ახალი ამბებიგამოგონებასასარგებლო

Google მომავალსაც ”იწინასწარმეტყველებს”

ინტერნეტ საძიებო სისტემა Google-ის ახალი განყოფილება – Google Ventures სამომავალოდ დაგეგმილ მოვლენებს გამოაქვეყნებს….

ინიციატივაში ინვესტიცია კომპანია Recorded Future-მა ჩადო. ინფორმაციას თავად ვებ-საიტი Google Ventures აქვეყნებს, – იტყობინება LENTA.რუ

თავად Recorded Future საინფორმაციო სააგენტოებსა და ბლოგებზე გამოქვეყნებულ იმ ცნობებს აგროვებს, რომლებიც შესაძლო მოვლენებს აანონსებენ. შემდეგ ანონსები იკრიბება, ჯამდება და მუშავდება.

ახალი სერვისის მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მოსალოდნელი მოვლენების ამსახველი დიაგრამები იხილონ. ამასთან, სერვისი ხალხს მათი საქმიანობის სფეროსთვის საინტერესო ცნობებს მიაწვდის.

Recorded Future-ის მომხმარებლები ფინანსისტები, სამეცნიერო დარგების ანალიტიკოსები, ჟურნალისტები, PR ტექნოლოგიების სპეციალისტები და პოლიტიკური კამპანიის ორგანიზატორები იქნებიან.

Recorded Future-ის წარმომადგენლები ინვესტიციის ოდენობასთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებენ. თავად სერვისი ჯერ მხოლოდ სპეციალურ შეკვეთებზე მუშაობს.

წყარო: ambebi.ge

თეგები

FeL1X

me davibade Chuck Norris_is qveyanaShi

მსგავსი ამბები

Close
Close