არქივი

საინტერესო სტატიები არქეოლოგიაში

ad91a7cd8cf0

1)გერმანულ ქალაქ ტრირში მშენებლობისას აღმოაჩინეს რომაული მონეტების საგანძური. სულ აღმოჩენილ იყო რომში გამოშვებული 2570 მონეტა. ყველაზე ძველი მონეტები ნერონის დროსაა გამოშვებული, ხოლო ყველაზე გვიანდელი სეპტიმიუს სევერუსის დროინდელი.

2) ბრიტანეთში მშენებლებმა აღმოაჩინეს რომაული ვილა, რაც გახდა ბრიტანული არქეოლოგიის სენსაციური აღმოჩენა. როგორც ჩანს ვილა არა მხოლოდ საცხოვრებელი იყო, არამედ ასრულებდა მნიშვნელოვან ადმინისტრაციულ ფუნქციებს.

3) არქიმედეს დაკარგულ წიგნს სპექტროსკოპები აღადგენენ. ბერძენი ბუნებისმეტყველის ნაწარმოები, რომელიც დაკარგულად ითვლებოდა, აღმოაჩინეს შუასაუკუნეების ხელნაწერში “სტრიქონთა სორის”.

4) ლონდონიუმში არქეოლოგებმა რომაული ტაძრის ნანგრევებში აღმოაჩინეს კრემი, რომელიც თავისი შემადგენლობით თანამედროვე კრემებს არ ჩამოუვარდება.

5) არქეოლოგებმა პალატინის გორის ძირას აღმოაჩინეს არისტოკრატის სახლი, რომელსაც რომის პირველი იმპერატორის ავგუსტუსის (სურათზე) დაბადების ადგილად მიიჩნევენ

6) რომის ფორუმის ქვეშ იტალიელმა არქეოლოგებმა აღმოაჩინეს კარგად შენახული სამარხები, რომლებიც ძვ. წ. IX – X საუკუნით თარიღდება. შარშან კი აღმოჩენილი იყო “მეფის სასახლე” რომელიც თარიღდება ძვ. წ. VIII საუკუნით რაც მეტყველებს რომის დაარსების ტრადიციული თარიღის სასარგებლოდ.

წყარო : სტატია მოვამზადე არქეოლოგიური ენციკლოპედიის დახმარებით (აქ არის მცირეოდენი რამ იმ საინტერესო ამბების შესახებ დაწერილი, დაინტერესების შემთხვევაში დავდებ უფრო ვრცლად. (ასე ვთქვად საცდელი პოსტია :) )

D1to

Loading...

მსგავსი ამბები

Back to top button