ჰარი პოტერის პერსონაჟები
დიდი ხანია პოსტი არ დამიდია ამ საიტზე და ეხა შემოვედი:) და ახალი დიზაინი ახალი უსერები:)) ნოსტალგია მომეძალა.
ქსენოფილიუს ლავგუდი
ქსენოფილიუს ლავგუდი (ხანდახან ქსენოს ეძახდნენ შემოკლებით) ჟურნალ ქარაგმების რედაქტორი, ლუნა ლავგუდის დედის ქმარი და ლუნას მამა. მისი ცოლი დაიღუპა როდესაც ლუნა მხოლოდ ცხრა წლის იყო. დაქვრივებულმა თავისი ერთადერთი შვილი მარტომ გაზარდა. თავისი უცნაური აზრები და შესაძლო წყაროები ამ უცნაური აზრების შესახებ თავის ქალიშვილს გაუზიარა. ქსენოფილიუსი და მისი ქალიშვილი შავი ცილინდრის მაგვარ, ჭადრაკის ეტლის ფორმის (ჰერმიონი რომ ტურას ეძახის) კოშკში, სოფელ “Ottery St. Catchpole”-ის ახლოს ცხოვრობდნენ. ისინი ალბათ უიზლების ოჯახთანაც მეგობრობდნენ. 1998 წელს ლუნა სიკვდილის მხვრელებმა გაიტაცეს. მის გადასარჩენად ქსენოფილიუსი ჰარი პოტერის სიკვდილის მხვრელებისთვის ჩაბარებას ცდილობდა, თუმცა არაფერი გაოუვიდა. ის დროებით აზკაბანის ციხეში გამოამწყვდიეს მხვრელებმა. ჯადოქრების მეორე ომის შემდეგ მან დატოვა ასკაბანი და გააგრძელა ქარაგმების რედაქტორობა. როდესაც ლუნა დაწორწინდა Rolf Scamander- ზე, ქსენოფილიუსს ეყოლა ორი შვილიშვილი Lorcan-ი და Lysander-ი.
დემენტორი
დემენტორი ერთ ერთ ყველაზე სასტიკი არსებაა.როულინგის სამყაროში.ისინი თავდაპირველათ იცავდნენ აზკაბანას ციხეს ეს ჯადოქრების ციხეა. ახლა გეტყვით რას საქმიანობდნენ ეს არსებები იქ:მათთვის არ ქონდა აზრი პატიმარი დამნაშავე იყო თუ არა.ისინი ადამიანის დადებითი ემოციებით იკვებებოდნენ დროთა განმავლობაში პატიმარი გიჟდებოდა.აბა როგორია თავი ყველაზე საცოდავი რო გგონია და პატარა კარგი მოგონება არ გაქვს.:) გადავიდეთ უშუალოთ დახასიათებაზე: ეს არსება გვამს გავს შემოსილები არიან შავი ნაჭრით არ უჩანთ სახე არც მიწაზე დადიან.ის თუ მოგიახლოვდა გარშემო ყველაფერი იყინება ბნელდება და სხეულში რაღაცნაირი გრძნობა გეუფლება აი დაახლოებით თითქოს მოითენთე..:) კიდევ მათ აქვს ერთი უნარი რასაც ჯადოქრები დემენტორის კოცნას ეძახიან. ძირითადათ ამ სიამოვნებას სასტიკი დამნაშავეები იღებენ. დემენტორი პატიმარს სულს წოვს. პატიმარი ნაწილობრივ არ კვდება. სხეული ცოცხალია მაგრამ სძინავს დაახლოებით კომაში ჩავარდნილი ადამიანი.გული ტვინი ყველაფერი უმუშავებს მაგრამ სული აღარ არის მის სხეულში. სწორეთ ეს ემუქრებოდა სირიუს ბლექს მაგრამ ვინც ამით დაისჯება ერთი უპირატესობა აქვთ ისინი ნახავენ დემენტორის სახეს. დემენტორი ინფერიუსისგან განსხვავებით დამოუკიდებელი არსება რასაც უნდა იმას გააკეთებს მათ არ ყავთ ვინმე უფროსი. ამის ნათელი მაგალითი კი ის არის რომ ბნელ ბატონს შეუერთდნენ სამწუხაროთ წელი აღარ მახსოვს.და ბოლოს მისგან თავდაცვა:უნდა წარმოთქვათ შელოცვა Expecto Patronum და იფიქროთ ყველაზე კარგი რაც გადაგხდენიათ და ბედნიერი ყოფილხართ თუ შელოცვა კარგათ გამოგივათ თქვენი ჯოხიდან პატრონუსი გამოიჭრება თქვენი მფარველი ცხოველი და განდევნის ყველა დემენტორს თუმცა ამ შელოცვის გაკეთება ბევრ ზრდასრულ ჯადოქარს უჭირს ზოგიც ვერ აკეთებს.
კრაბ უფროსი და გოილ უფროსი
გოილი – სიკვდილის მხვრელი, გრეგორი გოილის მამა. 1981 წელს, ვოლდემორის დაცემის შემდეგ მოახერხა აზკაბანში ჩამწყვდევისგან თავის არიდება. ბნელი ბატონის დაბრუნების შემდეგ ისევ მას შეუერთდა.
კრაბი-სიკვდილის მხვრელი, ვინსენტ კრაბის მამა. 1981 წელს, ვოლდემორის დაცემის შემდეგ მოახერხა აზკაბანისგან თავის არიდება. ბნელი ბატონის დაბრუნების შემდეგ ისევ სიკვდილის მხვრელი გახდა.
ინფერიუსი
ჯერ ვიტყვი რა განსხვავებაა ინფერიუსზა და ადამიანს შორის.ძალიან დიდი:) ინფერიუსი არის გაცოცხლებული გვამი რომელსაც შავი მაგიით ჩაბერეს სული და მხოლოთ თავის პატრონს ემორჩილება მას არ აქვს ფიქრის უნარი. ის თავის უფროსის სიტყვას მუდამ ასრულებს.ადამიანზე არაფერს გეტყვით:).ინფერიუს მხოლოთ ერთი რამის ეშინია ცეცხლის!სხვა არ აქვს მნიშვნელობა რას უზავ მაგ:დაჭრი.თავს მოაჭრი ტანი წამოვა ხელს მოაჭრი ცალკე წამოვა ხელი და ას შემდეგ.თუ არ დაწვი არაფერი გიშველის:).ასევე მოგეხსენებათ ინფერიუსების დიდი არმია ყავდა ბნელ ბატონს.ალბათ არც გაგიკვიდებათ მან ხომ ნახევარი ჯადოქრული სამყარო ამოწყვიტა.:) ასევე მოგეხსენებათ მისი ინფერიუსები იცავდნენ ჰოკრუქს. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ ინფერიუსები ძალიან ძლიერები და სასტიკები არიან რახან ბნელმა ბატონმა მათ ჰოკრუქსის დაცვა ანდო.და ბოლოს მათ არ აქვთ რამე განსაკუთრებული იარაღი რითიც თავს გესხმიან უბრალოთ მოდის ათეულობით ინფერიუსი და გგლეჯს.
იგორ კარკაროვი
იგორ კარკაროვი-ვოლდემორის მომხრე პირველი მაგიური ომის დროს, სიკვდილის მხვრელი. ბნელი ბატონის დაცემის შემდეგ აზკაბანში მოხვდა. ბოლოს გატყდა და ბევრი სიკვდილის მხვრელი გასცა მაგიის სამინისტროს წინაშე, სამაგიეროდ ის გაანთავისუფლეს. იგორ კარკაროვმა ჩაიბარა დურმსტრანგის სკოლის დირექტორობა. 1994-1995 ჩავიდა ჰოგვორტსში თავის მოსწავლეებთან ერთად სამი ჯადოქრის ტურნირზე დასასწრებად. როდესაც ვოლდემორი აღდგა კარკაროვი გაიქცა და მისგან დამალვა სცადა, მაგრამ ეს მხოლოდ ერთი წლით შეძლო. სიკვდილის მხვრელებმა მიაგნეს მას და მოკლეს.
ანტონი დოლოხოვი
ანტონი დოლოხოვი-ბნელი ბატონის ძველი მეგობარი 50-იანი წლებიდან. პირველი მაგიური ომის შემდეგ აზკაბანში მოხვდა, თუმცა 11 სიკვდილის მხვრელთან ერთად მოახერხა გაქცევა 1996 წლის ივნისში დოლოხოვმა მონაწილეობა მიიღო მაგიის სამინისტროს საიდუმლო განყოფილებაში მომხდარ ბრძოლაში. ებრძოდა ჰარის, ნევილს და ჰერმიონს, შემდეგ კი სირიუს ბლექს დაუპირისპირდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ის ჰერმიონ გრეინჯერის ჯადოს ქვეშ იბრძოდა ( სილენციოს ჯადო ). ფენიქსის ორდენისა და დამბლდორის მოსვლის შემდეგ რამდენიმე სიკვდილის მხვრელთან ერთად დაიჭირეს და აზკაბანში ჩაამწყვდიეს. როდესაც ვოლდემორი მაგიის სამინისტროს დაეუფლა დოლოხოვი და სხვა სიკვდილის მხვრელები განთავისუფლდნენ. 1997 წლის პირველ აგვისტოს შეეცადა შეეჩერებინა ჰარი პოტერი ტოტემ ქორთ როუდზე მდებარე კაფეში, სადაც რონი, ჰერმიონი და ჰარი ბილისა და ფლერის ქორწილიდან გაიქცნენ, რათა სიკვდილის მხვრელებს არიდებოდნენ. 1998 წლის 2 მაისს მონაწილეობა მიიღო ჰოგვორტსის ბრძოლაში. მისი ხელით დაეცა რემუს ლუპინი, შემდეგ ებრძოდა მისტერ უისლის და პერსის. დოლოხოვს ბოლო პროფესორმა ფილიუს ფლიტვიკმა მოუღო.
ფენრირი სახელის განმარტება
ჩვენ კარგად ვიცნობთ ამ სახელს ჰარი პოტერზე შექმნილი წიგნებიდან, როგორც ფერნირ გრეიბექი, მაქციათა მეთაური. ავტორს ნამდვილად ჰქონდა საფუძველი გრეიბექისთვის ფენრირი ეწოდებინა, რადგან ფერირი ვიკინგურ-გერმანულ მითოლოგიაში ეს სახელი უშველებელ მგელს ჰქვია, ლოკისა და ანგრბოდის შვილს. ვიკინგური მითოლოგიის ღმერთები ორ ნაწილად იყოფოდნენ და ერთმანეთს სასტიკად ებრძოდნენ. ერთნი იყვნენ ასები, მთავარი ღმერთის, ოდინის მოკავშირეები, მეორე ნაწილი კი მათი მოწინააღმდეგე ბოროტი ღმერთები, რომელთაგან წარმოიშვა ფენრირი. ეს უშველებელი მგელი ასებს ჰყავდათ დატყვევებული, მაგრამ იმდენად ძლიერი იყო, რომ ვერანაირი ჯაჭვით ვერ აბამდნენ. მასთან მიახლოებას და საჭმლის მიწოდებას მხოლოდ ტირი, ომის ღმერთი ბედავდა. ერთხელ ფენრირმა მას ხელი მოაჭამა, როცა ღმერთები აპირებდნენ მგელის ჯადოსნური ჯაჭვით დაბმას. რაგნაროკის დღეს, ანუ ღმერთების აღსასრულის ჟამს, ფერირი განთავისუფლდა, მოკლა ოდინი და გადაყლაპა მზე, მაგრამ მალე ის ოდინის ვაჟმა ვიდარმა გამოასალმა სიცოცხლეს.
დობი – თავისუფალი ელფი
თავისუფალ დობის ყველა ექცეოდა როგორც დამოუკიდებელ პიროვნებას.. და დავალებებზე მხოლოდ თავისი სურვილით მიდიოდა.. ჰარის და დამბლდორის დავალებებს ბევრი ვინმე ასრულებს პოტერიადაში და მაშინ ისენიც მონები ყოფილან.. დობიმ აისრულა ოცნება , თავზე ჩამოიფხატა უამრავი წინდა და რონის სვიტრში გამოწყობილი დააბიჯებდა ჰოგვარტსის სამზარეულოში.. დობი შეეწირა მეგობრების სიცოცხლეს და მისი სიკვდილი არანაკლებ გმირულია ვიდრე ბარე ორი ორდენელის.. ელფები უერთგულესი და ძალიან ემოციური ქმნილებები არიან.
დობიმ იცხოვრა თავისი და თავისუფალი ცხოვრებით და მოკვდა ასეთად.. თავად თვლიდა რომ თავისუფალი იყო და სხვებიც ექცეოდნენ როგორც მეგობარს და არა მსახურს.. დავალებას მეგობრებსაც აძლევენ და მონასაც.. მთავარია როგორ ეპყრობი ადამიანს.. დობი ჯადოქრების საზომითაც თავისუფალი იყო, ელფების კვალობაზე კი ალბათ მუჰამედი იქნებოდა, რომ არა თავად ელფების წვინში ჩაჭედებული აქსიომა “ელფი არ შეიძლება იყოს თავისუფალი”.. რონიც ამას ამტკიცებს თავიდან, თუმცა დობის შემხედვარე აზრს შეიცვლის
დობი – ზე-ელფი მან გააკეთა ის, რაც ვერ შეძლო ბევრმა ადამიანმა…
მას ჰქონდა მადლიერების შეგრძნების უნარი, მან დააფასა ჰარის მიერ სულ უბრალო კეთილი მოპყრობა, და გადაწყვიტა, თვითონაც გაეწია დახმარება საჭიროების შემთხვევაში…
მას ჰარი უყვარდა…
დობი არის მაგალითი ერთგულებისა… ეს იყო ძაღლური ერთგულება, როცა სიყვარულის გამო აკეთებ ყველაფერს და არა იმიტომ,რომ შენში მონას ღვიძავს..
დობიმ თავისი როლი შეასრულა ვოლდემორის დამარცხებაში…
დობი გამორჩეული ელფია… თავისუფალი სული და სიყვარულის ძალა რომ აქვს…
ბელატრისა ლესტრეინჯი-ზემოთ ხსენებული ელფის მკვლელი და ჩემი სახელიდან გამომდინარე მიხვებით რო მიყვარს ალბათ:))
ვოლდემორის გაუჩინარებისას ბელატრისა დაიჭირეს და აზკაბანის ციხეში ჩასვეს. 14 წლის შემდეგ, ვოლდემორის აღზევებისას ის და მისი თანამზრახველი სიკვდილის მხვრელები აზკაბანიდან გაქცევას ახერხებენ, ვოლდემორის დახმარებით. ბელატრისა ამაყობს იმით, რომ იგი ვოლდემორის მსახურია და თავს მის რჩეულად თვლის. აგრეთვე ცნობილია ის, რომ ბელატრისა დრაკო მალფოის დეიდაა, ნარცისა მალფოის და. ცხოვრობს მალფოების სახლში სადაც ვოლდემორის შტაბია განთავსებული.
ვოლდემორის დაბრუნებისას, ჰოგვორტსში ომი ატყდა სიკვდილის მხვრელებსა და სკოლის ბინადრებს შორის. ბელატრისა კლავს რონ უისლის ძმას, ფრედს. რის გამოც რონის დედა მას სასიკვდილო დუელში იწვევს, რომელსაც უგებს და ბელატრისა სახეზე მიყინული ღიმილით იღუპება.
©BELLATRIX