არქივი

სასარგებლო რჩევები (11 ნაწილი)

1b186fca6bb3
ხშირად ხართ გაციებული და გაწუხებთ ცხვირის ღრუდან გამონადენი? ან ამჟამად დგახართ ამ პრობლემის წინაშე? მაშინ ეს ინსტრუქცია განკუთვლია თქვენთვის! აღნიშნული პროცედურები სასარგებლოა უბრალო პროფილაკტიკისთვისაც.

გასეირნება სუფთა ჰაერზე.
ეს მეთოდი გამოგადგებათ თუ თქვენ გაქვთ ამისთვის საკმარი დრო და გარეთ გასვლის სურვილი :) დაგჭირდებათ 30-40 წუთი გასასეირნებლათ. არ დაგავიწყდეთ თან აიღოთ ერთჯერადი ქაღალდის ცხვირსახოცები ვიდრე ქსოვილის, რადგან ბოლო აღნიშნული არის ბაქტერიების გავრცელების გარემოცვა.
ცხვირის მასაჟი.
ეხმარება ცხვირის ღრუდან ლორწოს გამოდენაში. ეს პროცედურა ჩაიტარეთ სანამ გამოიბანთ ცხვირის ღრუს.
ცხვირის მარილიანი წყლით გამორეცხვა.
ეს მეთოდი ითველაბა ყველაზე უმთავრესად ცხვირის ღრუს გაწმენდის ყველა მეთოდებს შორის. მარილი გადასარევად წმენდს ფისტულებს ლორწოსგან. პროცედურა შეგიძლიათ ჩაიტაროთ რამდენჯერმე დღეში ორ საათიანი ინტერვალით. აღნიშნული ინსტრუქცია იხილეთ აქ.
აზიდვები.
ეს კარგი ვარჯიშია არა მარტო ორგანიზმის გაძლიერებისათვის არამედ ცხვირის “გახსნისთვისაც”. საკამრიცია გააკეთოთ 15-20 აზიდვა (ბოლომდე) რომ გაგეხსნათ ცხვირის ღრუ სუნთქვისთვის.
გაღურება.
ზემოდან დაიფარეთ რაიმე ქსოვილი და ისუნთქეთ მდუღარე ქვაბიდან გამოსული ორთქლით. ყველაზე მარტივია, მოხარშოთ კარტოფილი, არსებული წყალი გადაღვაროთ და დარჩენილ სიმხურვალეზე ისუნთქოთ. ეს პროცედურა უნდა ჩაატაროთ მინიმუმ 10 წუთი.
სითხის მიღება.
როდესაც ადამიანი ორგანიზმს შეეყრება ინფექცია, საჭიროა ძალიან ბევრი სითხე რათა ორგანიზმა დაძლიოს ეს დაავადება. ასეთ მდგომარეობაში აუცილებელია მიიღოთ მინიმუმ 3 ლიტრა სითხე, გამოხატული ნებისმიერ ფორმაში, ეს იქნება ჩვეულები წყალი თუ ჩაი, ასკილი, თუ კომპოტი.

იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე რადგან მას ფასი არ აქვს.

რა უნდა გავითვალისწინოთ დიეტის დროს?
უარი თქვით ღორის ხორციან კერძებზე და არ დაგავიწყდეთ, რომ კალორიების დიდ რაოდენობას შეიცავს. ხორცეულიდან უპირატესობა მიანიჭეთ მოხარშულ ქათმის, ინდაურის, (თეთრ ხორცს) ძროხის მჭლე ხორცს. ბარკლის ხორცი მაღალკალორიულია.

შემწვარი ხორცის მირთმევისას მას გარეთა დაბრაწული კანი შემოაცალეთ, რადგან მასშია შეწოვილი მთელი ცხიმი. ასევე მოიქეცით თევზის ჭამისას.

სალათა დაბალკალორიული მაიონეზით შეაზავეთ.

ცხელი სადილი დამატებითი ცხიმის გარეშე მოამზადეთ.

ქათამი საკუთარ ცხიმში ჩააშუშეთ, ნიგვზიან კერძებს მოერიდეთ, მაღალკალორიულია.

კერძი რაც შეიძლება ნაკლებად დაამარილეთ. ბევრი საკმაზი და მწვანილი მოაყარეთ.

საკვებს მინერალური წყალი მიაყოლეთ, რბილი წვენიც წყლით გააზავეთ.

ნამცხვრის მაგიერ ჩირი ან ხილი მიირთვით.

უმჯობესია პური გამომშრალი იყოს და ძველი.

ტკბილეულზე თუ უარს ვერ ამბობთ, ჭამეთ ბისკვიტი. კრემს მოერიდეთ, კრემიანი ნამცხვრის ნაცვლად ჯემი არ მიირთვათ.

როგორ გავარჩიოთ ორიგინალი მაჯის საათი ყალბისგან?
დღეისათვის ბევრი ადამიანი ვერ არჩევს ორიგინალ საათს ყალბისგან, ამიტომ სანამ საათის ყიდვას გადაწყვეტთ სასურველია გაითვალისწინოთ ქვემოთ მოყვანილი რჩევები.

დღესდღეობით აყალბებენ ყველაფერს, მითუმეტეს ცნობილ ბრენდებს. მაგალითისთვის შეიძლება ავიღოთ ისეთი წამყვანი ბრენდები, როგორიცაა შვეიცარიული საათები და იტალიური მექანიზმები.
შვეიცარიული საათის ყიდვისას დარწმუნდით, რომ მასზე არის წარწერა “Swiss Made” ან “Swiss Movement”. წარწერა უნდა იყოს დატანილი ასოთა შესაბამისი თანმიმდევრობით და არა სხვაგვარად.

ყალბი საათები უბრალოდ დაშტამპულია შემდეგი წარწერებით: “Made in Switzerland” ან “Made in Swiss”. აგრეთვე, თუ თქვენ აპირებთ მაჯის საათის შეძენას ოქროს დეტალებით, აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება სინჯის არსებობას. ფაბრიკა, რომელიც ასეთ საათებს უშვებს აუცილებლად მიუთითებს სინჯს, თანაც ეს უნდა იყოს 18-კარატიანი ოქრო.

იაპონური საათების ყიდვისას პლასტმასის კორპუსით, აუცილებლად გაამახვილეთ ყურადღება ფერზე და ფორმაზე. ასევე საათის ყიდვისას თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ შესაბამისი დოკუმენტი ან პასპორტი, რაც დაამტკიცებს საათის ორიგინალობას.

აგრეთვე, თუ თქვენ ყიდულობთ ხელნაკეთ შვეიცარულ საათებს, დააკვირდით, რომ მასზე დატანილი იყოს შტამპი ან ხელმოწერა, “დაბეჭდილი” საათის ავტორისგან. შვეიცარიაში არის ასეთი ტრადიცია: თუ საათები იწყობა ხელით, პროფესიონალი მესაათებისგან და საათები გამოშვებულია განსაზღვრული რაოდენობით, მაშინ მათზე აუცილებლად ისმევა გრავირებული ხელმოწერა თვით მესაათისგან.

გახსოვდეთ, რომ ორიგინალი მაჯის საათები ვერ ეღირება ძალიან იაფი მიუხედავად აქციებისა და ფასდაკლებებისა.

ქართულ ბაზარზე ყველაზე ხშირად შემოაქვთ როლექსის ფირმის გაყალბებული საათები. ამიტომ საათის შეძენამდე დააკვირდით შემდეგ მინიშნებებს, რისი შემჩნევაც ძალიან ადვილია შეუიარაღებელი თვალითაც:

1. ზომა და წონა-ორიგინალი როლექსის საათები მტკიცე და ხარისხიანია, შესაბამისად მძიმეც.
ყალბი საათები გაკეთებულია იაფი მასალებით და ამიტომ ჩანს ძალზედ მსუბუქი.
2. წამების ისრის მოძრაობა- წამების ისარი ორიგინალი როლექსის საათებში მოძრაობს რბილად მუდმივი სიჩქარით, გაყალბებულ ვარიანტებში ეს ასე არაა.
3. კორპუსის სერიული ნომერი-სერიული ნომერი შეგიძლიათ იპოვოთ კორპუსის გვერდითა ნაწილზე. ორიგინალ საათებზე ეს ნომერი ამოყვანილია სრული სიზუსტით, ხოლო ყალბ საათებზე კი ჩანს ბუნდოვნად ან გათხაპნილად.
4. თუ ამ ნიშნებთან ერთად გამყიდველი საათს 50 ლარზე ნაკლებ ფასში ყიდის და ამტკიცებს ორიგინალიაო, მაშინ შეგიძლიათ თამამად თქვათ უარი, რადგან ასეთი საათი 100%-ით ყალბია.

628ac9024a79
ყველამ არ იცის რომელ თითზე რომელი ბეჭედი უნდა გაიკეთოს. არსებობს მეცნიერება, რომელიც ამტკიცებს, რომ ამ საკითხს სერიოზულად უნდა მივუდგეთ.

ცერი დაკავშირებულია თავთან, კისერთან და ხერხემალთან, ამ თითზე გაიკეთებთ ალმასით შემკულ ვერცხლის ან თეთრი ოქროს ბეჭედს.

საჩევენებელი. მასზე უნდა გაიკეთოთ საფირონის, ოპალის (ბიოენერგეტიკოსთა აზრით, ოპალი ნათესაური კავშირების განმტკიცებას უწყობს ხელს) და აკვამარინისთვლიანი (მეზღვაურთა ქვა) ბეჭედი.

შუა თითი. მასზე უნდა გაიკეთოთ ვერცხლის ბეჭედი, რომელშიც ჩასმული იქნება იისფერი ან შავი თვალი. თუმცა მათ ტარებას მხოლოდ საქმიანი შეხვედრების დროს გირჩევთ.

არათითი. იგი დაკავშირებულია გულთან, ამიტომაც მასზე იკეთებენ საქორწინო ბეჭედს. იმისათვის რომ წარმატება და სიყვარული მოიზიდოთ, ამ თითზე წითელთვლიანი (ლალი, ძოწი, წითელი იასპი) ბეჭედი გაიკეთეთ.

ნეკი. ძველ საწავლულთა აზრით, ყველაზე პატარა თითი პასუხს აგებს მეტყველებაზე, გირჩევთ მასზე გაიკეთოთ ყვითელ (სარდიონი, ქარვა, ტოპაზი) ან მწვანეთვლიანი (ზურმუხტი, ქრიზოლითი, ქრიზოპარი) ბეჭედი.

რა არ უნდა ვუთხრათ ქალს?
არ მოატყუოთ, ჯობია გაჩუმდეთ ვიდრე მოატყუოთ. თუ ამას გააკეთებთ იცოდეთ დაკარგავთ მას.
არ უთხრათ დეტალურად ინფორმაცია თქვენს ბიზნესზე, თუ მაინც ჩაგაცივდათ ზოგადად აუხსენით.
თქვენი ოჯახური საიდუმლოება. ამაში შედის პირადი ურთიერთობები ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან, მათი საქმიანობა.
არ უთხრათ როგორი წარმოგიდგენიათ იდეალური ქალი, მას თავი იდეალური ჰგონია თქვენს თვალში, თუ მიხვდა რომ ეს ასე არ არის თამაშს დაიწყებს და თქვენ ვერ დაინახავთ მის ბუნებრიობას.
არ უთხრათ თქვენი შეცდომებისა და რომანების შესახებ.
თქვენი ახლობლების ტელეფონის ნომრები და მისამართი.
არ უთხრათ თვეში რამდენი გაქვთ შემოსავალი.
არ გაცეთ მასთან თქვენი მეგობრების საიდუმლოებები.
არ უთხრათ თქვენი გამოცდილების შესახებ ამა თუ იმ საქმეში. ეს თავად უნდა დაინახოს ან მიხვდეს. სჯობს დასკვნები თვითონ გამოიტანოს და დაინტერესდეს თქვენით.
არ მოუყვეთ თქვენი პირველი სიყვარულის შესახებ.
სჯობს ეს წესები შეასრულოთ სანამ ის თქვენი ცხოვრების თანამგზავრი არ გახდება, მაგრამ არც მერეა საჭირო დეტალურად ყველაფრის ახსნა, განსაკუთრებით კი ადრინდელი რომანების შესახებ.

საქართველოში უმეტესობა სამსახურის ძიებაშია და ყველამ კარგად იცის რა რთულია მუშაობის დაწყება. ამას ემატება ისიც, რომ თითქმის ყველა ორგანიზაცია ითხოვს მინიმუმ ერთ წლიან სამუშაო გამოცდილებას. მათ კი ვისაც არ გაუმართლა და ვერ მოხვდა ისეთ ადგილას სადაც არ ითხოვენ გამოცდილების ქონას, რჩება იმ ფაქტის წინაშე, რომ ვერც მიიღებს ამ ასე მოთხოვნად გამოცდილებას…
ჩნდება კითხვა რა ქნან იმ ახალგაზრდებმა ვისაც არ აქვს გამოცდილება ?

ასე, რომ ისღა დაგვრჩენია ჯიუტად გავაგრძელოთ ძებნა სამსახურის და არ დავნებდეთ, რამდენჯერაც გვეტყვიან უარს იმაზე მეტჯერ გავაგრძელოთ დასახული მიზნისკენ სვლა.
დავიწყოთ მოქმედება და მივყვეთ თანმიმდევრობით.

რეზიუმე

ეს არის ჩვენი სავიზიტო ბარათი, რომლითაც ყველა კარი უნდა შევაღოთ და ყველგან დავტოვოთ. იქნება ეს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვაკანსია თუ დაწესებულება. ამიტომ დავიწყოთ რეზიუმეთი და არ დაგვეზაროს, რაც შეიძლება საინტერესო იყოს ის. აღნიშნეთ თქვენი განათლება, ხაზი გაუსვით თუ სადმე გიმუშავიათ იქ მიღებულ გამოცდილებას. მოკლედ ჩათვალეთ რომ პირველი ნაბიჯი მან უნდა გადაგადგმევინოთ და არ დაიზაროთ მისი სწორად და საინტერესოდ შედგენა. ვეცადოთ იყოს ისეთი, რომ აიძულოს დამსაქმებელი დაგვიკავშირდეს. ასევე დიდი მნიშვნელობა ენიჭება სამოტივაციო წერილს. აქ კი ნათლად გამოავავლინოთ რა შეგვიძლია, რატომ გვინდა კონკრეტულ ადგილზე მუშაობა და რა მიზნები გვაქვს.
ინტერნეტში კი მრავლადაა რჩევები, როგორ უნდა შევადგინოთ რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. ამიტომ გამოვიყენოთ ყველა ინფორმაცია, რაც შეიძლება გამოგვადგეს.

გასაუბრება

ეს კი არის მეორე ნაბიჯი მას შემდეგ, რაც გადავლახავთ პირველ ეტაპს. გასაუბრებაზე კარგად მომზადებული და შეიარაღებული უნდა წარვსდგეთ, რაც მთავარია უნდა ვიყოთ თავდაჯერებული და მოტივირებული. არ არის საჭირო ტყუილის თქმა, რამაც შეიძლება ჩიხში შეგვიყვანოს. იმისთვის, რომ კარგად წარვსდგეთ, უნდა მოვიძიოთ ინფორმაცია იმ კომპანიის შესახებ სადაც მივალთ გასაუბრებაზე. გასაუბრების დროს კი ვეცადოთ შეძლებისდაგვარად წარმოვაჩინოთ ჩვენი შესაძლებლობა და მონდომება.
კიდევ ერთი მთავარი კომპონენტი, რაც არ უნდა გამოგვრეჩეს ეს არის ჩაცმულობა. გასაუბრებაზე მისვლისას აუცილებლად უნდა გამოვიყურებოდეთ სუფთად და მოწესრიგებულად. ტანსაცმელი შევარჩიოთ საქმიანი სტილის, პასტელის ფერებში. ჩვენი ვიზუალი არანაკლებ შთაბეჭდილებას ახდენს გამსაუბრებელზე.

კიდევ ერთი მეთოდი ჩვენი სამსახურის ძიებსა არის ის,რომ არ არის აუცილებელი დაველოდოთ ვაკანსიის დადებას. მივიტანოთ ყველგან ჩვენი CV სადაც ჩავთვლით საჭიროდ. ყველაფერი ცვალებადია და შეიძლება მოულოდნელად განთავისუფლებულ ვაკანსიაზე ჩვენი რაზიუმე მოხვდეთ თვალში,არც სტაჟირებები გამოვტოვოთ.

მოკლედ, როცა არ გაქვს სამუშაო და ვერც ვიპოვეთ ისევ და ისევ მივყვეთ ჯიუტ ძებნას. ვიქონიოთ თავდაჯერება, იმედი და დიდი სურვილი სამსახურის დაწყებისა. აუცილებლად გაგვიმართლებს.

 

 

 

ბედნიერება ყველას უნდა მათ შორის მეც და თქვენც. თუნდაც მხოლოდ ის ფაქტი, რომ ამ სტატიის წაკითხვას აპირებთ უკვე ბევრ რამეზე მიუთითებს. მე ყურადღებას გავამახვილებ იმ ჩვევებზე, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ უკეთ შეძლოთ საზოგადოებაში ინტეგრაცია და გახდეთ სასიამოვნო პიროვნებები. ეს ჩვევები პრაქტიკაში ძალიან ადვილი გასატარებელია, ამიტომ გირჩევთ ბოლომდე წაიკითხოთ – მათ დროის გამოცდას გაუძლეს.

შეხედე სამყაროს კითხვების თვალით

როგორ ფიქრობთ რომელ სიტყვას იყენებთ ყველაზე ხშირად? უცნაური კითხვაა არა? იქნებ ცოტა უაზროც? გაგიკვირდებათ და ეს სიტყვა არის – მე.  ამერიკაში ჩატარდა სატელეფონო კვლევა, რომლის მიზანიც იყო დაედგინა თუ რა სიტყვას იყენებენ ადამიანები ყველაზე ხშირად და სიტყვა „მე“  კვლევის უპირობო ლიდერი აღმოჩნდა. ამით იმის თქმა კი არ მინდა, რომ  მისი გამოყენება ცუდია, უბრალოდ უნდა გავითვალისწინოთ რომ ადამიანებს მოსწონთ საკუთარ თავზე ლაპარაკი, ამიტომ თუ გვინდა გავხდეთ საინტერესო მოსაუბრეები შევცვალოთ სიტყვა მე  და მის ნაცვლად გამოვიყენოთ – შენ.  ვიმედოვნებ, მიხვდით რაზეც გავაკეთე მინიშნება.

ასევე, ყველა ადამიანს სიამოვნებს, როდესაც მას რჩევას ეკითხებიან ან გამოცდილების გაზიარებას სთხოვენ.

კომპლიმენტები და შენიშვნები

 

ნუ მოგერიდებათ გაიმეტოთ ადამიანებისთვის კომპლიმენტები ან მისცეთ შენიშვნები, თუმცა ისინი არ უნდა ატარებდნენ ზედაპირულ ხასიათს, განსაკუთრებით კი შენიშვნები. სთხოვეთ მეგობრებს მოგცეთ შენიშვნები, ასეთი სახის ურთიერთობები ბევრად აახლოვებს ადამიანებს.

დააფასეთ ადამიანები

ადამიანის დაფასება ბევრნაირად შეიძლება, თუმცა მინდა კონკრეტულად ვირტუალურ ურთიერთობებს შევეხო. დღეს ჩვენ შეგვიძლია თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, მანძილის მიუხედავად, დავეხმაროთ ადამიანებს. არა აქვს მნიშვნელობა იცნობთ თუ არა მათ,  ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ჩვენ სხვა ყველაფერთან ერთად ვსწავლობთ ადამიანთა დაფასებას. ასწავლო სხვას – ეს ადამიანის ერთ-ერთი მოთხოვნილებაა, გაუზიარეთ თქვენი ცოდნა სხვებს და ამით თქვენ ნამდვილად იგრძნობთ ბედნიერებას.

ხშირად გაიღიმეთ

 

ვიცი რომ ეს  ბევრჯერ გსმენიათ, თუმცა რომ იცოდეთ ეს რამდენად მნიშვნელოვანია, ალბათ  ღიმილს არასოდეს მოიშორებდით. ყველაზე მნიშვნელოვანი ამ დროს არის ის, რომ თქვენგან მოდის დადებითი მუხტი, რომელიც ყველას გადაეცემა. წარმოიდგინეთ ტელეფონზე საუბირისას გაღიმება თქვენს მოსაუბრესაც კი  დადებით განწყობაზე აყენებს. ასე რომ გაიღიმეთ ხშირად და გააბედნიერეთ როგორც საკუთარი თავი, ისე ირგვლივ მყოფები.

შეწყვიტეთ საკუთარი თავის ძებნა

ცოტა  უცნაური მოწოდებაა, თუმცა მინდა გითხრათ რომ ადამიანთა უმეტესობა ხშირად თვითგანვითარების  არასწორ გზას მიუყვება. იკეტებიან საკუთარ თავში და ცდილობენ დამალონ საკუთარი ნაკლოვანებები ან მიდრეკილებები, ამასთან ცდილობენ დამოუკიდებლად  ჩამოიყალიბონ თავი, ისე რომ საზოგადოებამ შეაქოს. ავიწყდებათ რა რომ ადამიანს საზოგადოება და გარემო აყალიბებს. გთხოვთ წაიკითხოთ ჩემი წინა პოსტი. საკუთარი  ინტერესების აღმოსაჩენად.

საზოგადოების გავლენა ადამიანებზე

 

ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრების სწორად შერჩევა, როგორც ზემოთ აღვნიშნე გარემო ჩვენს პიროვნებებად ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს. ამიტომ, ნუ ეცდებით მეგობრების შეძენას მხოლოდ იმ მიზნით რომ უბრალოდ იმეგობრო – უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ ადამიანმა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიძლება შეცვალოს.

 

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button