არქივი

საინტერესო ფაქტები

7655a3326837

მოგესალმებით “www.ucnauri.com“-ის მომხმარებლებო ! გთავაზობთ ძალიან საინტერესო ფაქტებს :ucnauri.com:

1) ალ კაპონე გადასახადების გადაუხდელობის გამო 11 წლით ჩასვეს ციხეში.
2) უილიამ შექსპირი და მიგელ დე სერვანტესი ერთ დღეს 1616 წლის 25 აპრილს თითქმის ერთდროულად გარდაიცვალნენ.
3) მეორე მსოფლიო ომში 72 სახელმწიფო იღებდა მონაწილეობას.
4) ლენინს 146 ფსევდონიმი ჰქონდა.
5) 1054 წელს ქრისტიანული ეკლესია ორ ნაწილად გაიყო.
6) დღევანდელი ქიზიყი XV საუკუნემდე კამბეჩოვანის სახელით იყო ცნობილი.
7) ასურეთში გერმანელები ცხოვრობდნენ.
8) აშშ–ს პრეზიდენტებიდან ყველაზე მეტი შვილი (6 ბიჭი და 4 გოგო) ჰყავდა უილიამ ჰენრი ჰარისონს.
9) 1985 წლის 20 იანვარს რონალდ რეიგანის ინაუგურაცია გადაიდო ერთი დღით, რადგან ამ დღეს ტარდებოდა ამერიკული ფეხბურთის ფინალური მატჩი.
10) აშშ–ში 7 მთა, 8 მდინარე, 10 ტბა და 120 დასახლებული პუნქტი ატარებს ჯორჯ ვაშინგტონის სახელს.
11) აფრიკელი ქალბატონი გრასა მაშელი ორი ქვეყნის (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა და მოზამბიკი) პირველი ლედი იყო.
12) ყველაზე ადრეულ ასაკში პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა გამბიის პრეზიდენტმა იაჰია ჯამემ. იგი 29 წლის იყო.
13) პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ავტომობილით ისარგებლა არის აშშ-ის პრეზიდენტი უილიამ მაკ-კინლი.
14) ევროპაში პირვლად პრეზიდენტის თანამდებობა შემოიღეს შვეიცარიაში და იგი დაიკავა იონას ფურერმა.
15) ნაურუს პრეზიდენტს ბერნარდ დოვიიოგოს სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 7–ჯერ ეკავა.
16) პარიზის ობსერვატორია 1667 წელს ლუი XIV-ის ბრძანებით შეიქმნა და ამჟამად მოქმედ ობსერვატორიათა შორის უძველესია.
17) ელისაბედ II-ის მეუღლე ჰერცოგი ფილიპე წარმოშობით ბერძენია და 1947 წლამდე მართლმადიდებელი იყო
18) გავლენიანი ფრანგი მწერლები ჟაკ რივიერი და ალენ-ფურნიე პარიზის უმაღლესი ნორმალური სკოლის (ფრანგ. École Normale Supérieure) მისაღებ გამოცდებზე ჩაიჭრნენ.
19) საფრანგეთის სახელმწიფო დროშაზე ვერტიკალურად განლაგებული ფერების დატანილია 30:33:37 პროპორციით, ვინაიდან ამგვარი “ოპტიკური პროპორცია” უკეთეს ვიზუალურ ეფექტს ქმნის.
20) ობიექტივიზმის გასამართლებლად ეინ რანდი იყენებდა რაციონალური ეგოიზმის იდეას, რომლის მიხედვით ყოველთვის მიზანშეწონილია საკუთარი ინტერესის განხორციელებისათვის მიზანსწრაფვა.

წყარო : www.wikipedia.org (თარგმანი ჩემი)

D1to

Loading...

მსგავსი ამბები

Back to top button