საკითხავისასარგებლო

რა? სად? როდის? კითხვები და პასუხები

1700 წელს კურტილენ დე სანდრამ გამოაქვეყნა ამ ცნობილი პიროვნების “მემუარები” (ანუ ფსევდო–მემუარები). სინამდვილეში ეს პიროვნება დაიღუპა 1678 წელს, მაასტრიხტის შტურმისას. სიკვდილამდე რამდენიმე წუთით ადრე კი შეიტყო, რომ მას მარშლის წოდება მიანიჭეს. 1931 წელს საფრანგეთის ქ. ოშში ამ პიროვნების ლიტერატურულ ორეულს ძეგლი დაუდგეს. კითხვა: რა გვარი იყო ეს პიროვნება? 

დარტანიანი

კვების ამ პროდუქტს იოჰან სებასტიან ბახმა კანტატა მიუძღვნა, პეტრე ჩაიკოვსკიმ — ცეკვა, რომლის მელოდიაც ყოველი ჩვენგანისთვის ბავშვობიდან ნაცნობია. ცნობილი ანეგდოტის მიხედვით კი, ერთ სახრეთულ ქალაქში ამ პროდუქტის შადრევანმაც კი ამოხეთქა. კითხვა: დაასახელეთ სახელმწიფო, რომელიც ამ პროდუქტის ყველაზე დიდი ექსპორტიორია მსოფლიოში!

ბრაზილია (პროდუქტი — ყავა)
ბახი — “ყავის კანტატა”, ჩაიკოვსკი — “მაკნატუნა”, ყავის ცეკვა (მელოდია — ქართული იავნანა).

1865 წელს, ლონდონში გარდაიცვალა ცნობილი სამხედრო ქირურგი ჯეიმს ბერი. იგი იყო არმიის გენერალური სამედიცინო ინსპექტორი, სანიტარიისა და ჰიგიენის თავგამოდებული დამცველი და საველე ჰოსპიტლებში ჰიგიენის ნორმების ერთ-ერთი პირველი დამნერგავი. მას ჰქონდა მძიმე ხასიათის, და აქედან გამომდინარე, იყო ცნობილი დუელიანტი და ჩხუბისთავი. მისი გარდაცვალების შემდეგ ლონდონის მაღალ საზოგადოებაში გრანდიოზული სკანდალი აგორდა, თუმცა თავდაცვის სამინისტრომ მოახერხა ამ ამბის მიჩუმათება. კითხვა: რითი განსხვავდებოდა ჯეიმს ბერის თავისი სამხედრო კოლეგებისაგან?

სინამდვილეში ის ქალი იყო მარგარეთ ენნ ბალკლი
სინამდვილეში ჯეიმს ბერი იყო ქალი და ამის შესახებ მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ გახდა ცნობილი. იმ დროის ბრიტანეთში კი ქალი-ექიმი და თანაც, სამხედრო ქირურგი, გაუგონარი მოვლენა გახლდათ.

ეს შედევრი შეიქმნა ანტვერპენში მდებარე ჩამომსხმელი ქარხნის დაზგების ხმაურის ზეგავლენით. პრემიერა შედგა 1928 წლის 20 ნოემბერს, პარიზის გრანდ-ოპერაში და სოლო პარტია იცეკვა რუსმა ბალერინამ, იდა რუბინშტეინმა. თუმცა, კითხვის ავტორის აზრით, ყველაზე ორიგინალურად ეს პიესა შესრულდა 1998 წელს ღია ცის ქვეშ, ათეულობით ათასი მაყურებლის თანდასწრებით. კითხვა: რა ეწოდება ადგილს, სადაც ასე ორიგინალურად შესრულდა ეს პიესა 1998 წელს?

“სტად დე ფრანსი”, სენ–დენი
1998 წელს საფრანგეთში მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის დახურვის ცერემონიალზე შესრულდა მორის რაველის “ბოლერო” რკინის კასრებზე ჯოხების ბრახუნით.

ცნობილი ყაზახი მწერალი დუკენბაი დოსჟანოვი წერდა, რომ ეს მონღოლისთვის უპირველესი და უსაშინლესი მტერია, ეს — განსაცდელის მომასწავებელი, ღვთის სასჯელი და უბედურების დასაწყისია. კითხვა: რა ჰქონდა მხედველობაში ყაზახ მწერალს, თუკი ეს არც თქვენთვის იქნება სიკეთისა და, ამ შემთხვევაში, ქულის მომტანი. ამიტომ ერიდეთ ამას წუთის განმავლობაში!

სიჩუმე, დუმილი
მოგეხსენებათ, მონღოლები ერთობ ხმაურიანი ხალხია, ხოლო სიჩუმე განსჯის წუთის, ან მით უმეტეს პასუხის დროს გუნდს კარგს არაფერს მოუტანს

ეს ძალიან ცნობილი პერსონაჟი ზაფხულის მეორე თვის ბოლო დღეს დაიბადა. 1 წლის ასაკში მშობლები დაეღუპა და თავისი დაობლების წყალობით გახდა ყველაზე სახელგანთქმული პიროვნება მის მსგავს ადამიანებს შორის. 11 წელი რომ შეუსრულდა, მისი სახელი უკვე მილიონებისთვის გახდა ცნობილი. დაასახელეთ ამ პერსონაჟის მეორე სახელი, რომელიც მას მშობლებმა დაარქვეს!

ჯეიმსი (ჰარი ჯეიმს პოტერი).

დასრულეთ ქართული ანდაზა: „ხბო უნდა თებერვალისა, ციკან-კრავი მარტისა, თუ რომ სადმე გაიზრდება, ტახი კი…“. რომელი თვის?
იანვარისა
ანდაზა გვასწავლის, რომ ყველაფერს თავისი დრო აქვს. ღორებს კი, მოგეხსენებათ, იანვარში დაკლავენ ხოლმე.

ეს ცნობილი ფილმი 1974 წელს გადაიღო დინო რიზიმ იტალიელი მწერლის ჯოვანი არპინოს გახმაურებული რომანის მიხედვით. ამ როლისათვის ვიტორიო გასმანმა მიიღო უმაღლესი ჯილდოები იტალიასა და საფრანგეთში. ამ ფილმის რიმეიქი 1992 წელს გადაიღო მარტინ ბრესტმა, ხოლო მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა ნანატრი “ოსკარი” მიიღო, არადა “ოსკარს” მას ჯერ კიდევ 1974 წელს უწინასწარმეტყველებდნენ. კითხვა: დაასახელეთ ეს “ოსკაროსანი” მსახიობი!
ალ პაჩინო
“ნათლია, ნაწილი 2” გადაღებულია 1974 წ., სადაც ალ პაჩინომ მაიკლ კორლეონეს როლი შეასრულა. “Scent of a Woman” — 1992, “Profumo di donna” — 1974.

ციტატა რომანიდან: “მას არ შეუძლია ადამიანს ავნოს რამე, ან უმოქმედოდ იყოს, როცა ადამიანის სიცოცხლე საფრთხეშია; იგი უნდა დამორჩილდეს ადამიანის ბრძანებას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს ბრძანება ეწინააღმდეგება პირველ კანონს; მან უნდა იზრუნოს საკუთარი უშიშროებისათვის, როდესაც ეს არ ეწინააღმდეგება პირველ და მეორე კანონებს”. კითხვა: დაასახელეთ ამერიკელი მსახიობი, რომელმაც მთავარი როლი შეასრულა ამ რომანის მიხედვით გადაღებულ მხატვრულ ფილმში!

უილ სმიტი

ამ ნოვაციის (გამოგონების) ავტორი არის ბრიტანელი სკოლის მასწავლებელი როულენდ ჰილი. დიდ ბრიტანეთში ამ ნოვაციის პირველი ეგზემპლარი გამოჩნდა 1840 წლის 6 მაისს, ხოლო როულენდ ჰილს სერის წოდება მიენიჭა და ლორდთა პალატის წევრი გახდა. ამის პირველი ქართული ეგზემპლიარი დამზადდა თბილისში 1857 წელს და 6 კაპიკი ღირდა. კითხვა: რის შესახებაა საუბარი?

საფოსტო მარკა

ერთ–ერთი ვერსიით, ლათინურიდან ეს სიტყვა ითარგმნება, როგორც: „გასაღებით ჩაკეტილნი, ჩარაზულნი”. საქმე იმაშია, რომ ჩაკეტილ კარს მიღმა თავყრილობის ჩატარების ტრადიცია შუა საუკუნეებიდან მოდის და მოთათბირეთა რაოდენობა და ასაკი მკაცრად განსაზღვრულია. ეს თავყრილობა იმართება ერთი გენიალური ხელოვანის მიერ მოხატულ მომცრო დარბაზში. თავყრილობის საბოლოო გადაწყვეტილებას მოუთმენლად ელის დედამიწის მილიონობით მცხოვრები. კითხვა: რომელ წელს ჩატარდა უკანასკნელი ამგვარი თავყრილობა?
2005 წელს (კონკლავი)
რომი პაპი ბენედიქტე XVI, კრება — კონ-კლავე (под ключ);

1961 წელს ისრაელის ქ. კესარიაში, იტალიელმა არქეოლოგმა ანტონიო ფროვამ, სასახლის ნანგრევების გათხრებისას იპოვა კირქვის ნატეხი. ამ ნატეხზე ამოტვიფრული იყო სიტყვები: “იუდეის მეხუთე …….. (სიტყვა გამოტოვებულია), მხედარი პონტიუს პილატუსი”. სიტყვა, რომელიც კითხვის ავტორმა გამოტოვა, ფართოდ გამოყენებოდა საქართველოში 90–იან წლებში. იოსებ ფლავიუსმა და ტაციტუსმა კი დაუშვეს შეცდომა როდესაც მოიხსენიეს პილატე სხვა სიტყვით. იგივე შეცდომა გაიმეორა მიხეილ ბულგაკოვმაც. კითხვა: დაასახელეთ ორივე სიტყვა (ის, რომელიც ეწერა ნაპოვნ კირქვაზე და ის, რომელიც გამოიყენა ბულგაკოვმა) თუ ისინი ერთიდაიმავე ასოზე იწყება!

პროკურატორი (ბულგაკოვი) და პრეფექტი (ეწერა ტაბულაზე)
“იუდეის მეხუთე პრეფექტი, მხედარი პონტი პილატე” (ბულგაკოვი: “იუდეის მეხუთე პროკურატორი, მხედარი პონტი პილატე”).

პირველი იყო ელიზაბეტ ჰედლი რიჩარდსონი, მეორე — პოლინა პფაიფერი, მესამე — მარტა გელჰორნი და მეოთხე — მერი უოლში. არადა, წესით პირველი 1918 წელს უნდა გამხდარიყო აგნეს ფონ კუროვსკი, მაგრამ ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა. მაშ, რაზე თქვა უარი თავის დროზე აგნეს ფონ კუროვსკიმ?

ერნესტ ჰემინგუეის ცოლობაზე
პირველი ოთხი ქალი ჰემინგუეის ოფიციალური ცოლები იყვნენ, აგნეს ფონ კუროვსკიმ კი უარი უთხრა წინადადებაზე.

პრუსიის მეფე ფრიდრიხ დიდი 1756 წელს ხუმრობდა, რომ “მისი პერიოდის ევროპას სამი უდიდესი მეძავი ქალი განაგებდა”. კითხვა: დამისახელეთ სამივეს სახელი!

მარია ტერეზია (ავსტრია), მარკიზა პომპადური (საფრანგეთი) და ელიზავეტა პეტროვნა (რუსეთი)
იგი სამივეს ებრძოდა 7–წლიანი ომის დროს.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close