხოვა. ლორდის სასახელოდ უნდა ითქვას რომ სულმოკლე პაჟირატელს კრუციოს მოზრდილი დოზით გაუმასპინძლდა (ხუმრობა ხომ არაა, 13 წლის ნაგროვები ბრაზი ვინმეზე ხომ უნდა გადმოენთხია ). კრუციოს მორიგი დოზა ეივერიმ რამდენიმე თვის შემდეგ მიიღო, როცა გაბედა და ვოლდემორტს არაზუსტი ინფორმაცია მიაწოდა საიდუმლო დეპარტამენტიდან წინასწარმეტყველების გამოტანის შესახებ.

ბელატრისა ლესტრეინჯი (ბლეკი) – ბლეკების არისტოკრატული ოჯახის წევრი, ნარცისას და ანდრომედას და, სირიუსის და რეგულუსის ბიძაშვილი, როდოლფუს ლესტრეინჯის ცოლი, თუმცა ლორდზე უიმედოდ შეყვარებული ქალბატონი სადიზმის განსახიერება და ქალი კრუციო. ერთ-ერთი იმ ოთხი ჯადოქრიდან, რომელთაც ფრენკ და ალისა ლონგბოტომები ჭკუიდან შეშლამდე აწამეს და აზკაბანშიც მიაბრძანეს ამ დანაშაულისთვის. გაიქცა აზკაბანიდან მასობრივი გაქცევის დროს 1996 წლის იანვარში. ვოლდემორტის უერთგულესი მსახური და რა თქმა უნდა ეჭვიანობს როცა ლორდს სხვები საჭიროზე მეტად უახლოვდებიან. ბელა დაეხმარა ბიძაშვილ სირიუსს უკეთეს სამყაროში გასამგზავრებელი ბილეთის აღებაში (ეს ყველამ იცის და თავს აღარ შეგაწყენთ ლაყბობით). ეს ძლიერი ქალბატონი არა მხოლოდ ჯადოსნურ ჯოხს ხმარობს ოსტატურად, არამედ მოხერხებულად ესვრის ხანჯალს მოძრავ სამიზნეს (დობი). როგორც ბლეკების უმრავლესობა, ისიც მოწინააღმდეგის შეუფასებლობამ დაღუპა – ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს მოლი უიზლიმ ერთბაშად ამოიყარა უამრავი ადამიანის ჯავრი.

როდოლფუს ლესტრეინჯი – ბელატრისას ქმარი. რაბასტანის ძმა და სავარაუდოდ შვილი იმ ლესტრეინჯისა, რომელიც ჰოგვორტსში ტომ რიდლთან ერთად სწავლობდა. ბელასთან, ბარტი კრაუჩი უმცროსთან და თავის ძMასთან ერთად აწამა ლონგბოტომები და აზკაბანშიც იჯდა (საინტერესოა, ცოლ-ქმარს ერთ საკანში არ ჩასვამდნენ რამე რო ყოფილიყო? ) მონაწილეობდა საიდუმლო დეპარტამენტის და 7 პოტერის ბრძოლებში.

რაბასტან ლესტრეინჯი – როდოლფუსის ძმა. მისი ბიოგრაფია ტყუპისცალივით ჰგავს მისი ძMის და რძლის ბიოგრაფიებს და თავს აღარ შეგაწყენთ.

რეგულუს არქტურუს ბლეკი – 1961-1979. ბელატრისას, ნარცისას და ანდრომედას ბიძაშვილი, სირიუს ბლეკის უმცროსი ძმა, რომელიც თავისი ოჯახის ტრადიციებზე აღიზარდა – სისხლის სიწმინდე და სხვა მსგავსი სისულელეები. ლორდის იდეებით აღფრთოვანებული პაჟირატელებს საკმაოდ ადრეულ ასაკში – 16 წლისა შეუერთდა, მაგრამ საკმაოდ მალე დაინახა ლორდის ნამდვილი სახე და მისი ნამდვილი მიზნებიც გამოიცნო. მან ლორდის განადგურება გადაწყვიტა და მოიპარა მისი ჰორკრუქსი მედალიონი, მაგრამ ვერ ვიტყვით რომ შორს წავიდა ამ საქმეში. ყველა შემთხვევაში ეს ახალგაზრდა ნამდვილად ღირსეული და პროგრესულად მოაზროვნე გახლდათ პაჟირატელების რიგებში (და იშვიათი გამონაკლისი თავისი საგვარეულოდან )

ლუციუს მალფოი – ბელატრისას სიძე. მრავალთა მსგავსად, მან თავი აზკაბანს იმით დააღწია, რომ განაცხადა იმპერიუსის ზეგავლენის ქვეშ ვიყავიო. ლუციუსი საკმაოდ პატივსაცემი პიროვნება გახლდათ მაგიურ ბრიტანეთში – 1993 წლამდე ჰოგვორტსის სამეურვეო საბჭოს შემადგენლობაში შედიოდა, სანამ არტურ უიზლის დისკრედიტაციის უშედეგო მცდელობის გამო არ გადააყენეს თანამდებობიდან. მან შეულოცა იმპერიუსი ბროდერიკ ბოუდს, რათა წინასწარმეტყველება მოეპარა, ხოლო მოგვიანებით ხელმძღვანელობდა საიდუმლო დეპარტამენტში შეჭრილ პაჟირატელებს. მისია ჩავარდა, წინასწარმეტყველება დაიმსხვრა, ლუციუსი და რამდენიმე პაჟირატელი დააპატიმრეს, ვოლდემორტი კი საშინლად განრისხდა. საბოლოოდ, როგორც ყველა მედროვე, ლუციუსი ყველა ხათაბალიდან გამოძვრა (ოჯახს პატრონი სჭირდებოდა, აბა რა). მისი მეუღლე ნარცისა არ ითვლება პაჟირატელებში და არც შავი ნიშანი ჰქონია.

დრაკო მალფოი – ლუციუსისა და ნარცისას ერთადერთი შვილი. მამამისის წარუმატებლობის შემდეგ ლორდმა ბიჭი შავი ნიშნით დაასაჩუქრა და უბრძანა მოეძებნა ჰოგვორტსში პაჟირატელების მცირერიცხოვანი ჯგუფის შესვლის გზა და მოეკლა თვით ალბუს დამბლდორი (რომლისაც თავად ლორდს ეშინოდა). დრაკო თუ ამას არ გააკეთებდა, ვოლდემორტი მისი ოჯახის ამოწყვეტით იმუქრებოდა. თუმცა ამ მუქარის ქვეშაც კი გადამწყვეტ მომენტში დრაკომ ვერ შეძლო დირექტორის მოკვლა. მოგვიანებით ლორდი დრაკოს საწამებელ იარაღად იყენებდა (ოლივანდერი).

პიტერ პეტიგრიუ – он же Хвост. ანიმაგი, ფენიქსის ორდენის წევრი, სინამდვილეში კი ლორდის ჯაშუში. პოტერების მესაიდუმლე. სწორედ მან გასცა მათი სამალავი, რასაც შემდეგ ლორდის გაუჩინარება მოჰყვა. ხვოსტს ერთნაირად ეშინოდა როგორც ყოფილი (ორდენელი), ისე ახალი (პაჟირატელი) მეგობრების და ამიტომ მთელი 12 წელი ვირთხად გადაქცეულმა გაატარა… უიზლების ოჯახში. მისთვის ჩვეულებრივი ამბავია სხეულის ნაწილების გაწირვა აი ვინ მოიგებდა სიცოცხლისთვის თამაშს ხერხის ჯერჯერობით ექვსივე ფილმში : ჯერ თითი მოიჭრა, რომ ყველას მკვდარი ჰგონებოდა, მერე კი ლორდის დაბრუნებას შესწირა მარჯვენა ხელი. მართალია, ლორდმა სანაცვლოდ ვერცხლის ხელით დაასაჩუქრა, მაგრამ მოგვიანებით ამ ხელმა შეუბრალებლად მოახრჩო. დაიმსახურა ალბათ…

ალექტო და ამიკუს კეროუ – და-ძმა, რომლებიც აზკაბანში არასოდეს მჯდარან, თუ პროფესორ სნეიპს დავუჯერებთ (და მე მჯერა!) ისინი არც ლიტლ-ჰენგლტონის სასაფლაოზე ყოფილან. სამაგიეროდ იყვნენ ასტრონომიის კოშკზე დამბლდორის სიკვდილის ღამეს, ხოლო ჰოგვორტსის დირექტორად სევერუს სნეიპის დანიშვნის შემდეგ ჰოგვორტსის მასწავლებლები გახდნენ.

კრაბი – გაბარიტებით გამორჩეული პაჟირატელი, ვინსენტ კრაბის მამა.

გოილი – მეორე მხარ-ბეჭიანი პაჟირატელი, გრეგორი გოილის მამა.

ბარტი კრაუჩი უმცროსი – მონაწილეობდა აურორების – ლონგბოტომების წყვილის წამებაში, რისთვისაც აზკაბანში უკრეს თავი (სხვათა შორის საკუთარი მამის ბრძანებით). გავრცელებული ვერსიით აზკაბანში მალევე გარდაიცვალა, თუმცა დედამისის თავგანწირვის წყალობით ციხეს თავი დააღწია და მრავალი წლის მანძილზე მამას შინაპატიმრობაში ჰყავდა იმპერიუსის წყევლის გავლენის ქვეშ. ვოლდემორტმა შემთხვევით შეიტყო ერთ-ერთი ერთგული მომხრის გადარჩენის შესახებ და ხვოსტის დახმარებით ტყვეობიდან გამოიხსნა. რის შემდეგაც მრისხანეთვალა მუდის გარეგნობას ამოფარებული კრაუჩი მთელი წელი ასწავლიდა ჰოგვორტსში და ნიადაგს ამზადებდა ლორდის კლანჭებში პოტერის ჩასაგდებად. მართალია, მისი დანაშაული გამომჟღავნდა (თან ძალიან გვიან და ლორდმა მოახერხა ძალების აღდგენა), მაგრამ ოფიციალური ჩვენების მიცემამდე უაღრესად რომანტიკული და მხურვალე კოცნა მიიღო დემენტორისგან.

ანტონინ დოლოჰოვი – პაჟირატელების ერთ-ერთი პირველი წევრი (50-იანი წლებიდან). ოთხ ჯადოქართან ერთად მოკლა გიდეონ და ფაბიან პრუეტები, აწამა და დახოცა უამრავი მაგლი პირველი ომის დროს. სხვა პაჟირატელების მსგავსად ისიც აზკაბანში იჯდა წლების განმავლობაში – ლორდის დაბრუნებამდე, კერძოდ, იქაურობას თავი 1996 წლის მასობრივი გაქცევის დროს დააღწია. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტში და კინაღამ შეიწირა მის გრეინჯერის სიცოცხლე, თუმცა იგივეს ვერ ვიტყვით რემუს ლუპინის შესახებ, რომელიც ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის დროს გაისტუმრა იმქვეყნად ყოჩაღმა დოლოჰოვმა.

ფენრირ გრეიბექი – მაქცია, რომელიც გასართობად ხოცავდა ხალხს, მაშინაც კი, როცა მაქციად არ იყო გარდასახული. სავარაუდოდ ამის გამო მიიღეს პაჟირატელების რიგებში, თუმცა შავი ნიშანი არ მიუღია. მისი დამსახურებათა შორის პირველ რიგში უნდა აღინიშნოს რემუს ლუპინის შეერთება მთვარეულთა საძმოში.

იგორ კარკაროვი – სიმხდალის თვალსაჩინო მაგალითი, რომელიც ექვსთვიანი დევნის შემდეგ მრისხანეთვალამ წააბრძანა აზკაბანში. სასჯელის შემსუბუქების მიზნით მან ვოლდემორტის უამრავი მომხრე გასცა ტრიბუნალზე, მ.შ. სევერუს სნეიპი ( ). მან მიაღწია მიზანს, აზკაბანიდან თავი დაიძვრინა და დურმსტრანგის დირექტორი გახდა, სადაც მშვენივრად გრძნობდა თავს ლორდის დაბრუნებამდე; ხოლო როგორც კი შავი ნიშნის წვა იგრძნო, გაიქცა და წარმატებით იმალებოდა მთელი წლის განმავლობაში, თუმცა განაწყენებულმა პაჟირატელებმა მაინც მიაგნეს და საკადრისი პასუხიც გასცეს.

ვალდენ მაკნერი – საშიში მაგიური არსებების ჯალათი, რომელიც ჰიპოგრიფ ბაკბიკის დასასჯელადაც იყო მოწვეული ჰოგვორტსში, თუმცა ვერ მიართვეს და მხოლოდ ჰაგრიდის ღობეზე იყარა ჯავრი (თუმცა ღობეს ვინ ჩიოდა). ვოლდემორტმა ის წარგზავნა გოლიათებთან მოსალაპარაკებლად. მანვე მიართვა ბროდერიკ ბოუდის საშობაოდ ის “უვნებელი ყვავილი” წმ. მუნგოს კლინიკაში. საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლის დროს მაკნერი დააპატიმრეს და აზკაბანში გაისტუმრეს (იქ არის მისი ადგილი).

აუგუსტუს რუკვუდი – ჯაშუში მაგიის სამინისტროში, საიდუმლო დეპარტამენტიდან. ისე ცინცლავდა სამინისტროს თანამშრომლებს ინფორმაციას, რომ უმრავლესობამ არც კი იცოდა სინამდვილეში ვისთვის მუშაობდნენ. ისისც აზკაბანში იჯდა და გაიქცა მასობრივი გაქცევის დროს.

ლუდოვიკ ბეგმანი – რამდენადაა მისი ადგილი აქ არ ვიცი – ქვიდიჩის ვარსკვლავი, უიმბურნის კრაზანების ბიტერი. ის მხოლოდ ეჭვმიტანილი იყო პაჟირატელობაში და გაამართლე, რადგან დამტკიცდა რომ აუგუსტუს რუკვუდმა მისი უმეცრებით ისარგებლა და სრულ იდიოტად გამოიყვანა, თუ შეიძლება ასე ითქვას

გიბონი – დამბლდორის სიკვდილის ღამეს ასტრონომიის კოშკზე მან აუშვა შავი ნიშანიცაზე, შემდეგ კი ლუპინისთვის ნასროლ ავადას შეაგება მკერდი (ან სხეულის სხვა ნაწილი, ვინ იცის ) და რა თქმა უნდა გარდიცვალა.

მულსიბერი – ერთ-ერთი პირველი პაჟირატელი (თუმცა გაუგებარია როგორ, თუკი სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა ჰოგვორტსში). იმპერიუსის წყევლის სპეციალისტი და კარკაროვის დაპატიმრებიდან ძალიან მალე დაიჭირეს. იბრძოდა საიდუმლო დეპარტამენტის ბრძოლაში.

ნოტი – ესეც ერთ-ერთი ძველი პაჟირატელია, თუმცა პირველ ჯერზე აზკაბანს გადაურჩა. ტეოდორ ნოტის მამა.

როზიერი – ძველი გვარდიის წარმომადგენელი, სავარაუდოდ ევან როზიერის ნათესავი.

ევან როზიერი – ჰოგვორტსში სწავლობდა სევერუს სნეიპთან ერთად. აურორებმა მოკლეს და შეიწირა მრისხანეთვალას ცხვირის ნაწილი.

ტრევერსი – მაკკინონების მკვლელი, როგორც კარკაროვმა თქვა სასამართლოზე.

უილკისი – ჰოგვორტსში სევერუს სნეიპთან ერთად სწავლობდა. მოკლეს აურორებმა.

იაქსლი – პროფესორისგან ვიცით, რომ თავის დროზე აზკაბანს გადაურჩა.

ტორფინ როული
სელვინი
ჯაგსონი
ახმახი ქერათმიანი
სევერუს სნეიპი

ნევილ ლონგბოტომი იყო ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლის ერთერთი მოსწავლე…ის იყო გრიფინდორელი. მართალია ნევილი ჰარის,ჰერმიონისა და რონის საუკეთესო მეგობარი არ ყოფილა,მაგრამ მაინც მეგობრობდნენ. ნევილის საყვარელი საგანი იყო – ჰერბოლოგია. ის ამ საგანს გაჰყვა და გახდა ჰერბოლოგიის პროფესორი,ჰოგვორტსში.
მისი საძულველი მასწავლებელი იყო – სევერუს სნეიპი, ხოლო საძულველი საგანი მისივე საგანი…სევერუსი მას სულ შენიშვნებს აძლევდა… მართალია ნევილს ამ საგანში ნიჭი არ ჰქონდა მაგრამ ის კიდევ უფრო უფუჭებდა საქმეს…ჰერმიონი მისი საუკეთესო დამხმარე იყო გაკვეთილების დროს…
ნევილს ჰყავდა გომბეშო, რომელიც მუდმივად ეკარგებოდა…მას ძალიან ცუდი მეხსიერება ჰქონდა …

მინერვა ცენრტალური ფიგურაა მთელ საგაში, მიუხედავად იმისა რომ პოტერის ფანებს სხვადასხვა მოსაზრებები აქვთ რას ნიშნავს “მთავარი გმირი”.. მინერვა მაკგონაგალი ძალიან ძლიერი ჯადოქარია და ერთ-ერთი ყველაზე კარგი ლექტორი, რომლის სიმკაცრისგან და ზედმეტად ობიექტურობისგან ტრიოც არაერთხელ დაზარლდა.. სიმართლე გითხრათ ისიც როგორც ყველა კეთილი ჯადოქარი პოტერიანაში არ სარგებლობს მთელი რიგი შელოცვებით და ამით თავის ჯადოქრულ ოსტატობას დუელებში სერიოზულად აყენებს ეჭვქვეშ.. მაგალითად ყოვლად სისულელედ და უზარობად (ავტორისეულ ანტიექშენურ მიმდინარეობას მინდა ხაზი გავუსვა) მიმაჩნია მთელი საომარი ბატალიების დროს ორდენელების მიერ გამოყენებული “” და გაკოჭვის შელოცვები.. როცა შენს გვერდით შენს მეგოგბრეს პანტა-პუნტით ყრიან ძირს, ზოგი მკვდარია და ზოგი საშინლად დაჭრილი და შენ მაინც ნარნარად “ტარანტალეგრას” ესვრი ეს ყოვლეგვარ მუღამს უკარგავს მსგავს სცენებს და ამის მერე ამტკიცო ფაქტი რომ ხსენებული ორდენელი მაგარი ჯადოქარია ცოტა ძნელია.. დავუბრუნდეთ მინერვას.. მაკგონაგალი მართალია ძალიან მკაცრი და პედანტურია, მოკლედ ნაღდი პროფესიონალი თავისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებისას, მაგრამ მასაც გააჩნია ემოციები და თან საკმაოდ ნაზი (ტრელონის, ჰარის და კიდე მრავალის მიმართ ურთირეთსაწინააღმდეგო დამოკიდებულება სხვადასხვა სიტუაციებში).. როგორც დუელანტი ისევ და ისევ ფაქტები არ მაძლევს საშუალებას ვამტკიცო რომ მინერვა ძალიან ძლიერი ჯადოქარია, თუმცა მე მართლა ვფიქრობ ასე.. ფაქტები კი ისაა რომ სნეიპს ვერაფერი დააკლეს მან და ფლიტვიკმა, თან მოწინააღმდეგე არც უტევდა, ვოლდემორტს სლაგჰორნთან და კინგსლისთან ერთად ებრძოდა და ბოლოს ჰაერში აწიეს, კეროუები რა დღეში აგდებენ.. ამბრიჯთანაც ვითომ ზადნი მისცა.. მოკლედ მთელი რიგი ფაქტებია, მაგრამ ის რომ მინერვა მაკგონაგალი ერთ-ერთი ყველაზე ძლევამოსილი მაგია მთელს საგაში ალბათ ყველა დამეთანხმებით.. პროფესიულ კარიერაში კი უხეშად რომ ვთქვათ ორი დირექტორი მოინელა, ვოლდემორტიც ზედ მიაყოლა და ჰოგვორტსს განაგებს ახლაც (ნუ იმედია ნევილს გადატრიალება არ მოუწყვია)..


ჰოგვორტსის მოჩვენებების სახელს ამოფარებული და ამ მიზეზით მათი მოდგმის შემარცხვენელი, სტუდენტების ტანჯვა (თუმცა ყოველთვის არა) და პროფესორების თავის ტკივილი…
ერთადერთი პოლტერგეისტი მთელ პოტერიანაში… პივსი, ბოროტი სული, რომელსაც სისხლიანი ბარონისა ეშინოდა.
აწვალებდა ყველას, ვინც თვალში გაეჩხირებოდა… თუმცა მასაც შეეძლო სტუდენტებს გვერდში დასდგომოდა, ამისი ნათელი მაგალითია ტყუპი უისლების თხოვნის “შესმენა ” და გულთან ზედმეტად ახლოს მიტანა

პივსი, კაცი კი არადა პოლტერგეისტი, რომელმაც ამბრიჯს ბოლო მოუღო

პივსი საკმაოდ გონებამახვილი ვინმეა… მას აქტუალურ თემებზე ყოველთვის მზად აქვს თავის მიერ შეთხზული სიმღებეი, რომლის ტექსტიც, უნდა ვაღიარო, გამოირჩევა რითმითა და ჟღერადობით (კაცს მოსმენა გესიამოვნება ) … პივსის სიმღერებისა და მაღალი ამპლიტუდის მქონე ხმის წყალობით ახალი ამბები სწრაფად ვრცელდებოდა მთელ ჰოგვორტსში…

პივსი – სული, რომელიც არად აგდებდა უსიყვარულობას, მისი იგნორირების ცდას, და მხოლოდ ენთუზიაზმის ხარჯზე უწიწკნიდა ნერვებს “პაწია გზააბნეულებსა” და აკრძალულ ადგილებში მოხეტიალეთ…

ჯეიმს პოტერი

ჯეიმს პოტერი – დაიბადა 1960 წლის 27 მარტს. 1981 წლის 31 ოქტომბერს გოდრიკის ხეობაში (გინდა ქვაბულში, დაბლობზე, მოკლედ რომელიც გაგიხარდეთ) ვოლდემორტის მიერ იქნა მოკლული. აქვე ბარემ მოკლედ შევეხები ერთ კითხვას რომელიც ადრე მსმენია.. რატომ ვერ დაიცვა ჯეიმსის სიკვდილმა ლილი და ჰარი ისევე როგორც ეს ლილის შემთხვევაში მოხდა.. პასუხი ალბათ ასე გამოიყურება.. უბრალოდ იმიტომ რომ ჯეიმსს არ ჰქონდა არჩევანის საშუალება, ის ისედაც უნდა მომკვდარიყო.. ლორდი სხვანაირად არც ფიქრობდა.. აი ლილის კი ჰქონდა შანსი ეცოცხლა, მაგრამ თავგანწირვამ შექმნა ის უხილავი და უძლიერესი მაგია რასაც სიყვარული ჰქვია..
ჯეიმსს ღია ყავისფერი თვალები ჰქონდა..ატარებდა სათვალეებს (ომნინოკლში დიდხანს ყურებამ იცის) მაღალი, გამხდარი ტიპი შავი, აბურძგნული თმებით.. 15 წლის ასაკში ჰქონდა ჩვევა კიდევ უფრო აებურძნა თმები, მიუხედავად იმისა რომ ცოცხიდან ახალი ჩამომხტარი იყო.. მსგავსი ჩვევები ხშირია გრძელთმიან ბიჭებში, მართალია ზოგჯერ გამაღიზიანებელია სხვებისთვის, თუმცა ამას თვითონ ვერ ხვდები.. (თავადაც მქონდა ეს ჩვევა და..) ზოგადი აღწერით იყო ერთ-ერთი უნიჭიერესი ჯადოქარი, ძალიან მამაცი, მეგობრული, ძირითადად კეთილშობილი და ექსტრამხიარული ბიჭუნა.. თუმცა 15 წლის ასაკში გამოიყურება როგორც ზედმეტად პატივმოყვარე და ხანდახან შეუბრალებელიც… ჰარის ზედმეტად გაიდიელაბული ჰყავს მამა და ავიწყდება ფაქტი რომ უნაკლო ადამიანი არ არსებობს და ყველა აქვს ცუდი და კარგი მხარეები.. უბრალოდ მამის ცუდი ქცევა მისთვის იმდენად მიუღებელი და შეუთავსებადი იყო მის წარმოდგენაში არსებულ კაცთან რომ ზედმეტად დრამატულ ფერებში განიცადა ეს ყველაფერი..
ჯეიმსის მეორე ნახევარი ლილი ევანსია. სადღაც 1978-79 წლებში დაქორწინდნენ ( და შაფერად მე გახლდით..) როგორც ზემოთ მოგახსენეთ ჯეიმსს და-ძმა არ ჰყოლია.. თუმცა ჰოგვარტსში 6 კურსიდან სირიუსი პოტერებთან ცხოვრობდა.. რაც შეეხება ჯეიმსის სკოლის შემდგომ კარიერას, ნათლად არ ჩანს დაკავებული იყო თუ არა რამით ორდენში სამსახრუის გარდა..
თუმცა იმის გათვალისწინებით რომ პოტერები საკმაოდ მდიდრები იყვნენ ცხოვრება არ გაუჭირდებოდათ..
1971-1978 წლებში სწავლობდა ჰოგვორტსში, გრიფინდორის სახლში.. როგორც ფართო მასებისთვის არის ცნობილი ჯეიმსის რეპუტაცია სკოლაში ყოველთვის იყო მხიარულების და ოინბაზობის მოყვარული. წესების დამრღვევი, მთავარი ბუნტარი, სიცელქის განსახიერება და ასე შემდეგ..( თუმცა ერთ-ერთ ცნობილ პოტერისტულ საიტზე მეტად საინტერესო და სახალისო ცნობას გადავაწყდი ჯეიმსზე.. თურმე სკოლის პრეფექტი ყოფილა ბოლო კურსზე, შესაბამისად მეექვსე კურსზე გრიფინდორის პრეფექტი გამოდის.. არ ვიცი ეს ცნობა საიდან მოიტანეს მაგრამ უკეთესს გეტყვით.. იგივე წყაროზე დაყრდნობით კიდევ ერთი არანაკლებ სენსაციური ცნობა.. როგორც წიგნებიდან ვიცით ჯეიმსი ბრწყინვალედ თამაშობდა ქვიდიჩს და კერძოდ ძალიან პერსპექტიული “სიკერი” იყო.. თუმცა როგორც ჩვენი კოლეგები ამბობენ, ჯომ Scholastic-ის მეორე ინტერვიუსას განაცხადა რომ ჯეიმსი სიკერი კი არა ჩეიზერი იყო და ის ფაქტი რომ სნეიპის მოონებაში სნიჩით თამაშობს ადვილად აიხსნება იმით რომ უბრალოდ ქუაფლით უფრო მოუხერხებელია გართობა.. მოკლედ ეს ცნობები მაინც იყოს ისე რომ დავწრმუნდეთ რომ ჯოც ადამიანია და ხანდახან თავისივე გამოგონებებში იხლართება..) მისი ჯოხი წითელი ხისგან იყო დამზადებული და თავისი ელასტიურობით იდეალურად გამოდგებოდა ტრანსფიგურაციისათვის..
მის განკარგულებაში ჯოხის გარდა შედიოდა მანტია და მარადიორების რუკა..ეს რუკა ცალკე განხილვის საგანია, როგორც ჯადოქრული და ოინბაზური ხელოვნების უბრწყინვალესი ნიმუში.. რუკა შეიქმნა ჰოგვორტსში სწავლის ბოლო ორ წელიწადში ჯეიმსის და სხვა მარადიორების მიერ.. იმის წყალობით რომ ბიჭებმა ზეპირად იცოდნენ ციზე-სიმაგრის ყველა გასასვლელი, თითოეული კუთხე და ყოველი საიდუმლო გასასვლელი თავისი შელოცვინად, ეს რუკა ზუსტი ასლია მთელი ჰოგვორტსის და მისი მიმდებარე ტერიტორიების.. თუმცა სლიზერინის საიდუმლო ოთახი და ე.წ. დამეხმარე-ოთახი იქ აღნიშნული არაა.. ჯეიმსიც და ლილიც ვოლდემორტს თავდაპირველად მოკავშირეებად უნდოდა, თუმცა მათი შეტაკებების შემდეგ ნათელი გახდა რომ ბნელ მხარეზე არასოდეს გადავიდოდნენ.. ჰოგვარტსში მეხუთე სასწავლო წელს ჯეიმსი, სირიუსი და პეტიგრიუ ანიმაგები გახდნენ, რაც წარმოუდგენლად რთული და უმაღლესი მაგიის დონეა.. მიზეზი ამ ქცევის კი ის იყო, რომ მეობარს თავი უცხოდ და მარტოსულად არ ეგრძნო.. როგორც ლუპინი ამბობს ის დრო როცა მაქციად გადაქცევა უწევდა და გვერდით მეგობრები ჰყავდა უბედნიერეს ხანად იქცა მის ცხოვრებაში… ბევრს არ შეუძლია მეგობრის გულისთვის ამხელა რისკზე წასვლა, თუმცა როცა საქმე მარადიორებს ეხება… ჯეიმსი ხარ-ირმად იქცეოდა დიდი დატოტვილი რქებით და საკმაო ძალით შეეჩერებინა შემთხვევით ჭამა-სმის ხასიათზე მოსული მაქცია.. ზედმეტსახელი “ქორბუდა” (Prongs) გრინოტსში პოტერების აკლდამა იყო N 687…
როგორც ნამდვილი გრიფინდორელი და ჭეშმარიტად ბნელ მაგიასთან მებრძოლი, ჯეიმსი ყოველთვის დამბლდორის ერთგული იყო და ორდენისთვის იბრძოლა სიკვდილამდე..თვითონ ლორდიც ამბობს რომ ჯეიმსი ძალზედ მამაცი კაცი იყო.. “встань прямо, смотри гордо, так, как встретил смерть твой отец”… ლილისთან ერთად მან სამჯერ მახერხა ვოლდემორტის კლანჭებისგან თავის დაღწევა რაც მართლაც რომ წარმოუდენელი რამაა და მათი რეკორდი მგონი ჰარიმ მოხსნა მარტო.. ხოლო გაიმეორა ლონგბოტომების წყვილმა.. სამწუხაროდ ამ და სხვა გარემოებებმა სიბილა ტრელონის წინასწამტყველება გამოიწვია, ხოლო ცრუმორწმუნე (ტრელონის რო კაცი დაუჯერებს, ყარაულის თოფივით გაუვარდა ორჯერ) და მშიშარა ლორდი იძულებული იქნა გადამწყვეტი ზომები მიეღო.. დამბლდორი ეცადა დაეცვა პოტერები, ჩამოაშორა ორდენს და გადამალა გოდრიკის ხეობაში.. ფიდელიუსის შელოცვის წყალობით თითქმის შეუძლებელი იქნებოდა მათი პოვნა, მაგრამ სამწუხაროდ ჯეიმსმა და სირიუსმა არასწორად გათვალეს და პეტიგრიუს ანდეს საიდუმლოს შენახვა.. მან კი უკანმოუხედავად გასცა მეგობრები.. მოკლედ 1981 წლის 31 ოქტომბერს ლორდმა მოკლა ჯეიმსი და ლილი.. სხვათაშორის ის ფაქტი რომ ჯეიმსი უჯოხოდ დახვდა ლორდს, იმაზე მეტყველებს რამდენად ენდობოდა ის თავის მეგობრებს და რამდენად უბრალოდ წარმოუდგენელი იყო ის ფაქტი რომ პიტერი უღალატებდათ მათ.

რემუს ჯონ ლუპინი

რემუსი დაიბადა 1960 წლის 10 მარტს.. 1998 წლის 2 მაისს ჰოგვორტსის ბრძოლაში დოლოჰოვის მიერ იქნა მოკლული.. რემუსი წმინდასისხლიანი ჯადოქარი არ გახლდათ, ერთ-ერთი მშობელი ან ბებია-ბაბუა მაგლი ჰყავდა.. და-ძმა ჯეიმსის არ იყოს არც მას ჰყავდა.. სულ პატარა დაკბინა გრეიბექმა და მის შემდეგ ყოველ სავსე მთვარეზე მაქციად იქცევა.. ნიფანდორა ტონქსის მეუღლე და ტედ ტონქსის მამა.. რემს უკვე შენაცრისფრებული, ჩალისფერი თმა ჰქონდა.. თვეში ერთხელ შედარებით უფრო თმიანი და წვერიანი ხდებოდა.. ძალიან ხშირად გამოიყურება დაღლილად და ავად.. თავისი ჩაცმულობისა და ავადმყოფი გარეგნობის გამო ხალხი ხშირად სათვალავშიც არ აგდებს რემს.. ოდნავ ჩახლეჩილი ხმით საუბრობს რაც ალბათ ასევე ავადმყოფობის ბრალია.. თითქმის სულ ძველი და კარგა ხნის გაცვეთილი მანტია აცვია, ბევრ ადგილზე დაკერებული..
ისევე როგორც ჯეიმსი რემიც 1971-78 წლებში სწავლობდა ჰოგვორტსში გრიფინდორის სახლში.. იყო გრიფინდორის პრეფექტი.. 1993-94 წლებში ასწავლიდა ჰოგვორტსში ბნელი მაგიისა და ბნელი ქმნილებებისგან თავდაცვას.. დაბლდორმა სპეციალურად მისთვის ააგო ჰოგსმიდში “მყვირალა ქოხი” და დარგო “მოჩხუბარი ტირიფი” (ქართულ ვარიანტებს თუ მომაწვდით კარგს იზამთ).. ლუპინი ყოველთვის უზომოდ მადლიერი იყო დაბლდორის.. და უზომოდ დიდ პატვის სცემდა ყოველთვის.. საშინლად განიცდიდა რომ მისი გულისთვის სამი არარეგისტრირებული ანიმაგი გაჩნდა ჰოგვარტსში და რომ ღამ-ღამობით თავისუფლად დაკუნტრუშებდნენ სკოლის პერიფერიებში.. ძლიერ განიცადა სნეიპის შემთხვევა… იმიტომაც რომ კინაღამ ადამიანი დაღუპა და ალბათ უფრო იმიტომ რომ დაბლდორის ნდობა ვერ გაამართლა.. საერთოდ თუ ვინმეა პოტერიადაში ტრაგიკული გმირი ეს ლუპინია.. არც სნეიპი და მითუმეტეს სირიუსი ისე არ განიცდიან როგორც რემი.. ლუპინი ძალიან ემოციური ადამიანია და გაცილებით მორალური და სულიერი ვიდრე ბლექი ან სნეიპი.. ალბათ ეს მისი პლიუსიც იყო და ნაკლიც.. რონი არასოდეს გამოირჩეოდა ტაქტით.. და წარმოიდგინეთ ლუპინისთვის რამხელა მორალური დარტყმა იქნებოდა ის რამოდენიმე ზიზღნარევი სიტყვა “Прочь от меня, оборотень!”..
რემუსის ჯოხის შესახებ არაფერი ვიცით.. ის ერთ-ერთი შემქმნელია მარადიორების რუკისა.. მართალია საკმაოდ დინჯია თუმცა მასშიც ცოცხლობს ონავარი სული, რომელიც გრეიბექმა ჩაკლა და მეგობრებმა გამოაცოცხლეს.. ის მარადიორებში ყველაზე გაწონასწორებულია და სირიუსის/ჯეიმსის დაუფიქრებელ საქციელებს ერთგვარად აკონტროლებს.. როგორც სირიუსი ამბობს, მას შეეძლო იმდროინდელ თავში ავარდნილ ბიჭებში სინდისის ქენჯნა გამოეწვია, რაც უკვე ბევრს ნიშნავდა ისეთი თავქარიანი ხალხის გარემოცვაში როგორებიც მარადიორები იყვნენ.. თუმცა ლუპინი ნანობს თავის ხშირ უმოქმედობას სხვადასხვა კონფლიქტების თუ უსიამოვნბების გადაჭრისას, მისი გაგება ალბათ შეიძლება.. მას მეგობრები მთელს მსოფლიოს ურჩევნია და არავის გამო არ დაკარგავს მათ..(თუმცა ერთი შეხედვით ლუპინმა დამბლდორის სიკვდილი უფრო განიცადა ვიდრე სირიუსის,თუმცა ეს ჩემი აზრით გამორიცხულია..) რამდენად დაკრგავდა ჯეიმსს და სირიუსს ლუპინი სნეიპზე გამოქომაგებით დიდად ეჭვი მეპარება, მაგრამ თვითონ ლუპინისთვის ეს მეგობრობა ყველაფერი იყო და სულ უბრალო გაუგებრობაც კი მძიმე დარტყმა იქნებოდა მისთვის.. თუმცა როგორც თავად ამბობს, სევერუსი არც მოსწონდა არასდროს და ზიზღსაც არ გრძობდა.. იმის შემდეგ რაც ჯეიმს, სირიუსსა და სევერუსს შორის მოხდა მეგობრები ალბათ ვერასდროს გახდებოდნენ, თუმცა იმასაც აღნიშნავს რომ არასოდეს დაივიწყებს ჰოგგორტსში გატარებულ ერთ წელიწადს როცა სნეიპი თუნდაც დირექტორის თხოვნით მთელი სემესტრი უხარშავდა მეტად რთული შემადგენლობის მქონე ვულფბეინის წამალს.. საერთოდ ლუპინი ყოველთვის ცდილობს ნებისმიერი კონფლიქტი ჩაახშოს: სირიუსსა და მოლის შორის, ჰარისა და მალფოის შორის მატარებელში..
რემუსი თავის მეგობრებთან ერთად ფენიქსის ორდენის წევრი გახდა სკოლის დამთავრებისთანავე.. მისი დაავადება პრაქტიკულად შეუძლებელს ხდიდა ნორმალური და სტაბილური სამუშაოს შოვნას. ამიტომაც სრული დატვირთვით მუშოაბდა ორდენისთვის.. უკვე განახლებულ ორდენში მეტად სარისკო და საპასუხისმგებლო დავალებას ასრულებდა, კერძოდ მაქციების წრეში მოძრაობდა და ცდილობდა ინფორმაცია შეეგროვებინა ლორდის მომავალ გეგმებზე რაც მაქციებს უკავშირდებოდა.. ერთადერთი ნორამლური სამუშაო მას დამბლდორმა მისცა.. მისი ასე ვთქვათ ვიწრო სპეციალიზაცია ბნელი ქმნილებები და მათგან თავდაცვა იყო.. აქვს მშვენიერი იუმორის გრძნობა.. ისევე როგორც ყველა მარადიორს.. თუმცა ზოგიერთებისგან განსხვაებით იუმორი დანაშაულში არ გადასდის.. – Как тебе десятый вопрос, Луни? – уже в вестибюле поинтересовался Сириус. – Отлично, – бодро отозвался Люпин. – Назовите пять отличительных признаков оборотня.Гениальный вопрос. – Как думаешь, ты правильно ответил? – изображая озабоченность, спросил Джеймс. – Думаю, да, – серьёзно ответил Люпин. – Признак первый: он сидит на моём стуле. Признак второй: на нём моя одежда. Признак третий: его зовут Рэм Люпин. პასუხი ვერ გასცა პიტერმა და ჩემამდე არ დადის რა დონის იდიოტი უნდა იყო რომ შენი ავადმყოფი მეგობრის დაავადების სიმპტომები ვერ ჩამოთვალო როცა 5 წელია გვერდზე გიზის.. ნუ რას ვიზამთ.. სხვათაშორის ჯეიმსი ლუპინის დაავადებას მის “პატალა მძვინვარე პრობლემას” ეძახდა..
ლუპინი ბრწყინვალე პედაგოგია და მისი გაკვეთილები ყოველთვის დიდი პოპულარობით სარგებლობს… იუმორი, კეთილი ღიმილი და თავისი საქმის კარგად ცოდნა, ამ კომპონენტებით ის პირველ ნამდვილ გამოცდილებას აძლევს ჰარის კურსელებს ბნელი მაგიის სფეროში.. ეხმარება ჰარის პატრონუსის შელოცვის დახვეწაში და ბოგარტის მაგალითზე ბავშვებს ასწავლის რომ ნებისმიერი შიშის დაძლევა შეიძლება თუკი პრობლემას უფრო ადვილად შეხედავ, იუმორისტული თვალით შეაფასებ და შიში უკვე სიცილს იწვევს.. შეიძლება ითქვას ნევილის მომავალ ცხოვრებაზე ამ გაკვეთილმა დიდი როლი ითამაშა.. თუმცა თვითონ ამ გაკვეთილს რეალურ ცხოვრებაში სულ ბოლომდე ვერ ასრულებდა..
ჩვეულებრივ რემუსი თავის თავშია ჩაკეტილი და ახლოს არავის იკარებს მაგრამ მას შემდეგ რაც ჰერმიონა გამოაშკარავებს მის საიდუმლოს და იმისათვის რათა დაუმტკიცოს ჰარიმ სირიუსის უდანაშაულობა თავისი ცხოვრების ნაწილს გადმოშლის.. იმ ღამის მოვლენების შემდეგ ლუპინი ჩათვლის რომ მისი სკოლაში დარჩენა სტუდენტებისთვის კარგის მომტანი არ იქნება და მიდის სკოლიდან..
თუმცა ყველაზე დიდ პრობლემას რემუსი გადააწყდება ტონქსთან ურთიერთობისას.. ვერაფრით ვერ ერევა საკუთარ თავს, რემუსისთვის ნდობა შეუფასებელი რამაა, მეგობრობა – საოცრება მაგრამ სიყვარული, მისი ქცევიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ ის საერთოდ არ თვლის რომ სიყვარულს რაიმე კავშირი შეიძლება ჰქონდეს მასთან.. აქ ჩანს ზემოხსნებული რემის პლიუსის ნაკლი.. ის ზედმეტად ბევრს იღებს საკუთარ თავზე, ყველაფერში საკუთარ პრობლემას ხედავს და სხვების შეწუხებას ურჩევნია თვითონ ასმაგად დაიტანჯოს.. რემი ძირითადად საღად აზროვნებს და ნათლად აფასებს სიტუაციას, მაგრამ საკუთარი თავის შეფასების ამბავში სერიოზულად მოიკოჭლებს და ფანატიკურად ეშინია მარტოობის თუმცა თვლის რომ მისი მარტოობა გარდაუვალია და ასეც უნდა იყოს.. ტონკსს უყვარს ისეთი როგორიცაა და მზადაა იყოს მაქციის ცოლი.. მაგრამ ლუპინი არაა ამისთვის მზად.. არ შეუძლია საშიშროება შეუქმნას მისთვის საყვარელ ადამიანს.. მართალია ამ წინაღაობას გადალახავს, მაგრამ უკვე ბოლო წიგნში ჩანს მთელი ტრაგიზმი ლუპინის პერსონაჟის.. რემს ეშინია რომ ვერ იქნება კარგი მამა, ან შვილიც მაქცია გაუჩნდება, არ უნდა პატარამ იცხოვროს იგივე ცხოვრებით რაც მან განვლო.. ლუპინიც ადამიანია და აშკარად უფრო მეტის გაძლება შეუძლია ვიდრე ჩაიდანს ან რონს,მაგრამ რკინის არც ისაა.. ჩემი აზრით სწორს შვება ჰარი რომ რემუსს უკან გააბრუნებს.. კი რა თქმა უნდა დახმარება ლუპინს რო შეუძლია ისე უნდა მაგრამ ჰარიზე მეტად რემუსი თავის ოჯახს ჭირდება და იმ მომენტში ლუპინი თავისივე გაკვეთილს ვერ ასრულებს.. მის წინაშე დიდი პრობლემაა, მაგრამ იმის მაგივრად რომ იბრძოლოს გაქცევას ამჯობინებს.. როგორც პრინციპში სკოლიდან წასვლისას გააკეთა ეს.. თუმცა საბოლოოდ რემი თავის შეცდომას ხვდება და უზომოდ გახარებულია ტედის დაბადებით.. ჰარის ტედის ნათლიობას თხოვს.. ის ტყუპებთან და ლი ჯორდანთან ერთად ცდილობს ჯადოსნურ სამყაროს ქვეყანაში არსებული ნამდვილი სიტუაცია გააცნოს.. ჰოგვარტსის ბრძოლისას ტონკსს შვილთან დატოვებს მაგრამ საუბედუროდ ორივე ცოლ-ქმარი იღუპება ბრძოლისას.. მიუხედავად იმისა რომ ბრძოლის ამსახველი ფაქტები არ მოგვეპოვება წიგნში ღრამ მწამს რომ დოლოჰოვი ლუპინის დონის ჯადოქარი არ იყო რომ მარტო გამკავებოდა.

ბნელი ბატონი

ლორდის ყველაზე ძლიერი ემოცია სწორედ შიშია… რა საქმე ექნებოდა პოტერთან, წინასწარმეტყველებიდან რომ არ შეეტყო რომ ის ლორდის ძალაუფლებას და სიცოცხლეს ემუქრებოდა? შიში მთელი ცხოვრების მანძილზე თან სდევდა “ძლევამოსილ” ბნელ ბატონს – ეშინოდა იმის, რაც ბნელით იყო მოცული, და სიკვდილის. და მისი მთავარი შეცდომა ის არის, რომ შიშის დაძლევის ნაცვლად მთელი ცხოვრება ცდილობდა იმისგან გათავისუფლებას, რისიც ეშინოდა..
ყველა მათგანი მიიწრაფვის უკვდავებისკენ და ვერ ირგებენ იმ ძალაუფლებას რაც გააჩნიათ.. ვოლდემორტი ყველაზე შორს წავიდა უკვდავების მოპოვების ამბავში, მაგრამ მისი იმის მაგივრად რომ მთავარი მტერი – ალბუს დამბლდორი და ორდენი ჩამოეშორებინა, ისე რო თვითონაც ვერ მიხვდა წავიდა ვა-ბანკზე და გაკოტრდა.. ლორდი ყოველთვის ელოდა მსგავსს წინასწარნეტვყელებას თუ რაღაც ნიშანს, სწამდა რომ მას თუ დაამარცხებდა ვინმე ეს უნდა ყოფილიყო რაღაც არაამქვეყნიური და საოცარი მაგიური სამყაროსათვისაც კი.. ელოდა რაღაც ნიშანს იმის მაგივრად რომ რეალური საფრთხესთვის მოეღო ბოლო..

ჰოგვორტსის საუკეთესო მოსწავლე, ჰარი პოტერის ერთგული მეგობარი ბოლომდე და ვინ იცის კიდევ რამდენი ღირსების მატარებელი ადამიანი
ჰერმიონა ჯინ გრეინჯერი

target=”_blank” href=”http://www.radikal.ru”> დაბადების თარიღი: 1979 წლის 19 სექტემბერი
სტატუსი: მაგლური წარმოშობის
მშობლები: მისტერ და მისის გრეინჯერები (სახელები უცნობია); ორივე მათგანი დანტისტია.
მეუღლე: რონალდ უიზლი
შვილები: როუზი, ჰიუგო
არის ჰარის უფროსი შვილის – ჯეიმს სირიუს პოტერის ნათლია.
ჰოგვორტსი: 1991 წელს ჩაირიცხა გრიფინდორის ფაკულტეტზე. 1995-1997 წლებში ამავე ფაკულტეტის პრეფექტი. 1997-1998 სასწავლო წელი გამოტოვა, მაგრამ მომდევნო წელს დაბრუნდა სკოლაში და სრულად გაიარა მეშვიდე კურსი, შესაბამისად მიეცა საშუალება ჩაებარებინა N.E.W.T.s (თუ არ ვცდები ქართულად კ.ა.ტ.ა) და ეჭვგარეშეა, რომ აქაც საუკეთესო შედეგები ექნებოდა, როგორც მანამდე ბ.უ.ა.ს გამოცდებში – 10 შესანიშნავი და ერთი მოსალოდნელზე მაღალი.
ორგანიზაციები: დააარსა შინაური ელფების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ორგანიზაცია S.P.E.W.; დამბლდორის არმია
ბოგარტი: პროფესორი მაკგონაგელი უცხადებს რომ ყველა საგანში ჩაიჭრა
პატრონუსი: წავი
კარიერა: ვოლდემორტის საბოლოო დამხობის შემდეგ მუშაობა დაიწყო მაგიის სამინისტროს ჯადოსნურ არსებათა აღრიცხვისა და კონტროლის დეპარტამენტში და მისი ძალისხმევით საგრძნობლად იქნა გაუმჯობესებული შინაური ელფების და სხვა დაჩაგრული მაგიური არსებების ცხოვრება. მოგვიანებით კი გადავიდა სამართლის დეპარტამენტში და საბოლოოდ მოუღო ბოლო წმინდა სისხლის დასაცავად კანონპროექტების გატანას.

მაგლების ოჯახში დაბადებული, საოცრად ნიჭიერი და ჰარი პოტერის და რონ უიზლის ერთგული თანამებრძოლი მამაცი გოგონა ნათელი მაგალითია იმისა, რომ წმინდა სისხლი მაგიურ სამყაროში მითია და არაფერს ნიშნავს. ჰერმიონა ძალიან ბევრს კითხულობს და როგორც ლოგიკური და გამჭრიახი გონების პატრონს ურჩევნია ისწავლოს კონკრეტული და ცოდნის შეძენის მხრივ მართლაც სასარგებლო საგნები, როგორიც ძველი რუნები და ნუმეროლოგიაა, ვიდრე ფუჭი და ბუნდოვანი მისნობა. სწავლისადმი მისი მონდომება ალბათ მხოლოდ აღფრთოვანებას იმსახურებს – მესამე კურსზე ის იყენებს დროის მდევარს, რათა დაესწროს გაკვეთილებს, რომელთა ჩატარების დრო ერთმანეთს ემთხვევა. ჰოგვორტსში სწავლის პირველ პერიოდში ჰერმიონა ერთიანად ჩაფლული იყო თავის წიგნებში და არაფრის დიდებით არ არღვევდა წესებს, თუმცა ჰარისა და რონთან დამეგობრებამ ყველაფერი შეცვალა.
თავისი ბრწყინვალე გონების წყალობით ჰერმიონამ უამრავი შელოცვა იცოდა, რისი წყალობითაც რთულ სიტუაციებშ არაერთხელ გადაურჩენია თავისი თავიც და მეგობრებიც. უკვე მეხუთე კურსზე მას შეეძლო ფორმაცვალებადი ჯადოს გამოყენება, რომელიც მეშვიდე კურსზე ჩასაბარებელი კ.ა.ტ.ა.ს დონეა, რომ აღარაფერი ვთქვათ წყალგამძლე და გადასატანი ცეცხლის ოსტატობაზე; ყოველთვის ასწრებდა აუარებელი სასწავლო მასალის მომზადებას და დროც კი რჩებოდა რომ ბიჭებს დახმარებოდა დავალების დაწერაში (ან სულაც მათ ნაცვლად დაეწერა), მოექსოვა ქუდები და წინდები შინაური ელფებისთვის. რაღა თქმა უნდა ჰერმიონა შხამებშიც ძლიერი იყო და პროფესორ სნეიპის რისხვისგან არაერთხელ გადაურჩენია თანაკურსელი და მეგობარი ნევილ ლონგბოტომი.
გარდა იმისა რომ ჭკვიანია, ჰერმიონა არც გარეგნობას უჩივის. მეოთხე კურსზე მან თვით მსოფლიო მასშტაბით სახელგანთქმულ, ქვიდიჩის ბრწყინვალე მოთამაშეს – ვიქტორ კრამს დაახვია თავბრუ (ამის პარალელურად კი იმ დროისთვის ჯერ კიდევ მისი მეგობარი რონ უიზლი ისე იტანჯებოდა, თვითონაც არ იცოდა ).
ჩაგრულთა დაცვის ინსტინქტი ჰერმიონას საკმაოდ ადრე განუვითარდა: მესამე კურსზე მან იყიდა კატა კრუკშანკსი, რომლის ყიდვაც არასდროს მონდომებია ვინმეს; დატვირთული სამეცადინო გრაფიკის მიუხედავად ბიბლიოთეკიდან არ გამოდიოდა (ნუ, ისედაც არ გამოდიოდა) და ჰაგრიდს ჰიპოგრიფ ბაკბიკის სასამართლო პროცესისთვის დასაცავ სიტყვას უწერდა; მეოთხე კურსე ჩამოაყალიბა შინაური ელფების გათავისუფლებისთვის მებრძოლი ორგანიზაცია S.P.E.W. (ცოცხალი თავით არ ვწერ ამ ორგანიზაციის დასახელების ქართულ ვარიანტს, ორიგინალი ან რუსული თარგმანი მირჩევნია, რადგან მართლა სახალისო სახელია ).
ჰორკრუქსების მოპოვება და განადგურება მეტწილად სწორედ ჰერმიონას დაგეგმილი მუშაობის დამსახურებაა. მან მიიღო წინასწარ ზომები: გამოძახების შელოცვით მოიპოვა წიგნები ჰორკრუქსების შესახებ, რომელიც დამბლდორს არცთუ ისე საიმედოდ ჰქონდა შენახული (ამ წიგნებშივე იყო მოცემული ინფორმაცია თუ როგორ უნდა განადგურდეს ჰორკრუქსი); მოიმარაგა და პატარა ხელჩანთაში ჩაატია ყველაფერი, რაც მოგვიანებით ხეტიალის დროს გამოადგებოდა ტრიოს, მათ შორის კარავი, წამლები, ყურების დამაგრძელებლები, მრავალწვნიანი სასმელი, ტანსაცმელი და პოტერის სახელგანთქმული უჩინმაჩინის მოსასხამი. რა თქმა უნდა ამ წინდახედულმა ადამიანმა თავისი მშობლების უსაფრთხოებაზეც იზრუნა: შეუცვალა მათ მეხსიერება, ისე რომ დაავიწყა საკუთარი სახელი და ის ფაქტი რომ შვილი ჰყავდათ, და საცხოვრებლად ავსტრალიაში გაგზავნა.
რონთან ურთიერთობა საბოლოოდ ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის წინ მოგვარდა. მანამდე იყო ორმხრივი ეჭვიანობა: რონი კრამზე ეჭვიანობდა, ჰერმიონა მის ბრაუნზე, რის შედეგადაც რონს კარგა ხანს დარჩა კვალი ხელებზე ჰერმიონას პატარა ავი ჩიტებისგან მიყენებული ჭრილობებისგან. ჰორკრუქსების საძებნელად ხეტიალის დროს კი საკმაოდ უსიამოვნო ფაქტი მოხდა: რონი სერიოზულად წაეჩხუბა მეგობრებს და წავიდა. ჰერმიონა მის წასვლას ძალიან განიცდიდა; ის და ჰარი თითქმის არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. თუმცა როცა რონი დაბრუნდა, ჰერმიონას საშინელი რეაქცია ჰქონდა: რონს მუშტებით მივარდა და მისი ჯოხი რომ ჰარის არ ჰქონოდა, რამდენიმე შელოცვითაც გაუმასპინძლდებოდა. და რამდენიმე კვირა ხეირიანად არც დალაპარაკებია, რაც არ არის გასაკვირი: ძნელია აპატიო საყვარელ ადამიანს, რომელმაც მიგატოვა, როცა ასე გჭირდებოდა, ფაქტობრივად ღალატის ტოლფასია. თუმცა ჰოგვორტსის ფინალური ბრძოლის წინ, როდესაც ჰერმიონამ საკუთარი ხელით გაანადგურა ჰორკრუქსი-ჰაფლეპაფის თასი (აქაოდა ყველას თითო ჰორკრუქსი შეგხვდათ და მე თქვენზე ნაკლები ვარო?! აღშფოთდა))) ) და ბრძოლისთვის ემზადებოდნენ, რონმა გაიხსენა რომ არ შეიძლებოდა დაუცველი შინაური ელფების ჰოგვორტსში დატოვება, რამაც ჰერმიონას აღფრთოვანება გამოიწვია და ამ მრავალტანჯული წყვილის პირველი კოცნაც შედგა, თუმცა ინიციატივა რა თქმა უნდა მის გრეინჯერს ეკუთვნოდა
ვოლდემორტის სიკვდილის შემდეგ ჰერმიონამ მოძებნა თავისი მშობლები და მეხსიერება აღუდგინა. ჰარის, რონის და ნევილისგან განსხვავებიტ ჰერმიონა კინგსლი შეკლბოლტის სამინისტროს ეგრევე არ შეერთებია – ის ჰოგვორტსში დაბრუნდა და სათანადოდ დაასრულა სასკოლო განათლების მიღება.

სევერუს სნეიპი

სევერუს სნეიპი იყო ყოფილი სიკვდილის მხვრელი და ოკლუმენციის სერიოზული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდა.. 1970 წლის შემდეგ ჯაშუშობდა ორდენისთვის დიიიდი პირადი რისკის ფასად.. უნდა ითქვას რომ გრიმოს მოედანზე არასდროს რჩებოდა ვახშმად.. მისი ძირითადი დავალება იყო შეენარჩუნებინა სიკვდილის მხვრელის სტატუსი და მიღებული ინფორმაცია გამოეყენებინა ჰარის დასაცავად.. 1996 წელს მიიღო დამბლდორისგან დავალება, მოეკლა იგი თუ ეს საჭირო იქნებოდა საერთო საქმისათვის, რაზედაც სნეიპი ძნელად დათანხმდა (და მწამს რომ დამლდორს მართლა სცემდა პატივს და შეიძლება მეგობრულად და ადამიანურად უყვარდა კიდეც )… სნეიპმა მოკლა დამლდორი 1997 წლის ივნისში და ამით შეინარჩუნა და გაიმყარა თავისი პოზიცია ვოლდემორის თვალში.. ის სკოლის დირექტორი იყო თითქმის ერთი წლის განმავლობაში და ამ ხნის მანძილზე ორდენს, რა თქმა უნდა, არ დაკავშირებია.. შეიძლება რაიმეს თქმა უნდოდა კიდეც უკვე ბოლოს მინერვასთვის მაგრამ ლაპარაკის დრო აღარ იყო.. მიუხედავად იმისა რომ ვოლდემორტს ეჭვიც კი არ შეუტანია მის ერთგულებაში, 1998 წლის 1 მაისს მაინც მოკლა სნეიპი , რადგან შეცდომით ეგონა რომ ამით “უფროს ჯოხზე” ძალაუფლებას მოიპოვებდა..

სირიუს ბლექი

სირიუსის ამბავი თავდაპირველად ბნელით მოცულია. როგორც ცნობილია,13 წლის წინ მოკლეს ჰარის მშობლები, ლილი და ჯეიმს პოტერები. მათმა მკვლელმა, ლორდმა ვოლდემორმა არ იცოდა მათი ადგილსამყოფელი, თუმცა მისთვის იოლი აღმოჩნდა ამ ინფორმაციის მოპოვება ჯეიმსის მეგობრისგან, პიტერ პეტიგრიუსგან, რომელიც სუსტი ნებისყოფის იყო და ვერ შეძლო გამკლავებოდა ვოლდემორის ზეწოლას. მათი დასმენის შემდეგ პეტიგრიუმ სიკვდილი გაითამაშა და ამის შემდეგ მისი სახელი ყველამ იცოდა როგორც გმირის, რომელმაც სცადა მეგობრების გადარჩენა. ხოლო ის დანაშაული რომელიც მან თავისი მეგობრების წინაშე ჩაიდინა, გადააბრალეს სირიუს ბლექს, ჯეიმს პოტერის საუკეთესო მეგობარს რადგან ის მკვლელობის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა.. ამას გარდა იმ დღეს იმავე სოფელში ასევე ის 11 კაცი მოკვდა, რაშიც ასევე დაადანაშაულეს სირიუს ბლექი და ამ ყველაფრის გამო ჩასვეს ჯადოქრების ციხე, ” აზკაბანში”.

აზკაბანი გამოირჩევა იმით, რომ იქიდან გაქცევა სრულიად შეუძლებელია, ხალხი გიჟდება იქ ყოფნის გამო. სირიუს ბლექი იყო პირველი აზკაბანის არსებობის ისტორიაში, ვინც შეძლო იქიდან გამოქცევა. ეს მან თავისი მაგიური თვისებით, ანიმაგუსობით მოახერხა. ამ უნარის წყალობით მან შეძლო გადაქცეულიყო გრიმად და ისე გასულიყო ციხიდან რომ მის ზედამხედველები. დემენტორები ვერაფერს მიხვდნენ. აღსანიშნავია,რომ სირიუს ბლექი ჰარი პოტერის ნათლიაც არის. როდესაც ჰარი ამის შესახებ შეიტყობს, იგი ჰოგვორტსის სკოლის მესამე კურსზეა და წარმოდგენაც არ აქვს ბლექის არსებობის შესახებ, თუმცა მისი გაქცევის შემდეგ ის თავისთავად იგებს ” სიმართლეს”. როდესაც ჰარი მას შეხვდება, იგი შეეცდება სირიუსის მოკვლავს, თუმცა ბლექი დაუმტკიცებს მას, რომ ის არ არის დამნაშავე, რადგან იგი იპოვის ” მკვდარ” პეტიგრიუს და ათქმევინებს სიმართლეს. ამის შემდეგ სირიუსი ხდება ყველაზე ახლობელი ჰარისთვის, ისინი დამეგობრდებიან და ჰარის მიაჩნია, რომ მას მის გარდა არავინ ჰყავს. თუმცა, როდესაც ჰარი მეხუთე კურსზეა, სირიუს ბლექს კლავს ბელატრისა ლესტრეინჯი, პირდაპირ ჰარის თვალწინ, იმ დროს როდესაც სირიუსი ჰარის დაცვას სცდილობს.

ალბუს დამბლდორი

დიადი სკოლის დიადი დირექტორი.. უჭკვიანესი და უძლიერესი. მარა ყველას იყენებდა. სნეიპსაც ჰარისაც რონსაც ჰერმიონსაც და ყველას. ჭადრაკის ფიგურებივით ათამაშებდა ხალხს..

დამბლდორი კეთილი არ იყო. მისი ნამდვილი სახე ახალგაზრდობაში ჩანს. მეტი არსად. ყოველთვის ყველაფერს მალავდა. ყველას აკონტროლებდა და იყენებდა. თავიდან რომ მიეცათ ცხოვრების გავლის საშუალება დარწმუნებული ვარ იგივეს გააკეთებდა. ძალაუფლება საერთოდ მაცდური რაღაცაა და დამბლდორმა ვერ გაუძლო ამას. უკანასკნელი შეცდომა კი ის იყო ბეჭედი რომ გაიკეთა. მაინც უნდოდა სიკვდილზე კონტროლი ჰქონოდა. მოკლედ ერთი სუსტი ადამიანი იყო რომელიც მთელი ცხოვრება საკუთარ თავს ებრძოდა. მაგიური პოტენციალი კი ჰქონდა ძლიერი მაგრამ ეგ არაფერს ნიშნავს.

რეგულუს არქტურუს ბლექი
სირიუსის უმცროსი ძმა, თავის დროზე ვერდაფასებული ადამიანი ( კრეჩერს თუ არ ჩავთვლით, არავინ დააფასა/შეაფასა სათანადოდ).

კაცი, რომელმაც ვოლდიკას დასამარცხებლად ყველაფერი გააკეთა, რაც შეეძლო…

კაცი, რომელსაც უყვარდა ელფი და ელფისთვის გაწირა თავი (ზოგს ეს უაზრო საქციელად მიაჩნია, მაგრამ მე არ ვთვლი ასე)
რეგულუსი, რომელიც ქუდს გრიფინდორში რომ გაეშვა, ფენიქსის ორდენელად გაიზრდებოდა და მისი სიცოცხლეც სხვანაირად წარიმართებოდა, საერთოდაც, მისი სიცოცხლე წარიმართებოდა

რეგულუსს არ ჰქონია ძმასთან კარგი ურთიერთობა (მე თუ მკითხავთ, საერთოდაც არ ჰქონდათ ურთიერობა, ჰოგვორტსში მისვლის შემდეგ მაინც)… სირიუსს რომ სიმართლე სცოდნოდა, შეიძლება სულელ ბიჭად ჩაეთვალა, მაგრამ დიდი შანსია, მისით ეამაყა…

არსებები

დემენტორი

დემენტორი ერთ ერთ ყველაზე სასტიკი არსებაა.როულინგის სამყაროში.ისინი თავდაპირველათ იცავდნენ აზკაბანას ციხეს ეს ჯადოქრების ციხეა. ახლა გეტყვით რას საქმიანობდნენ ეს არსებები იქ:მათთვის არ ქონდა აზრი პატიმარი დამნაშავე იყო თუ არა.ისინი ადამიანის დადებითი ემოციებით იკვებებოდნენ დროთა განმავლობაში პატიმარი გიჟდებოდა.აბა როგორია თავი ყველაზე საცოდავი რო გგონია და პატარა კარგი მოგონება არ გაქვს.:) გადავიდეთ უშუალოთ დახასიათებაზე: ეს არსება გვამს გავს შემოსილები არიან შავი ნაჭრით არ უჩანთ სახე არც მიწაზე დადიან.ის თუ მოგიახლოვდა გარშემო ყველაფერი იყინება ბნელდება და სხეულში რაღაცნაირი გრძნობა გეუფლება აი დაახლოებით თითქოს მოითენთე..:) კიდევ მათ აქვს ერთი უნარი რასაც ჯადოქრები დემენტორის კოცნას ეძახიან. ძირითადათ ამ სიამოვნებას სასტიკი დამნაშავეები იღებენ. დემენტორი პატიმარს სულს წოვს. პატიმარი ნაწილობრივ არ კვდება. სხეული ცოცხალია მაგრამ სძინავს დაახლოებით კომაში ჩავარდნილი ადამიანი.გული ტვინი ყველაფერი უმუშავებს მაგრამ სული აღარ არის მის სხეულში. სწორეთ ეს ემუქრებოდა სირიუს ბლექს მაგრამ ვინც ამით დაისჯება ერთი უპირატესობა აქვთ ისინი ნახავენ დემენტორის სახეს. დემენტორი ინფერიუსისგან განსხვავებით დამოუკიდებელი არსება რასაც უნდა იმას გააკეთებს მათ არ ყავთ ვინმე უფროსი. ამის ნათელი მაგალითი კი ის არის რომ ბნელ ბატონს შეუერთდნენ სამწუხაროთ წელი აღარ მახსოვს.და ბოლოს მისგან თავდაცვა:უნდა წარმოთქვათ შელოცვა Expecto Patronum და იფიქროთ ყველაზე კარგი რაც გადაგხდენიათ და ბედნიერი ყოფილხართ თუ შელოცვა კარგათ გამოგივათ თქვენი ჯოხიდან პატრონუსი გამოიჭრება თქვენი მფარველი ცხოველი და განდევნის ყველა დემენტორს თუმცა ამ შელოცვის გაკეთება ბევრ ზრდასრულ ჯადოქარს უჭირს ზოგიც ვერ აკეთებს.

ინფერიუსი

ჯერ ვიტყვი რა განსხვავებაა ინფერიუსზა და ადამიანს შორის.ძალიან დიდი:) ინფერიუსი არის გაცოცხლებული გვამი რომელსაც შავი მაგიით ჩაბერეს სული და მხოლოთ თავის პატრონს ემორჩილება მას არ აქვს ფიქრის უნარი. ის თავის უფროსის სიტყვას მუდამ ასრულებს.ადამიანზე არაფერს გეტყვით:).ინფერიუს მხოლოთ ერთი რამის ეშინია ცეცხლის!სხვა არ აქვს მნიშვნელობა რას უზავ მაგ:დაჭრი.თავს მოაჭრი ტანი წამოვა ხელს მოაჭრი ცალკე წამოვა ხელი და ას შემდეგ.თუ არ დაწვი არაფერი გიშველის:).ასევე მოგეხსენებათ ინფერიუსების დიდი არმია ყავდა ბნელ ბატონს.ალბათ არც გაგიკვიდებათ მან ხომ ნახევარი ჯადოქრული სამყარო ამოწყვიტა.:) ასევე მოგეხსენებათ მისი ინფერიუსები იცავდნენ ჰოკრუქს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ ინფერიუსები ძალიალ ძლიერები და სასტიკები არიან რახან ბნელმა ბატონმა მათ ჰოკრუქსის დაცვა ანდო.და ბოლოს მათ არ აქვთ რამე განსაკუთრებული იარაღი რითიც თავს გესხმიან უბრალოთ მოდის ათეულობით ინფერიუსი და გგლეჯს,ასევე ერთეულ ინფერიუსებს ეფეკტი არ აქვს. .

ბოგარტი

ბოგარტი ჯადოსნური არსებაა რომლის ნამდვილი გარეგნობა არავინც იცის ის ცხოვრობს ისეთ ადგილას სადაც ერთი ნათელი სხივი არ არის.და არავინ შეაწუხებს. ხოლო თუ სადმე გადაგეყარათ:) ის მაშინვე იმ არსებათ გადაიქცევა რომლისაც ყველაზე ძლიერ გეშინიათ. ბოგარტი ხშირათ არის მოხსენებული ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვეში როდესაც ლუპინი იყო მასწავლებელი მოსწავლეებს ამ არსებისგან დაცვას ასწავლიდა.მაგ. როცა ნევილმა ნახა ბოგარტი ის სნეიპათ გადაიქცა რონთან რა თქმა უნდა ობობათ ჰარისთან დემენტორათ.ჰერმიონზე კი პროფესორ მაკონაგელათ და ყვიროდა ჩაიჭერიო:))). ამ ცხოველისგან თავი უნდა დაიცვათ შემდეგნაირათ: უნდა წარმოთქვათ შელოცვა რიდიკულუს და რამე სასაცილოზე იფიქროთ მაგ: ნევილმა სნეიპ ბოგარტს რომ შეულოცა რიდიკულუს და თან წარმოიდგინა სნეიპი ბებიამისის ვარდისფერ ქუდში და ჩანთაში სნეიპ ბოგარტი მაშინვე გაქრა.

ფენიქსი

ფენიქსი ჯადოსნური ფრინველია რომელსაც თვით წვის უნარი გააჩნია. დაწვის შემდეგ ის ფერფლისგან სდგება. ასევე ფენიქსი მუდმივათ განახლების სიმბოლოა.ფენიქსი აყვდა დირექტორ ალბუს დამბლდორს წიგნში მოთხრობილია ფრინველის არამაქვეყნიური გალობა ასევე ჰარი პოტერ და საიდუმლო ოთახში ფენიქსი დაეხმარა ჰარის ბასილისკოს მოკვლაში.დამბლდორი რომ მოკვდა ფენიქსი დაიწვა და აგარ განახლდა:(.

გობლინი

გობლინი – ჯადოსნური არსება დაბალი ტანით, დიდი თავით, გრძელი თითებით და ფრჩხილებით. ჩვეულებრივ გობლინებს წარმოადგენენ როგორც ბოროტ, მოჩხუბარ, მაგრამ ჭკვიან და ანგარიშიან არსებებს. ჯ.კ როულინგის წარმოდგენილ ჯადოსნური სამყაროს გობლინები ძალიან განსხვავდებიან ჯონ ტოლკიენის ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟი გობლინებისგან. “ჰარი პოტერის” გობლინები კარგი მჭედლები, მეიარაღეები და ხელოსნები არიან ( გამოჭედეს “გრიფინდორის ხმალი” ), ბეჭდების მბრძანებელში კი ამ როლს გნომები ასრულებენ. ეს ეხებათ გნომებს და ელფებსაც, რომლებიც მითოლოგიური და ტოლკიენისეული ელფებისა და გნომებისაგან ძალიან განსხვავდებიან.
გობლინებზე საინტერესო ინფორმაციას ბილი უისლი ფლობდა, რომელიც გრინგოსტის ბანკში მუშაობდა. გობლინები თავიანთ გაკეთებულ ნივთებს ყიდიან, მაგრამ პატრონის სიკვდილის შემდეგ იბრუნებენ, რადგან თვლიან რომ ის ისევ მათ ეკუთვნით.

ორკი

ტროლი არის არსება სკანდინავიური ანუ ვიკინგური მითოლოგიდან. ფიგურირებს ბევრ ლეგენდასა თუ ზღაპარში. რათქმაუნდა ტროლი წარმოდგენილია როგორც უარყოფითი პერსონაჟი, ბოროტი, უტვინო, მაგრამ ღონიერი და უზარმაზარი. ასოცირდება ქვასთან. ტროლის პერსონაჟს ხშირად იყენებენ ფანტასტიკოსი მწერლები. მას მოიხსენიებენ როგორც ოგრი ან ეტუნი.
ლეგენდა ტროლების შესახებ სკანდინავიაში გაჩნდა, რომლის მიხედვითაც ისინი ადგილობრივ მაცხოვრებლებს აშინებდნენ თავიანთი უზარმაზარი ზომით და ჯადოქრობის ძალით. ერთი ლეგენდის თანახმად ტროლები მიწისქვეშა გამოქვაბულებში ან ციხე-სიმაგრებში ცხოვრობდნენ. ბრიტანეთში არის რამდენიმე დიდი ქვა, რომელზეც ამბობენ, რომ ისინი ტროლები იყვნენ და მზის შუქმა გააქვავა. ზოგიერთ ლეგენდაში ტროლები უზარმაზარი არსებები არიან, ზოგგან კი ჯუჯის მსგავსები, რომლებიც გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ, ასეთ ტროლებს ჩვეულებრივ ტყის ტროლებს უწოდებდნენ. ტროლები 3-დან 8 მეტრამდე სიმაღლისანი არიან და ზოგჯერ შეუძლიათ თავიანთი ზომა შეეცვალათ. იკვებებიან ხორცით, ხშირად ადამიანის. ცხოვრობენ ცალ-ცალკე. ტყეებში, გამოქვაბულებში ან ხიდების ქვეშ. ხიდისქვეშა ტროლები განსხვავდებიან სხვებისგან. მათ შეუძლიათ მზეზე გამოჩენა, არ ჭამენ ხალხს და უყვართ ძვირფასეულობა და ფული, ასევე ქალებიც. არსებობს ლეგენდები ტროლებისა და ადამიანის საერთო შვილებზე

სხვა..

მაგიის სამინისტრო

“მაგიის სამინისტრო გისურვებთ სასიამოვნო დღეს…” – კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაგიის სამინისტროში

მაგიის სამინისტრო წარმოადგენს სამთავრობო ორგანოს ინგლისის მაგიური სამყაროსთვის.სამინისტროს ძირითად ამოცანას წარმოადგენს დაფაროს მაგლური სამყაროსაგან ჯადოსნური სამყაროს კულტურა. ეს დიდი, რთული და არაფექტური ბიუროკრატიაა, უმეტესი არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის.
სამინისტრო შედგება შვიდი დეპარტამენტისაგან, რომლებშიც მაგიური დეპარტამენტი არის უმსხვილესი. დანარჩენი ორგანოები, ასეთუისე დამოკიდებულია მასზე, გამონაკლისია საიდუმლო დეპარტამენტი.
სამინისტროს გააჩნია თავისი შტაბ-ბინა ლონდონში. ის შედგება ბევრი დეპარტამენტების, კომიტეტების, საბჭოებისა და ბაიუროსგან, რომელთა ამოცანას წარმოადგენს კანონებისა და წესების შედგენა და დაცვა. გარდა მაგლებისაგან ჯადოქრების საქმიანობის დამალვისა, სამინისტრო აგრეთვე დაკავებულია ვაჭრობით და სხვადასხვა ურთიერთობებით.
არსებობს მთელი რიგი სამართალდამცავი ორგანოები სამინისტროს ჩარჩოებში. ისინი ხელს უწყობენ წესრიგს, კანონებს, თავდაცვას და ასევე აზკაბანის მუშაობას. აზკაბანის ციხესიმაგრე მდებარეობს შუა ზღვაში, პატარა კუნძულზე. მას იცავენ დემენტორები. სამინისტრო ასევე ხელს უწყობს Hit-ოსტატებს ჰქონდეთ საქმე დამნაშავეებთან და ელიტურ აურორებთან, თვალი ადევნონ შავ ჯადოქრებს. ვიზენგამოტი წარმოადგენს უმაღლეს სასამართლოს, ორგანოს, რომელიც გამოდის საბოლოო არბიტრის სახით მაგიურ სამყაროში.
მაგიურ სამყაროში ცნობილია მაგლების პრემიერ-მინისტრი. სავარაუდოდ ეს ეხება აშშ-ს პრეზიდენტს და ზოგიერთ მსოფლიო ლიდერს. როცა სირიუს ბლექი (1993 წლის ივლისი) ათ სიკვდილის მხვრელთან ერთად გაიქცა აზკაბანიდან, კორნელიუს ფაჯმა გააფრთხილა პრემიერ-მინისტრი, რომ გაქცეულები წარმოადგენდნენ საშიშროებას მაგლებისთვის. ზოგ შემთხვევაში, როდესაც ჯადოსნური არსება ჩნდებოდა მაგლებში, დეზინფორმაციის სამმართველო, რომელიც შედის დეპარტამენტის შემადგენლობაში, მუშაობდა მაგლების პრემიერ-მინისტრთან, რომ შეექმნათ სიმართლესთან ახლოს მდგომი ტყუილი საზოგადოები

ქვიდიჩი

ქვიდიჩი – არის ერთ-ერთი ჯადოქრული სპორტი ჯოან როულინგის ნაწარმოებებში. ქვიდიჩს თამაშობენ მფრინავი ცოცხების საშუალებით. ქვიდიჩის გუნდში არის შვდი მოთამაშე და ოთხი ბურთი: ქუაფილი, ორი ბლაჯერი და სნიჩი. ქუაფილი დახლოებით ფეხბურთის ბურთის ზომის წითელი ბურთია, რომლითაც მოთამაშეები გოლს იტანენ, თითოეული გოლი ათი ქულაა. ბლაჯერები ქუფილზე ოდნავ პატარა შავი ბურთებია, რომლებიც მოთამაშეებს თავს ესხმიან და მათი ცოცხიდან ჩამოგდებას ცდილობენ. სნიჩი მოზრდილი კაკლის ტოლა ოქროს ბურთია, რომელსაც ვერცხლის ფრთები აქვს, იგი ძალიან სწრაფია, ძნელად დასაჭერი და მას გადამწყვეტი როლი უკავია თამაშში. გუნდში შვიდი მოთამაშეა: სამი ჩეიზერი, რომლებიც ქუაფილის კარში გატანას ცდილობენ. მეკარე-რომელიც კარს იცავს. ორი ბიტერი, რომლებიც მოთამაშეებს ბლაჯერებისგან იცავენ. სიკერი-რომელიც სნიჩს დასდევს და სანამ მას არ დაიჭერს თამაში არ მთავრდება, სნიჩის დაჭერა 150 ქულაა.

ჰორკრუქსი

ჰარი პოტერის წიგნების სერიის მიხედვით ჰორკრუქსი შავი მაგიის ნაწილია. ის იქმნება უკვდავების შესაძენად, იგი არის სულის ნაწილი შენახული რაიმე ნივთში, რომლის შექმნაც შესაძლებელია სულის გახლეჩით, თუმცა დარჩენილი ნაწილი ძალზედ მყიფე ხდება. კვლავ აღდგენა შესაძლებელია მონენიებით, თუმცა ამან შეიძლება გამანადგურებელი ტკივილი მიაყენოს სულის პატრონს, მისი განადგურება შესაძლებელია გამანადგურებელი ძალის მქონე ნივთით მისი განადგურება, რომ ჰორკრუქსმა აღდგენა ვეღარ შესძლოს … (უბრალო გაჭყლეტა თუ გაჭრა მას ვერ გაანადგურებს) სანამ იგი მთელია, მას აქვს უნარი მის ახლოს მყოფ ჯადოქარში გადავიდეს და მას დაეუფლოს, თუნდაც მასში მიძინებული ბოროტი ჯადოქარი აღდგეს… ჰორკრუქსს ადამიანის საპირისპირო ბუნება აქვს, თუ ადამიანის სხეულის განადგურების შემდეგ სული მაინც ხელუხლებელი რჩება, ჰორკრუქსის სხეულის (ნივთის) განადგურების შემდეგ კი ის ნადგურდება … იმისათვის რომ ადამიანმა იგი შეიყვაროს ის მზადდება ფასდაუდებელი ნივთისაგან… ის ისედაც უყვართ და ჩდილობენ ახლოდან არ მოიშორონ, სწორედ ეს აწყობს მას. ლორდი ვოლდემორის ჰორკრუქსებია:
მერვოლოს ბეჭედი შეიქმნა შეიქმნა ტომ რიდლის (უფროსი) იმალებოდა გონტების სახლში გაანადგურა ალბუს დამბლდორმა განადგურდა გოდრიკ გრიფინდორის ხმლით ვოლდემორმა შექმნა ეს ჰორკრუქსი ისე, რომ არ იცოდა თუ სიკვდილის ქვა იყო, მეორე სიკვდილის სამი საჩუქრიდან

ტომ რიდლის დღიური შეიქმნა მტირალა მირტლი მკვლელობით იმალებოდა ლუციუს მალფოისთან ჰარი პოტერმა გაანადგურა განადგურდა ბასილისკოს ეშვით ლუციუს მალფოიმ გადასცა ეს დღიური ჯინი უისლის, რათა მას ხელმეორედ გაეხსნა საიდუმლო ოთახი, ისე რომ არ იცოდა ჰორკრუქსი თუ იყო

ჰელგა ჰაფლეპაფის თასი ჰეპზიბა სმიტი მკველლობით შეიქმნა. გრინგოსტის ბანკში (ბელატრისა ლესტრეინჯის აკლდამაში)იმალებოდა ჰერმიონ გრეინჯერმა გაანადგურა ბასილისკოს ეშვით. ოპარულ იქნა ჰეპზიბა სმიტისგან სლიზერინის მედალიონთან ერთად.

სლიზერინის მედალიონი შეიქმნა მაგლი მაწანწალის მკველობით გამოქვაბულში იმალებოდა გამოქვაბულში გაანადგურა რონ უისლიმ გოდრიკ გრიფინდორის ხმლით.ჰეპზიბასგან მოპარული, შემდეგ რეგულუს არქტურუს ბლექმა განადგურების მიზნით მოიპარა გამოქვაბულიდან.

რეივენქლოს დიადემა ალბანელი გლეხის მკველობით შეიქმნა იმალებოდა ჰოგვორტსში მიშველე ოთახში .გაანადგურა ვინსენტ კრაბმა გეენათი.იპოვა ჰარი პოტერმა მაგრამ ჯოჯოხეთის ცეცხლის შელოცვით გაანადგურა ვინსენტ კრაბმა.

ჰარი პოტერი არ იმალებოდა გაანადგურა ვოლდემორმა სიკვდილის წყევლით როდესაც ვოლდემორმა სცადა ჰარი პოტერის მოკვლა, მისი სულის ნაწილი უახლოეს ცოცხალ ორგანიზმში, ჰარის სხეულში ჩასახლდა.

ნაგინი შეიქმნა ბერტა ჯორკინსის მკველობით არ იმალებოდა ნევილ ლონგბოტომმა გაანადგურა გოდრიკ გრიფინდორის ხმლით გველი-ჰორკრუქსი, რაც საკმაოდ სარისკო იყო

ანიმანგუსი

ანიმაგუსები ( ინგლისური სიტყვიდან animal, რაც ცხოველს ნიშნავს ) – ჯადოქარი, რომელსაც საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია ცხოველად გადაქცევა. ეს თვისება ბუნებრივად არცერთ ჯადოქარს არ დაყოლია, ანიმაგუსობას სწავლა უნდა. ანიმაგუსს შეუძლია მხოლოდ ერთ-ერთი ცხოველის სახის მიღება და არა ყველასი. არსებობს ანიმაგუსთა სპეციალური რეესტრი, სადაც მითითებულია ჯადოქრის სახელი, რომელ ცხოველად შეუძლია გადაქცევა და რა განსაკუთრებულ თვისებებს ავლენს. ანიმაგუსობა იშვიათი რამეა და XX საუკუნეში მხოლოდ 7 ანიმაგუსი იყო დაფიქსირებული. ასევე ცნობილი გახდა 4 არალეგალური ანიმაგუსის შესახებ: ჯეიმს პოტერი – ხარირემი, სირიუს ბლექი – ძაღლი, პიტერ პედიგრიუ – ვირთხა, რიტა სკიტერი – ხოჭო. არასწორია ანიმაგუსებში მაქციების არევა, რადგან მაქციას მხოლოდ რაღაც დროის განმავლობაში ( მთვარის ფაზის მიხედვით ) შეუძლია მგლად გადაქცევა, ხოლო ანიმაგუსს როდესაც მოესურვება. ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ჯადოქრის ანიმაგუსად გადაქცევა შეაფერხოს, ეს არის სხვა ჯადოქრის საწინააღმდეგო მოქმედება.

დურმსტრანგი

დურმსტრანგი – ჯადოქრობის სკოლა, რომელიც ინგლისში არ მდებარეობს. მისი ადგილსამყოფელი გასაიდუმლოებულია. სკოლა ცივ და თოვლიან ადგილას მდებარეობს ამიტომ მოსწავლეთა ფორმაში შედის ბეწვიანი ქურქი. დურმსტრანგი ცნობილია იმით, რომ იქ განსაკუთრებით ბევრს სწავლობენ შავი მაგიის შესახებ. XIX საუკუნეში იქ დიდი ჯადოქარი, გრინდელვანდი სწავლობდა, რომელიც ვოლდემორის გამოჩენამდე ყველაზე ძლიერ ბოროტ ჯადოქრად ითვლებოდა(გრინდელვანდი ალბუს დამბლდორმა დაამარცხა). დურმსტრანგის დირექტორი იყო იგორ კარკაროვი, ყოფილი სიკვდილის მხვრელი, თუმცა არ შეიძლება ამ სკოლაზე მხოლოდ ცუდი ვიფიქროთ. იქ სწავლობდნენ როგორც ბოროტი, ასევე კეთილი ჯადოქრებიც, ამის მაგალითია ვიქტორ კრამი, ბულგარელი ჯადოქარი, რომელიც ბუნებით კეთილი ადამიანი იყო და ბნელი ძალების გამოყენება სძულდა.

ჯადოსნური სკოლა

ჰოგვორტსი ჯადოსნური სკოლა რომელიც 1000 წლის წინ 4 ხმა აჯდოქარმა დაარსეს. ამ სკოლაში ხვდებიან როგორც ჯადოქრები ასევე მაგლები. რომლებსაც ჯადოსნობის ნიჭი აღმოაჩნდებათ ჰოგვორტსის ამჟამინდელი დირექტორია პროფესორი მაკგონაგელი. ასევე იყვნენ სევერუს სნეიპი და ალბუს დამბლდორი ორივე ვოლდემორთან ბრძოლამ შეიწირა. ახლა კი გავეცნოთ კლუბის დამააარსებლებს.

როენა რეივენქლო

როენა რეივენქლო – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მისი სახელის საპატივსაცემოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “რეივენქლო” უწოდეს. მისი სიმბოლოებია არწივი ლურჯ და ბრინჯაოსფერ ფონზე. რეივენქლო ადამიანებში აფასებდა სიბრძნეს, აზროვნებას და იუმორის გრძნობას. ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს.
როენა რეივენქლოს ჰყავდა ქალიშვილი ელენა, რომელმაც დედას დიადემა მოჰპარა, რადგან სურდა მასზე ბრძენი გამხდარიყო. როენა ამ ამბავს გულდასმით მალავდა, მაგრამ სიკვდილის წინ თავის ქალიშვილს სთხოვა მისულიყო მასთან და ამით ყველაფერს აპატიებდა, თუმცა როენა მალე გარდაიცვალა და სიკვდილის წინ შვილის ნახვას ვერ მოესწრო.


ჰელგა ჰაპლეპაფი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს ეწოდა “ჰაპლეპაფი”. ამ ჯადოქრის სიმბოლოებია მაჩვი შავ-ყვითელ ფონზე. ჰელგა ჰაპლეპაფი ხალხში აფასებდა ლოიალურობას, პატიოსნებას და შეუპოვრობას. სწორედ ამ კრიტერიუმებით ირჩევდა ის მოსწავლეებს. ჰელგა ჰაპლეპაფი შესანიშნავად ფლობდა კულინარიას. მრავალი საჭმელი, რომელიც ჰოგვორტსში დღესასწაულებზე ჩნდება, სწორედ ჰელგა ჰაპლეპაფის რეცეპტებითაა დამზადებული.

სალაზარ სლიზერინი

სალაზარ სლიზერინი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. მის საპატივსაცემოდ სლიზერინი ეწოდება ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს. სალაზარ სლიზერინის სიმბოლო გველი იყო, რადგან ეს ცნობილი ჯადოქარი პარსელი იყო და გველების ენაზე საუბარი შეეძლო. სალაზარ სლიზერინი ცნობილი იყო ლეგილემენციის კარგი ცოდნით და ჯადოქართა წმინდასისხლიანობისთვის ბრძოლით. ხალხში აფასებდა ცბიერებას და ძალაუფლებისადმი სიყვარულს. სწორედ ამ კრიტერიუმებით ირჩევდა ის მოსწავლეებს. სალაზარ სლიზერინი ფიქრობდა, რომ ჰოგვორტსში მხოლოდ წმინდასისხლიანებს უნდა ესწავლათ, რის გამოც უთანხმოება მოუვიდა გოდრიკ გრიფინდორთან, როენა რეივენქლოსთან და ჰელგა ჰაპლეპაფთან. განრისხებულმა და გულდაწყვეტილმა სლიზერინმა სკოლა დატოვა, თუმცა წასვლამდე ჰოგვორტში საიდუმლო ოთახი შექმნა, სადაც საზარელი მონსტრი, ბასილისკო დამალა. ბასილისკოს მოვალეობა მუქსისხლიანი ჯადოქრების დახოცვა იყო. ოთახის პოვნა ბევრმა ჯადოქარმა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ სლიზერინის მემკვიდრეს, გველის ენის მცოდნეს შეეძლო. საბოლოოდ ოთახი ჰარი პოტერმა იპოვა და ბასილისკო მოკლა


გოდრიკ გრიფინდორი – ცნობილი ჯადოქარი, ჰოგვორტსის ერთ-ერთი დამაარსებელი. ცხოვრობდა დაახლ. 1000 წლის წინათ. მის საპატივსაცემოდ ჰოგვორტსის ერთ-ერთ კლუბს “გრიფინდორი” ეწოდა. ასევე მის სახელს ატარებს სოფელი, სადაც ის დაიბადა. გრიფინდორის სიმბოლო იყო ოქროსფერი ლომი წითელ ფონზე. გოდრიკ გრიფინდორი ხალხში ყველაზე მეტად აფასებდა სიმამაცეს და თავდადებას. სწორედ ამ კრიტერიუმებით არჩევდა ის თავის მოსწავლეებს. ჰოგვორტსის სხვა დამაარსებლებსაც თავისი ხედვა ჰქონდათ და სტუდენტებს თავისი გემოვნების მიხედვით ირჩევდნენ. დაისვა კითხვა, თუ ვინ გაანაწილებდა სტუდენტებს გოდრიკ გრიფინდორის, სალაზარ სლიზერინის, როენა რეივენქლოს და ჰელგა ჰაპლეპაფის სიკვდილის შემდეგ. ეს პრობლემა გრიფინდორმა გადაწყვიტა. მან მოაჯადოვა თავისი ძველი ქუდი ისე, რომ ის ჰოგვორტსის დამაარსებლებივით საზღვრავდა თუ რომელ კლუბში უნდა გაემწესებინა მოსწავლე. ჰარი პოტერის მეორე წიგნში ბასილისკოსთან ბრძოლაში ჰარის სწორედ გრიფინდორის ხმალი და ძველი ქუდი გამოადგება. ის ხმალს ქუდიდან ამოიღებს, რაც დამბლდორის სიტყვით იმას ნიშნავდა, რომ ჰარი ნამდვილი გრიფინდორელი იყო.

გრიფინდორის ლექსი:
გრიფინდორის მამაცებს
პატივს ვცემთ და ვაფასებთ
მაგრამ გვარიშვილობას
ჰარიც კი ვერ ამართლებს.
რეივენქლოს ჭკვიანებს
ტვინც რაღაც უზიანებს,
მათი ფერის დროშები
რაღაც სულ არ ფრიალებს.

სლიზერინში მზაკვარი
და ბოროტი ხალხია
მათთვის ხომ მეგობრობა
შავ მიწაში მარხია..

ჰაპლეფაპში კი სითბო
და სიკეთე ტრიალებს
ჩვენი ყვითელი ფერი
მთელს ჰოგვორტსს აბრდღვიალებს

ჩვენ მზესავით ვანათებთ
ვაღიმებთ და ვანათლებთ
სიყვარულის მოფრქვევით
ყველას გულებს წაგართმევთ!

სლიზერინის ლექსი

რაც ჩვენ გენით მოგვეცა,
სხვები ვერ შეიძენენ,
ყველამ ერთად იბრძოლეთ
და იყვირეთ: სლიზერენ!!!
ჰაფლეპაფელ დებილებს,
შანსებს მივცემთ მიზერებს,
გადავუვლით, შევდგებით
და ვიყვირებთ: სლიზერენ!

რეივენქლოს შკოლნიკებს,
სულ წიგნებს რომ იწერენ,
სწავლაშიც კი ვაჯობებთ
და ვიყვირებთ: სლიზერენ!

გრიფინდორის თავხედებს,
სულ შურით რომ გვიმზერენ,
ჯოხებს გადავალეწავთ
და ვიყვირებთ: სლიზერენ!

რაც ჩვენ გენით მოგვეცა,
სხვები ვერც შეიძენენ,
ყველამ ერთად იყვირეთ:
სლი-ზე-რენ! სლი-ზე-რენ!

ჰოგვორტსის ჰიმნი

სადღაც ველური ტყის ახლოს,
ტბაში წყალია პირქვე,
ვისაც სურს მათთან ისახლოს,
ჯადოსნობაა იქვე!

ქონგურებიან შენობას
სიძველის ხიბლი ახლავს!
შეიძენთ იქ ბევრ მეგობარს,
ბევრსაც გაიგებთ ახალს!

მაშ თუ აქამდეც ვერ მიხვდით,
რომელ ადგილზე ვმღერი,
გაიგებთ, თუ ქუდს მოიხდით,
ისმინეთ მისამღერი:

მისამღერი:

რეივენქლო! გრიფინდორ!
ჰაფლეპაფ და სლიზერენ!
თვალი ავლეთ იმ მინდორს
ბალახები გვიმზერენ!
მერე ცაში ახედეთ
ვარსკვლავებს და მნათობებს!
დღეს მზეა, ხვალ იწვიმებს,
ზეგ კი იქნებ გათოვდეს!
ეს ჰოგვორტსის სკოლაა!
აქ მეგობრებს იძენენ!
რეივენქლო! გრიფინდორ!
ჰაფლეპაფ და სლიზერენ!

ჰიმნი 2

ადრე მე მუდამ შენსკენ ვილტვოდი
და მსურდა შენთვის რომ მეთქვა ოლაა
ყველას მოგველის ძველი ჰოგვორტსი
საოცრებების მოხუცი სკოლა

თუ მკლავი მოგსდევს ვაჟკაცური
და მამაცი დაგყვა სული
იცოდე გელის შენ გრიფნდორი
მუდამ გაღებულ გულით

თუ ცოდნა შენთვის არის მთავარი
და ყველაფერი გსურს შეიმეცნო
მაშინ იჩქარე შენს გზას იპოვი
მოგელის მუდამ შენ რეივენქლო

შენც სლიზერინიც გულთბილად გელის
ცოტა ხარბი და ცოტა ბოროტი
და თუ კი დაგყვა შენ შხამი გველის
მაშინ სლიზერინს მიჰყევ ბოლომდის

თუ თავს ამჩნევ რომ შენ ყველა საქმე
გამოგდის ხშირად კარგად არც ისე
გულს ნუ გაიტეხ მუდამ იცოდე
ჰაფლეპაფია რომ გელის ისევ

მის: ყოველ დილით თვალს რომ გავახელთ
მუდამ ვუმღეროთ ძველსა და მოხუცს
სამგზის ვაშა და მუდამ დიდება
საოცრებების ციხე-კოშკს ჰოგვორტსს

და გრიფინდორი თუ სლიზერინი
ჰაფლეპაფია რეივენქლო თუნდ
სადრეგრძელებლად შეავსეთ თასი
და გაუმარჯოს მაგიურ მოხუცს

ჰიმნი 3

,, ჰოგვორტს, ჰოგვორტს, ჰოგი ვორტი ჰოგვორტს,
ბებერი თუ ახალგაზრდა,
ლაჩარი თუ ქაჩალი
არაფერს გთხოვს სწავლის გარდა.
როცა შევიძენთ ცოდნას
გვექნება დიდი ძალა
ცარიელ თავში ქარი ქრის,
გვიყრია ბზე და ჩალა.
ჰოდა, გვასწავლე ახლა მთავარი,
ჩვენ გვინდა ვიყოთ ყველა მაგარი,
შენ, მიდი, სცადე, ჩვენც რამეს ვიზამთ,
ასე ოდესმე მივაღწევთ მიზანს. ,,

ჯადოქრული იუმორი

ილჩის ჩანაწერები: მთელი წლის განმავლობაშ სლიზერინის სტუდენტი ვინსენტ კრაბი პროფესორებს აჩვენებდა შუა თითს.. ჩვენების სპონსორი აღმოჩნდა დრაკო მალფოი..
დამბლდორის ფიქრები: რა საინტერესოა.. თუკი მაგლებით სავსე ბიბლიოთეკაში მთელი ხმით იბღავლებ, ყველა შემოგხედავს როგორც დამთხვეულს.. თუ იგივეს თვითმფრინავში ჩაიდენ, ყველა აგყვება ეგრევე..

მიდის ჰარი აკრძალულ ტყეში. ხედავს კენტავრი ორმოში ჩავარდნილა, ბევრი ეცადა მაგრამ ვერ ამოიყვანა.
სამაგიეროდ ორმო ამოავსო რათა სხვა კენტავრები არ ჩავარდნილიყვნენ…

ჰარი და რონი სპილოებზე ნადირობენ, ერთ ერთი სპილო მათკენ გაექანა, აძვრნენ ხეზე და სხედან,
სპილო არ მიდის, რონი:
– “იქნებ ამ ხეზე ბუდე აქვს?”
– “შენ სულ გამოშტერდი? სპილოები სოროში ცხოვრობენ…”

ჰარი მივიდა სამსახურის საძებნად:
– “რა შეგიძლიათ?”
– “შემიძლია მოვკლა ვოლდემორი”
– “კიდევ?”
– “შემიძლია არ მოვკლა ვოლდემორი”…

ჰარი წევს საავადმყოფო ფლიგელში:
– “მადამ პომფრი როგორ ვარ?”
– “არაფერია ხვალ გაგწერთ… ახლავე შევატყობინებ თქვენი კლუბის ხელმძღვანელს”
– “არა, არ ღირს მაკგონაგელის შეწუხება…”
– “როგორ თუ არ ღირს? აბა ცხედარს ვინ წაიღებს?”

მოდიან ჰარი და რონი.. გვერდზე ჩაუვლით ძაალიან ლამაზი გოგო.. რონი:
– ნახეე.. გამიღიმა..
ჰარი:
– რა გიკვირს მერე? მე მაგალითად პირველად რო დაგინახე ერთი საათი ვხარხარებდი…

– პენსი, შენთვის ვინმეს უთქვამს რომ ძალიან ლამაზი ხარ?
– არა!
– ვახ.. რა ნამუსიანია ეს ხალხი..
გრიფინდორის საძინებელი. ნევილი:
– რა უბედურებაა რეებს გვაჭმევენ.. იდეა მაქვს.. ღორი დავითრიოთ, ხორციც გვექნება, კალბასიც..
ჰარი:
– კაი რა ღორი.. სიბინძურეა..
რონი (თვალს შეავლებს ოთახში გამეფებულ არეულობას)
– არაუშავს კაცო.. მიეჩვევა..

დამბლდორის არმისს საიდუმლო შეკრება.. ახალგაზრდები ბჭობენ მაგიის სამინისტროში შეჭრასა და ფაჯის დიქტატურის დამხობის გეგმაზე.. ჰარი ცდილობს გაამახვილოს ყურადღება ოპერაციის დეტალებზე:
– ასეთი მასშტაბური მიზნებისთვის ჩვენ დაგვჭირდება ბლომად ცოცხები და ჯადოსნური ჯოხები..
საუბარში ერევა ჰერმიონა (ეტყობა რო მაგლთმცოდნეობის ექსპერტია):
– არა ჰარი, მასეთი შეიარაღება სულაც არაა საჭირო.. რევოლუციისთვის საკმარისია ვარდების ბუკეტი ან ნარინჯისფერი შარფები..

ჰარი და ჰერმიონა შედიან დაბლდორთან.
– მეგობრებო! თქვენ გევალებათ გამოიძიოთ ერთი მეტად საიდუმლოებით მოცული საქმე (სახელად “რატომ არ იბანს თავს ზოგიერთი”). მზად ხართ გააკეთოთ ეს სრულიად ჰოგვარტსის გადასარჩენად?
– მზად ვართ პროფესორო..
– მაშინ მიბრძანდით პროფესორ მაკგონაგალთან – ის გაგაცნობთ საქმის მასალებს. და რაც არ უნდა მოხდეს, გახსოვდეთ: Истина где-то там!!

ჰარი მოკალათდა ჰოგვარტს-ექპრესში. შუა გზაზე ხედავს, მატარებელი გადავიდა რელსებიდან, მივიდა ტყის პირამდე, და მობრუნდა ისევ რელსებზე.. გაოგნებული შედის მემანქანესთან:
– დედა რა იყო ეს ა?
– კაცი იდგა რელსებზე და..
– მერე უნდა მიგეჭლიტა იქვე!!
– ჰოდა ტყესთან ძლივს დავეწიე..

ანაწილების ცერემონიალი.. პატარა ტომ რიდლი დაიხურავს ქუდს. ქუდი კაი ხანს იფიქრებს და ბოლოს მორიდებით თავაზობს:
– ეეემ… აზკაბანი?!

სნეიპის და პროფ. ვექტორის საუბარი:
– პროფესორო, იცოდით, რომ ყოველ 1000 მაგზე ერთი გაგიჟებული მოდის?
– ვიცი რომელია.. დანარჩენი 999 კიდე მისი სახელობის მიწისქვეშა ორგანიზაციას ქმნიან, მსოფლიოს უდიდეს მაგად მოიხსენიებენ და მისთვის კვდებიან პანტა-პუნტით..

სევერუს სნეიპის ცხვორებისეული კრედო:

“ეგოისტი – ესაა ადამიანი, რომელსაც ჩემზე მეტდ, თავისი თავი უყვარს.”

მაგიური ცხოველების მაღაზია. დახლთან მსუქანა ჯადოქარი დგას სათვალეებში და იღიმის. შემოდის პატარა გოგონა.
– დილა მშვიდობის!
– დილა მშვიდობის, საყვარელო!
– შეიძლება კურდღელი ვიყიდო?
– ჰო-ჰო-ჰო! რა თქმა უნდა პატარა.. შენ ალბათ ყველაზე პატარა, ყველაზე ფუმფულა, ყველაზე საყვარელი და გრძელყურებიანი გინდა ხო?
– ჩემი ჰიპოგრიფისთვის სულერთია…

….და ჰედვიგმა ნაზად ჩაუნისკარტა ჰარის თვალში…

გადაძახილი ჰოგვარტსის ბიჭების “ტვალეტში” “კაბინკებს” შორის:
– ეი , უიზლი, რა ქენი ჩააბარე ბ.უ.ა.?
მარჯვენა “კაბინკა”:
– არა რა ჩავაბარე! ის ვირიშვილი სნეიპი არ მიწერს ჩათვლას.
მარცხენა “კაბინკა”:
– ჰოდა არც დაგიწერ!!!

მაგიის სამინისტროში მინისტრის არჩევნები ტარდება. სრულიად მაგიურ საზოგადოებას ორი კითხვა დაესმება:
1. თქვენი აზრით, ვინ არის საუკუეთესო კანდიდატი მინისტრის პოსტზე?
2. რატომ მაინცდამაინც ფაჯი?

დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა ბნელი ლორდი მუხლებზე დაეყენბინა ლუციუს მალფოი.. მაგრამ ნურას უკაცრავად, არ გამოუვიდა.. მაშინ ლორდამ მიაფურთხა ამ საქმეს და დატოვა მალფოი ისევ ისე იატაკზე გაშხლართული..

ორი ჯადოქარი თევზაობს ტბასთან დაინახავენ წყალქვეშა ნავს. ერთი, რომელიც მეორეზე უფროსია ეკითხება:
-წადი გაიგე აბა ვისია ეს წყალქვეშა ნავი.
უმცროსი ეუბნება:
-დუმსტრანგელების იქნება მაგათ ყავთ მარტო წყალქვეშა ნავი.
-ნუ სულელობ დუმსტრანგელებს გემი აქვთ.
-მაშინ გობლინების იქნება.
-საიდან მოიტანე?
-გაუგებარი წარწერები აქ.
-ნუ სულელობ ახლა ყველას გაუგებეარი წარწერები აქვთ. აბა მიცურდი და გაიგებ ალბათ
წავიდა ეს უმცროსი, ხუთ წუთში უკან მოვიდა და უთხრა:
-ტროლების ყოფილა.
-საიდან მიხვდი?
-დავაკაკუნე და კარი გამიღეს.

პაბი “გახვრეტილი კარდალა”:
– ეი, ტომ!! შენ დარწმუნებული ხარ რომ ეს მოხრაკული მტრედი ქორფა იყო?
– როგორ გეკადრებათ! ჩემი ხელით დავიჭირე დღეს დილით..
– აბა რატომ აქვს ამ მტრედს მარცხენა ფეხზე რგოლი, რომელზეც ამოტვიფრულია: “ძვირფასო დედა, ჰოგვორტსი ავაშენეთ. ველოდებით სტუდენტებს. გოდრიკ გრიფინდორი” ?

რა განსხვავებაა ჰარის, რონსა და დრაკოს შორის? ჰარი შევიდა ისტორიაში, რონი შეეკვეხა ისტორიაში, დრაკო კიდე გაეხვა ისტორიაში..

არტურ უიზლი შევარდა ფაჯის კაბინეტში გინების მთელი კორიანტელით, გადააღვარა თავზე მინისტრს მთელი ბალონი შეუშრობელი მელანი, აიღო ფაჯის თვითმწერი ბატის ფრთა და გააკვეხა იქვე მანტიკორას ფიტულს ერთ ადგილზე, ააყირავა მინისტრის საწერი მაგიდა და ბოლოს შეუდგა დოკუმენტების განადგურება-გათელვა.. რა თქმა უნდა ამას ყველაფერს მინისტრისადმი მიმართული უშვერი სიტყვების აკომპანიმენტის ქვეშ აკეთეებდა.. ფაჯი კიდე ისე შეშინდა რომ გაყუსული განაგრძობდა თავის სავარძელში ‘არსებობას’ და უბრალოდ თვალს ადევნებდა გაგიჟებულ არტურს. ამ დროს გაიღო კარი, შემოვიდა კინგსლი და გაოგნებულმა ხმამაღლა ჩაიჩურჩულა:
– არტურ!! რას აკეთებ?! შეწყვიტე ახლავე.. არაფერი მილიონი გალეონი არ მიგიღია მემკვიდრეობით – ეს ჩვენ გაგეხუმრეთ!

ყუპებმა უიზლიმ ერთ საღამოს ამბიჯს ლოგინში ვირთხა ჩაუგდეს. ღამით მთელი ჰოგვორტსი გამოაღვიძა სულისშემძვრელმა კივილმა და მწვანე შუქის გაელვებამ.
მეორე საღამოს ტყუპებმა ამბრიჯს ლოგინში ჩაუგდეს…. ჰარი პოტერი.

წმ. მუნგოს საავადმყოფოში ტვინის შერყევის დიაგონიზით მოათავსეს რონი და დრაკო. ორივე ცოცხიდან ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა.
– როგორ მოხვდით აქ?
რონი:
– მამაჩემა ჩემს “კომეტა”-ს მოდიფიცრების მთელი კურსი ჩაუტარა. ჰოდა მე ფრენისას ვეღარ მოვზომე სიჩქარე და ქვიდიჩის ერთ-ერთ კარს შევეჯახე..
მალფოი:
– მე ჩემთვის დავფირნავდი ჩემი ‘ნიმბუს 2001’-ით.. უცებ ვხედავ უიზლიმ ჩამიქროლა რაღაც ძველიძველი მახინდრით!! ჰოდა მეც ვიფიქრე რომ ჯერ არ ავფრენილვართქო და ცოცხიდან ჩამოსვლა გადავწყიტე..

რუდოლფუს ლესტრეინჯი ეუბნება ვოლდემორს
-ლორდ, ცოლი უნდა მოვიყვანო
-მოიყვანე.
-მაგრამ ჩემი საცოლე საშინლად გამოიყურება
-არ მოიყვანო
-თუმცა მზითევში 200 ათას გალეონს ატანენ
-მოიყვანე
-არადა კოჭლია
-არ მოიყვანო
-ისე მამამისი დამპირდა რომ მაგიის მინისტრის მოადგილედ დამნიშნავს
-მოიყვანე
-იცით იმ გოგოს რა საშინელი ხასიათი აქვს?
-არ მოიყვანო
-ლორდ თქვენთან რჩევის საკითხავად მოვედი თქვენ კიდევ ერთის რჩევა არ შეგიძლიათ!
-შემიძლია
-აბა?
-შენ ფენიქსის ორდენში უნდა გადახვიდე
-კი მაგრამ რატომ?
-იმიტომ რომ მე კი არა დამბლდორს წაუღო ტვინი!!!!!

ნოტი, ეივერი და მაკნერი სხედან ჰოგსმიდში და ბლატაობენ, ვინ უფრო კარგად კლავს ხალხს. ბოლოს გადაწყვეტენ ერთმანეთს შეეჯიბრონ. პირველი ნოტი წავიდა. ათ წუთში უკან ბრუნდება, მუხლამდე სისხლშია დასვრილი
-ხედავთ იმ მთას? იმის უკან ერთი სახლი დგას და ვინც შიგნით იყო ყველა დავხოცე.
შემდეგი ეივერი გაფრინდა. ნახევარ საათში წელამდე სისხლში მოვიდა
-აი გაიხედეთ იმ მდინარის იქით პატარა სოფელია, ყველა ამოვხოცე ვინც იყო..
გაფრინდა მაკნერი. გავიდა ნახევარი საათი, ერთი, ორი.
ბოლოს მოფრინავს სულ დასისხლიანებული და ამბობს
-აი ხედავთ იმ ხეს? მე ვერ დავინახე..

~~~~~~~~
ჰოგსმიდში. სილამაზის სალონი “ლორდი ვოლდემორი”. აბრაზე წარწერაა:
სალონი “ლორდი ვოლდემორი”, მობრძანდით და თქვენგან რაღაც დაუვიწყარს შევქმნით!

~~~~~~~
ვოლდემორი მიათრევს ტყეში პოტერს. პოტერი ყვირის ხელიდან უსხლტება და ეუბნება რომ ეშინია
-ხოო პოტერ მესმის შენი, მაგრამ ეს რა არის აი მე რომ უკან მარტო უნდა დავბრუნდე მერე რა ვქნა..

~~~~~~~
პროფესორი სნეიპის ცხოვრებაში ერთადერთი ქალი არსებობდა, რომლის სურვილსაც ის ემორჩილებოდა, რომელსაც უარს ვერ ეუბნებოდა და ყველაფერს უსრულებდა, საკმარისი იყო მას მოენდომებინა. ამ ქალს ჯოან როულინგი ერქვა.

~~~~~~
გახარებული ეივერი ვოლდემორთან შერბის
-ლორდ, დამბლდორი მოკვდა!!
ვოლდემორი დაეჭვებით:
-ნეტავ ეს რაღაში დასჭირდა?

~~~~~~
-ლუციუს ჰოგვორტსიდან წერილი გამოგვიგზავნეს და გვატყობინებენ რომ დრაკო სულ ერთ გოგოს გრეინჯერს დასდევს კუდში..
-მერე რა სისი მის ასაკში ყველა ბიჭი დასდევს გოგოს
-კი მაგრამ “ავადა კედავრას” ძახილით???

~~~~~~
სნეიპი პირველად ხვდება პოტერს, მანამ სანამ ის ჰოგვორტსში მოვიდოდა
-პოტერ რამდენი წლის ხარ ახლა?
-მალე თერთმეტის გავხდები
-უთეგენათალე რააა ოპტიმისტი ყოფილხარ

~~~~~~
-ჩემო სიცოცხლე, ჩემო წითურო ფისო სად ხარ?
-აქ ვარ ჰერმიონ..
-ოოო რონ მოკეტე რა დროს შენ ხარ ბოს ვეძებ!

~~~~~~
პოტერი-სნეიპს:
-პროფესორო რა მოხდება ეს რაღაც ამ ფხვნილს რომ დავუმატო?
-არაფერი პოტერ, პრინციპში არაფერიც არ იქნება.. ასე კილომეტრის რადიუსსში..

~~~~~
ჰარი ღამით ჰოგვორტსში დაბოდიალობს. უცებ ორ წითელ თვალს ხედავს
-უი ვირთხა.
-შენ თითონ ხარ ვირთხა!-გაბრაზდა ვოლდემორი

~~~~~~
იღვიძებს დილით სევერუსი სადღაც ოთახში, თავი უსკდება წყალი უნდა მოკლედ ცუდადაა. ფიქრობს:
-ალბათ გუშინ მაწამეს.. არაფერი მახსოვს. ნეტავ ვინ შემიპყრო? ახლა თუ სიკვდილის მხვრელები შემოვიდნენ მაშინ ვოლდემორი უნდა ვაქო და ვადიდო.. თუ ფენიქსის ორდენის წევრები მოვიდნენ დამბლდორი..
უცებ იღება კარი, ვიღაც ბიჭი იხედება შიგნით და ამბობს:
-უი ბატონო რიკმან გაიღვიძეთ? ჩქარა ადექით გადაღებები იწყება, მაინც რამ დაგალევინათ იმდენი გუშინ??

~~~~~~~
მეშვიდე წიგნი. პირველი თავი. ვოლდემორი მასწავლებელს კლავს
ნარცისა ლუციუსს ახედებს.
-ძვირფასო შეხედე ჩვენს შვილს რა ფერი ადევს სახეზე..
-ხო ვხედავ სისი
-ხოდა აი ზუსტად ეგეთი მწვანე ფერის კაბა მინდა..

~~~~~~
ჰარი ცოცხიდან ჩამოვარდა და უფსკრულში ჩავარდა.
-ცოცხალი ხარ?-ეძახიან მეგობრები ზევიდან
-კიი
-რამე ხო არ მოიტეხე?
-არა არაფერი
-ღრმაა მანდ?
-რავიცი ჯერ მივფრინაააააააავ

~~~~~~
პატარა ტომ რიდლი ზის ბაღში და მზესუმზირას ჭამს. უცებ ერთი დაუვარდა.. უყურა ერთი ორი წუთი და ბოლოს ეუბნება
-მოდი ჩემთან… მოდი ჩემთან!!!
კიდევ ორი წუთი ელოდება, იღებს მთელ მუჭა მზესუმზირას და ყრის:
-მომიყვანეთ!

შედის ლუციუსი საძინებელში და ხედავს ნარცისა და სევერუსი შიშვლები წვანან.
ნარცისა სევერუსს:
– ძვირფასო, დაუმტკიცე რომ ნამდვილი მამაკაცი ხარ!
– როგორ, მაგასაც???

იდის ჰარი ჰოგვორტსში და ხედავს დრაკო ვაშლის კურკებს ყიდის.
-რათ გინდა ეგ კურკები მალფოი?
-არ იცი? IQ-ს ამაღლებს თუ შეჭამ. ერთი შეკვრა ხუთი გალეონი
-კარგი მომეცი.

ჰარი ჭამს და ისევ მალფოის უბრუნდება
-კი მაგრამ ახლა ამაში ხუთი გალეონი რომ გადავიხადე ამ ფასად იმდენ ვაშლს ვიყიდდი და კურკებსაც შევჭამდი!!!
-აი ხო გითხარი IQ-ს ამაღლებს მეთქი პოტერ.
-უი მართლა.. კიდევ მომეცი აბა.

გრიფინდორული ლოგიკა, საზრიანობა და ინტელექტი!!!!!

“მომაშორე ძაღლი! უკვე ტილები ამაცოცდნენ!” – ყვირის სნეიპი
– “სირიუს, გამოეცალე სნეიპს, მას ტილები ჰყავს” – წყნარად ამბობს ჰარი
– “იცი ჰარი, მე მგონი გენიოსი ვარ!” – ამბობს რონი
– “საიდან მოიტანე?” –
– “ვიყიდე კონსტრუქტორი და ერთ თვეში ავაწყე, ყუთზე კი ეწერა “3-დან 5 წლამდეო”

ჰაგრიდი, ჰარი და რონი ნადირობენ. ჰაგრიდმა ყური დაადო მიწას და ამბობს:
– “ცოტა ხნის წინ აქ ბიზონებმა გაიარეს” –
– “საიდან მიხვდი?” – აღტაცებით კითხულობენ ჰარი და რონი.
– “ვერ ხედავთ მთელი ყური ბიზონის ნეხვში მაქვს ამოსვრილი… ჯერ კიდევ თბილია…” –

ჰერმიონა შედის ზოომაღაზიაში და გამყიდველს ღიმილით მიმართავს:
– “თაგვის ყიდვა მინდა” –
– “ნაცრისფერი, ნაღვლიანი თაგუნია გირჩევნია, თუ თეთრი, მხიარული წრუწუნა?” – ეკითხება გამყიდველი
– “ჩემი კატისათვის რა მნიშვნელობა აქვს?” – ღიმითვე კითხვაზე კითხვით პასუხობს ჰერმიონი

ჰარი ეკითხება ჰერმიონას:
– ჰერმიონა, რას ნიშნავს “ორმაგი გრძნობა”?
– მმმ.. ორმაგი გრძნობაა ჰარი, როცა ხედავ რომ აბრიჯი მოახტება შენს “ელვას” და მთელი სისწრაფით შეეჯახება მტარვალ ტირიფს…

მაკგონაგალი აცხადებს სამასწავლებლოში:
– კოლეგებო და უბრალოდ მეგობრებო!! ხვალ დიდი დღეა.. ტრანსფიგურაციის საერთაშორისო დღე.. ამასთან დაკავშირებით მაქვს რამოდენიმე თხოვნა თქვენთან.. დობი, შენ და სხვა ელფებმა მოხარშეთ საასალწლო კერძები; სევერუს, მოხარშე ცოტაოდენი ეიფორია, შენ კი ჰაგრიდ, იქნებ გადახარშო როგორმე ფაქტი რომ საერთო დარბაზში ფლობერჭიების მოშენება არ შეიძლება!!!

ზის სნეიპი კაბინეტში. ისმის კაკუნი და შემოდის მალფოი, უკან კი პოტერი მოჰყვება, ორივეს ყავის ფინჯნები უჭირავს… სნეიპი, დაღლილი ხმით: – დრაკო, რამდენჯერ გითხარი, სასიყვარულო ელექსირზე იმუნიტეტი მაქვს! პოტერ, შხამებზეც!!!
დამლდორი რეკავს აურორთა სამძებრო განყოფილებაში
– გამარჯობათ!.. იცით ჰარი პოტერი დაიკარგა…
– კარგი, კარგი.. ნუ ნერვიულობთ ბატონო.. ვიპოვით მაგ თქვენს ჰარი პოტერს!! რაიმე განმასხვავებელი ნიშნები თუ აქვს?

პროფესორ გრაბლი-დერგს (ჰაგრიდის შემცვლელი) მიჰყავს მოსწავლეები მარტორქების (ქართულად ასეა ნათარგმნი?) საჯინიბოში.
– ასე.. ახლა ბიჭები დარჩებით აქ.. გოგონებო მოდით ახლოს და ეცადეთ მოეფეროთ.. მათ ქალის ხელი ურჩევნიათ..
– დაა.. პროფესორო რითი იკვებებიან? – ისმის ბიჭების ჯგუფიდან..
– შენ რა, დაყრუვდი ტომას? გითხარი ქალის ხელი ურჩევინათთქო..

– როცა სევერუს სნეიპს 8 წელი შეუსრულდა მშობლებმა დაუჩოქეს და თხოვეს გაპარულიყო სახლიდან…

შხამ-წამლების პირველ გაკვეთილზე..
– ჩემთან არსებობს ორი პრინციპული წესი.. პირველი: მე მიყვარს სისუფთავე.. ყველამ გაიწმინდეთ ფეხი შემოსასვლელში დაგებულ ნოხზე? – კითხულობს მრისხანე ხმით სნეიპი.
– დიახ, სერ! – პასუხობს კლასი ერთხმად..
– მეორე: მე კიდევ უფრო მიყვარს სიმართლე.. შემოსასვლელში არავითარი ნოხი არაააა!!!!!

ჰარი მიდის საბუეში და იძახის:
– ჰედვიგ! ბუკლია! იადვიგა!!!
მოდის მალფოი და გველურად ეუბნება:
– რაო პოტერ!! ერთი ბუ ვეღარ აუდის შენს სასიყვარულო წერილებს?
– არა.. პროსტა სხვადასხვა თარგმანია რა!

შაბათი დილა. ჰარი, რონი და ჰერმიონა შეხვდებიან ერთმანეთს გრიფინდორის საერთო ოთახში. ჰარი კითხულობს:
– დღეს რა გეგმები გვაქვს? ჰაგრიდთან ხომ არ წავსულიყავით?
– მგონი აჯობებს ჰოგსმიდში წავიდეთ.. გავერთობით მაინც.. – ამბობს რონი..
– თქვენ ხომ არ გადაირიეთ?! სნეიპის დავალებას ვინ დაწერს? – აღფოთდება ჰერმი..
– მოდი ასე მოვიქცეთ.. მე გალეონს ავაგდებ, მამალი ამოვა – მივდივართ ჰაგრიდთან, დედალი – ჰოგსმიდში.. ხოლო თუ მონეტა ჰაერში გაჩერდება ვაკეთებთ სნეიპის დავალებას.. – ამბობს ჰარი.
ააგდებს მონეტას და გალეონი გამოეკიდება ჰაერში.. გამწარებული რონი უყვირის პირველკურსელებს:
– აე ლაწირაკებო!! რამდენჯერ გითხარით აქ ნუ მეცადინეობთ ლევიტაციაშითქო!!!!

ხონის კლინიკა.. ექიმი ესაუბრება პაციენტს.
– ავთანდილ ბესარიონოვიჩ… ემმმ.. ჰარი, რატომ ფიქრობთ რომ ჯადოქარი ხართ?
– ჰაგრიდმა მითხრა და….
– არაფერი მე არ მითქვამს მაგისთვის.. – ისმის მეზობელი პალატიდან..

ჰარი აკრძალული ტყიდან ბრუნდება და რონს ეუბნება:
– პროფესორ სნეიპისთვის სოკო დავკრიფე.
– ვაითუ შხამიანია?
– რას ნიშნავს “ვაითუ”?

სევ ხონის ფსიქიატრიული კლინიკა. ექიმი ეკითხება პაციენტს.
– ე.ი. თქვენ გინდათ თქვათ რომ ჰარი პოტერი ბრძანდებით, ბიჭი რომელიც გადარჩა, და ცხოვრობთ დიდ ბრიტანეთში.. მაშ როგორ ახსნით იმას რომ ახლა საქართველოში ხართ?
– რა ახსნა უნდა.. ჩავალ ლონდონში და გავხეთქავ ტყუპებს ცემაში… ამოვიდა ყელში მათი სივრცითი პრიკოლები!!!

სნეიპი მიწისქვეშეთშია და რეცხავს კოლბებს და სინჯარებს. შემოდის დამბლდორი.
– სევერუს, რას აკეთებთ? დიდ დარბაზში გელოდებიან; ნევილს დაავალეთ დაამთავროს ამის რეცხვა.
– უღრმესი მადლობა, მირჩევნია საკუთარი ხელით დავამტვრიო ყველაფერი! – გამოსცრა სნეიპმა.

საქველმოქმედო საღამოზე ლუციუს მალფოიმ სასტიკი უარი განაცხადა გადაერიცხა ჰოგვორტსის ფონდისთვის ფული, მაგრამ მთელი 150 ათასი გალეონი გადასცა აზკაბანის კეთილმოსაწყობად.
– იცით, – განაცხადა მან მისანთან ინტერვიუში. – საეჭვოა ცხოვრების დარჩენილი წლები სკოლაში გავატარო…

რონი შედის ჰარისთან
– ჰარი მასესხე რა გალეონი..
– და რამდენს დამიბრუნებ?
– ორ გალეონს..
– კაი და ბედ რას დამიტოვებ?
– ჩემს ჯადოსნურ ჯოხს..
რონი მისცმეს ჰარის ჯოხს,აიღებს გალეონს და გამოდის ბედნიერი..
– მოიცა რონ! (დაეწევა ჰარი გასასვლელთან) მე ხომ ვიცი რომ შენ ორი გალეონის ერთად მოცემა გაგიჭირდება.. ჰოდა მოდი ერთი ახლავე მომე..
რონი მიცემს გალეონს და გააგრძელებს გზას.. თან ფიქრობს თავისთვის:
– ფუ რა ბედი მაქვს!! არც გალეონი დამრჩა… არც ჯოხი… პლიუს გალეონი ვალი მაქვს… და ყველაზე უარესი – ყველაფერი სამართლიანადაა!!!!

არი მიფრინავს ჰიპოგრიფით, ვოლდემორტს გაურბის რაღა თქმა უნდა. ხოდა გადააგდო სავარცხელი და ამოვიდა უკან დიდი ტყე. ჰიპოგრიფი ეუბნება ხომ არ მოგვდევსო? კიო, ჰარი ეუბნება. მაშინ გადააგდე ეგ სირიუსის ნაჩუქარი სარკეო. გადააგდო ჰარიმ და გაჩნდა ტბა. ცოტა ხანში გაიხედა ჰარიმ, და კიდევ მოგვდევსო. ხოდა ჰიპოგრიფმა: გადააგდე ეგ ნაგავი, აყროლდა აქაურობაო…

ლუციუს მალფოისთან კამერაში შედის დემენტორი:
– მეუღლე მოვიდა თქვენთან, მისტერ მალფოი!
– არა, არა… ვაპროტესტებ… სასამართლოს განაჩენში ეგ სასჯელი არ ეწერა!!

წყარო:www.azkaban.ge damexmara cota:)
ახლა კი პოსტს ამ იუმორით დავასრულებ და ერთ რაგაცას დავწერ თქვენის ნებართვით

ესეიგი ადრე დაიდო პოსტი რატომ არ უნდა ვიკითხოთ წიგნები ჰარი პოტერზე. იქ ეწერა სრულიად აბსურდული მიზეზები რამოდენიმეს დავასახელებ და განვიხილავ. ერთი მიზეზი იყო ასეთი მეგობრობა და სიყვარული მეორე პლანზეა პირველ პლანზე ჯადოქრობა არისო, სრული უაზრობა და რატომ: სიყვარულით იწყება წიგნი, იმით როგორ გადაურჩა ჰარი პოტერი მომაკვდინებელ წყევლას რისი მიზეზიც იყო დედის უსაზღვრო სიყვარული შვილის მიმართ მან თავი გაწირა ასევე მამამ. ასე ვთქვათ აქედან შეგვილია დავასკვნათ წიგნი სიყვარულზეა აგებული სიყვარული რომ არა აჰრი პოტერი ვერ გადარჩებოდა. ახლა კი ვინც არ იცით დაგაინტერესათ მკვლელმა ბავშვიც ვერ მოკლა დედის მერეო ესეიგი სიყვარულის გამო წარმოიქმნდა უძლიერესი დამცავი ჯადოსნური ფარი რის გამოც გადარჩა ბავშვი ეს იშვიათობა ნ უეხა მე ვერ ვყვები ჯობია წაიკითხოთ. ახლა მეგობრობაზე თამამათ შეგვილია ვთქვათ რომ მთელი წიგნი მეგობრობაზე არის. ამის ნათელი მაგალითი ჰარი ჰერმი რონი მათ არაერთხელ უცდიათ ერთმანეთისთვის თავის გაწირვა მათი მყარი მეგობრობა რომ არა ვინ იცის რა მოხდებოდა..

ასევე მეგობრობით მთავრდება წიგნი როცა თვით დრაკო მალფოი ჰარის დაუმეგობრდება .და მეორე მიზეზი შობა არის და ღმერთი არ არისო ეს კინოში არ არის თორე წიგნში ბევრჯერ არის ნახსენები ღმერთო ჩემო, მიშველე,გადაარჩინე და ასე. და პოსტის ავტორს თუ უნდოდა ჰარყ პოტერს ეკლესიაში ევლო და ჰოგვორტში დირექტორის სურათების მაგივრათჯადოსნური ხატები კიდებოდა და ემოძრავათ ხატებს და ერთმანეთში ევლო ეგ სხვა საქმეა.ასე ვთქვათ ესეც აბსორდულია. ყველგან ვერ მოიხსენიეფ ღმერთს. ჩემი აზრით ეს უფრო დიდი შეურაწყოფააა, რო ხოფილიყო ისინი ჯადოქრები არიან სხვა ცხოვრება აქვთ. ასევე ბევრ ფენტეზ და ფანტასტიკურ ნაწარმოებში არ არის ღმერთი ნახსენები მაგრამ მაგის გამო წიგნები არ დაუბლოკია საზოგადოებას.

და ბოლოს მაგ პოსტის ავტორს ეტყობა წიგნები წაკუთხული არ აქ ჰაერზე დაწერა და 5 წიგნის საკმაოთ ვრცელი შინაარსი მაქ ელექტრონული ქართულად თუ უნდა მივცემ და მერე ვინ იცის იქნებ დაინტერესდეს კიდეც :)

©BELLATRIX

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close