არქივი

ანდრეი რომანის ძე ჩიკატილო (მხოლოდ +16)

undefined
ბიოგრაფია
——————-
ცხოვრება 1978 წლამდე

ანდრეი ჩიკატილო ( მეტსახელები: “ცოფიანი ცხოველი”, “როსტოველი მფატრავი”, “წითელი მფატრავი”, “ტყის ზოლის მკვლელი”, “მოქალაქე X” ) დაიბადა უკრაინაში სუმის რეგიონში სოფელ იაბლოჩნოეში ღარიბ ოჯახში 1936 წელს. ყვებიან რომ როდესაც დედამისი მშობიარობდა იმ რეგიონისთვის არნახული ჭექაქუხილი იყო. 1941 წელს მამამისი საომრად წავიდა და მალე ტყვეთ ჩავარდა. საბჭოთა კავშირში ტყვეები მოღალატეებად და მშიშრებად მიიჩნეოდნენ. 

ომის შემდეგ 1946 – 1947 წლებში უკრაინაში შიმშილი იყო და ანდრეის ძალიან ეშინოდა გარეთ გასვლა. არსებობს ჭორები, რომ მას უფროსი ძმა სტეპანი ჰყავდა, რომელიც 1933 წლის შიმშილის დროს შეჭამეს. ამის დამადასტურებელი ფაქტები არ არსებობს, თუმცა როგორც ჩიკატილო ფსიქიატრს ეუბნებოდა, შიმშილის დროს ანდრეის დედა აშინებდა შეჭმით.

არსებობს ცნობები რომ ადრეი ჰიდროცეფალიით დაიბადა და 12 წლამდე ღამე შარდს ვერ იკავებდა, რის გამოც დედა მას სასტიკად სჯიდა. 1944 წელს ანდრეი სკოლაში წავიდა. მისი კლასელები და მასწავლებლები მას ახასიათებდნენ როგორც დინჯ ბავშვს. მასწავლებელს აოცებდა ანდრეის უმწეობა, მიუხედავად არც ისე ცუდი ფიზიკური აღნაგობისა, ანდრეი ვერავის ვერ უწევდა წინააღმდეგობას და ყველაფერზე ტირილს იქყებდა რის გამოც თანატოლები ხშირად დასცინოდნენ. თუმცა როგორც ამბობდნენ იგი არ იყო ცუდი მოსწავლე.

კიდევ ერთი ჭორი არის ანდრეის ბავშვობასთან დაკავშირებით. გერმანული ოკუპაციის დროს, პატარა ანდრეი უყურებდა თუ როგორ ხვრიტავდნენ გერმანელები ხალხს. ბავშვების გასაგდებად ჯარისკაცებმა მათ თავებს ზემოთ გახსნეს ცეცხლი. ყველა ბავშვი გაიქცა, ანდრეი კი წაიქცა და გონება დაკარგა. გერმანელებს იგი მკვდარი ეგონათ და დახვრეტილებთან ორმოში ჩააგდეს, სადაც მან მთელი ღამე გაატარა და თუ ეს მართალია, ამ ფაქტმა მის ფსიქიკაზე დამანგრევლად იმოქმედა.

როგორც თანასოფლელები ამბობდნენ, ანდრეის არ უყვარდა ფიზიკური შრომა, მიუხედავად უკიდურესი სიდუხჭირისა იგი მშობლებს არ ეხმარებოდა. ომის შემდეგ მამამისი ტყვეობის გამო ვერ შოულობდა კარგ სამსახურს, რის გამოც ჩიკატილოების ოჯახი ძალიან გაჭირვებული იყო.

ანდრეის ქცევაში მისი სექსუალური გადახრები უკვე 17 წლის ასაკში გამოვლინდა. მის უმცროს დასთან მოვიდა 13 წლის გოგო, როდესაც ანდრეიმ უთხრა რომ და სახლში არ არის, გოგო მაინც არ წავიდა, ანდრეიმ წააქვია იგი და ზედ დააწვა, რისგანაც ორგაზმი განიცადა. გოგო ვერაფერს ვერ მიხვდა და გაიქცა.

18 წლის ჩიკატილო გაემგზავრა მოსკოვში მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე ჩასაბარებლად, მაგრამ უნივერსიტეტში ვერ მოხვდა, ერთერთი ვერსიით მას მამამისის წარსულმა შეუშალა ხელი. 1955 წელს მან დაამთავრა ახტირკის კავშირგაბმულობის ტექნიკუმი. შემდეგ ჩააბარა მოსკოვის ელექტრომექანიკური ინსტირუტის რკინიგზის ინჟინერიის დაუსწრებელ ფაკულტეტზე.

1957-1960 წლებში ჩიკატილო შინაგან ჯარებში მსახურობდა, სადაც მისი სიტყვებით ყველანაერ დამცირებებს განიცდიდა. ზოგი ვერსიით მას როგორც პასიურ ჰომოსექსუალისტს იყენებდნენ.

არმიის შემდეგ იგი როსტოვის ოლქში გადასახლდა, სადაც სატელეფონო სადგურზე ინჟინრად დაიწყო მუშაობა.

ჩიკატილოს ადრეული ასაკიდან დაქვეითებული პოტენცია ჰქონდა, რის გამოც იგი ერიდებოდა ქალებთან ურთიერთობას. პირველად ქალთან სქესობრივი კონტაქტის დამყარების მცდელობა მას 24 წლის ასაკში ჰქონდა, რაც სრული კრახით დამთავრდა. მიუხედავად ამისა 1964 წელს მან ცოლად მოიყვანა თავისი დის მეგობარი ფედოსია ოდნაჩევა. როგორც მოგვიანებით ფედოსიამ მოყვა, ანდრეის იმპოტენცია მათი ცოლქმრობის დასაწყისშივე გამოვლინდა. სქესობრივი კონტაქტი მათ ორ-სამ თვეში ერთხელ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა ფედოსიას 3 შვილი ეყოლა. პირველი ჩვილობისას დაიღუპა. მეორე ვაჟი კი მოგვიანებით რეციდივისტი ბანდიტი გახდა.

1965 წლიდან ჩიკატილო მოეწყო რაიონის სპორტის გამგეობის თავმჯდომარეთ. 1970 წელს ჩიკატილომ დაამთავრა პედაგოგიური უნივერსიტეტის მარქსიზმ-ლენინიზმის დაუსწრებელი ფაკულტეტი და მოეწყო რუსულის მასწავლებლად სკოლა ინტერნატში. მისი მოსწავლეები ამჩნებდნენ ჩიკატილოს სექსუალურ გადახრებს და ხშირად დასცინოდნენ. ერთხელ ბიჭებმა წაასწრეს ანდრეის, როდესაც იგი ცდილობდა მძინარე ბიჭთან ორალური სექსით დაკავებას და სასტიკად გალახეს.

1978 წელს იგი ოჯახთან ერთად გადავიდა ქალაქ შახტებში სადაც ტექნიკუმში დაიწყო მუშაობა. ამავე წლის დეკემბერში მან უკვე პირველი მკვლელობა ჩაიდინა.

სერიული მკვლელობების დაწყება

1978 წლის 22 დეკემბერს მან ჩაიდინა პირველი მკვლელობა.მსხვერპლი 9 წლის ელენა ზაკოტნევა იყო.მკვლელობა მოხდა მეჟევომის ქუჩაზე ნომერ 26ში…ეს სახლი ჩიკატილომ ოჯახისგან ფარულად იყიდა..ის მას მეძავებთან შესახვერდათ იყენებდა.გოგონა მან შეიტყუა იმ დაპირებით რომ საღეჭ რეზინს მისცემდა. მას უბრალოდ თავის გართოდბა უნდოდა, მაგრამ როცა მან გახდა დაუწყო გოგონამ ყვირილი მორთო და იმის შიშით რომ არავის გაეგონა ჩიკატილო მას ზემოდან დაააწვა და მოგუდა…მსხვერპლის ტანჯვებმა იგი აღაგრძნო და ორგაზმი განაცდევინა. გოგონას გვამი და მისი სასკოლო ჩანთა ჩიკატილომ თავიდან მოიშორა.24 დეკემბერს გვამი იპოვეს და იმავე დღას დააპატიმრეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი ალექსანდრე კრავჩენკო,მართალია მას ვერ დაუმტკიცეს ზაკოტნევას მკვლელობა მაგრამ ის მოგვიანებით დაიჭირეს ქურდობისთვის,ციხეში ის მკვლელთან და ნარკომანთან ერთად ჩასვეს…მათ კრავჩენკო ცემეს და აიძულეს ზაკოტნევას მკვლელობა ეღიარებინა.

აღიარებიდან 4 წელიწადში კრავჩენკო დახვრიტეს მკვლელობისთვის რომელიც ჩიკატილომ ჩაიდინა.

პირველმა მკვლელობამ ჩიკატილო შეაშინა და მას სამი წელი არავინ მოუკლავს.თუმცა 1981 წელს მან მოკლა 17 წლის მეძავი ლარისა ტკაჩენკო…ის მან ტყეში წაიყვანა რათა სექსით დაკავებულიყო მაგრამ უშედეგოდ…ჩიკატილო ვერაფრით აღეგზნო და როცა ლარისამ დასცინა მან რამოდენიმე ჭრილობა მიაყენა დანით,პირი მიწით ამოუვსო,მოგუდა და ძუძუები მოაჭამა,გვამი მეორე დღესვე იპოვნეს. თითქმის ერთი წლის შემდეგ,1982 წლის 12 ივნისს მან 12 წლის ლუბოვ ბირიუკი მოკლა.მკვლელობების სერია დაიწყო:1982 წელს მან საერთო ჯამში 7 ბავშვი მოკლა(9 დან 16 წლამდე)…მომავალ მსხვერპლს ის ან ავტობუსის გაჩერებაზე ან ვაგზალზე ხვდებოდა და სხვადასხვა მიზეზებით უახლოვდებოდა მათ,(მოკლე გზის ჩვენება,ლეკვები,მარკები,ვიდეომაგნოტოფონები და ასე შემდეგ)მიჰყავდა ღრამდ ტყეში(ზოგჯერ ისინი რამოდენიმე კილომეტრსაც გადიოდნენ-ჩიკატილო ყოველთვის წინ მიდიოდა)და სკმარისი მანძილის გავლის შემდეგ მოულოდნელად დანით ესხმოდა თავს.დამახინჯებულ სხეულებზე 60 მდე ნაჭრილობევს პოულობდნენ,უმრავლესობას მოჭრილი ან მოჭმული ქონდათ ცხვირი,ენება,გენიტალიები,მკერდი,ამოთხრილი ქონდათ თვალები(ჩიკატილო მსხვერპლის მზერას ვერ უძლებდა)მის მსხვერპლთა შორის იყო არაერთი მაწანწალა,ალკოჰოლკი და გონებრივად ჩამორჩენილი.მსვერპლთან ის იშვიათად ამყარებდა სქესობრივ კავშირს და ორგაზმს მკვლელობის მომენტში აღწევდა როცა ის ასოთი გვამს ეხებოდა.

პირველი დაპატიმრება

1984 წელს მან 15 ადამიანი მოკლა.მსხევრპლთა საერთო რაოდენობამ 32 მიაღწია.

undefined

undefined

undefined

ამ წლის 1 აგვისტოს მან ახალი სამსახური მიიღო,მას ბევრი მოგზაურობა უწევდა და ეს მას ხელს აძლევდა. უკვე 8 აგვისტოს მან ქალი და 12 წლის გოგონა მოკლა. 1984 წლის 14 სექტემბერს იგი როსტოვის ცენტრალურ ბაზარში საეჭვო ქცევების გამო დააკავეს.ის ცდილობდა გაეცნო გოგოები.უხეშად ელაზღანდარებოდა მათ საზოგადოებრივ ტრანსპორტში და პირდაპირ ავტოვაგზალზე დაკავდა ორალური სექსით. დაკავებისას მას უპოვნეს დანა,ვაზელინის ბანკა და დახვეული თოკი.მიუხედავათ ჩატარებული ექსპერტიზისა მას ვერ დაუმტკიცეს მკვლელობები და იგი 1984 წლის 12 დეკემბერს გამოუშვეს.1985 ლის იანვარში ის ნოვოჩერსკასკში გადავიდა საცხოვრებლად,ხოლო 1990 წელს როსტოვში სადაც მან სიცოცხლის უკანასკნელი თვეები გაატარა…

პირველი დაკავების შემდეგ მან კიდევ 21 ადამიანი მოკლა.

მოგვიანებით, რუსეთში გამოცხადდა, რომ ანდრეი ჩიკატილო სიკვდილით დასაჯეს. თუმცა, ეს ფაქტი დღემდე არ არის დადასტურებული და სავსებით სავარაუდოა, რომ ის კვლავ ცოცხლების სიაში ეწეროს..
ამ პიროვნებაზე გადაღებული მხატვრული ფილმი Malcolm McDowell -ის მონაწილეობით, სახელწოდებით EVILENKO (ფილმში ამ გვარითაა გამოყვანილი).

undefined

ასევე YouTube.com -ზე არსებობს ჩიკატილოს სასამართლო პროცესის ამსახველი დოკუმენტური კადრები.

undefined

undefined

undefined

წყარო: ვიკიპედია, სხვადასხვა მცირე წყაროები.

მსგავსი ამბები

Back to top button