საკითხავისასარგებლოსურათები

ლუის ჰაინი….

ლუის ჰაინი, ფოტოგრაფი და სოციოლოგი. პატარაობისას აუტანელ პირობებში მუშაობდა ფაბრიკაში და თავის თავზე გამოსცადა ის, რასაც წლების მერე მიუძღვნა თავისი შემოქმედება. 1908 წელს კი ბავშვთა შრომის ამერიკული კომიტეტის საშტატო ფოტოგრაფი გახდა. ეს ორგანიზაცია ამერიკის ისტორიაში პირველი იყო, რომელმაც დაიწყო ბავშვთა ექსპლუატაციის წინააღმდეგ ბრძოლა. ჰაინი 10 წლის განმავლობაში მთელ ქვეყანაში მოგზაურობდა. ზოგჯერ როგორც სადაზღვევო აგენტი, ვაჭარი, საქმოსანი, ზოგჯერ როგორც მღვდელი, და მოტყუებით ახერხებდა ქარხანა- ფაბრიკებში შესვლას და იქ ბავშვთა ექსპლუატაციის დამადასტურებელი ფოტომასალის მოპოვებას. ამ ფოტოების სერიას თავად ფოტოგრაფი „დაკარგული თაობის გალერეას ეძახდა“.

წყარო მე :D

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close