საკითხავისასარგებლო

საინტერესო სტატიები

10 წლის განმავლობაში მობილურით ლაპარაკი ზრდის ტვინის კიბოს განვითარების ალბათობას (დანარჩენი გაგრძელებაში)

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ფინლანდიელი,დანიელი,ნორვეგიელი,შვედი და ბრიტანელი მეცნიერები.გამოკვლევის შედეგები გამოაქვეყნა ფინლანდიის რადიაციული უსაფრთხოების ცენტრმა.

გამოკვლევის დროს გამოვლინდა,რომ მათ,ვინც სარგებლობდა მობილურით 10 წელზე მეტ ხანს ტვინის კიბოთი დაავადების რისკი 1,3-ჯერ უფრო მეტი აქვს.ამასთან სიმსივნე აღმოჩნდა ზუსტამ იმ მხარეს,რომელ მხარესაც ეკავა ხოლმე მობილური ადამიანს ლაპარაკის დროს.

თუმცა,მეცნიერები განგაშის ატეხვას არ ჩქარობენ,რადგანაც გამოკვლევა ჩატარებული იყო გამოკითხვის საფუძველზე და ვერ იქნებიან დარწმუნებულები,რომ ამ გამოკითხვის ყველა მონაწილეს ზუსტად ახსოვს,რამდენ დროს ხარჯავდა ლაპარაკში 10 წლის მანძილზე და მითუმეტეს რომელ მხარეს ეკავა მობილური.

მეცნიერების აზრით,უფრო ზუსტი ინფორმაციის მიწოდება შეუძლიათ სატელეფონო კავშირების ოპერატორებს,მაგრამ არც ერთი ოპერატორი არ ინახავს 10 წლის მონაცემებს.

გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 1,5 ათასზე მეტმა ტვინის კიბოთი დაავადებულმა და 3,3 ათასამდე ჯანმრთელმა ადამიანმა.მათ შორის 220 ადამიანი იყენებდა მობილურ ტელეფონს 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში.

მეცნიერებმა აღმოაჩინეს,რომ აქტიური კომპიუტერული თამაშები აუმჯობესებს მხედველობას,ხოლო მშვიდი თამაშები არ ვნებს მას.

ნიუ-იორკის მეცნიერებმა დაადგინეს,რომ კომპიუტერული თამაშები,მიუხედავად გავრცელებული აზრისა,არამარტო არ აზიანებს მოზარდების მხედველობას,არამედ შესამჩნევად აუმჯობესებს.თუმცა ეს ეხება მხოლოდ “აქტიურ” თამაშებს.
როჩესტერის უნივერსიტეტის მეცნიერებმა,რომელიც მდებარეობს ნიუ-იორკის შტატში,გამოიკვლიეს მოხალისეების ორი ჯგუფი ადგილობრივი სტუდენტების რიცხვიდან.ერთი ჯგუფის წევრები რეგულარულად თამაშობდნენ “აქტიურ” თამაშებს,რამოდენიმე საათის განმავლობაში,ხოლო მეორე ჯგუფში-უფრო მშვიდ თამაშებს,როგორიცაა კარტი,ჭადრაკი და ა.შ.

ერთი თვის შემდეგ ექსპერიმენტის მონაწილეებმა გაიარეს შემოწმება ოფთალმოლოგთან,რომელმაც შედეგები შეადარა იმ მონაცემებს,რომელიც მიღებული იყო ექსპერიმენტის დაწყებამდე.აღმოჩნდა,რომ იმათი მხედველობა,ვინც თამაშობდა მშვიდ თამაშებს,არანაირად არ შეიცვალა,იმ დროს,როცა სხვა ჯგუფის წევრების მხედველობა გაუმჯობესდა საშუალოდ 20%-ით.
მეცნიერები მივიდნენ დასკვნამდე,რომ აქტიური კომპიუტერული თამაშები მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ტვინიში მხედველობის ცენტრის განვითარებას.მეცნიერები იმედოვნბენ,რომ ეს აღმოჩენა საშუალებას მისცემს მათ იპოვონ ზოგიერთი,ბავშვებში და მოზარდებში გავრცელებული მხედველობის დეფექტების მკურნალობის ეფექტური მეთოდი.

ნაძვის ხე საშიშია ჯანმრთელობისთვის.

ამერიკელმა სპეციალისტებმა ალერგიის, ასთმისა და იმუნოლოგიის კოლეჯიდან ჩაატარეს კვლევა, რომელიც მიეძღვნა საახალწლო ნაძვის ხის გავლენას ადამიანის ორგანიზმზე. აღმოჩნდა, რომ ის ნივთიერებები, რომლებსაც გამოყოფს ნაძვი დახურულ სივრცეში შესაძლოა ძალზე სახიფათო იყოს ალერგიით დაავადებულთათვის.

მას შემდეგ, რაც სადღესასწაულო ხე მოხვდება დახურულ შენობაში, პირველ სამი დღე-ღამის მანძილზე ის კვადრატულ მეტრზე გამოყოფს 800 სპორას – დოზას, რომელიც თითქმის აღწევს დასაშვებ ნორმას.

მაგრამ უკვე 4 დღის შემდეგ, სპორების რაოდენობა აღწევს 5000-ს. ასეთი კონცენტრაცია ძალზე უარყოფითად მოქმედებს ალერგიით და ასთმით დაავადებულ პაციენტებზე.

კვლევამ აჩვენა, რომ წიწვოვანი მცენარის დახურულ შენობაში ყოფნის ხანგრძლივობა უნდა შეადგენდეს მაქსიმუმ 4 დღეს, რათა მან შემდგომში უარყოფითად არ იმოქმედოს ორგანიზმზე. თუმცა ხშირად, ეს 4 დღეც კი საკმარისია, რომ მარადმწვანე მცენარემ ზიანი მიაყენოს ალერგიულ ადამიანებს. საქმე იმაშია, რომ ქიმიურმა ნივთიერებებმა, რომლებსაც ხშირად ასხურებენ ნაძვის ხეს მწარმოებლები და გამყიდველები, ხეში არსებული მავნე ბაქტერიების განადგურების მიზნით და ასევე “გასაყიდი” შესახედაობის მისაცემადაც, შესაძლოა გამოიწვიონ მძიმე ალერგიული რეაქციები. ასეთნაირად დამუშავებული ნაძვის დახურულ სივრცეში ყოფნის ხანგრძლივობას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა.
ცოცხალი ხის ალტერნატივას – ხელოვნურ ნაძვის ხეს სპეციალისტები ასევე სკეპტიკურად უყურებენ. პირველ რიგში, სოკოები და მტვერი შესაძლოა იყოს როგორც ნატურალურ, ისე პლასტმასის ნაძვებზე. მეორეც, ბევრი ხელოვნული ნაძვის ხის წარმოება ხდება ჩინეთში, სადაც მათი დამზადებისთვის გამოიყენება ტოქსიკური მასალები.
ორგანიზმზე ნეგატიური გავლენის მოხდენა შეუძლიათ ასევე წიწვოვან დეზოდორებს, რომლებსაც ხანდახან ასხამენ ხელოვნურ ნაძვს სახლებში.

წყარო: forum.ge

loading...
თეგები

D1to

Loading...

მსგავსი ამბები

Close
Close