საკითხავისასარგებლო

რა? სად ? როდის ? #2

კოლიზეუმში მაყურებელთათვის ადგილები მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მდაბიო ფენისთვის განკუთვნილ ლოჟებს „რუმა“ ეწოდებოდა, საშუალო ფენის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ადგილს — „ცივის“. იყო ცალკე ადგილი იმპერატორისა და ნობილიტეტის სხვა წევრებისთვისაც. დღეს აქ მოსახვედრად არ არის საჭირო კეთილშობილობა, არამედ სხვა, თუნდაც იმ ფიზიკური პარამეტრების ქონა, რომელთა ნამრავლიც 486 000-ია. მაშ, რა ეწოდებოდა ზემოხსენებულ ლოჟას?

ბრაუზერში ერთ-ერთი საიტის მისამართის აკრეფისას მოვხვდი სულ სხვა რუსულ საიტზე. გადავედი მის მთავარ გვერდზე და როგორც გავარკვიე ეს საიტი შეიქმნა იმისთვის, რომ მოხვდეთ სასურველ საიტებზე მათი მისამართის ხელმეორედ აკრეფის გარეშე. რომ არა ეს საიტი, რა მოქმედება უნდა ჩაატაროს მომხმარებელმა მანამდე, სანამ ხელმეორედ აკრეფს სასურველი საიტის მისამართს?

ჰავაელების ენაში სულ 6 თანხმოვანია: ხ, კ, ლ, მ, ნ, პ გარდა ამისა ინგლისური დუბლვეს ნაირი ბგერა და ხმოვნები. ევროპული სიტყვების სესხებისას მათი წარმოთქმა იცვლება. რომელი ინგლისური გავრცელებული სიტყვათშეთნხმება ჟღერს ჰავაელების ენაზე როგორც Mele kalikimaka!?

ცინცინატელი ფრედრიკ ბაური 89 წლის ასაკში გარდაიცვალა. ანდერძის თანახმად მისი ფერფლის ნაწილი ცილინდრულ კონტეინერში მოთვსებული დამახეს. ბაური Procter & Gamble-ში მუშაობდა და კვლევებითა და ხარისხის კონტროლით იყო დაკავებული. 1970 წელს მან მიიღო პატენტი მისი კომპანიის ერთ-ერთი პროდუქტის შეფუთვაზე. 80-იან წლებში იგი პენსიაზე გავიდა, ხოლო ანდერძით ამ გამოგონებაში დასაფლავება დაიბარა. რა ბრენდი იყიდება ბაურის გამოგონებაში შეფუთული?

ლენინის პირველი გამოსახულებები საბჭოთა ბანკნოტებზე 1937 წელს გამოჩნდა. მისი გვარი/ფსევდონიმი „ლენინი“ კი 1918 წელს გამოშვებულ 250 და 500 რუბლიანებზე 2 ადგილას. ერთგან „ლენინი“ ეწერა ჩარჩოში ჩასმული ტექსტის სახით, მეორეგან კი გამოყოფილი იყო მსხვილი და დიდი ასოებით უფრო ვცელ ტექსტში. დაწერეთ ეს ტექსტი სრულად.

ერთი ვერსიით, სამეფო ოჯახის პატივსაცემად, 1907 წელს შეთანხმებულთან შედარებით, იგი დაახლოებით 2 400 იარდით დააგრძელეს. ამის შემდეგ სამეფო ოჯახის წევრებს საშუალება მიეცათ უინძორის სასხლის ფანჯრებიდან ედევნებინათ მისთვის თვალი. რამდენ მეტრს შეადგენს მისი სიგრძე 1924 წლიდან?

1984 წლის 24 იანვარს, 22 წლის ბავარიელმა კლაუს ფრიდრიხმა დაამყარა მსოფლიო რეკორდი, რომლის ხანგრძლივობაც იყო 12 წუთი და 57,3 წამი, მაგრამ ხანგრძლივობა არ წარმოადგენს რეკორდს. რეკორდისთვის მზადება გრძელდებოდა 31 დღე (დღეში 10 საათი) მაგრამ არც ეს დღეების რაოდენობა წარმოადგენს რეკორდს. რეკორდი ასახულია რიცხვებში 320 236-დან 281 581. რას აკეთებდა 31 დღის განმავლობაში კლაუს ფრიდრიხი?

სუმოში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ელემენტად ითვლება ტატიაი. ამ ელემენტში გამარჯვება, დაახლოებით 80% შემთხვევებში შერკინებაში ამარჯვებინებს რიკიშის, ამიტომაც ამ ელემენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა გიოძის მხრიდან და დამნაშავეები მკაცრად, მათ შორის ფინანსურადაც ისჯებიან. შეძლებისდაგვარად ზუსტად თარგმნეთ ტატიაი.

Hotmail-ის დამაარსებელს ჯეკ სმიტს მსფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ელექტრონული ფოსტის წვდომის იდეა მოუვიდა. როდესაც საბირ ბჰატია ამგვარი სერვისის ბიზნეს-გეგმით ხელში გამოჩნდა, მან გადაარჩია სიტყვები, რომლებიც „mail-ზე“ მთავრდებოდა და არჩევანი Hotmail-ზე შეაჩერა. მიზეზი მეტად მარტივია და იგი ერთ-ერთ ენასთანაა კავშირში.დაასახელეთ ეს ენა.

კარგ რესტორნებში, როდესაც სომელიე კლიენტს ღვინოს მოართმევს, პირველ რიგში საცობს აწვდის მას. კლიენტმა საცობი უნდა კარგად დაათვალიეროს და დაყნოსოს. დაყნოსვის მიზეზი და მიზანი ასე თუ ისე გასაგებია, აი საცობის დათვალიერება კი ძველი ტრადიციაა. იგივე ინფორმაციის მისაღებად რისი დათვალიერებით შეიძლება შემოიფარგლოს დღევანდელი კლიენტი?

ერთ-ერთ საიტზე, ყველაზე უცნაურ პროფესიათა შორის მეოთხე ადგილზე გავიდა ახალი პროფესია, რომელიც ყველაზე მეტად იაპონიაშია გავრცელებული. უთანამედროვესი ტექნოლოგიების ქვეყანაში კვლავ გაიზარდა მოთხოვნა მწერლებზე. ვენდოთ იაპონიის კავშირგაბმულობის სამინისტროს სტატისტიკას და დავუშვათ, რომ ყველა იაპონელი ვისაც ამის საშუალება აქვს მხოლოდ ერთი „რაითერის“ „შედევრს“ გამოიყენებს. ამ შემთხვევაში ამ „რაითერს“ თეორიულად შეუძლია ერთ „შედევრში“ დღეში ოცმილიონიანი ჰონორარი მიიღოს, იმ შემთხვევაში, თუკი მის ერთ გამოყენებაში ერთ ცენტს აიღებს. რას ქმნიან კითხვაში მოხსენიებული მწერლები/“რაითერები“?

ფრინველი Buphagus, როგორც წესი შინაური და გარეული ცხოველების — სპილოს, კამეჩის, მარტორქას, ანტილოპის და სხვათა ზურგზე გადაადგილდება. მათ ბალანში ეს ფრინველი საკვებს — ძირითადად სისხლისმწოვ მწერებს მოიპოვებს. ამგვარი თანამშრომლობით კმაყოფილი არიან როგორც საჭმლის მომპოვებელი, ასევე მათი „ტრანსპორტი“. ეს უკანაკნელნი პარაზიტებისგან თავისუფლდებიან და კიდევ ერთ ხეირს ნახულობენ, თუმცა ნაკლებად ვთქვათ სპილო და მარტორქა და მეტად კამეჩი და ანტილოპა. მაშ კიდევ რაში ეხმარება Buphagus-ი ამ ცხოველებს? მიიღება შინაარსით ანალოგიური პასუხები.

ზაფხულში, მანჰეტენის ქუჩებში სეირნობისას აუცილებლად იგრძნობთ მაღაზიების ღია კარებიდან მომქროლავ სიგრილეს. ისინი ამგვარი ფსიქოლოგიური ზემოქმედებით კლიენტების მოზიდვას ცდილობენ. არც ისე დიდი ხნის წინ, ნიუ-იორკის მერმა მაიკლ ბლუმბერგმა გამოსცა ბრძანებულება, რომელიც ამგვარი უყაირათობის წინააღმდეგ, და ენერგომომარაგების ინტერესების დასაცავად არის მიმართული. სტატიის სათაურში, რომელშიც ეს ინფორმაცია ამოვიკითხე, აღნიშნული იყო, რომ მაიკლ ბლუმბერგმა ხელი მოაწერა ბევრად უფრო ადრე ჩამოყალიბებულ კანონს, რომლის სახელწოდებაც თქვენთვის ცნობილია. დაასახელეთ ამ კანონის სახელწოდება. არ შეცდეთ, არასწორ პასუხზე გამონაკლისები არ დაიშვება.

ადამიანთა ამ მცირერიცხოვან ჯგუფს მიეკუთვნებიან კონსტანტინე დრაგაში, იოანე დე ბრიენი, ფრანც მეორე, ჰაილე სელასიე და სხვები. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ ჯგუფში შემავალი კიდევ ერთი პიროვნება, რომელიც იტალიელმა პოეტმა, დრამატურგმა და რეჟისორმა თავისი ერთ-ერთი ნაწარმოების მთავარ გმირად აქცია.

ნიუ-იორკში იგი მდებარეობს ჰიუსტონის ქუჩის სამხრეთით, ჰონ-კონგში ჰოლივუდ როუდის სამხრეთით, ტამპაში ამგვარად სამხრეთ ჰოვარდ ავენიუს უწოდებენ, ბირმინჰემში მისი სახელწოდება სამხრეთის სახლს აღნიშნავს, პიტსბურგში პირველი მშენებლობა ამ უბანში ჯეიმს ტასტინმა დაიწყო და მისი უწინდელი რეზიდენციის მდებარეობის სახელი უწოდა. დაასახელეთ ჯეიმს ტასტინის უწინდელი რეზიდენციის მაქსიმალურად ზუსტი მდებარეობა. მხოლოდ ქალაქის სახელწოდება არ მიიღება.

804 წელს, კარლოს დიდის არმიაში მობილიზაციის შემდეგ, „ეპისკოპოსმა“ აბულ-აბასმა მონაწილეობა მიიღო დანიელებთან ომში. 810 წელს, დაახლოებით 40 წლის ასაკში იგი პნევმონიისგან გარდაიცვალა. „ეპისკოპოსი“ ჰანო 1514 წელს მოხვდა იტალიაში. თავიდან იგი ბელვედერში ცხოვრობდა. პაპის კარის ფავორიტი გახდა და ხშირად იღებდა მონაწილეობას საზეიმო სვლებში. იგი 1516 წელს, 6 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი მემორიალური ფრესკის ავტორი რაფაელი, ხოლო ეპიტაფიის ავტორი პაპი ლეო მეათე არიან. “ეპისკოპოსმა” რუბიმ სახელი გაითქვა როგორც მხატვარმა. ერთხელ შეამჩნიეს, რომ იგი მიწის იატაკზე ჯოხით ფიგურებს ხაზავდა. მას მისცეს ფუნჯი და საღებავი. მისი შემოქმედების შედეგები აბსტრაქტულ ნახატებს წააგავს. რუბი 1998 წელს, 25 წლის ასაკში, მშობიარობით გამოწვეული გართულებების გამო გარდაიცვალა. რა სიტყვითაა შეცვლილი სიტყვა „ეპისკოპოსი“ შეკითხვაში?

მოგეხსენებათ მსოფლიოში მრავალი საინტერესო ფობიაა გავრცელებული. მაგალითად: აკრიბოფობია — წაკითხულის შინაარსის ვერგაგების შიში, ზოიფობია — სიცოცხლის შიში და ა.შ. ერთ-ერთი ფობიის გამო მულტსერიალ „ფუტურამაში“ რობოტს შეეშინდა, როდესაც სარკეში რიცხვ 0101100101-ის ანარეკლი შეამჩნია. ამავე ფობიის გამო უკრაინის პარლამენტმა 2006 წელს ერთი დღით გადაწია რადას სხდომა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ჩატარდა აღნიშნული რადას სხდომა.

ებრაელებს მრავალი მესია/თუ ცრუმესია ახსოვთ: სიმონ ბარ-კოხბა, იაკობ ფრანკი, დავით რეუვენი, მენაჰემ შნეერსონი და ა.შ. მათი მესიანური მოღვაწეობა როგორც წესი მათი სიკვდილის შემდეგ მთავრდებოდა. განსხვავებულია კიდევ ერთი ებრაელი მესიის — შაბთაი ცვის — ბიოგრაფია. მის სახელს ასევე საბათეი ცევის, საბათაი ცვის სახითაც მოიხსენიებენ. ასევე იგი ცნობილია ამირას და მეხმეთ ეფენდის სახელებითაც. შაბთაი ცვი 1676 წელს გარდაიცვალა, მაგრამ მესიანური მოღვაწეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით 1666 წელს, სტამბულში ყოფნისას შეწყვიტა. რა გადაწყვეტილება მიიღო შაბთაი ცვიმ 1666 წლის 16 სექტემბერს?

რუსულ ინტერნეტ-სივრცეში მრავალი სტატია მიეძღვნა ეკონომიკურ კრიზისს, რომელმაც ალბათ ყველაზე დიდად რუსულ ბაზარზე იმოქმედა. ჩემდა გასაკვირად სხვადასხვა გამოცემებში ამ საკითხისადმი მიძღვნილი მრავალი სტატიის სათაური ან ერთნაირი იყო, ან ერთიდაიმავე სიტყვებს შეიცავდა. მაგალითისთვის განვიხილოთ ტრიბუნა.რუ-ზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი სტატია, რომლის ქვესათაურები იყო: „٭Плата за стабильность, ٭Ньюсмейкер Греф и новая реальность, ٭Конец кредитному раю? ٭Утекающие миллиарды, ٭Рынок щупает дно“. ერთი წუთის შემდეგ დაასახელეთ ამ სტატიის სათაური, რომელიც ფრანგულ ენაზე შექმნილი და რუსეთში მეტად პოპულარული სიმღერიდან ერთ-ერთ ფრაზას წარმოადგენს!

მან დაიბარა, რომ მეხიკოში, იესო ნაზარეველის ჰოსპიტალში დაესაფლავებინათ. მაგრამ თავიდან მისი ნეშტი სევილიაში, სან-ისიდოროს მონასტერში იყო დაკრძალული, შემდეგ ტესკოკოში გადაასვენეს და ქალიშვილის გვერდით დაკრძალეს, შემდგომ მეხიკოს მთავარ მოედანზე, სან-ფრანცისკოს მონასტერში ესვენა, შემდეგ სარემონტო სამუშაოების გამო მისი ნეშტი გადაასვენეს და მისი დანაბარებიც მხოლოდ 1794 წელს აღსრულდა. ინდიელთა ნაციონალისტური დაჯგუფების მუქარის შემდეგ, 1981 წელს, მისი ნეშტი კიდევ ერთხელ გადაასვენეს და პრეზიდენტის ლოპეს პორტილიოს ბრძანების საფუძველზე, მისი დაკრძალვის ადგილი დღემდე გასაიდუმლოებულია. ვისზეა საუბარი შეკითხვაში?

2008 წლის ივლისში „ამერიკული კინოს“ თაყვანისმცემლებს და უბრალო ტურისტებსაც სასიამოვნო სიურპრიზი ელით. ამავე სახელწოდების სასტუმროს საზეიმო გახსნის ცერემონია, ქალაქ ზალცბურგში, ფონ ტრაპების საკარმიდამო სახლში გაიმართება. სასტუმროს ბინადართ შესაძლებლობა ექნებათ ღამე ოჯახის წევრების საძინებლებში გაათიონ. მსურველები ფონ ტრაპების საგვარეულო სამრეკლოში ქორწინებასაც კი შესძლებენ. შენობაში არაფერი გადაკეთდება და არაფერი შეიცვლება, გარდა პირველადი მოთხოვნილების საგნებისა. დაასახელეთ ფილმის სათაური, რომლითაც შეკითხვაში შეცვლილია სიტყვები „ამერიკული კინო“.

პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი 1756 წელს ხუმრობდა, რომ “მისი პერიოდის ევროპას სამი უდიდესი მეძავი ქალი განაგებდა”.დაასახელეთ სამივეს სახელი!

პირველი იყო ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონი, მეორე — პოლინა პფაიფერი, მესამე — მარტა გელჰორნი და მეოთხე — მერი უოლში. არადა, წესით პირველი 1918 წელს უნდა გამხდარიყო აგნეს ფონ კუროვსკი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშ, რაზე თქვა უარი თავის დროზე აგნეს ფონ კუროვსკიმ?

1961 წელს ისრაელის ქ. კესარიაში, იტალიელმა არქეოლოგმა ანტონიო ფროვამ, სასახლის ნანგრევების გათხრებისას იპოვა კირქვის ნატეხი. ამ ნატეხზე ამოტვიფრული იყო სიტყვები: “იუდეის მეხუთე …….. (სიტყვა გამოტოვებულია), მხედარი პონტიუს პილატუსი”. სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა გამოტოვა, ფართოდ გამოყენებოდა საქართველოში 90–იან წლებში. იოსებ ფლავიუსმა და ტაციტუსმა კი დაუშვეს შეცდომა როდესაც მოიხსენიეს პილატე სხვა სიტყვით. იგივე შეცდომა გაიმეორა მიხეილ ბულგაკოვმაც. კითხვა: დაასახელეთ ორივე სიტყვა (ის, რომელიც ეწერა ნაპოვნ კირქვაზე და ის, რომელიც გამოიყენა ბულგაკოვმა) თუ ისინი ერთიდაიმავე ასოზე იწყება!

ერთ–ერთი ვერსიით, ლათინურიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც: „გასაღებით ჩაკეტილნი, ჩარაზულნი”. საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილ კარს მიღმა თავყრილობის ჩატარების ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის და მოთათბირეთა რაოდენობა და ასაკი მკაცრად განსაზღვრულია. ეს თავყრილობა იმართება ერთი გენიალური ხელოვანის მიერ მოხატულ მომცრო დარბაზში. თავყრილობის საბოლოო გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელის დედამიწის მილიონობით მცხოვრები. კითხვა: რომელ წელს ჩატარდა უკანასკნელი ამგვარი თავყრილობა?

ამ ნოვაციის (გამოგონების) ავტორი არის ბრიტანელი სკოლის მასწავლებელი როულენდ ჰილი. დიდ ბრიტანეთში ამ ნოვაციის პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა 1840 წლის 6 მაისს, ხოლო როულენდ ჰილს სერის წოდება მიენიჭა და ლორდთა პალატის წევრი გახდა. ამის პირველი ქართული ეგზემპლიარი დამზადდა თბილისში 1857 წელს და 6 კაპიკი ღირდა. კითხვა: რის შესახებაა საუბარი?

მოგეხსენებათ მსოფლიოში მრავალი საინტერესო ფობიაა გავრცელებული. მაგალითად: აკრიბოფობია — წაკითხულის შინაარსის ვერგაგების შიში, ზოიფობია — სიცოცხლის შიში და ა.შ. ერთ-ერთი ფობიის გამო მულტსერიალ „ფუტურამაში“ რობოტს შეეშინდა, როდესაც სარკეში რიცხვ 0101100101-ის ანარეკლი შეამჩნია. ამავე ფობიის გამო უკრაინის პარლამენტმა 2006 წელს ერთი დღით გადაწია რადას სხდომა. დაასახელეთ თვე და რიცხვი, როდესაც ჩატარდა აღნიშნული რადას სხდომა.

1859 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტში 16 ტონიანი ნივთი მიიტანეს, ლორდმა ბენჯამინ ჰოლმა შესანიშნავი სიტყვა წარმოსთქვა ამასთან დაკავშირებით. შედეგად, იუმორისტულ მოტივებზე დაყრდნობით, პარლამენტში გადაწყვიტეს, რომ ამ ლორდის მეტსახელი ზედგამოჭრილი იქნებოდა ამ 16 ტონიანი ნივთისთვის. მაშ რა საგანი, რა ნივთი მიიტანეს პარლამენტში?

მას 9-ჯერ უთხრეს „აღარასოდეს“, ბოლოს კი თვითონაც ასე ამთავრებს. უსაზღვროა კაცის ფანტაზია, მითუმეტეს თუ კოკაინის ზემოქმედებისას ეწევი შემოქმედებით საქმიანობას. თქვენი ამოცანაა მიხვდეთ თუ ვის უთხრა ათენას ბიუსტზე შემომჯდარმა შავმა არსებამ 9-ჯერ სიტყვა — „აღარასოდეს“…

კოლიზეუმში მაყურებელთათვის ადგილები მათი სოციალური მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მდაბიო ფენისთვის განკუთვნილ ლოჟებს „რუმა“ ეწოდებოდა, საშუალო ფენის მოქალაქეთათვის განკუთვნილ ადგილს — „ცივის“. იყო ცალკე ადგილი იმპერატორისა და ნობილიტეტის სხვა წევრებისთვისაც. დღეს აქ მოსახვედრად არ არის საჭირო კეთილშობილობა, არამედ სხვა, თუნდაც იმ ფიზიკური პარამეტრების ქონა, რომელთა ნამრავლიც 486 000-ია. მაშ, რა ეწოდებოდა ზემოხსენებულ ლოჟას?

:yvavili: :yvavili: ;) :thanks:

წყარო : მე და რა? სად ?? როდის ?? ოფიციალური საიტი .

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close