გასართობისურათებიუცნაური

ცნობილი ადამიანების ფობიები


ყველა ადამიანს აქვს რაღაცის შიში. ცნობილი ხალხი არაფრით განსხვავდებიან ჩვენგან, საინტერესოა რისი და რატომ ეშინიათ მათ?

Scarlett Johansson -ეშინია ტარაკნების
“ბავშვობაში ჩემს მეგობარს ყავდა გიგნატური ჯიშის ტარაკნები, სახლში დიდ ქილაში ყავდა და მუდამ მაიძულებდა რომ შევხებოდი მათ. მე კიდევ ძალიან მეშინოდა და არანაირი სურვილი არ მქონდა მათი შეხების. ერთ დღეს დილით გავიღვიძე და ჩემს ფეხზე დავინახე გიგანტური ტარაკანა მას მერე ფობია მაქვს და მეშინია მათი. ”

Nicole Kidman – ეშინია პეპლების
“არ მეშინია არც გველების არც ობობების მხოლოდ პეპლების!!! ეს ყველაფერი დაიყო მაშინ, როცა ვიყავი ძალიან პატარა. სკოლიდან რომ მოვდიოდი, სახლის ღობესთან მუდამ მხვდებოდა ხოლმე უზარმაზარი პეპელა. მზად ვიყავი, ღობეზე გადავმძვრალიყავი, რომ არ შევხებოდი ამ პეპელას და მუდამ ასე შევდიოდი ხოლმე სახლში, ვძვრებოდი ღობეზე.”

Jennifer Aniston – ეშინია ფრენის
“ტორონტოდან მივფრინავდი ნიუ იორკში ფრენა ერთ საათს უნდა გაგრძელებულიყო მაგრამ გაცილებით დიდი დრო გავატარე თვითმფრინავში. მიზეზი იყო შტორმი რომელიც თავს დაატყდა ნიუ იურკს. ასეთი გამოცდილების შემდეგ თვითმფრინავის მოწყობილობა მთლიანად შევისწავლე, მაგრამ შიში მაინც მაქვს. უმეტესად მანქანით ვმოძრაობ, მაგრამ ზოგჯერ თვითმფრინავში ჯდომა და შიშის დაძლევა მაინც მიწევს ხოლმე”

Carmen Electra – ეშინია წყლის.
ჟურნალ sky-ში მან განაცხადა, რომ ეშინია წყლის, რადგანაც არ იცის ცურვა. საკმარისია მიუახლოვდეს წყალს და მაშინვე ეწყება საშინელი პანიკა.

Johnny Depp – ეშინია კლოუნების
“როცა ვიყავი პატარა მუდამ მესიზმრებოდა კლოუნი, რომელიც ბოროტი თვალებით მიყურებდა და შეშინებული ვიღვიძებდი”

David Beckham – ვერ იტანს არეულობას
“ძალიან ორგანიზებული ვარ. ყველაფერს წინასწარ ვსაზღვრავ, როცა მივდივარ დასაძინებლად ზუსტად ვიცი რა უნდა ჩავიცა მეორე დღეს. ფერების მიხედვით მაქვს კარადაში ჩემი ტანსაცმელი დაწყობილი, აუტანელი თვისებაა.”

Jennifer Love Hewitt – “არც კი ვიცი რა ქვია ამ შიშს. როცა ვიძინებ ყოველთვის მგონია რომ ჩემი საწოლის ქვეშ არის ვიღაც ურჩხული. ვიპოვე მარტივი გზა და მძინავს ისეთ ლოგინზე რომელსაც ფეხები არ აქვს, შეიზლება ითქვას იატაკზე მძინავს”

Justin Timberlake – ეშინია ობობების,გველების,ზვიგენების
“ადამიანთა უმრავლესობას ეშინია ობობების, გველების …მაგრამ მე მათ შორის განსაკუთრებულად მეშინია, არ ვიცი რამ გამოიწვია ეს შიში მაგრამ მათ დანახვაზე სრული პანიკა მეწყება”

Orlando Bloom– მარტივად და ლაკონურად, ეშინია ღორების :D

Madonna – ეშინია ჭექა-ქუხილის

Uma Thurman – დახურული სივრცის შიში აქვს
” არავის ვუსურვებ ამგვარ შიშს, ფილმებში თამაშისას მეშლება ხელი ჩემი ფობიის გამო”

და ყველაზე გამაოგნებელია :D
Pamela Anderson – ეშინია სარკეში ჩახედვის.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close