კულტურა

საბოლოო ინფორმაცია წინანდალში წამომსვლელებისათვის

უცნაური - წინანდალში

მოკლედ თქვენ უკვე იცით, რომ 15 მაისს ვაწყობთ ექსკურსიას წინანდალში, სალვადორ დალის გამოფენაზე. ამჯერად კი მოგაწვდით საბოლოო ინფორმაციას რა და როგორ მოხდება.  

ხუთშაბათს, ანუ ხვალ, შესაბამისად 13 მაისს საღამოს 7 საათზე ვიკრიბებით ყველანი კოლმეურნეობის მოედანის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე პარკში (იხილეთ რუკაზე). სადაც ყველამ უნდა იქონიოთ თან 20 ლარი. ამ თანხაში შევა წინანდალში მგზავრობა, სადმე, სავარაუდოდ ბუნებაში გაჩერება და ასე ვთქვათ სადილი. ამ თანხაში არ შედის დალის გამოფენაზე შესვლის საფასური, რომელიც არის 5 ლარი (თუ სტუდბილეთი გაქვთ, მაშინ 4 ლარი).

ესეიგი, გელოდებით ხვალ 7 საათზე ბაღთან და ვინც მოვა, იქვე გავაკეთებთ სიას, ავკრიბავთ ფულს და 15 მაისს 10 საათზე გავალთ იგივე პარკიდან წინანდალის მიმართულებით :)

დამატებითი ინფორმაციისათვის დარეკეთ (ზარს ნუ გამოუშვებთ :)): 855 358356

მე ვისი საკონტაქტო ნომრებიც მაქვს და ვიცი, რომ მოდიან, მათ ცალკე დავუკავშირდები, თუმცა ყველამ იცოდეთ, ვინც აპირებთ წამოსვლას, აუცილებლად უნდა მოხვიდეთ ხვალ საღამოს 7 საათზე კოლმეურნეობის მოედანზე 20 ლართან ერთად. იმისათვის, რომ მიცნოთ ვიჯდები სკამზე შადრევანთან და მეჭირება გაზეთი სიტყვა და საქმე (პაემნებზე გადაშლილი) :) პრინციპში ირი იქნება იქ და კი იცნობთ ყველანი :)

rr4pe

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button