კულტურაუცნაური

სამხრეთ კორეელმა ალპინისტმა მსოფლიოს ყველა მწვერვალი დაიპყრო

4fc973a08364
ალპინისტმა ო იუნ-სონმა მსოფლიოს ყველა მწვერვალი დაიპყრო. :shock:
ო იუნ-სონის მიერ დალაშქრული მწვერვალების სიაში ნეპალის ანაპურნა ყველაზე ბოლოა. ახლა ის მსოფლიოში ნომერ პირველი ალპინისტი ქალის წოდების პრეტენდენტია, რომელმაც 14 უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო, – იტყობინება BBC.co.uk

სამხრეთ კორეის ტელეარხებმა პირდაპირ ეთერში უჩვენეს სპორტსმენი, რომელმაც მწვერვალის პიკზე ეროვნული დროშა აღმართა.

ანაპურნას 8091 მეტრის სიმაღლის პიკამდე ალპინისტმა მეორე ცდის შედეგად მიაღწია. გასულ კვირას მას ხელი ცუდმა ამინდმა შეუშალა. ანაპურნა მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ძნელად დასაპყრობ მწვერვალად ითვლება.

2009 წელს ო იუნ-სონის მიერ ჰიმალაის ერთ-ერთი მყინვარის მწვერვალამდე მიღწევის ფაქტი დღემდე დავის საგანია. იგი ამის თაობაზე ნეპალიდან სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისაუბრებს.

წყარო ambebi.ge

მსგავსი ამბები

Back to top button