არქივი

კარტოგრაფიის უცნაური ნიმუშები

7b87950a5f46
გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი რუკასა და გლობუსს,რომლებიც სხვადასხვა ეპოქას მოიცავს.

1.1922 წელს საბჭოთა კავშირი შეიქმნა.თუმცა ეს ძალადობაზე აგებული იმპერია გარკვეულ სიძნელეებს აწყდებოდა.ამის საწინააღმდეგოდ კი საბჭოთა ხელისუფლებამ პროპაგანდის მანქანა აამუშავა და დაიწყო სხვადასხვა პიარ-კამპანიის (თუმცა სიტყვა “პიარი” მაშინ არ გამოიყენებოდა :D ) განხორციელება.
ერთ-ერთი ასეთი ღონისძიება იყო პროპაგანდისტული რუკის შექმნა.სწორედ 1922 წელს შეიქმნა ეს რუკა,სადაც ჩანს საბჭოთა არმიელი,რომელიც გარშემო ქვეყნებს იარაღს უშვერს და გადათელვით ემუქრება.

ff8dbdd230b5

2.ცნობილია,რომ კოლუმბი 1490_იან წლებში სწორედ ამ რუკის დახმარებით ცდილობდა სამეფო კარის დარწმუნებას მისი ექსპედიციის აუცილებლობაში და ამტკიცებდა,რომ ევროპიდან ჩინეთისა და ინდოეთისკენ უმოკლეს გზას მიაგნო.
ეს რუკა ფლორენციელმა კარტოგრაფმა შეადგინა და როგორც ხედავთ საკმაოდ ბევრი გეოგრაფიული ნონსენსია სახეზე.

df8d6ad9f38e

3.1623 წელს ჩინეთის იმპერატორისათვის შეიქმნა გლობუსი.ამ გლობუსის შემქმნელად ორ ადამიანს თვლიან-მანუელ დიასი და ნიკოლო ლონგაბარდი,თუმცა ჯერ არაა დამტკიცებული რომელია ნამდვილი ავტორი.

735013beb1d9

4.1507 წელს გამოჩნდა რუკა,სადაც ამერიკის კონტინენტიც გამოჩნდა(მანამდე იყო მცდელობა თუმცა შედეგი რეალობისგან შორს იყო).რუკა შეიქმნა გერმანიაში,ცნობილი კარტოგრაფის მარტინ ვოლდსიმიულერის მიერ.
ავტორი არ იზიარებდა კოლუმბის შეხედულებას (კოლუმბი მიიჩნევდა,რომ ამერიკა იყო აზიის ნაწილი),ის იზიარებდა ამერიგო ვესპუჩის შეხედულებას,რომელიც ამერიკას ცალკე კონტინენტად განიხილავდა.

35c20fd19e4b

5.მეთხუთმეტე საუკუნის დასაწყისში ინგლისში,ევეშამის სააბატოში შეიქმნა რუკა.ეს რუკა საკმაოდ უცნაურად გამოიყურება.რუკის ზედა უკავია ინგლისს,და საერთოდ ამ რუკაზე ხაზი იყო გასმული ინგლისი სიძლიერეზე.
რუკის დანარჩენი ნაწილი დანარჩენ მსოფლიოს უჭირავს.

7b5ee1c35ce1

6.1885 წელს ინგლისელმა ბიზნესმენმა ჩარლზ ბუტმა წარმოადგინა პროექტი რომელიც მიზნად ისახავდა ლონდონის რუკის შედგენას,სადაც აღნიშნული იქნებოდა უბნების მიხედვით სოციალური მდგომარეობა.
1889 წლისათვის რუკა მზად იყო.მასზე დატანებულია სხვადასხვა ფერები.შავი აღნიშნავს ღარიბებს,ოქროსფერი კი მდიდრებს,დანარჩენი ფერები კი საშუალო კლასს ასახავს.

051ad52d0035

Don Mindia

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button