არქივი

უბრალოდ უცნაური

qorwil

თურმე ქორწინება სისუფთავეს ვერ იტანს: )) ამ და სხვა თემებზე საინტერესო ამბებს თქვენ გაგრძელების შემდეგ შეიტყობთ
მყარი გერმანული ოჯახი სახლის დალაგება-დასუფთავებამ შეიწირა. ცენტრალური გერმანიის ერთ-ერთი პატარა ქალაქის მცხოვრები ქალი 15 წელი ითმენდა ქმრის მანიაკალურ სისუფთავის სიყვარულს და ბოლოსდაბოლოს ყელში ამოუვიდა. მოთმინების ფიალა მას შემდეგ აევსო, რაც ქმარმა კედლების ნგრევა დაიწყო იმის გამო, რომ ისინი ძალიან ბინძური იყო.
განქორწინების ეს პროცესი, რომელიც ზონდერსჰაუზენში იწყება, ამ ქალაქის სასამართლოს ისტორიაში ყველაზე უცნაური იქნება. ქალბატონმა დაწერა საჩივარი, რომ აღარ შეუძლია “ქმრის ავადმყოფური მიდრეკილება საოჯახო საქმიანობისადმი”. ხასიათის ამ თვისებებმა, სახლის დალაგება და სხვა საოჯახო საქმეების შესრულება, რომელიც ბევრს შეშურდებოდა, 15 წელში ქალი მოთმინებიდან გამოიყვანა.
გერმანელი ქალი ყვება, რომ მის ქმარს ყოველთვის უყვარდა მტვრის გადაწმენდა, მტვერსასრუტი, ფანჯრების, კედლების და იატაკის დაწმენდა, ასევე რეცხვა და დაუთოვება. წყვილს შვილები არ ჰყავთ, სამსახურის შემდეგ ქმარს ბევრი დრო ჰქონდა და საოჯახო საქმიანობა მის სტიქიად იქცა. ერთ მშვენიერ დღეს სახლში დაბრუნებულმა ქალმა აღმოაჩინა, რომ ერთ-ერთი ოთახი თითქმის მთლიანად დანგრეული იყო. კითხვაზე, თუ რატომ გააკეთა ეს, ქმარმა უპასუხა, რომ ძველი კედელი დაისვარა და ახალი უნდა ააშენოს. კედელზე საღებავმაც კი ვერ მოასწრო გაშრობა, რომ ცოლმა განქორწინება მოითხოვა. “წყვილები ხშირად ეყრებიან ერთმანეთს, მაგრამ ასეთი მიზეზი ჯერ არ მსმენია”, – ამბობს გაოცებული მოსამართლე კრისტიან კროპი, რომელსაც პროცესის გაძღოლა მოუწევს.

სახელმწიფო დაფინანსება მედიუმებს

medium

უელსის შრომის დეპარტამენტმა ექსტრასენს წყვილს ბიზნესის განსავითარებლად თანხა გამოუყო. სახელმწიფოსგან მიღებული თანხით მედიუმები გეგმავენ ხალხს მიცვალებულებთან კავშირი ასწავლონ.
მედიუმებმა, პოლმა და დებორა რისმა უმუშევართა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 6,5 ათასი დოლარი (მოქალაქეები, რომლებიც დახმარებით ცხოვრობენ, ეძლევათ განსაზღვრული თანხა, რომლის დახმარებითაც მათ შეუძლიათ საკუთარი საქმის წამოწყება შეუძლიათ) მიიღეს.
ექსტრასენსები ყვებიან, რომ ფულის მიღება არც ისე ადვილი იყო. ამისათვის მათ 15 გვერდიანი ბიზნეს-გეგმა დაწერეს, სადაც თავიანთ მომავალი საწარმოს აღწერენ. “ჩვენ მოგვიწია იმის დამტკიცება, რომ თაღლითები არ ვართ”, – ამბობენ მედიუმები. ცოლ-ქმარმა რისებმა განაცხადეს, რომ იშრომებენ “საზოგადოებისათვის”: ისინი გახსნიან კურსებს, რომლებზეც მოქალაქეებს შეასწავლიან როგორ დაამყარონ კონტაქტი მიცვალებულ ნათესავებთან. “ხალხს, რომლებმაც დაკარგეს დედა, მამა და შვილები, სჭირდება მხარდაჭერა და მათ უნდა დავუმტკიცოთ, რომ სხვა ცხოვრებაც არსებობს”, – აღნიშნა პოლ რისმა.
თუმცა, უელსის მცხოვრებლები მედიუმების წარმატებით კმაყოფილი არ დარჩენილან. ხელისუფლების წევრს, კონსერვატორ ჯონათან მორგანს სამარცხვინოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ “გადასახადების გადამხდელთა ფული მიდის ხალხთან, რომლებიც სხვებს ასწავლიან, როგორ ილაპარაკონ მკვდრებთან. უელსის მთავრობამ ხალხის პროტესტი გაითვალისწინა და გადაწყვიტა გადაამოწმოს, მართლა უნდა შეუწყოს ხელი ამ ბიზნესს სახელმწიფომ, თუ არა, თუ აღმოჩნდება, რომ ეს ასე არ არის, ექსტრასენსებს სახელმწიფო მხარდაჭერას ჩამოართმევენ.

სიდედრს თოფით ვერ მოკლავ

sidedri

ბოსნია ჰერცოგოვინას მცხოვრები შეეცადა თავისი სიდედრი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტით მოეკლა. სასამართლოში მან განმარტა, რომ სიდედრმა მას ცხოვრება დაუნგრია. იარაღის კალიბრიც სპეციალურად შეარჩია, რათა წარმატებაში დარწმუნებული ყოფილიყო, მაგრამ სიდედრი გადარჩა.
მიროსლავ მოლჯიჩი ქალაქ დობოჯიდან ცოტა ხნის წინ ცოლს გაეყარა და გადაწყვიტა, რომ გაყრის მიზეზი მისი ცოლის დედა იყო. ქალი რამდენიმე წლის განმავლობაში შვილს კანონიერი ქმრის წინააღმდეგ აწყობდა და ბოლოს გამოუვიდა კიდეც ეს. მას შემდეგ, რაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ ყოფილ “დედაზე” შური ეძია, მილიჯი გადასატანი ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო მოწყობილობით შეიარაღდა და სიდედრთან სტუმრად გაემართა.
როგორც ქალაქის სასამართლოში სისხლისმსმელმა სიძემ მოყვა, მან რაკეტა ჯერ სიდედრის სახლს ესროლა. აფეთქების შემდეგ მან გადაწყვიტა დარწმუნებულიყო, რომ ყოფილი ცოლის დედა მკვდარია, შევიდა ნახევრადდანგრეულ შენობაში და გაოცებულმა აღმოაჩინა, რომ სიდედრი არც კი დაზარალებულა. ამ შემთხვევისათვის მილიჯიჩს ავტომატიც თან ჰქონდა. მან სიდედრს ცეცხლი გაუხსნა, მაგრამ კვლავ ააცილა. ბოსნიელმა ქალბატონმა მხოლოდ რამდენიმე ნაკაწრი მიიღო.
იმის გამო, რომ ამ თავდასხმების შედეგად ქალი ძლიერ არ დაზარალებულა, მილიჯიჩს მკვლელობის მცდელობისათვის 6 წლით ციხე მიუსაჯეს.

დღეს პირველი აპრილია!

april

ბრიტანეთში გამოაქვეყნეს მასმედიის ყველაზე უცნაური საპირველაპრილო ხუმრობები. საუკეთესოდ 1957 წლის “ბი-ბი-სი”-ს ხუმრობა აღიარეს. ახალი ამბების გამოშვებაში ჟურნალისტები იტყობინებოდნენ, რომ რბილი ზამთრის წყალობით ამ წელს სპაგეტის უჩვეულო მოსავალი მოვიდა. ეკრანზე აჩვენებდნენ, როგორ კრეფდნენ ხიდან სპაგეტის შვეიცარიელი ფერმერები. ამის შემდეგ ხალხი სტუდიაში აქტიურად გზავნიდა წერილებს კითხვებით, თუ როგორ შეიძლებოდა სპაგეტის მოყვანა სახლის პირობებში.
რეიტინგში მეორე ადგილზეა თჰე Gუარდიან, რომელმაც სპეციალურ გამოცემაში ინდოეთის ოკეანეში მდებარე სან-სერიფეს რესპუბლიკის შესახებ დაწერა. როგორც იგი იტყობინებოდა, ქვეყანა განლაგებულია ორ კუნძულზე, რომლებიც წერტილ-მძიმეს განასახიერებენ.
მესამე ხუმრობა კვლავ “ბი-ბი-სი”-ს ეკუთვნის. 1980 წელს ჟურნალისტები ხალხს მოუთხრობდნენ, რომ ბიგ ბენზე ციფრული ციფერბლატის განთავსება სურთ. გასულ წელს კი “ბი-ბი-სი”-მ აჩვენა პინგვინები, რომლებმაც გადაწყვიტეს ანტარქტიკული ზამთრის ტროპიკულ პლიაჟებზე გატარება და გაფრინდნენ.
1998 წელს სწრაფი კვების ქსელმა “ბურგერ ქინკმა” გაზეთ UშA თოდაყ-ში განათავსა სარეკლამო განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ქსელმა შექმნა სპეციალური ჰამბურგერი ცაციებისთვის. ახალ პროდუქტში ყველა სოუსი და მასალა ჩადებულია მეორე მხრიდან, რათა ჭამისას ცაციებს ხელი აღარ დაესვაროთ.
1986 წელს ასობით პარიზელი აღშფოთებული იყო იმის გამო, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით ეიფელის კოშკი “დისნეილენდად” უნდა გადაკეთებულიყო. ეს ინფორმაცია ხალხს გაზეთმა Pარისიენ-მა მიაწოდა.

ყველაზე უცნაური კატა

kata

ამერიკაში ყველაზე უცნაური კატა ეშმაკს ჰგავს. მას ოთხი ყური აქვს და იოდა ჰქვია.
კატა მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ილინოისის მცხოვრებლების, თედის და ვალერიას შვილმა როკმა თავისი საყვარელი ცხოველის სურათი ინტერნეტში დადო.
სულ რამდენიმე კვირაში ბუნების საოცრებამ მონაწილეობა მიიღო სატელევიზიო შოუებში. ამ ფოტომ მრავალი გაზეთი და ჟურნალი დაამშვენა. ერთ-ერთმა გაზეთმა დაწერა: “ბეტმენს რომ კატა ჰყოლოდა, ის, ალბათ, ასეთი იქნებოდა”.
ოთხყურიანი კატის წარმომავლობა უცნობია. იგი პატარა კნუტი იყო, როდესაც მეზობელი ბარიდან მოიყვანეს. იქ მისი სტუმრებს ეშინოდათ და მას ეშმაკს ეძახდნენ. როკის ოჯახს კი კატა მაშინვე მოეწონა. მათ “საფრთხობელა” სახლში წაიყვანეს და იოდა დაარქვეს. ის რაღაცით ჰგავს “ვარსკვლავური ომების” გმირს, – ამბობს თედი. უცხოპლანეტელ იოდის ორი ყური ჰქონდა, მაგრამ ისინი სწორედ იმ ორ ყურს ჰგავს, რომელიც კატას აქვს “დამატებით”.

წყარო:  მე და banksandfinance.ge

მსგავსი ამბები

Back to top button