გასართობისაკითხავისასარგებლო

დაგეგმვა და სტრესი !!

ცნობილმა ანალიტიკოსმა ერიკ ბერნმა, შეიმუშავა იოლი და ეფექტური მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია ადამიანების სტრესის გამომწვევი მიზეზების დადგენა.

იმისათვის რომ მიხვდე საიდან წარმოიქმნა პრობლემები – სამსახურში, გეგმების განხორციელებისას, სასიყვარულო ურთიერთობისას, უბრალოდ უნდა გაიხსენო რას გეუბნებოდა დედა ბავშვობაში, როდესაც გაკვეთილების სწავლის დრო დგებოდა, შენ კი ამ დროს სასეირნოდ გინდოდა წასვლა.

ამ საკითხში დედების უმეტესი ნაწილი იყოფა სამ კატეგორიად:
დედა 1: იმეცადინე საღამოს 6 საათამდე, შემდეგ კი შეგიძლია წახვიდე.
დედა 2: უნდა ისწავლო ყველაფერი რაც დავალებად გაქვს, ამის შემდეგ შეგიძლია წახვიდე.
დედა 3: თუ ყველაფერს ისწავლი საღამოს 6-მდე, შეგიძლია წახვიდე, მერე დაგიგვიანდება და ვეღარ წახვალ.

პირველ შემთხვევაში საქმე გვაქვს დროის შეზღუდვასთან. “იმეცადინე 6-მდე”-ში იგულისხმება: არ აქვს მნიშვნელობა რამდენს ისწავლი, მთავარია იმუშავო 6-მდე და შენ თავისუფალი ხარ! მეორე სქემა: “გააკეთე ყველაფერი და თავისუფალი ხარ”მესამე შემთხვევაში დედა მიგვანიშნევს: “თუ ყველაფერს ვერ მოასწრებ 6-მდე თავისუფალი ვერ იქნები”. ბერნის აზრით სწორედ მესამე ვარიანტი აყენებს ბავშვს დიდ სტრესს და უიღბლოობისკენ უბიძგებს.

დედების სამი ტიპის “შელოცვა” წარმოქმნის სამი ტიპის კარიერისტებს:
“ადამიანი ათიდან – ექვსამდე” – რომელსაც დიდი წარმატება ელის საოფისე კარიერაში
“ადამიანი თავისუფალი გრაფიკით” – რომელიც ხშირად აგვიანებს სამსახურში, მაგრამ მის მიტოვებას არ აპირებს იქამდე, სანამ ყველაფერს არ გააკეთებს რაც გასაკეთებელი აქვს
“ნერვიული თანამშრომელი” – რომელიც ყოველთვის ცდილობს ყველაფერი მოასწროს, გადამწყვეტ მომენტში კი კრახს განიცდის. მისი ლოზუნგია “მე ყველაფერს ვაკეთებდი ამისთვის..”

წყარო: www.ambebi.ge
აბა ეხლა აღიარეთ ადამიანების რომელი ტიპის კარიერისტებს მიეკუთვნებით :D   :D   :aaa:

თეგები

D1to

Loading...

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close