არქივი

მცირე რამ ულტრასებზე…


ალბათ ბევრ ჩვენთაგანს ფეხბურთის ყურება მოხერხებულ სავრძელში, ტელევიზორის წინ ურჩევნია,მაგრამ არსებობენ გულშემატკივრები ,რომლებიც ქომაგობის უფრო აქტიურ და ზოგჯერ აგრესიულ ფორმებსაც მიმართავენ.
ზოგისთვის ისინი უბრალო ხულიგნები არიან ,ზოგისთვის კი ნამდვილი გულშემატკივრები ,რომელთაც შეუძლიათ ტრიბუნებზე ნამდვილი საფეხბურთო ამინდი შექმნან ,შეუძლიათ გახდნენ თავისი კლუბის მე-12 მოთამაშე,სწორედ მათ ეძახიან ულტრასებს.

ულტრასები გამოირჩევიან ერთნაირი ჩაცმულობით , იდენტური შარფებით, ქუდებით და ა.შ. ულტრასებს ევალებთ , არა მარტო გულშემატკივრობა, არამედ ისინი უნდა იყვნენ ჩართული უშუალოდ თამაშში. ისინი ამას სხვადასხვაგვარდ აკეთებენ: საკუთარი გუნდის მხარდამჭერი სიმღერები, გამაყრუებელი სტვენა ,ყვირილი, პეტარდების აფეთქება და ამგვარად მოწინააღმდეგეს ყველანაირად უშლიან ხელს. სწორედ ამიტომ ჰქვიათ მათ მეთორმეტე მოთამაშე.

ასე ულტრასები შეიძლება მოკლედ დავახასითოთ .სინამდვილეში მათ უფრო დიდი მიზნები და ხშირად ძალაუფლებაც აქვთ.ზოგჯერ ისინი დაირაზმებიან იმისათვის,რომ საერთოდ ჩაშალონ მატჩი.ხშირად მათი სამიზნე ცალკეული ფეხბურთელი ხდება,ყველაზე ხშირია კი ,როცა ერთი კლუბის ულტრასები მოწინააღმდეგე კლუბის ულტრასებს ესხმიან თავს .ხშირად ასეთი რამ სისხლის ღვრით მთავრდება.ასეთი სახის დაპირისპირებები შეიძლება ,როგორც სტადიონზე ,ასევე ქუჩებში ,წინასწარ დათქმულ ადგილზე მოხდეს.
ზემოთ აღნიშნულს ულტრასები კარგი ორგანიზებით ახერხებენ. თითოეულ ულტრასთა დაჯგუფებას ჰყავს თავისი ლიდერი ,რომელიც კონტროლს უწევს ჯგუფის სხვა წევრებს,ასევე მათ აქვთ თავიანთი დაჯგუფების ემბლემა,რითიც განირჩევიან სხვა დაჯგუფებისაგან.
როგორც უკვე გითხარით, ულტრასთა ჯგუფები ზოგჯერ სრულიად უმართავები შეიძლება გახდნენ და მატჩიც კი ჩაშალონ. ამიტომაც ,ხშირად საფეხბურთო კლუბის ხელმძღვანელობა მოსალოდნელი არეულობის და სანქციების შიშით, იძულებულია გაითვალისწინოს ულტრასული ჯგუფების აზრი .ზოგჯერ ეს კლუბის სატრანსფერო პოლიტიკასაც კი ეხება. არსებობს მაგალითები, როცა ულტრასთა უშუალო ჩარევით დაატოვებინეს კლუბი ბევრ მწვრთნელს და ფეხბურთელსაც კი.

ულტრასთა ჯგუფები განსაკუთრებით ინგლისში ბობოქრობენ მათი სისხლიანი დაპირისპირებები უკვე ათეულ წლებს ითვლის.
მათგან ყველაზე გავლენიანები და მრავალრიცხოვანები არიან:

Red Army – მანჩესტერი

Service Crew – ლიდსი
Headhunters – ჩელსი
Bushwackers – მილუოლი
Gremlins – ნიუკასლი
Inter City Firm – ვესტ ჰემი
The Urchins – ლივერპული
The Muckers – ბლექპული
Yid Army – ტოტენჰემი
Zulus – ბირმინგემი
6.57 Crew – პორტსმუთი
Baby Squad – ლესტერი
Frontline – მიდლსბრო
Villa Hardcore – ასტონ ვილა
Gooners – არსენალი
Subway Army – ვულვზი
Blades Business Crew – შეფილდ.უტდ

ულტრასები ბობოქრობენ სხვა ევროპულ ქვეყნებშიც:იტალია,თურქეთი,საბერძნეთი,საფრაგეთი …
საფრანგეთში ყველაზე სასტიკებად ”პ.ს.ჟ” ფანები ითვლებიან .მათი დევიზია: ”je suis fou” რაც ფრანგულად ნიშნავს ”მე ვარ გიჟი”.
ბევრის აზრით, ინგლისელებთან ერთად ყველაზე მასობრივი და სასტიკი ულტრასული ჯგუფები პირინეის ნახევარკუნძულზე ბინადრობენ. მათგან ბუნებრივია ყველაზე დიდი მტრობა ”ბარსელონას” ( Boixos Nois) და ”რეალის” ულტრასებს შორისაა .ამ ბრძოლაში მადრიდელთა მოკავშირეები არიან ”ესპანიოლის”(Brigadas Blancoazules)ულტრასები,რომლებიც მადრიდელებს თანაქალაქური ”ბარსას” სიძულვილის გამო დაუმეგობრდნენ.

სხვა ძლიერი ესპანური ულტრასულუ დაჯგუფებები არიან:
Frente Atletico (ატლეტიკო მადრიდი)
Pena Mujika (რეალ სოსიედადი)
Indar Gorri (ოსასუნა)
Riazor Blues (დეპორტივო)
Ligallo Fondo Norte (სარაგოსა)

ცალკე სასაუბროა ”ბილბაოს ატლეტიკოს” ულტრასები (Abertzale Sur). მოგეხსენებათ ”ბილბაო” ბასკების კლუბია. ბასკები კი ესპანეთის მიმართ სეპარატისტულად განწყობილი ერია. ისინი გამოირჩევიან განსაკუთრებული ტემპერამენტით .ალბათ გსმენიათ საუბარი იმაზე,რომ ბასკები ქართველების შორეული ნათესავები და ევროპელი იბერიელები არიან .ბასკების ტემპერამენტმა ასახვა ჰპოვა დიუმას შედევრში ”სამი მუშკეტერი” .მისი მთავარი გმირი დ’ არტანიანი გასკონელი ანუ ბასკია .ამის შემდეგ, აღარ გაგიკვირდებათ,რომ ბილბაოს ”ატლეტიკის” ულტრასები ყველაზე სასტიკები არიან და მათი რისხვა ყველაზე ხშირად დედაქალაქის, მადრიდის კლუბებს ატყდება თავს .ადვილი მისახვედრია,რომ მათი უპირველესი სამიზნე მადრიდის ”რეალია”.
საუბრობენ იმაზეც,რომ ბილბაოს ულტრასებს დახმარებას უწევს ტერორისტული დაჯგუფება ETA,რომელიც ბასკების თავისუფლებისთვის იბრძვის. აღნიშნულ ტერორისტულ დაჯგუფებას უკავშირდება უამრავი სისხლიანი ტერაქტი ესპანეთში.
ალბათ ბოლოს საქართველოზეც უნდა ვთქვათ ,მიუხედავად იმისა,რომ საქართველოში საბედნიეროდ ,თუ საუბედუროდ ორგანიზებული ულტრასული ჯგუფები არ არსებობენ, სამწუხაროდ არც კანონმორჩილი ფანები კისრულობენ ქართულ სტადიონებზე მე12 მოთამაშის როლს ,თუმცა ულტრასული ინციდენტები, რაც ყველაზე საინტერესოა, მაინც ხდება. მითუმეტეს, თითქმის ცარიელ სტადიონებზე. აბა ქართველ კაცს იმისთვის, რომ მსაჯს ქვა ესროლოს დაჯგუფების შექმნა რაში სჭირდება?

მოდით დავიტოვოთ იმედი ,რომ საქართველოშიც გამოჩნდებიან მე 12 მოთამაშეები .იმედია ,ისინი მთლად ბასკ ისტორიულ ნათესავებს არ დაემსგავსებიან, თუმცა დამეთანხმებით ,რომ მცირეოდენი დაძაბულობა ტრიბუნებზე ფეხბურთს სილამაზეს მატებს და ჩვენც, ალბათ ავიტანთ ქართველ გულშემატკივართა წვრილმან ხულიგნობებს.

წყარო: ფანები.ქომ

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button