არქივი

მენდელეევის ელემენტთა პერიოდული სისტემა მალე ბოლომდე შეივსება

mendeleev

ჰელმჰოლცის სახელობის მძიმე ელემენტების იონთა კვლევის ცენტრის პროფესორი ზიგურდ ჰოფმანი (Sigurd Hofmann) თვლის, რომ მალე მენდელეევის ქიმიურ ელემენტთა პერიოდული ტაბულა მთლიანად შეივსება, რადგან ატომთა ბირთვის მასა (ან ელემენტთა რიგობრივი ნომერი) შემოსაზღვრულია ზემოდან – დაახლოებით 126-ე ელემენტის შემდეგ, ატომებს ფიზიკური არსებობა აღარ შეუძლიათ.რია-ს ახალი ამბების სააგენტოს, აღნიშნულმა პროფესორმა შემდეგი ინფორმაცია მიაწოდა: “მე ვფიქრობ, რომ ქიმიურ ელემენტთა პერიოდული ტაბულა დამთავრდება სადღაც 120-126 ელემენტთა შორის. ამ რიგით ნომრების იქით ელექტრონული ორბიტალების ეფექტი იკარგება და შესაბამისად ატომის ბირთვების არსებობა შეუძლებელია”როგორც ცნობილია, ბუნებაში რიგით 92 ნომრის ელემენტის (ურანი) შემდეგ არ არსებობს სხვა მდგრადი ელემენტი, მაგალითად პლუტონიუმის მიღება შესაძლებელია მხოლოდ ატომურ რეაქტორებში ურანის ბირთვული დაშლის რეაქციის შედეგად, ხოლო მე-100 ელემენტის (ფერმიუმის) შემდეგ ელემენტების ხელოვნური მიღება-სინთეზი შესაძლებელია მხოლოდ ამაჩქარებლებში, სამიზნის მძიმე ელემენტების იონებით ბობმბარდირებისას.ეხლა დუბნაში მიდინარეობს სამუშაოები “გამორჩენილი” 117 ელემენტის სინთეზისათვის, რიგში კი 120 ელემენტის მისაღებად მომზადება მიმდინარეობს.

new

რაც შეეხება 117 ელემენტს რამოდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა რომ ბირთვული კვლევების გაერთიანებული ინსტიტუტის რუსმა ფიზიკოსებმა ამერიკელ კოლეგებთან ერთად ისტორიაში პირველად მენდელეევის ტაბულის 117-ე ელემენტის სინთეზირება წარმატებით დაასრულეს, ექსპერიმენტის ხელმძღვანელზე, აკადემიკოს იური ოგანესიანზე დაყრდნობით.
”ჩვენ 6-ჯერ დავაფიქსირეთ 117-ე ელემენტის ბირთვის დაბადება და ამგვარად მენდელეევის ტაბულაზე 116-ე და 118-ე ელემენტებს შორის ამ დრომდე ცარიელი ადგილი შევავსეთ”, – განაცხადა ოგანესიანმა.

წყარო: www.chemclub.ge და მე

მსგავსი ამბები

Back to top button