გასართობიუცნაური

ყველაზე უცნაური ადამიანები

ამ პოსტში წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებსაც არ აკმაყოფილებდათ თავიანთი გარეგნობა და რაღაცა ახლის ძიებაში იყვნენ. ნახტომის შემდეგ ნახავთ თუ რა იყო ეს რაღაც “ახალი” :D

5. კაცი ლეოპარდი

შეიძლება გიჟი გეგონოთ, მაგრამ 67 წლის ტომ ლეპარდი სულაც არ ფიქრობს ასე. ის ცხოვრობს ბედნიერად ცის კუნძულზე თავისი ხელით აშენებულ სახლში. მისი სხეულის 99% მოხატულია ლეოპარდის მსგავსი “დიზაინით”. ტომი მთელ დღეებს კითხვაში ატარებს და თავი შორს უჭირავს თანამედროვე საზოგადოებისაგან.

4. ქალი ილუსტრაცია

ჯულია გნუსი დაიბადა თანდაყოლილი კანის დაავადებით სახელად “ფორფირია” რაც დროდადრო აჩენს კანზე ნაიარებებს. ჯულია ყოველ გაფუჭებულ კანის მონაკვეთს იფარავდა ტატუებით. 10 წლის შემდეგ ის გახდა მსოფლიოში ყველაზე მეტი ტატუირების პატრონი.

3. ადამიანი ხვლიკი

1972-ში დაბადეული ერიკ სპრაგუ იყო ერთ-ერთი პირველი ადამიანი ვინც ენა გაიყო 2 ნაწილად. მისი ტანის უმეტესი ნაწილი დაფარულია მწვანე ტატუირებებით, კბილები აქვს წაწვეტებული და თავშიც უამრავი სილიკონი უდევს. იდეაში ნამდვილად გავს ხვლიკს, ვერაფერს იტყვი :D

იხილეთ მისი გაყოფილი ენა და მცირე ინტერვიუ (სუსტი ნერვების მქონეებს არ ვურჩევ!)

2. იღბლიანი დაიმონდ რიჩი

ეჭვს გარეშეა, რომ ეს ტიპი არს მსოფლიოში ყველაზე ტატუირებული ადამიანი. ეს ტიტული მან წაართვა ამავე პოსტში მე-6 ადგილზე გასულ კაც ლეოპარდს (ტომ ლეპარდს) 2006 წელს. მას ტატები აქვს პრაკტიკულად სხეულის ყველა ადგილას, თვალის ქუთუთოებზე, ყურების შიგნითაც კი. მას კიდევ 1 უნიკალური ნიჭი აქვს. ის ყლაპავს ხანჯლებს :D

ესეც ინტერვიუ იღბლიან რიჩთან

1. უბრალოდ კატა

პირველი ადგილი უდავოდ ეკუთვნის 44 წლის დენის ავნერს ან უბრალოდ კატას. რაც ყველაზე მთავარია, ეს “რაღაც” არის კაცი, არადა პირველი შეხედვისას ქალი მეგონა :( მას ტანზე აქვს ყველაფერი, დაწყებული ტატუებით და პირსინგებით, დამთავრებული სილიკონებით და კუდით! ის ამბობს, რომ მას ამ დონის მისაღწევად დაჭირდა 20 წელი. – მე ვიზრდებოდი ერთ-ერთ ამერიკულ ტომში და ჩვენი ტრადიციების რწმენა დამეხმარა დავმსგავსებოდი ვეფხვს (მაპარიოს სათაურში კატა, რომ ვუწოდე :D)

იხილეთ ვიდეო, როგორ იშოვა დენისმა მოძრავი კუდი!

თეგები

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Close
Close