საკითხავისასარგებლოსურათები

ორთავიანი არწივი


დღეს ორთავიანი არწივის გამოსახულება ზოგიერთისთვის მხოლოდ რუსეთთან ასოცირდება,თუმცა ეს უცოდინრობის ბრალია.ამ სტატიით განვიხილავ ჰერალდიკური სიმბოლოს -“ორთავიანი არწივის” წარმოშობის და გამოყენების მოკლე ისტორია.

ორთავიანი არწივი დროშებსა და გერბებზე ბევრ სახელმწიფოს გამოუსახია.ევროპის ტერიტორიაზე ეს სიმბოლო პირველად გამოჩნდა დაახლოებით 1250 წელს საღვთო რომის იმპერიაში(962-1806 წ.წ) ფრედერიკ მეორის მმართველობის დროს.საღვთო რომის იმპერია 1806 წელს დაიშალა,თუმცა ეს სიმბოლო ისევ აგრძელებს არსებობას ავსტრიის იმპერიისა და გერმანიის სამთვაროების გერბებსა და დროშებზე.

მეცამე საუკუნის ბოლოსათვის ორთავინი არწივი გამოიყენეს ბიზანტიაში(330-1453 წ.წ.).
ბიზანტიის დროშებსა და გერბებზე გამოსახული ორთავიანი არწივი ნიშნავდა იმპერატორის ორმაგ სუვერენიტეტს(საერო და საეკლესიო) ან/და იმპერატორთა გავლენას ევროპასა და აზიაში.

ეს სიმბოლო გავრცელებული იყო ასევე აზიის ტერიტორიაზე.მეცამეტე საუკუნეში მას იყენებდნენ თურქ-სელჩუკები და ასევე ინდოეთის ტერიტორიაზე მდებარე ვიჯაიანაგარას იმპერია(1336-1646 წ.წ.).

რუსეთში ეს სიმბოლო გადმოიღეს ბიზანტიის იმპერიისგან ივან მესამეს(1440-1505 წ.წ) მეფობისას.
შემდგომ წლებში აქტიურად დაიწყეს ამ სიმბოლოს გამოყენება.აი ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა და ყოფილი იმპერიების გერბები სადაც გამოიყენებოდა/გამოიყენება ეს სიმბოლო.

ავსტრია.გერბი 1815 წლიდან

ავსტრია.გერბი 1934-1938 წლებში

ალბანეთის თანამედროვე გერბი

ბიზანტიის იმპერია.გერბი

გერმანიის კონფედერაცია.გერბი მეცხრამეტე საუკუნეში

ესპანეთის იმპერია.გერბი მეთექვსმეტე საუკუნეში

რუსეთი.გერბი 1472 წელს

1883 წელს

რუსეთის თანამედროვე გერბი

საღვთო რომის იმპერია.გერბი 1510 წელს

იუგოსლავიის სამეფოს გერბი 1918-1943 წლებში

სერბეთის თანამედროვე გერბი

ჩერნოგორიის თანამედროვე გერბი

ვიჯაიანაგარას იმპერიის გერბი მეთხუტმეტე საუკუნეში

თურქ-სელჩუკების იმპერია.გერბი მეცამეტე საუკუნეში

ორთავიანი არწივი ასევე გამოიყენება საბერძნეთისა და კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესიის გერბებზე.

საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესია

კვიპროსის მართლმადიდებლური ეკლესია

Don Mindia

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close