გართობაკულტურა

Call Of Duty 7

ff5b59878e53
სტატია თამაშის შესახებ:
კომპანია Activison – მა, ტრადიაციად ჩამოაყალიბა, რომ 2005 წლიდან მოყოლებული გამოვა თითო თამაში Call of duty – ს სერიიდან. გამონაკლისი არც 2010 წელია. მაშ ასე ბატონებო და გეიმერებო, წარმოგიდგენთ Call of Duty 7.

არადა არაფერს ვერ წარმოგიდგენთ. თამაშზე თითქმის არაფერია ცნობილი, მხოლოდ ის რომ ის შექმნის პროცესშია. ეს უკვე ოფიციალური ინფორმაციაა. Activision – მა დაიწყო ლიცენზიების ყიდვა სამოცდაათიანი წლების აფრიკულ, კუბურ, რუსულ და ვიეტნამურ მუსკიზე. შესაბამისად უნდა ვივარაუდოთ რომ მოქმედება ამ ლოკაციებში ხდება და ალბათ ცივი ომის პერიოდში. თავის ბლოგში ერთ-ერთმა ანიმატორმა აღნიშნა რომ მუშაობს მეშვიდე ნაწილის განათებაზე, მაგრამ როდესაც ჟურნალისტებმა ”დაწვეს” ეს ამბავი, მან უცებვე წაშალა ეს ინფორმაცია. თამაშს აკეთებს მეხუთე ნაწილის შემქმნელი Treyarch – ი. კომენტარი მათ მხრიდან ჯერ არ ყოფილა. მაგრამ ცნობილია მეშვიდე ნაწილის პროდიუსერი (სამწუხაროდ სახელი აღარ მახსოვს), მან ღნიშნა, რომ თამაშის დაახლოებითი რელიზი, 2010 წლის ნოემბერში შედგება. აჯობებს თუ არა Modern Warfare 2 – ს? ასეთ კითხვაზე, ასეთი პასუხი გასცა – ”No Comment”.

Infinity Ward -იდის წარმომადგენლება გამოაცხადეს:
– ჩვენ გვჯერა Treyarch-ის და დარწმუნებულები ვართ, რომ ისინი შესძლებენ Call of duty – ს სერიის გაგრძელებას და გამოუშვებენ კარგ თამაშს.
– Call of Duty Modern Warfare 3 – ის შესახებ არაფერს იტყვით?
– No Comment.

მიეჩვიენ ასეთ პასუხებს შემქმნელები, მაგრამ გეიმერებს ვერაფერს გამოაპარებ, ვერც ბაგს და ვერც ინფორმაციას. მოემზადეთ: Call of Duty: Modern Warfare 3 – შექმნის პროცესშია. როგორც MW2-მა ყველა რეკორდი მოხსნა გაყიდვების მხრივ და სრული მსოფლიოს დაპყრობა მოახდინა, Activision – მა გაცილებით ადრე დააძალა Infinity Ward – ს მუშაობა. როგორც ჩანს წლის გამომცემელი არაა კმაყოფილი ორ-სართულიანი ტორტით და ზედ მესამეს აცხობინებს წლის მზარეულს.
ამ ინფორმაციაზე Treyarchi – დან ასეთი პასუხი მოვიდა: ”No Comment 2”

კარგია როდესაც შემქმნელები ერთმანეთს ეჯიბრებიან და ჯიბრზე სულ უფრო და უფრო უკეთეს თამაშებს უშვებენ, რაც არ შეიძლება რომ არ გვიხაროდეს, რადგან სწორედ ასეთი შეჯიბრებები ბადებს ისეთ თამაშებს, როგორიცაა Modern Warfare 2…

ინფორმაცია თამაშზე:
დასახელება: Call of Duty 7
გამოსვლის თარიღი: 2010
შემქმნელი: Treyarch
გამომცემელი: Activision
პლატფორმა: PC, X-Box 360, PS3

წყარო: HeY.Ge

მსგავსი ამბები

Back to top button