გასართობისაკითხავისასარგებლო

სიცილის როგორი მანერა გაქვს?

სიცილის უამრავი მანერა არსებობს, რაც ადამიანის ხასიატზე მეტყველებს.მე რამდენიმე მათგანს შემოგტავაზებთ.იყავით გულახდილი და აღიარეთ როგორი ხასიათი გაქვთ.

1.სიცილის დროს ტუჩს ნეკა თითით ეხები?
ეს ნიშნავს რომ ყველაფერზე შენი აზრი გაქვს,რომელსაც ყოველთვის ჯიუტად იცავ.მოგწონს როდესაც შენი იმიჯით აღაფრთოვანებ გარშემომყოფებს,მაგრამ ეს ზოგჯერ გამაღიზიანებელია მათთვის.

2.სიცილისას პირზე ხელს იფარებ?
მორიდებული ხარ და საკუთარი თავის რწმენა გაკლია. ჩრდილში ყოფნას ამჯობინებ და არასდროს არ იხსნები.

3.როცა იცინი თავს უკან წევ?
ძალიან მიმდობი და გულღია ადამიანი ხარ. გაქვს ფართო ინტერესები.მოულოდნელობით ხარ სავსე.უფრო მეტად გულს უსმენ ვიდრე გონებას.

4.როდესაც იცინი ხელით სახეს ან თავს ეხები?
მეოცნებე ხარ.მეგობრები და ახლობლები მეოცნებეს გეძახიან.ეს ცუდი არ არის მაგრამ ზოგჯერ რეალობის შეგრძნება არ გაწყენდა.

5.სიცილისას ცხვირს იჭმუხნი?
გრძნობები და შეხედულებები ხშირად გეცვლება,ემოციური და პრეტანზიული ადამიანი ხარ.ფეთქებადი ხასიათი გაქვს,ამიტომ გარშემომყოფებს შენთან ურთიერთობა უჭირთ.

6.პირს აღებ და ხმამაღლა იცინი?
ტემპერამენტიანი და აქტიური ხარ.ცოტა თავშეკავებულობა არ გაწყენდა,რადგან შენი აწყვეტილი ხასიათით გარშემომყოფებს ცოტა დისკომფორტს უქმნი.კარგი მოსაუბრე ხარ და ასეთივე მსმენელი.

7.თავდახრილი ჩუმად იცინი?
კეთილი,სამართლიანი ხარ და მუდამ მზადმყოფი,დახმარების ხელი გაუწოდო ადამიანებს.ცდილობ არავის აწყენინო.

8.სიცილისას ნიკაპი ხელით გიჭირავს?
რა ასაკშიც არუნდა იყო ყოველთვის ახალგაზრდულად იქნება.ხშირად სჩადიხარ ისეტ საქციელს რომელსაც შემდეგ ნანობ,მაგრამ მაინც არაფრის გამოსწორებას არ ცდილობ.

9.როდესაც იცინი თვალებს ჭუტავ?
ეს მეტყველებს იმაზე,რომ გაწონასწორებული ადამიანი ხარ,ბოლომდე დარწმუნებული შენს გონებრივ შესაძლებლობებში.შენი მინუსი სიჯიუტეა.

10.სიცილის განსაკუთრებული მანერა არ გაქვს?
მაშინ ძალიან ინდივიდუალური ხარ.პირველ რიგში საკუთარ აზრს ენდობი.შეიძლება შენს გარშემომყოფებს ეს აღიზიანებდით.

წყარო-ჯურნალი ოსკარი..

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close